X
xizana
Guest

სახელი: Jekoia
გვარი: Doundobeli
დაბადების თარიღი: 27 ოქტომბერი, 1994
ასაკი: 31
ეროვნება: ქართველი
სიმაღლე: 177 სმ
წონა: 128 კგ
აგებულება: ჭარბ წონიანი
თმის ფერი: ბრუნეტი (მუქი ყავისფერი)
თვალის ფერი: ყავისფერი
სხეულის ნიშნები: გაღუნული/გატეხილი ცხვირი
ოჯახური მდგომარეობა: უცოლო
მამა: ემზარ დაუნდობელი
დედა: სოფია დაუნდობელი
ხასიათის თვისებები: აგრესიული, არასტაბილური ემოციებით, იმპულსური და რისკიანი, თავისუფლების მოყვარული, ახლობლებთან ერთგული, მაგრამ უცხოებთან მკაცრი და დამცინავი. წესებისადმი გულგრილი, სწრაფად რეაგირებს უმნიშვნელო პროვოკაციაზეც.
ID: 887
ტელეფონის ნომერი: 6818567
ბიოგრაფია
Jekoia Doundobeli დაიბადა 1994 წლის 27 ოქტომბერს San Andreas-ში, ქალაქ Los Santos-ში. გაიზარდა მუშათა უბანში, სადაც მამის გავლენით ბავშვობიდანვე უყვარდა მანქანები და ტექნიკა. ოჯახი არასდროს ყოფილა მდიდარი. დედა მუდმივად მუშაობდა, მამა კი სატრანსპორტო სამსახურში იყო დასაქმებული. ბავშვობაში ჯეკოიას უყვარდა ქუჩაში სრიალი პატარა სკუტერით და მეგობრებთან ერთად ძველი მანქანების ნაწილების დაშლა.
მოზარდობის წლებში გახდა პრობლემური და ამბიციური. სკოლაში ხშირად ჩხუბობდა, მაგრამ ტექნიკურად ნიჭიერი იყო. უყვარდა მანქანების აწყობა და რადიოტექნიკა. თანაკლასელებთან ხშირად შედიოდა კონფლიქტში, თუმცა მეგობრებში ყოველთვის ითვლებოდა ერთგულად. სწორედ ამ წლებში ჩამოუყალიბდა მოტოციკლებისა და ხმაურის სიყვარული.
18 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა გადამზიდად. მუშაობდა მძიმე პირობებში და დღეში ათობით ტონა ცემენტს ან სხვა სამშენებლო მასალას აწვდიდა სხვადასხვა ობიექტზე. გადაადგილდებოდა Prius-ით, რომელიც მოგვიანებით გაცვალა ძველ Mercedes E კლასში. ეს მანქანა გახდა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ახალგაზრდობაში იყო შემთხვევა, როცა მასზე სერიოზული ბრალდება გაჩნდა და რეალურად ემუქრებოდა 10–15 წლამდე პატიმრობა. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ საქმე არ გაგრძელდა, ამ მოვლენამ ჯეკოიას ფსიქიკაზე ძლიერი გავლენა მოახდინა. მას შემდეგ მასში გაჩნდა არასტაბილურობა და ნდობის პრობლემა.
25 წლის შემდეგ ჯეკოია სრულიად შეიცვალა. აღარ ემორჩილებოდა წესებს და დაიწყო უცნაურად ცხოვრება. მეზობლებმა და ნაცნობებმა შესთავაზეს ლურჯი მარშრუტკა, რომლითაც დაიწყო მგზავრების გადაყვანა Los Santos-ში. მუშაობდა როგორც მძღოლი და გადამზიდი, მაგრამ დროთა განმავლობაში მისი ქცევა უფრო და უფრო არასტაბილური გახდა. ხშირად აკეთებდა ავარიებს, არღვევდა მოძრაობის წესებს, ჩართული ჰქონდა მუსიკა ბოლომდე და მგზავრებსაც არასდროს ეპყრობოდა მშვიდად. ზოგჯერ მათთან აგრესიულადაც იქცეოდა, ზოგჯერ კი ხუმრობით იტაცებდა. მისი მარშრუტკა მუდმივად დაზიანებული იყო, მაგრამ ჯეკოიას ეს არ ადარდებდა.
დღეს Jekoia ცხოვრობს Los Santos-ის გარეუბანში, პატარა ბინაში. დილით მუშაობს გადამზიდად, საღამოობით კი ბუქსირებს მანქანებს ან მგზავრებს ატარებს ქალაქის ფარგლებში. მისი ყოველდღიურობა ხმაურით, ბენზინის სუნით და არეულობით არის სავსე. მას აღარ აინტერესებს წესრიგი და ხშირად იქცევა ისე, როგორც თავად უნდა. მუსიკა ყოველთვის ბოლომდეა ჩართული, მანქანა ნახევრად დამტვრეულია და ქუჩებში მისი გამოჩენა ბევრისთვის საშიშიც კი გახდა.
ჯეკოია ცნობილია თავისი იმპულსური ხასიათით და აგრესიული რეაქციებით. საკმარისია ვინმემ არასწორად შეხედოს, რომ სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდეს. მას არ სჭირდება მიზეზი იმისთვის, რომ მოულოდნელად გამოავლინოს ძალადობა ან შეურაცხყოფა მიაყენოს სხვას. მიუხედავად ყველაფრისა, იგი საკუთარ საქმეს მაინც ასრულებს: გადაზიდვები, ბუქსირებები და მარშრუტები რადგან ეს ყველაფერი მისი ყოველდღიური ცხოვრებაა.
შეჯამება:
შეუძლია NonRP Drive , რადგან მისი პერსონაჟი ცნობილია ფსიქიკურად არასტაბილური და არაადეკვატური ქცევებით
შეუძლია მუსიკის ჩართვა Soundpad-ის საშუალებით (მხოლოდ მანქანაში)
შეუძლია ხალხის გატაცება და დამცირება RP-ს ფარგლებში
შეუძლია აგრესიის გამოხატვა უმცირესი მიზეზითაც.
მანქანა:
