წესები Soft Check წესები

Status
Not open for further replies.

Frank

Well-known member
Staff member
Chief Administrator
Aug 28, 2025
95
7
1. ზოგადი დებულებები:

1.1. შემოწმების განხორციელების ადგილი და პირები.
ტექნიკური შემოწმება ხორციელდება მხოლოდ პროექტის ოფიციალურ Discord სერვერზე UNIT RP | GE, ადმინისტრატორების მიერ, რომლებიც ფლობენ როლს Cheats Hunter. | მკაცრი გაფრთხილება / უფლებამოსილების შეწყვეტა.
გამონაკლისი: Chief Administrator (CA) და Deputy Chief Administrator (DCA)
1.2. ადმინისტრაციის კომუნიკაციის ეთიკა შემოწმების პროცესში ადმინისტრაცია ვალდებულია მოთამაშესთან კომუნიკაცია წარმართოს პატივისცემით და თავაზიანად. | მკაცრი გაფრთხილება / უფლებამოსილების შეწყვეტა.
1.3. შემოწმების საფუძველი
შემოწმება ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშის მოქმედება გამოიწვევს საფუძვლიან ეჭვს წესების დარღვევაზე.


2. მოთამაშის უფლებები და შეზღუდვები:
2.1. დატოვების და უარის უფლება
მოთამაშეს უფლება აქვს ნებისმიერ ეტაპზე:

  • უარი თქვას შემოწმებაზე;
  • არ წარმოადგინოს კონკრეტული ფაილი ან რესურსი, თუ თვლის, რომ ეს არღვევს მის პირად სივრცეს.
შენიშვნა: უარის თქმამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს საბოლოო ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებაზე.
2.2. ადმინისტრატორს აკრძალული აქვს მოთამაშის თანხმობის გარეშე მოითხოვოს ან დაათვალიეროს:

  • პირადი მიმოწერები;
  • პირადი ფაილები;
  • მესამე პირებთან კომუნიკაციის ჩანაწერები.
მკაცრი გაფრთხილება / უფლებამოსილების შეწყვეტა.
შენიშვნა: კომუნიკაცია თემატურ ჯგუფებთან ან საჯარო რესურსებთან (მაგ., ტექნიკურ ფორუმებთან) არ მიიჩნევა პირად მიმოწერად.
2.3. გადმოწერის იძულების აკრძალვა
ადმინისტრაციას არ აქვს უფლება მოთამაშეს აიძულოს რაიმე სახის პროგრამული უზრუნველყოფის ან ფაილის გადმოწერა. | უფლებამოსილების შეწყვეტა.


3. მონაცემთა უსაფრთხოება და კონფიდენციალობა:

3.1. ინფორმაციის გამჟღავნების აკრძალვა
ადმინისტრაციისთვის აკრძალულია შემოწმების პროცესში მიღებული მონაცემების გადაცემა ან გავრცელება იმ პირებთან, რომლებიც არ არიან პროექტის აქტიური ადმინისტრატორები. | უფლებამოსილების შეწყვეტა + მოთამაშის შავ სიაში შეყვანა.
3.2. ჩანაწერების გაკეთების აკრძალვა
აკრძალულია შემოწმების პროცესის ნებისმიერი ფორმით დაფიქსირება ან გავრცელება, მათ შორის:

  • ვიდეო/აუდიო ჩანაწერები;
  • ეკრანის სქრინშოთები;
  • ტექსტური აღწერები.
შენიშვნა: ეს წესი ვრცელდება მხოლოდ იმ შემოწმებებზე, რომლებიც ტარდება Cheats Hunter-ის როლის მქონე ადმინისტრატორების მიერ ოფიციალურ Discord სივრცეში.
3.3. სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა და ინსტრუმენტები
3.4. ნებადართული პროგრამები
შემოწმების დროს შესაძლებელია გამოყენებულ იქნას შემდეგი პროგრამები:

  • LastActivityView,
  • Everything,
  • OpenIV,
  • ProcessHacker,
  • SystemInformer,
  • BrowsingHistoryView,
  • Journal Trace,
  • USBDeview,
  • UserAssistView,
  • Recuva,
  • Timeless,
  • EaseUS Data Recovery,
  • Echo Bam,
  • ShadowExplorer,
  • CodeWalker.
3.5. უსაფრთხო გადმოწერის პირობები
პროგრამების გადმოწერა უნდა განხორციელდეს მხოლოდ სანდო წყაროებიდან, როგორიცაა:

შენიშვნა: მოთამაშეს უფლება აქვს თავად აირჩიოს ვირუსების სკანირების პლატფორმა – ადმინისტრაციას არ აქვს უფლება დააწესოს სავალდებულო ვებსაიტი.

4. სამართლებრივი პირობები:

5.1. მომსახურების პირობების თანხმობა
შემოწმების დაწყებისთანავე მოთამაშე ავტომატურად ეთანხმება Digital Minds Media-ს მომსახურების პირობებს, რომელიც წარმოადგენს Timeless-ის ოპერატორ კომპანიას.
5.2. შემოწმების შედეგები და მოქმედებები

  • თუ შემოწმებისას მოთამაშეს აღმოაჩნდება უცხო ან საეჭვო ფაილები, ადმინისტრაციას უფლება აქვს შეწყვიტოს შემოწმება და დაბლოკოს აქაუნთი.
  • სხვა სახის დარღვევების (მაგ. ვალუტის გაყიდვა/ყიდვა) აღმოჩენისას, შესაძლებელია შესაბამისი სანქციების გამოყენება.
  • ტექნიკური შემოწმებისას დარღვევების არარსებობა არ გამორიცხავს წესების დარღვევის არსებობას – ადმინისტრაცია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სერვერის ზოგადი წესების საფუძველზე.
 
Last edited:
Status
Not open for further replies.