1. ზოგადი დებულებები:
1.1. შემოწმების განხორციელების ადგილი და პირები.
ტექნიკური შემოწმება ხორციელდება მხოლოდ პროექტის ოფიციალურ Discord სერვერზე UNIT RP | GE, ადმინისტრატორების მიერ, რომლებიც ფლობენ როლს Cheats Hunter. | მკაცრი გაფრთხილება / უფლებამოსილების შეწყვეტა.
გამონაკლისი: Chief Administrator (CA) და Deputy Chief Administrator (DCA)
1.2. ადმინისტრაციის კომუნიკაციის ეთიკა შემოწმების პროცესში ადმინისტრაცია ვალდებულია მოთამაშესთან კომუნიკაცია წარმართოს პატივისცემით და თავაზიანად. | მკაცრი გაფრთხილება / უფლებამოსილების შეწყვეტა.
1.3. შემოწმების საფუძველი
შემოწმება ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშის მოქმედება გამოიწვევს საფუძვლიან ეჭვს წესების დარღვევაზე.
2. მოთამაშის უფლებები და შეზღუდვები:
2.1. დატოვების და უარის უფლება
მოთამაშეს უფლება აქვს ნებისმიერ ეტაპზე:
- უარი თქვას შემოწმებაზე;
- არ წარმოადგინოს კონკრეტული ფაილი ან რესურსი, თუ თვლის, რომ ეს არღვევს მის პირად სივრცეს.
2.2. ადმინისტრატორს აკრძალული აქვს მოთამაშის თანხმობის გარეშე მოითხოვოს ან დაათვალიეროს:
- პირადი მიმოწერები;
- პირადი ფაილები;
- მესამე პირებთან კომუნიკაციის ჩანაწერები.
შენიშვნა: კომუნიკაცია თემატურ ჯგუფებთან ან საჯარო რესურსებთან (მაგ., ტექნიკურ ფორუმებთან) არ მიიჩნევა პირად მიმოწერად.
2.3. გადმოწერის იძულების აკრძალვა
ადმინისტრაციას არ აქვს უფლება მოთამაშეს აიძულოს რაიმე სახის პროგრამული უზრუნველყოფის ან ფაილის გადმოწერა. | უფლებამოსილების შეწყვეტა.
3. მონაცემთა უსაფრთხოება და კონფიდენციალობა:
3.1. ინფორმაციის გამჟღავნების აკრძალვა
ადმინისტრაციისთვის აკრძალულია შემოწმების პროცესში მიღებული მონაცემების გადაცემა ან გავრცელება იმ პირებთან, რომლებიც არ არიან პროექტის აქტიური ადმინისტრატორები. | უფლებამოსილების შეწყვეტა + მოთამაშის შავ სიაში შეყვანა.
3.2. ჩანაწერების გაკეთების აკრძალვა
აკრძალულია შემოწმების პროცესის ნებისმიერი ფორმით დაფიქსირება ან გავრცელება, მათ შორის:
- ვიდეო/აუდიო ჩანაწერები;
- ეკრანის სქრინშოთები;
- ტექსტური აღწერები.
3.3. სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა და ინსტრუმენტები
3.4. ნებადართული პროგრამები
შემოწმების დროს შესაძლებელია გამოყენებულ იქნას შემდეგი პროგრამები:
- LastActivityView,
- Everything,
- OpenIV,
- ProcessHacker,
- SystemInformer,
- BrowsingHistoryView,
- Journal Trace,
- USBDeview,
- UserAssistView,
- Recuva,
- Timeless,
- EaseUS Data Recovery,
- Echo Bam,
- ShadowExplorer,
- CodeWalker.
პროგრამების გადმოწერა უნდა განხორციელდეს მხოლოდ სანდო წყაროებიდან, როგორიცაა:
შენიშვნა: მოთამაშეს უფლება აქვს თავად აირჩიოს ვირუსების სკანირების პლატფორმა – ადმინისტრაციას არ აქვს უფლება დააწესოს სავალდებულო ვებსაიტი.
4. სამართლებრივი პირობები:
5.1. მომსახურების პირობების თანხმობა
შემოწმების დაწყებისთანავე მოთამაშე ავტომატურად ეთანხმება Digital Minds Media-ს მომსახურების პირობებს, რომელიც წარმოადგენს Timeless-ის ოპერატორ კომპანიას.
5.2. შემოწმების შედეგები და მოქმედებები
- თუ შემოწმებისას მოთამაშეს აღმოაჩნდება უცხო ან საეჭვო ფაილები, ადმინისტრაციას უფლება აქვს შეწყვიტოს შემოწმება და დაბლოკოს აქაუნთი.
- სხვა სახის დარღვევების (მაგ. ვალუტის გაყიდვა/ყიდვა) აღმოჩენისას, შესაძლებელია შესაბამისი სანქციების გამოყენება.
- ტექნიკური შემოწმებისას დარღვევების არარსებობა არ გამორიცხავს წესების დარღვევის არსებობას – ადმინისტრაცია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სერვერის ზოგადი წესების საფუძველზე.
Last edited: