წესები RP სტრელის წესები

Status
Not open for further replies.

DAVE

Well-known member
Project Team
May 24, 2025
217
138
RP სტრელი - 14:00 დან 00:00 - მდე ( 2 დან 12 მდე )

1.0 ომის დაწყებამდე აუცილებელია მიზეზის არგუმენტირება IC გზით.
1.1 აკრძალულია ომის გამოცხადება IC მიზეზების გარეშე | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს
1.2 ომში მონაწილე მხარეებს უნდა ჰყავდეთ თანაბარი ან შედარებით ბალანსირებული ძალა.
განმარტება: აუცილებელია წინასწარ შეთანხმდეს ომის მონაწილეთა რაოდენობა.
1.3 ომის დაწყების შემდეგ აკრძალულია დაჭრილი ან დაღუპული ფრაქციის წევრის გაცოცხლება ნებისმიერი გზით. | სპეც.ციხე 35 წუთი.
1.4 ომში მონაწილე ორივე მხარე ვალდებულია უზრუნველყოს სრული ვიდეო ფიქსაცია | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
ვიდეო უნდა მოიცავდეს:
  • კონფლიქტის დაწყების IC მიზეზს
  • ომის პირობების შეთანხმებას
  • სტრელის სრულ ქრონოლოგიას
ვიდეოფიქსაციის გარეშე ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას არ მიიღოს შედეგი განხილვაში და შესაძლოა ომიც გაბათილდეს.
1.5 ომისთვის სპეციალურად მოთამაშეების ტრანსფერი სხვა ფრაქციებიდან აკრძალულია.
განმარტება: მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ იმ წევრებს, რომლებიც ომის გამოცხადებამდე უკვე იმყოფებოდნენ ფრაქციაში. | გაფრთხილება
1.6 სტრელის თითოეული მონაწილე ვალდებულია ეცვას მხოლოდ იმ ორგანიზაციის ან ოჯახის დრესკოდი, რომელსაც წარმოადგენს. | სპეც.ციხე 40 წუთი
1.7 თითოეულ მოთამაშეს აქვს მხოლოდ ერთი სიცოცხლე. დაშავებული ან გარდაცვლილი მოთამაშის დაბრუნება დაუშვებელია. | სპეც.ციხე 35 წუთი.
1.8 სტრელის დაწყებამდე ორივე მხარემ უნდა დააფიქსიროს შემდეგი პირობები IC გზით:
  • იარაღის ტიპები
  • ტერიტორია
  • დრო
  • მონაწილეთა რაოდენობა
  • ალიანსები
1.9 შეთანხმების გარეშე სტრელი ჩაითვლება არალეგიტიმურად. | ომის გაუქმება
1.10 სტრელის დაწყებამდე აუცილებელია IC დიალოგი: სიტყვიერი გაფრთხილება, მუქარა ან კონფლიქტის გამძაფრება. | ომის გაუქმება + სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს
1.11 სტრელის ინიციატორი ვალდებულია ადმინისტრაციას/კურატორს წინასწარ აცნობოს სტრელის პირობები. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს
1.12 სტრელის პირობების წამოყენება და შეთანხმება არის ინიციატორის პასუხისმგებლობა. მეორე მხარეს უფლება აქვს უარი თქვას ან მოითხოვოს კორექტირება.
1.13 სტრელის მიმდინარეობისას ნებადართულია ნებისმიერი იარაღისა და საბრძოლო მასალის გამოყენება, თუ მხარეებს შორის შეთანხმება არ ზღუდავს კონკრეტულ იარაღს.
1.14 აკრძალულია სტრელის ჩატარება ხალხმრავალ და საჯარო ადგილებში: | ომის გაუქმება
  • ცენტრალური ქუჩები
  • სახელმწიფო შენობების მიმდებარე ტერიტორია
  • მთავარი გზაჯვარედინები
1.15 ორმხრივი სროლის დროს აკრძალულია მანქანით გადაადგილება | სპეც.ციხე 20 წუთი.
1.16 RP სტრელის დასრულების შემდეგ მხარეებს შორის მტრული ურთიერთობა ავტომატურად იწყება. დაუშვებელია მყისიერი მეგობრული ურთიერთობა
1.17 სტრელის დასრულებიდან მინიმუმ 3 საათის განმავლობაში დაუშვებელია ახალი შეტაკება იგივე მხარეებს შორის. (Cooldown რეჟიმი)
1.18 თუ ომამდე პირობებში პირდაპირ არ არის შეთანხმებული, რომ ალიანსი დაშვებულია, მისი გამოყენება აკრძალულია. | სტრელის გაუქმება + მკაცრი გაფრთხილება ლიდერს
 
Status
Not open for further replies.