Los Santos Emergency Medical Services წესდება

Nataa93

New member
Aug 21, 2025
1
0

Los Santos Emergency Medical Services

თავი I. ზოგადი მუხლები



შინაგანაწესი წარმოადგენს სავალდებულო სამართლებრივ დოკუმენტს, რომელიც ძალაშია ყველა თანამშრომლის მიმართ და განსაზღვრავს ორგანიზაციაში დისციპლინის, სამუშაო პროცესის, პროფესიული ეთიკისა და უსაფრთხოების ზოგად სტანდარტებს.

მისი მთავარი მიზანია:
1.1. სამუშაო პროცესის სტაბილურობისა და ეფექტურობის უზრუნველყოფა;
1.2. თანამშრომლების პროფესიული პასუხისმგებლობის განმტკიცება;
1.3. პაციენტების, თანამშრომლებისა და ორგანიზაციის უსაფრთხოების დაცვა მკაფიო წესებისა და რეგლამენტების საშუალებით.

ყველა თანამშრომელი ვალდებულია იცნობდეს და სრულად იცავდეს შინაგანაწესში განსაზღვრული ნორმებს. წესების უცოდინრობა არ ათავისუფლებს თანამშრომელს პასუხისმგებლობისგან. ნებისმიერი დარღვევა განიხილება დისციპლინურ გადაცდომად და გამოიწვევს შესაბამის სასჯელს, რომელიც შეიძლება მოიცავდეს სიტყვიერ გაფრთხილებას, თანამდებობრივ დაქვეითებას ან სამსახურიდან გათავისუფლებას.


თავი II. მორალური სტანდარტები



2.1. ყველა თანამშრომელმა სრულად უნდა გაიაზროს, რომ მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მათ საზოგადოების წინაშე აქვთ პროფესიული ვალდებულებები. თითოეული მოქმედება, დამოკიდებულება და გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება სამუშაო პროცესში, პირდაპირ აისახება საზოგადოების ნდობასა და მათი პროფესიონალიზმის აღქმაზე.
2.2. თანამშრომლები ვალდებულნი არიან იმოქმედონ პატიოსნებისა და მაღალი პასუხისმგებლობის სტანდარტებით, რაც გულისხმობს, რომ მათი ყოველი ქმედება უნდა შეესაბამებოდეს პროფესიულ ეთიკას, სამართლებრივ ნორმებს და საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკას.
2.3. სამუშაო პროცესში თითოეულ თანამშრომელი ვალდებულია ხელმძღვანელობდეს საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებით:
2.3.1. კულტურა და თავაზიანობა.
2.3.2. ღირსება და ურთიერთპატივისცემა.
2.3.3. ნდობა და მიუკერძოებლობა.
2.3.4. სამართლიანობა და პროფესიული დამოუკიდებლობა.
2.3.5. სანდოობა და პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი.
2.4. თანამშრომლები ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ საზოგადოების ნდობის ამაღლებას და შექმნან პროფესიული იმიჯისათვის ხელსაყრელი გარემო, სადაც პაციენტები, კოლეგები და სხვა პირები იგრძნობენ უსაფრთხოების და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს.
2.5. ექიმის გარეგნობა უნდა იყოს პროფესიონალური, ჰიგიენური და სამედიცინო საქმიანობისთვის ადეკვატური. იგი უნდა აჩვენებდეს პატივისცემას პაციენტებისა და კოლეგების მიმართ.
2.5.1. აუცილებელია სამოსის სისუფთავე, სამოსის სისუფთავის არ დაცვა ან დეზორგანიზებული გარეგნობა, არ შეესაბამება თანამშრომლის პროფესიონალურ სტანდარტებს.
2.5.2. დაუშვებელია ტატუების არსებობა სხეულზე, სამუშაო პროცესში დაუშვებელია ზედმეტი სამკაულების ან თვალისმომჭრელი ფერის სამოსის გამოყენება.
2.5.3. დაუშვებელია სამედიცინო საქმიანობისთვის არაპრაქტიკული თმის სტილის გამოყენება ან თმის დაფარვა სახის ისეთ ნაწილზე, რომელიც ხელს უშლის პაციენტთან კომუნიკაციას.
2.6. საბოლოო მოთხოვნა: ექიმის გარეგნობა უნდა აჩვენებდეს მის პატივისცემას, პროფესიონალიზმს და სამედიცინო სტანდარტებს. ეს უზრუნველყოფს არა მხოლოდ სამუშაო გარემოს ხარისხსა და უსაფრთხოებას, არამედ პაციენტებისთვის მაღალი სტანდარტის მომსახურების მიწოდებას.

თავი III. თანამშრომელთა ქცევის ზოგადი წესები



3.1. თანამშრომელი ვალდებულია მოქალაქეებს მოეპყროს თავაზიანად, პატივისცემითა და ყურადღებით. მისი ქმედებები და საუბრის მანერა უნდა ასახავდეს მის პროფესიონალიზმს და უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაცია გადაწყდეს მშვიდობიანად, სამართლიანად და კონსტრუქციულად.
3.2. დაუშვებელია ნებისმიერი შეხედულების, სიტყვით ან ქმედებით გამოხატვა, რომელიც იწვევს შეურაცხყოფას ან დისკრიმინაციას რასის, სქესის, კანის ფერის, რელიგიის, ენისა ან სოციალური სტატუსის ნიშნით.
3.3. პაციენტებთან ურთიერთობისას თანამშრომელმა უნდა უზრუნველყოს ისეთი ქცევა, რომელიც გააძლიერებს მის მიმართ ნდობას, უსაფრთხოებისა და პროფესიული სანდოობის განცდას.
3.4. სამუშაო ადგილის ან სამსახურეობრივი მოვალეობის დატოვება დაუშვებელია ხელმძღვანელის წინასწარი ინფორმირების გარეშე, გარდა შემთხვევებისა, როდესაც აუცილებელია დაუყოვნებლივი რეაგირება საგანგებო ვითარებაზე.
3.5. თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას პაციენტის და კოლეგების პირადი, სამედიცინო და სამსახურეობრივი ინფორმაციის კონფიდენციალობა.
3.6. თანამშრომელმა უნდა შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც ზიანს აყენებს ორგანიზაციის რეპუტაციას ან უარყოფითად მოქმედებს როგორც მისი, ისე საავადმყოფოს სახელზე.

თავი IV. თანამშრომლებთან ურთიერთობის წესები

4.1. თანამშრომლები ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ კოლეგებს შორის ნდობის, თანამშრომლობისა და პროფესიული მხარდაჭერის ჩამოყალიბებას.
4.2. ყველა თანამშრომელი ვალდებულია გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება ნაკლებად გამოცდილ კოლეგებს და უზრუნველყოს მათ მხარდაჭერა პროფესიული უნარების განვითარების პროცესში.
4.3. დაუშვებელია კოლეგის შეცდომაში შეყვანა ან მასთან შეგნებულად არასრულფასოვანი, არაკორექტული ან მოტყუებითი ინფორმაციის გაზიარება, რაც ითვლება პროფესიული ეთიკისა და სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევად.
4.4. შეცდომების დაფიქსირებისას მითითება უნდა განხორციელდეს პატივისცემის, კორექტულობის და კონსტრუქციულობის ფარგლებში, ისე რომ ხელი შეეწყოს თანამშრომლის პროფესიული განვითარების გაუმჯობესებას.
4.5. აკრძალულია უხეში, დამამცირებელი ან ხმამაღალი საუბარი, აგრესიით ან შეურაცხმყოფელი ფორმით გამოხატული ქცევა, ასევე სამუშაო სივრცეში დაუშვებელია ჟარგონების ან არასათანადო ენობრივი ფორმების გამოყენება.
4.6. თანამშრომელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ხელმძღვანელობას ნებისმიერი ინციდენტის შესახებ, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს სამუშაო პროცესზე ან ზიანი მიაყენოს ორგანიზაციის საქმიანობას.

თავი V. თანამშრომლების შეუფერებელი ქმედება​


5.1. თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას თავისი სამსახურებრივი მოვალეობა მაქსიმალური პასუხისმგებლობით და პროფესიონალიზმით, დაუშვებელია მოვალეობის გადამეტება ან საქმიანობის ისეთი ფორმის განხორციელება, რამაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენონ მისი პროფესიონალიზმი.
5.2. თანამშრომელმა თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელმაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მის რეპუტაციაზე, კომპანიის იმიჯზე ან თანამშრომლებთან ურთიერთობაზე.
5.3. აკრძალულია ნებისმიერი სახის სამსახურებრივი ინფორმაციის ბოროტად გამოყენება, გასაჯაროება ან მესამე პირისთვის გადაცემა, რაც შესაძლოა სერიოზული ზიანის მიყენების მიზეზი გახდეს კომპანიის ან მასთან დაკავშირებულ პირებითვის.
5.4. თანამშრომელი ვალდებულია სრულად შეასრულოს ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული სამსახურებრივი ვალდებულებები, დაუშვებელია მითითებების შეგნებული უგულებელყოფა ან მათი არ შესრულება .
5.5. აკრძალულია სამუშაო ადგილზე შეიარაღებული მისვლა ან ნებისმიერი ისეთი ნივთის შეტანა, რომელიც საფრთხეს უქმნის თანამშრომლების და პაციენტების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

თავი VI. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების წესები​

1. მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის აღება
1.1. აკრძალულია საწყობიდან ერთდროულად განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტი მედიკამენტის აღება.
1.2. მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის გატანა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურ განყოფილებაში აღრიცხვის შემდეგ, რაც უზრუნველყოფს მარაგების კონტროლს და პაციენტების უსაფრთხოებას.
2. გამოძახებები და სამედიცინო დახმარება
2.1. ერთსა და იმავე თანამშრომელს ეკრძალება ზედიზედ რამდენიმე გადაუდებელ სიტუაციაზე გასვლა, რადგან ეს შეაფერხებს მისი სამსახურებრივი მოვალეობის ეფექტურ შესრულებას.
2.2. მაღალი რისკის მქონე გამოძახებაზე სამედიცინო ჩარევა განხორციელდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მდგომარეობა დასტაბილურდება, რაც უზრუნველყოფს თანამშრომლისა და პაციენტის უსაფრთხოებას.
2.3. დახმარების გაწევისას უპირატესობა მიენიჭება იმ პაციენტს, რომლის სიცოცხლეც უფრო მაღალი რისკის ქვეშ დგას.
3. სამსახურის ტრანსპორტის გამოყენება
3.1. აკრძალულია სამსახურის მანქანის დაქოქილი მდგომარეობაში დატოვება.
3.2. საწვავის ავზი უნდა შეივსოს ყოველი გამოყენების შემდეგ.
3.3. მანქანების დატოვება ნებადართულია მხოლოდ საავადმყოფოს ტერიტორიაზე.
3.4. აკრძალულია საავადმყოფოს ტრანსპორტის დაქოქილ მდგომარეობაში სამოქალაქო პირისთვის გადაცემა.
3.5. აკრძალულია საავადმყოფოს ტრანსპორტის გამოყენება შესაბამისი აღრიცხვისა და აღწერის გარეშე.
4. პაციენტებთან ურთიერთობა და მკურნალობა
4.1. თანამშრომელი ვალდებულია თავი არ აარიდოს პაციენტის მკურნალობას და უზრუნველყოს სრულფასოვანი, პროფესიონალური სამედიცინო დახმარება. იგი ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო სამედიცინო გადაწყვეტილება, უზრუნველყოს მკურნალობის არ შეწყვეტის პროცესი და უზრუნველყოს პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა ყველა შესაძლო სიტუაციაში.
4.2. მაღალი რისკის მქონე სიტუაციებში თანამშრომელი ვალდებულია ყველა სამედიცინო გადაწყვეტილება მიიღოს განსაკუთრებული სიფრთხილით. ყველა მოქმედება უნდა შეესაბამებოდეს პროფესიონალურ სტანდარტებს, ხოლო პრიორიტეტი ყოველთვის მიენიჭოს პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვას. გადაწყვეტილებები უნდა განხორციელდეს სწრაფად, ეფექტურად და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით.
5. საავადმყოფოს რესურსების გამოყენება
5.1. აკრძალულია საავადმყოფოს საკუთრების გამოყენება პირადი მიზნებისთვის. ყველა სამედიცინო, ტექნიკური და ადმინისტრაციული რესურსი, ინვენტარი და სხვა საშუალებები გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ სამსახურებრივ საქმიანობაში. პირადი მიზნებისთვის საავადმყოფოს ქონების გამოყენება დაუშვებელია და წარმოადგენს შინაგანაწესის დარღვევას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრება..
6. სამუშაო დრო და დისციპლინა
6.1. ყველა თანამშრომელი ვალდებულია დროულად გამოცხადდეს სამსახურში, განსაზღვრული სამუშაო საათების შესაბამისად. დროული გამოცხადება აუცილებელია სამსახურის უწყვეტი და ეფექტური ფუნქციონირებისთვის, გუნდის მუშაობის თანმიმდევრობის, პაციენტებთან კოორდინაციისა და სამედიცინო მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვის მიზნით.
6.2. თანამშრომელი ვალდებულია სრული პასუხისმგებლობით დაიცვას დადგენილი სამუშაო გრაფიკი. სამუშაო საათებში თითოეულმა თანამშრომელმა უნდა უზრუნველყოს აქტიური მონაწილეობა სამსახურებრივ პროცესებში, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს მონაწილეობა სამედიცინო ჩარევებსა და ადმინისტრაციულ საქმიანობაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამსახურის უწყვეტი ფუნქციონირება და მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა.
7. ფინანსური და მატერიალური სარგებელი
7.1. აკრძალულია პაციენტების ან მათი ოჯახის წევრებისგან ფულის, საჩუქრების ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღება. თანამშრომელი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ მისი ქმედებები სრულად შეესაბამება სამედიცინო ეთიკას, პროფესიონალიზმს და საავადმყოფოს რეპუტაციას. ნებისმიერი სახის საჩუქრის ან ფინანსური სარგებლის მიღება, რომელიც დაკავშირებულია სამედიცინო მომსახურებასთან, დაუშვებელია და შეიძლება გამოიწვიოს დისციპლინარული პასუხისმგებლობა.
8. დრესკოდის დაცვა
8.1. ყველა თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას საავადმყოფოს მიერ დამტკიცებული დრესკოდი. დრესკოდის დაცვა უზრუნველყოფს პროფესიონალურ, ერთგვაროვან და სამსახურის სტანდარტების შესაბამის გარეგნობას. პროფესიონალური ჩაცმის სტანდარტების დაცვა აუცილებელია როგორც პაციენტებთან ურთიერთობის ხარისხის შესანარჩუნებლად, ისე სამსახურის იმიჯისა და რეპუტაციის დაცვისთვის. თანამშრომელი ვალდებულია აირჩიოს სამუშაოსთან შესაბამისი სამოსი და აქსესუარები, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას, კომფორტსა და პროფესიონალურ წარმოჩენას.

თავი VII. დამატებითი წესები


7.1. აკრძალულია სამსახურის ტრანსპორტის დატოვება ქუჩაში. ტრანსპორტის უსაფრთხო განლაგება დასაშვებია მხოლოდ საავადმყოფოს ტერიტორიაზე, რათა უზრუნველყოს როგორც ტრანსპორტის სრულყოფილი ფუნქციონირება, ისე თავიდან იქნას აცილებული მისი დაზიანება, დაკარგვა ან სხვა სახის ინციდენტები. აღნიშნული წესი აუცილებელია თანამშრომლების, პაციენტების და საავადმყოფოს უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად და უზრუნველყობს ტრანსპორტის მუდმივ ხელმისაწვდომობას სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად.
7.2. დაუშვებელია გამოძახებებზე გადაადგილება სირენის გარეშე. სირენის გამოყენება აუცილებელია საგანგებო სიტუაციებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ტრანსპორტის ადეკვატური შემჩნევადობისა და მოძრაობის მონაწილეების გაფრთხილების მიზნით. გარდა ამისა, სირენა უზრუნველყოფს ოპერაციულ რეაგირებას, რაც აუცილებელია პაციენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისთვის.
7.3.სამუშაო საათებში აკრძალულიანებისმიერი არა სამსახურებრივი საქმიანობა. თითოეული თანამშრომელი ვალდებულია მთელი სამუშაო დრო გაატაროს მაქსიმალური ყურადღებითა და კონცენტრაციით, რათა უზრუნველყოს პაციენტთა მომსახურების უწყვეტობა და მაღალი ხარისხი. არასამსახურებრივი საქმიანობის განხორციელება სამუშაო საათებში ეწინააღმდეგება შინაგანაწესის ნორმებს და სამედიცინო ეთიკის სტანდარტებს, ხოლო მისი დაუცველობა შესაძლოა საფრთხეს შეუქმნას პაციენტებსა და სამსახურებრივი პროცესის წარმართვას.
7.4. თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას შრომის უსაფრთხოების ყველა წესი, სრული პასუხისმგებლობით გამოიყენოს პირადი დაცვის საშუალებები და მოქმედებდეს ისე, რომ უზრუნველყოს როგორც საკუთარი, ისე სხვა თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევა დაუშვებელია და შესაძლოა გამოიწვიოს დისციპლინარული პასუხისმგებლობა.
7.5. თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას და შეინარჩუნოს მაღალი პროფესიონალიზმი, სამედიცინო ეთიკა და თანამშრომლობის სტანდარტები. დაუშვებელია ნებისმიერი ქმედება, მოქმედება ან დამოკიდებულება, რომელიც შეიძლება ზიანი მიაყენოს საავადმყოფოს რეპუტაციას, შეარყიოს პაციენტებთან ურთიერთობა ან საფრთხე შეუქმნას პაციენტებსა და სხვა თანამშრომლებს. თანამშრომელმა უნდა იმოქმედოს ასე, რომ ყოველი გადაწყვეტილება და ქმედება შეესაბამებოდეს პროფესიონალურ ნორმებს, შინაგანაწესს და სამედიცინო ეთიკის სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო, ეფექტურ და მაღალ ხარისხიან სამსახურებრივ გარემოს.
7.6. სამუშაო პროცესში ყველა თანამშრომელი ვალდებულია სრულად შეასრულოს ხელმძღვანელობის მითითებები და განკარგულებები, დაიცვას შინაგანაწესის ყველა წესი და ნორმა და უზრუნველყოს საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობების ეფექტური და ხარისხიანი შესრულება. თანამშრომელმა უნდა იმოქმედოს მაქსიმალური პასუხისმგებლობით, დისციპლინითა და პროფესიონალიზმით, რათა უზრუნველყოს როგორც პაციენტების უსაფრთხოება და მაღალი ხარისხის მომსახურება, ასევე საავადმყოფოს შეუფერხებელი და ეფექტიანი ფუნქციონირება.

თავი VIII. დისციპლინური წესები

8.1. აკრძალულია მედიკამენტების გაცემა სხვა ნებისმიერ ადგილას, გარდა საავადმყოფოს მიერ განსაზღვრული ოფიციალური მიმღებისა. აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში თანამშრომელს დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა — 1/3 გაფრთხილება.
8.2. აკრძალულია მედიკამენტების აღება სათანადო აღრიცხვისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე. აღნიშნული წესის დარღვევა წარმოადგენს სერიოზულ დისციპლინურ გადაცდომას და გამოიწვევს 1/3 გაფრთხილების დაწესებას.
8.3. აკრძალულია მედიკამენტების გაყიდვა, ასევე მათი შენახვა პირად ავტომობილში ან საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული წესის დარღვევა წარმოადგენს სერიოზულ დისციპლინურ გადაცდომას და მისდამი პასუხისმგებლობა განისაზღვრება როგორც თანამდებობრივი დაქვეითებით, ასევე შესაძლოა დათხოვნით.
8.4. აკრძალულია იარაღის, ნარკოტიკული საშუალებების ან ნებისმიერი სხვა არალეგალური ნივთის ფლობა და გამოყენება. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს უმძიმეს დისციპლინურ დარღვევას და იწვევს თანამშრომლის დაუყოვნებლივ დათხოვნას.
8.5. აკრძალულია დაშავებულის პირადი ნივთების დაუფლება ან მათი თვითნებური მიტაცება. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს სერიოზულ ეთიკურ და დისციპლინურ დარღვევას, რომელიც გამოიწვევს თანამშრომლის თანამდებობრივ დაქვეითებას ან დაუყოვნებლივ დათხოვნას.
8.6. აკრძალულია უხეში, არაპროფესიონალური დამოკიდებულება პაციენტთან ან მისი ოჯახის წევრებთან. აღნიშნული წესის დარღვევა წარმოადგენს ეთიკურ და დისციპლინურ გადაცდომას და გამოიწვევს თანამშრომლის გაფრთხილებას ან თანამდებობრივ დაქვეითებას.
8.7. აკრძალულია თანამშრომელთა შორის კონფლიქტის პროვოცირება. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დისციპლინურ დარღვევას და გამოიწვევს 1/3 გაფრთხილებას.
8.8. აკრძალულია ორგანიზაციის ავტომობილის გამოყენება პირადი მიზნებისთვის. აღნიშნული წესის დარღვევა წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას და გამოიწვევს თანამშრომლის 1/3 გაფრთხილებას.
8.9. აკრძალულია სამსახურებრივი ფორმის უგულებელყოფა. აღნიშნული წესის დარღვევა წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას და გამოიწვევს თანამშრომლის 1/3 გაფრთხილებას.
8.10. აკრძალულია მოვალეობის შესრულებისას ალკოჰოლის ან ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს სერიოზულ დისციპლინურ დარღვევას და გამოიწვევს თანამშრომლის თანამდებობრივ დაქვეითებას ან დათხოვნას.
8.11. აკრძალულია სამსახურებრივი ინფორმაციის გატანა მესამე პირთან. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს სერიოზულ დისციპლინურ დარღვევას და გამოიწვევს თანამშრომლის თანამდებობრივ დაქვეითებას ან დათხოვნას.
8.12. აკრძალულია სამსახურებრივი მოვალეობის თვითნებურად არშესრულება. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დისციპლინურ დარღვევას და გამოიწვევს თანამშრომლის გაფრთხილებას ან თანამდებობრივ დაქვეითებას.

თავი IX. დისციპლინური სასჯელი


8.1. 1/3 გაფრთხილება
სამუშაო პროცესში მცირე დისციპლინური დარღვევების შემთხვევაში თანამშრომელს მიეცემა სიტყვიერი გაფრთხილება და იგი იქნება ზედამხედველობის ქვეშ, რათა დაიცვას სამუშაო დისციპლინა და თანამშრომლობის სტანდარტები.
8.2. 2/3 გაფრთხილება
მეორე დონის დარღვევის შემთხვევაში თანამშრომელი დაქვეითდება ერთი თანამდებობით ქვემოთ. აღნიშნული ზომა მიზნად ისახავს პასუხისმგებლობისა და პროფესიონალიზმის გაზრდას.
8.3. 3/3 გაფრთხილება
სერიოზული დისციპლინური დარღვევების შემთხვევაში თანამშრომელი განთავისუფლდება სამსახურიდან და შესაძლოა ის იქნეს სახელმწიფო სტრუქტურების შავ სიაში. აღნიშნული ზომა მიმართულია როგორც პაციენტების უსაფრთხოების, ისე საავადმყოფოს რეპუტაციის დაცვის უზრუნველსაყოფად.


თავი X. თანამშრომელთა გათავისუფლება​


10.1. გათავისუფლების საფუძვლები.

თანამშრომელი გათავისუფლდება შემდეგი მიზეზების საფუძველზე:
  1. მიღებული 3/3 დისციპლინური გაფრთხილება.
  2. სამსახურეობრივი მოვალეობის უხეში არგადაჭარბება ან დაუკმაყოფილებლობა.
  3. უხეში, არაპროფესიონალური ქცევა პაციენტთან ან კოლეგასთან.
10.2. გადაწყვეტილების მიღება.
გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღება მთავარი ექიმის მიერ, უფროსი შემადგენლობის დასტურით.
10.3. თანამშრომლის რეგისტრირება შავ სიაში.
გათავისუფლების შემდეგ თანამშრომელი რეგისტრირდება შავ სიაში სახელმწიფო სტრუქტურებში, რაც უზრუნველყოფს სანდოობას და სამედიცინო სისტემაში უსაფრთხოების დაცვას.

თავი XI. სამედიცინო პერსონალის მოვალეობები


11.1. სტაჟიორი.
სტაჟიორი ვალდებულია იმყოფებოდეს მიმღეში და უზრუნველყოს მედიკამენტების გადაცემა მხოლოდ ექიმის მითითების შესაბამისად. იგი აგრეთვე სწავლობს სამედიცინო პროცესებს, იღებს გამოცდილებას და ითავსებს დახმარებით საქმიანობას, რაც აუცილებელია პროფესიული უნარების განვითარებისთვის.
11.2. ექთანი.
ექთანი ვალდებულია იმყოფებოდეს მიმღეში და უზრუნველყოს მედიკამენტების გადაცემა ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ის უზრუნველყოფს პაციენტების დროულ მომსახურებას, მონაწილეობს სამედიცინო პროცედურებში და ხელს უწყობს საავადმყოფოს ყოველდღიურ ფუნქციონირებას.
11.3. ექიმის დამხმარე.
ექიმის დამხმარე ვალდებულია მიიღოს გამოძახებები და მათზე დროული რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში ის იმყოფება მიმღეში და მონაწილეობს მედიკამენტების გადაცემაში, რათა უზრუნველყოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება.
11.4. ექიმი.
ექიმი ახორციელებს საშუალო სირთულის ოპერაციებს, იღებს გამოძახებებს და უზრუნველყოფს მათზე შესაბამის, დროულ რეაგირებას. მისი მოვალეობაა პაციენტების მდგომარეობის მუდმივი კონტროლი და მაღალი პროფესიონალური სტანდარტების დაცვა.
11.5. თერაპევტი.
თერაპევტი ვალდებულია მოისმინოს პაციენტის ჩივილები, ჩაატაროს ზუსტი გასინჯვა და საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს შესაბამისი გამოკვლევები. იგი ასევე პასუხისმგებელია მკურნალობის გეგმების შედგენაზე და შესაბამისი დანიშნულების გამოწერაზე, რაც უზრუნველყოფს პაციენტის ჯანმრთელობის სრულყოფილ მონიტორინგს.
11.6. რეანიმატოლოგი.
რეანიმატოლოგი ახორციელებს მძიმე და გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციებს, უზრუნველყოფს კრიტიკულად დაავადებული პაციენტების გადარჩენასა და სტაბილიზაციას.
11.7. ტრავმატოლოგი.
ტრავმატოლოგი ჩაერთვება მოტეხილობების შემთხვევაში ქირურგიულ ოპერაციებში, აგრეთვე უზრუნველყოფს პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას, რათა პაციენტმა შეძლოს სწრაფი და ეფექტური აღდგენა.
11.8. ფსიქოლოგი.
ფსიქოლოგი ვალდებულია მოისმინოს პაციენტის ჩივილები, უზრუნველყოს ფსიქოლოგიური დახმარება, საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს ფსიქოტროპული პრეპარატები. გარდა ამისა, იგი აფასებს პაციენტის ფსიქიკურ მდგომარეობას სამედიცინო ცნობის გაცემისას და ამზადებს შესაბამის დასკვნებს.

თავი XI.I. სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალის მოვალეობები

11.9. მთავარი ექიმი (ჰოსპიტალის უფროსი).
  • ხელმძღვანელობს მთლიანად საავადმყოფოს საქმიანობას;
  • მის დაქვემდებარებაში იმყოფება ყველა საავადმყოფოს თანამშრომელი;
  • ანაწილებს მოვალეობებს თავისი შემცვლელებისა და სხვა პერსონალის შორის;
  • უზრუნველყოფს საავადმყოფოს მომარაგებას ყველა საჭირო აპარატურით, მედიკამენტითა და ინვენტარით;
  • პასუხისმგებელია პაციენტების დროულ და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე;
  • ორგანიზებას უკეთებს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას;
  • უზრუნველყოფს სამედიცინო სტანდარტების და პროტოკოლის დაცვას;
  • აწარმოებს და აკონტროლებს სამედიცინო დოკუმენტაციას.
11.10. მთავარი ექიმის შემცვლელი.
  • ექვემდებარება მთავარ ექიმს;
  • იღებს მთავარი ექიმის პასუხისმგებლობას მაშინ, როცა იგი იმყოფება შვებულებაში ან მივლინებაში;
  • ზედამხედველობს სამედიცინო პერსონალს და ეხმარება მათ სამუშაო პროცესში;
  • ამოწმებს განყოფილებების მიერ შედგენილ ანგარიშებს და აწვდის ინფორმაციას მთავარ ექიმს;
  • ზედამხედველობს სამედიცინო ინვენტარისა და მედიკამენტების განაწილებას;
  • პასუხისმგებელია, რომ სამედიცინო დახმარება იყოს უსაფრთხო და მაღალი ხარისხის.
11.11. განყოფილების უფროსი.
  • მართავს სამედიცინო და ადმინისტრაციულ პროცესებს შესაბამის განყოფილებაში;
  • ეხმარება რეზიდენტებსა და ექიმებს პროფესიულ განვითარებაში;
  • უზრუნველყოფს ახალი, ეფექტური და გამოსადეგი მეთოდების დანერგვას საავადმყოფოში;
  • პასუხობს გადაუდებელ სიტუაციებში სწრაფ და სწორ გადაწყვეტილებებზე;
  • აფასებს პერსონალის მუშაობის ხარისხს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს ინსტრუქციებსა და გაფრთხილებებს;
  • პასუხისმგებელია სამედიცინო ინვენტარისა და მარაგის შევსებაზე;
  • აკონტროლებს, რომ განყოფილება იცავდეს ჰიგიენურ და ინფექციურ ნორმებს.
11.12. კადრების უფროსი.
  • პასუხისმგებელია საავადმყოფოს პერსონალის შერჩევასა, აღრიცხვასა და განაწილებაზე;
  • ამზადებს თანამშრომელთა ცვლის გრაფიკს და უზრუნველყოფს მის შესრულებას;
  • ახორციელებს ახალი კადრების მიღებას, სტაჟიორთა გადანაწილებას და მათი საქმიანობის მონიტორინგს;
  • ამზადებს პერიოდულ ანგარიშებს პერსონალის მუშაობის ეფექტურობის შესახებ;
  • თანამშრომლობს მთავარ ექიმთან კადრების გადამზადებისა და ტრენინგების დაგეგმვაში;
  • ექვემდებარება განყოფილების უფროსს, ხოლო სტრატეგიულ საკითხებში — მთავარი ექიმის შემცვლელს.
11.13. მომარაგების უფროსი.
  • უზრუნველყოფს საავადმყოფოს მედიკამენტებით, სამედიცინო აპარატურითა და სხვა საჭირო რესურსებით;
  • აკონტროლებს საწყობის მარაგებს და დროულად ახდენს შესყიდვების დაგეგმვას;
  • ამზადებს დოკუმენტაციას ხარჯებისა და მათი მოხმარების შესახებ;
  • ხელმძღვანელობს მომარაგების დამხმარეს და ანაწილებს მის მოვალეობებს;
  • ამზადებს ანგარიშებს განყოფილების უფროსისთვის და მთავარი ექიმის შემცვლელისთვის;
  • უზრუნველყოფს, რომ ყველა განყოფილება დროულად მიიღოს საჭირო რესურსი.
11.14. მომარაგების უფროსის დამხმარე.
  • ასრულებს მომარაგების უფროსის მითითებებს;
  • აწარმოებს ინვენტარის აღრიცხვას და ზუსტ ჩანაწერებს;
  • აკონტროლებს პროდუქციის მოძრაობას საწყობში;
  • ავსებს საჭირო დოკუმენტაციას გამჭვირვალობისთვის;
  • გადაუდებელ სიტუაციებში უზრუნველყოფს საჭირო რესურსების სწრაფ გადანაწილებას;
  • ექვემდებარება მხოლოდ მომარაგების უფროსს, მაგრამ კრიტიკულ საკითხებში ვალდებულია დაემორჩილოს მთავარ ექიმს და მისი შემცვლელს.
დაქვემდებარება
1–4 რანგის თანამშრომლები
– სტაჟიორები, ექთანები, ექიმის დამხმარეები:
ყველა საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხში ექვემდებარებიან განყოფილების უფროსს. მათი მოვალეობებია განყოფილებაში არსებულ სამუშაო პროცესებში ჩართვა, მედიკამენტების და ინსტრუმენტების სწორად გამოყენების კონტროლი, პაციენტების რეგულარული მომსახურება და საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
5–8 რანგის თანამშრომლები – ექთანები, თერაპევტები, ტრავმატოლოგები, ფსიქოლოგები:
ეს კატეგორიის თანამშრომლები ექვემდებარებიან მთავარ ექიმის შემცვლელს და მთავარ ექიმს. მათი პასუხისმგებლობა მოიცავს სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლს, პაციენტებთან მიმართებაში პროფესიული სტანდარტების დაცვას, გამოძახებებზე დროულ რეაგირებას, ასევე სტაჟიორებისა და ახალი პერსონალის ზედამხედველობას.
9-ე რანგზე ქვემოთ მყოფი პირები – მომარაგების პერსონალი, ადმინისტრაციული თანამშრომლები:
მათ ვალდებულნი არიან დაემორჩილონ მთავარ ექიმის შემცვლელს და მთავარ ექიმს ნებისმიერ საკითხში. პასუხისმგებლობა მოიცავს საავადმყოფოს ინვენტარის მართვას, მედიკამენტების და აღჭურვილობის უზრუნველყოფას, საბუღალტრო დოკუმენტაციის სწორ აღრიცხვას, ასევე ადმინისტრაციული დავალებების შესრულებას.

თავი XI.II. თანამშრომელთა დაწინაურება და შეფასება

11.2.1. თანამშრომლის დაწინაურება ხდება მისი სამუშაოს ხარისხის, პროფესიული გამოცდილებისა და კომპეტენციის, ასევე შიდა შეფასების ობიექტური შედეგების საფუძველზე. დაწინაურების პროცესში გაითვალისწინება პასუხისმგებლობის შესრულების დონე, ინიციატივა, კოორდინაციის უნარი კოლეგებთან და საერთო ორგანიზაციულ მიზნებთან შესაბამისობა.
11.2.2. უფროსი პერსონალი უფლებამოსილია შეაფასოს დაქვემდებარებული პერსონალის სამუშაო შესრულება და, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი დისციპლინური ან სამსახურებრივი ღონისძიებები, მათ შორის გაფრთხილება, თანამდებობრივი დაწინაურება ან გადაყვანა.



თავი XII. სამუშაო გრაფიკი



12.1. სამუშაო გრაფიკი განსაზღვრულია პერსონალის პოზიციის მიხედვით, რათა უზრუნველყოს უწყვეტი და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება:

  • უფროსი პერსონალი: სამუშაო დღე იწყება 08:00 საათზე და მთავრდება 24:00 საათზე, ორშაბათიდან პარასკევამდე. დღეში გათვალისწინებულია 1 საათის შესვენება. ყოველწლიური შვებულება შეადგენს 25–30 სამუშაო დღეს.
  • საშუალო პერსონალი: სამუშაო დღე 07:00–24:00 საათი, ორშაბათიდან პარასკევამდე, 1 საათის შესვენებით. ყოველწლიური შვებულება შეადგენს 20–25 სამუშაო დღეს.
  • სტაჟიორები და მიმღეები: სამუშაო დღე 07:00–23:00 საათი, 30 წუთის შესვენებით. ყოველწლიური შვებულება შეადგენს 15–20 სამუშაო დღეს.

    გამოუვალ, გადაუდებელ სიტუაციებში, როდესაც აუცილებელია პაციენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, თანამშრომელი ვალდებულია იმუშაოს მაქსიმალურად საჭირო პერიოდში, რაც შესაძლოა მოიცავდეს 24 საათიან უწყვეტ სამსახურებრივ გრაფიკსაც. აღნიშნული ზომა გამოიყენება მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციებში, რათა უზრუნველყოს პაციენტების უსაფრთხოება, გადაუდებელი დახმარების უწყვეტობა და სამედიცინო სტანდარტების დაცვა.
12.2. შესვენება და რეკომენდაციები.
  • სამუშაო პროცესის დროს აუცილებელია გათვალისწინებული შესვენების დროის დაცვა, რაც ხელს უწყობს ფიზიკური და მენტალური გადაღლის თავიდან აცილებას.
  • თანამშრომლები ვალდებულნი არიან შესვენების დროს შეასრულონ პირადი საჭიროებები ისე, რომ არ შეფერხდეს სამედიცინო მოვალეობების შესრულება. აუცილებლობის შემთხვევაში, შვებულებისა და შესვენების დროები განისაზღვრება ადმინისტრაციის მიერ.
სამედიცინო პერსონალის დასვენება და შვებულება წარმოადგენს არა მხოლოდ თანამშრომლის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის დაცვის აუცილებელ პირობას, არამედ უზრუნველყოფს პაციენტების უსაფრთხოებას და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უწყვეტობას.


საავადმყოფოს მთავარი ექიმის ხელმოწერა: N.Finnegan
 
Last edited: