წესდება Federal Investigation Bureau შიდა წესდება

M0RAL3Z

Well-known member
Server Curator
Jun 17, 2025
105
3
Federal Investigation Bureau


თავი I. ზოგადი დებულებები.

მუხლი 1.1. ფედერალური ბიუროს წესდება არის შიდა ნორმატიული-სამართლებრივი აქტი, რომელიც არეგულირებს ფედერალური ბიუროს საქმიანობას, მოვალეობებსა და უფლებამოსილებებს.
მუხლი 1.2. ფედერალური ბიუროს ყველა თანამშრომელი ვალდებულია იცოდეს და დაიცვას ამ წესდების ყველა პუნქტი.
მუხლი 1.3. ამ წესდებაში გადმოცემული მუხლების დარღვევისთვის, დამრღვევები დაისჯებიან სასჯელით, რომელიც გათვალისწინებულია 7.3-ის მუხლით ან ფედერალური ბიუროს კონტრაქტით.
მუხლი 1.4. შინაგანაწესის არცოდნა ფედერალური ბიუროს აგენტს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან და დისციპლინური სასჯელისგან რომელიც მოცემულია 7.3'მ მუხლში.
მუხლი 1.5. ამ წესდების დებულებებს არ აქვთ იურიდიული ძალა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან სან-ანდრეასის შტატის კონსტიტუციის დებულებებს და მოქმედი კანონმდებლობის დებულებებს.
მუხლი 1.6. სან-ანდრეასის შტატის ფედერალური ბიუროს ყველა თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას სან-ანდრეასის შტატის ეთიკისა და სამსახურებრივი ქცევის კოდექსით დადგენილი ურთიერთობის ნორმები კოლეგებთან, სან-ანდრეასის შტატის მოქალაქეებთან და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლებთან ურთიერთობისას.


თავი II. სამუშაო დღე, შესვენებები, შვებულება

მუხლი 2.1. სან-ანდრეასის შტატის ფედერალური ბიუროს სამუშაო დღე: 09:00-დან - 00:00-მდე
შენიშვნა 1: CID განყოფილების თანამშრომლებს შეუძლიათ იმუშაონ ნებისმიერ დროს.
შენიშვნა 2: ფედერალური ბიუროს ნებისმიერ აგენტს აქვს იმის უფლება, რომ ღამე სამუშაო საათები გაახანგძლივს მისი სურვილისამებრ ნებისმიერ დრომდე.
მუხლი 2.2. ფედერალური ბიუროს ყველა თანამშრომელი ვალდებულია შეასრულოს თავისი განყოფილების სამუშაო მოვალეობები სამუშაო დროის გრაფიკის შესაბამისად.
გამონაკლისი: სამუშაო დროის დასრულება.
მუხლი 2.3. შესვენების აღება ნებადართულია არაუმეტეს 1 საათისა, რომელიც სამუშაო დროში არ შედის, იმ პირობით, რომ თანამშრომელი ამის წინ 1 საათის განმავლობაში იმყოფებოდა სამუშაო ადგილზე.
მუხლი 2.4. შესვენება უნდა იყოს დამტკიცებული
მუხლი 2.5. შესვენებაზე გასვლის წინ საჭიროა შესაბამისი მოხსენების დატოვება.
მუხლი 2.6. შესვენების აღების მოქმედი დებულებების დაცვის კონტროლზე პასუხისმგებელი პირები :
Associate Deputy Director
Special Agent in Charge
Assistant Special Agent in Charge
Supervisory Special Agent(SAA)

მუხლი 2.7. იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა დამატებითი შვებულება ან დამატებითი შვებულების დღეები რაიმე მიზეზით, ინდივიდმა უნდა მიმაროს დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომლის დაქვემდებარებაშიც მუშაობს.

მუხლი 2.8. უფროს შემადგენლობას უფლება აქვს გამოგიძახოთ შვებულებიდან სამუშაოდ, თუ ამისთვის არსებობს მნიშვნელოვანი მიზეზები.
შენიშვნა: თუ შეასრულეთ სამუშაო, შეგიძლიათ შემდეგ გააგრძელოთ შვებულება.***

მუხლი 2.9. ფედერალური ბიუროს წოდებები და თანამდებობები.

2.9.1 - წოდებები:

  • Director
  • Deputy Director
  • Associate Deputy Director
  • Special Agent in Charge - ((დეპარტამენტის ხელმძღვანელი))
  • Assistant Special Agents in Charge - ((დეპარტამენტის ხელმძღვანელის დამხმარე))
  • Supervisory Special Agents (SSA) - ((აიბი დეპარტამენტის აგენტები))
  • Senior Special Agent - ((HRT ის და/ან CID აგენტი.))
  • Special Agent - ((CID-ის აგენტები))
  • Field Agent
  • Agent Trainee
  • Intern

2.9.2 - თანამდებობები.

High Command (HC) - დირექტორის ოფისი, რომელიც დაკომპლექტებულია, თავად დირექტორისა, მისი მოადგილეებისაგან და დეპარტამენტის ხელმძღვანელებისაგან. ( Director & Deputy Director / Associate Deputy Director / Special Agent in Charge / Assistant Special Agent in Charge )
Head of the Inteligence Branch - IB დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
Head of the HRT - მძევალთა გადარჩენა/განთავისუფლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
Head of The CID - ფედერალური ბიუროს, ცენტრალური საგამოძიებო დეპარტამენტი.
Head of The HR - ფედერალური ბიუროს, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი (აკადემია).



თავი III. იერარქია ფედერალურ ბიუროში


მუხლი 3.1. წოდებრივი და თანამდებობრივი იერარქია ფედერალურ ბიუროში:

3.1.1 - Special Agent in Charge - ფედერალურ ბიუროში იკავებს დეპარტამენტის/დივიზიის ხელმძღვანელის როლს, აღნიშნული დეპარტამენტი/დივიზია შესაძლებელია იყოს: HRT, CID, IB, HR.
3.1.2 - Assistant Special Agent in Charge ფედერალ ბიუროში ითავსებს 3.1.1 მუხლში გაწერილი დეპარტამენტების ხელმძღვანელის შემცვლელის/მოადგილეს ფუნქცია მოვალეობებს.
3.1.3 - დეპარტამენტების ხელმძრვანელობას და/ან უშუალო ზედამხედველობას შესაძლებელია ითავსებდეს ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილე (Deputy Director & Associate Deputy Director ), როგორიცაა: HRT, CID, IB, HR.

ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელობა & სამეთაურო შტაბი (HC)

  • Director
  • Deputy Director
  • Associate Deputy Director
  • Special Agent in Charge
  • Assistant Special Agent in Charge
მუხლი 3.2. ფედერალური ბიუროს სტრუქტურაში უმაღლესი თანამდებობის პირი არის დირექტორი. მისი ბრძანებები, ისევე როგორც მისი მოადგილეების, სავალდებულოა შესასრულებლად ბიუროს ყველა თანამშრომლისთვის, იმ პირობით, რომ ეს არ ეწინააღმდეგება სან-ანდრეასის შტატის მოქმედ კანონმდებლობას.

მუხლი 3.3. IB განყოფილებების თანამშრომლებს შეუძლიათ გასცენ სანქციები ნებისმიერი განყოფილების ნებისმიერ თანამშრომელის მიმართ, ს ამ წესდების პუნქტების დარღვევისთვის.
გამონაკლისი: IB განყოფილების თანამშრომლებს არ შეუძლიათ გასცენ დისციპლინური სანქცია ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელობის და დირექტორის ოფისის (High Command)-ის მიმართ. (ხელმძღვანელობაში მოისაზრება: Deputy Head of Department, Head of Department,)
შენიშვნა: ხელმძღვანელობაში მოისაზრება: Deputy Head of Department, Head of Department, Deputy Director, Director.

მუხლი 3.4. უფროს შემადგენლობას უფლება აქვს განახორციელოს საკადრო გადაადგილებები თავისი განყოფილების შიგნით, კერძოდ გადაყვანები/დაწინაურებები/დაქვეითებები თავისი განყოფილების ფარგლებში.
მუხლი 3.5. IB-ის თანამშრომელს და FIB-ის უფროს შემადგენლობას უფლება აქვთ მოითხოვონ სხეულის კამერის მასალები ფედერალური ბიუროს თანამშრომლებისგან სამსახურებრივი მიზნებისთვის.

მუხლი 3.6. პიროვნებაზე, რომელმაც დაარღვია ფედერალური ბიუროს კონტრაქტი, და/ან დაკავდა ფედერალური მუხლით, შტატის შავი სიის გაფორმების ძალაუფლება გააჩნიათ შემდეგ წოდებებს:

  • Director
  • Deputy Director
  • Associate Deputy Director
  • Special Agent in Charge
  • Assistant Special Agent in Charge


მუხლი 3.9. მართვის ოთახზე წვდომა აქვთ: FIB-ის დირექტორს, FIB-ის დირექტორის მოადგილეს.
მუხლი 3.10. სერვერულ ოთახზე წვდომა აქვთ FIB-ის დირექტორს, FIB-ის დირექტორის მოადგილეს.


თავი IV. ფედერალური ბიუროს თანამშრომელთა მოვალეობები

მუხლი 4.1. კეთილსინდისიერად შეასრულონ თავიანთი სამუშაო, არ დაუშვან რაიმე სახის დაუდევრობა, არ გადაუხვიონ მორალურ პრინციპებს და არ დაარღვიონ ეთიკის ნორმები.
მუხლი 4.2. დაიცვან წესდება და სან-ანდრეასის შტატის ყველა ნორმატიულ-სამართლებრივი აქტი.
მუხლი 4.3. ფედერალურ ბიუროში დასაქმებისთანავე თანამშრომელი ვალდებულია: გაიაროს აკადემიის კურსი.
მუხლი 4.4. დარჩეს ადეკვატურ მდგომარეობაში აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მიმართ და არ აჰყვეს პროვოკაციებს.
მუხლი 4.5. პატივისცემით მოეპყროს კოლეგებს მათი თანამდებობის მიუხედავად, დაიცვას სუბორდინაცია.
მუხლი 4.6. დაიცვას სამუშაო გრაფიკი მოქმედი ნორმატიულ-სამართლებრივი აქტის მე-2 თავის შესაბამისად.
მუხლი 4.7. სამუშაო დროს იმყოფებოდეს სამუშაო ადგილზე და ასრულებდეს თავის სამსახურებრივ მოვალეობებს.
გამონაკლისი: შესვენება, შვებულება.
მუხლი 4.8. წარადგინოს ანგარიშები მისთვის მინდობილი ქონების გამოყენების შესახებ.
მუხლი 4.9. დაემორჩილოს უფროს შემადგენლობას.
მუხლი 4.10. დატოვოს ყოველკვირეული ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ.
მუხლი 4.11. ყველა თანამშრომელი ვალდებულია დროულად გაიაროს სამედიცინო შემოწმება და დროულად მიიღოს საჭირო მკურნალობა დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში.
მუხლი 4.12. ნებისმიერი თანამშრომელი, რომელსაც აქვს სპეციალური წვდომა ამა თუ იმ მოვალეობის შესასრულებლად და გათავისუფლებულია თავისი განყოფილების მოვალეობებისგან, ვალდებულია შეასრულოს ფედერალური ბიუროს ძირითადი ფუნქციები, კერძოდ, ჩაატაროს გასაუბრებები ფედერალურ ბიუროში, გავიდეს კოდებზე და სხვა ღონისძიებებზე, ასევე აწარმოოს სააგიტაციო საქმიანობა ფედერალურ ბიუროში.
მუხლი 4.13. ფედერალური ბიუროს თანამშრომელი ვალდებულია ჰქონდეს მოწესრიგებული გარეგნობა და აქტიური სხეულის კამერა, დაკავებული თანამდებობისა და განყოფილებისა და მისი უფროსის მიერ დადგენილი ჩაცმის კოდექსის შესაბამისად.
გამონაკლისი: ფედერალური ბიუროს დირექტორისა და დირექტორის მოადგილის თანხმობით შესაძლებელია საკუთარი ჩაცმის კოდექსის ტარება, რომელიც შედგება მხოლოდ ფედერალური ბიუროს გარდერობში არსებული ნივთებისგან. ასევე უნდა ჰქონდეს აქტიური სხეულის კამერა.
მუხლი 4.14. ფედერალური ბიუროს უფროს შემადგენლობას უფლება აქვს გასცეს საყვედური სასჯელთა სისტემის მიხედვით, თუ აქვს ამ დარღვევის მტკიცებულებები.

თავი V. აკრძალვები თანამშრომლებისთვის

მუხლი 5.1. დაარღვიოს სან-ანდრეასის შტატის მოქმედი კანონმდებლობის ან ფედერალური ბიუროს წესდების დებულებები. [ზეპირი საყვედური / მკაცრი საყვედური / გათავისუფლება]
მუხლი 5.2. აკრძალულია სან-ანდრეასის შტატის ფედერალური ბიუროს დირექტორისა და ხელმძღვანელი შემადგენლობისგან თანამდებობრივი დაწინაურების, პრემიის გამოთხოვა/თხოვნა. [ზეპირი საყვედური / მკაცრი საყვედური / დაქვეითება]

მუხლი 5.3. ფედერალური ბიუროს აგენტს ეკრძალება სამუშაო დღის გაცდენა თუ მას არ აქვს შვებულება აღებული. [მკაცრი საყვედური / დაქვეითება]
მუხლი 5.4. კონფლიქტის გაღვივება სან-ანდრეასის შტატის ფედერალური ბიუროს და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების რომელიმე წარმომადგენელთან. [მკაცრი საყვედური / დაქვეითება / გათავისუფლება სან-ანდრეასის შტატის ფედერალური ბიუროს შავ სიაში შეტანით]
მუხლი 5.5. უფროსი შემადგენლობის კანონიერი ბრძანებების შეუსრულებლობა. [ზეპირი საყვედური / მკაცრი საყვედური / დაქვეითება / გათავისუფლება]
მუხლი 5.6. სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობა დამტკიცებული შვებულების გარეშე 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. [მკაცრი გაფრთხილება / გათავისუფლება]
მუხლი 5.7. თანამშრომლების პირადი ინფორმაციის, ასევე სამსახურებრივი ინფორმაციის გამჟღავნება გარეშე პირებისთვის სან-ანდრეასის შტატის ფედერალური ბიუროს შიდა საქმეების შესახებ. [ზეპირი საყვედური / მკაცრი საყვედური]
შენიშვნა: პირად ინფორმაციად ითვლება ტელეფონის ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, სპეც. რადიოში მეტსახელი და ა.შ.
გამონაკლისი: ნებადართულია გამჟღავნება უფლებამოსილი პირებისთვის "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" კანონის თანახმად.
5.7.1 - დეპარტამენტებისათვის/დივიზიებისათვის გაწერილი დრესკოდის დარღვევა, რომელიც გაწერილია სპეც სიხშირეზე, უფლებამოსილი პირის მიერ.

მუხლი 5.8. პირდაპირი სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება. [ზეპირი საყვედური/მკაცრი საყვედური]
მუხლი 5.9. უხეშად საუბარი, შეურაცხყოფა და დამცირება სამოქალაქო პირებისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლების. [მკაცრი საყვედური / გათავისუფლება]
შენიშვნა: ფედერალური ბიუროს რადიო, სახელმწიფო რადიო ჩათვლით.
მუხლი 5.10. ორგანიზაციის თანამშრომელს ეკრძალება ნარკოტიკების მოხმარება მოვალეობების შესრულებისას, ასევე სამუშაო დროს. ასევე ალკოჰოლის მიღება +სამუშაო დღის განმავლობაში და მის შემდეგ, ფედერალური ბიუროს ტერიტორიაზე ყოფნისას. [მკაცრი საყვედური / გათავისუფლება]
მუხლი 5.11. თავისი განყოფილების ფიქსირებული ჩაცმის კოდექსის დარღვევა. [ზეპირი საყვედური/მკაცრი საყვედური]
შენიშვნა: ეს პუნქტი ეხება სან-ანდრეასის შტატის ფედერალური ბიუროს განყოფილებებს ფიქსირებული ჩაცმის კოდექსით.

მუხლი 5.12. თანამშრომელს ეკრძალება ფედერალური ბიუროს სპეც კავშირში არყოფნა. [მკაცრი საყვედური/გათავისუფლება]
მუხლი 5.13. აკრძალულია დეპარტამენტის რადიოს უმიზნოდ გამოყენება [ზეპირი საყვედური]***


თავი VI. ტრანსპორტი და მისი გამოყენების წესები

მუხლი 6.1. ტრანსპორტის გამოყენება განკუთვნილია გასვლებისთვის სხვა სახელმწიფო ორგანიზაციების დასახმარებლად, პირების თანხლებისთვის, ღონისძიებების ორგანიზებისა და საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად.
მუხლი 6.2. დასრულების შემდეგ ტრანსპორტი უნდა დაბრუნდეს ფედერალური ბიუროს ავტოსადგომზე.
მუხლი 6.3. მძღოლს შეუძლია სპეც. სიგნალების გამოყენება მხოლოდ თანხლების დროს, ასევე საგანგებო სიტუაციებში.
მუხლი 6.4. თანამშრომელს უფლება აქვს დაარღვიოს საგზაო მოძრაობის წესები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩართულია სპეციალური სიგნალები.
მუხლი 6.5. აკრძალულია ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების აღება და გამოყენება პირადი სარგებლის მიღების ან სხვა ქმედებებისთვის, რომლებიც არ არის დაკავშირებული სამუშაო მოვალეობებთან.



თავი VII. დისციპლინური კონტროლის სისტემა

მუხლი 7.1. თანამშრომელს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური სახდელი წესდების პუნქტებისა და სხვა ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების ნებისმიერი დარღვევისთვის, დარღვევის სიმძიმის მიხედვით.
მუხლი 7.2. თანამშრომელს შეიძლება დაეკისროს მკაცრი საყვედური მძიმე დარღვევისთვის, სერიოზული დარღვევისთვის, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით.
მუხლი 7.3. დარღვევის სიმძიმის მიხედვით, დისციპლინური სასჯელები იყოფა:
● ზეპირი საყვედური.
● მკაცრი საყვედური.
● თანამდებობრივი დაქვეითება.
● გათავისუფლება.

მუხლი 7.4. ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელობას უფლება აქვს ნებისმიერი თანამშრომელი შეიყვანოს შავ სიაში, თუ არსებობს ამის საფუძველი და დაცულია კანონი შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ.
მუხლი 7.5. საყვედურების სისტემა დაგროვებადია. 2 ზეპირი საყვედური უტოლდება 1 მკაცრ საყვედურს.
მუხლი 7.5.1 მკაცრი საყვედური ჯამში იწვევს თანამშრომლის გათავისუფლებას.
მუხლი 7.6. ნებისმიერი გაცემული საყვედურისთვის, თანამშრომელს უნდა ჰქონდეს დარღვევის მტკიცებულებები და შეინახოს ისინი 3 დღე-ღამის (72 საათის) განმავლობაში.
მუხლი 7.7. დამრღვევს, რომელიც არ ეთანხმება თავის სასჯელს და აქვს თავისი უდანაშაულობის მტკიცებულებები, შეუძლია გაასაჩივროს თავისი საყვედური 48 საათის განმავლობაში.
მუხლი 7.8. საყვედურის გასაჩივრების შესახებ გადამწყვეტი სიტყვა რჩება ფედერალური ბიუროს დირექტორს, დირექტორის მოადგილეს ან დეპარტამენტის ხელმძღავანელს.
მუხლი 7.9. წესდების ერთი პუნქტის მიხედვით სასჯელის განმეორებით გაცემა შესაძლებელია არანაკლებ 1 საათიანი ინტერვალით.
შენიშვნა: თანამშრომელმა უნდა ეცადოს დაუყოვნებლივ გამოასწოროს სიტუაცია (მაგალითად, შეცვალოს ჩაცმულობა/წარადგინოს საჭირო ანგარიში) საყვედურის მიღებისთანავე და აღარ დაუშვას განმეორებითი დარღვევები.
მუხლი 7.10. იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელი არაერთხელ და სისტემატურად არღვევს წესდებას, ის შეიძლება გათავისუფლდეს ხელმძღვანელობის თანხმობით.
მუხლი 7.11. იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელი განთავისუფლდება 2 სამუშაო დღის გამოუმუშავებლად, ის დაისჯება კანონი შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახების შესაბამისად.


თავი VIII. თანამშრომელთა უფლებები

მუხლი 8.1. ფედერალური ბიუროს თანამშრომელს უფლება აქვს დაისვენოს სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, არაუმეტეს 1 საათისა.
შენიშვნა: სასადილოში, გასახდელში.

მუხლი 8.3. ყოველ თანამშრომელს აქვს უფლება გათავისუფლდეს საკუთარი სურვილით.
შენიშვნა 1: თუ თანამშრომელს გათავისუფლებისას აქვს აქტიური საყვედური, ის შეიძლება შეყვანილ იქნას შავ სიაში (ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით).

მუხლი 8.4. გასვლა სადილის შესვენებაზე, რომელიც გათვალისწინებულია 2.3 მუხლით.
მუხლი 8.5. კითხვების დასმა უფროსი შემადგენლობისთვის იერარქიის მიხედვით.
მუხლი 8.6. აპელაციის შეტანა, თუ გაათავისუფლეს/დასაჯეს უსაფუძვლოდ.
შენიშვნა: თანამშრომელს არ შეუძლია აპელაციის შეტანა, თუ დასჯილი/გათავისუფლებული იყო ფედერალური ბიუროს დირექტორის მიერ.
მუხლი 8.7. აქტიური მონაწილეობის მიღება ფედერალური ბიუროს ცხოვრებაში.
მუხლი 8.8. ყოველ თანამშრომელს აქვს უფლება გადავიდეს სხვა განყოფილებაში/სხვა სახელმწიფო სტრუქტურაში.


თავი IX. რეგლამენტი უფროსი შემადგენლობისთვის

მუხლი 9.1. განყოფილების ხელმძღვანელობას უფლება აქვს დამოუკიდებლად დაადგინოს განყოფილების შიდა სამუშაო რეგლამენტი, წინასწარ შეათანხმოს იგი ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელობასთან.
მუხლი 9.2. თანამშრომლის გათავისუფლებისას აკრძალულია მისთვის ფედერალური ბიუროს ქონების დატოვება.
გამონაკლისი: CID-ის თანამშრომლები დანერგვისას.
მუხლი 9.3. უფროსი შემადგენლობის ნებისმიერ თანამშრომელს უფლება
აქვს ორგანიზება გაუწიოს და განახორციელოს მიწოდება/სახელმწიფო ვაჭრობა, წინასწარ შეათანხმოს ეს ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელობასთან.
მუხლი 9.4. უფროსი შემადგენლობის თანამშრომელი, რომელიც მონაწილეობს მიწოდებაში, ვალდებულია აწარმოოს ვიდეოჩაწერა და შეინახოს იგი 72 საათის განმავლობაში.
მუხლი 9.5. თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს მიწოდებას, ვალდებულია დატოვოს მასზე ანგარიში რაპტორის სახით, მიუხედავად მისი***
მუხლი 9.6. ფედერალური ბიუროს დირექტორი და მოადგილე(ები) არიან High Command (HC) -ის დეპარტამენტს წარმომადგენლები.

თავი X. თანამშრომლების დაწინაურება

მუხლი 10.1. ფედერალური ბიუროს თანამშრომლების დაწინაურება ხდება მკაცრად დაწინაურების სისტემის მიხედვით.
გამონაკლისი: დანიშვნები ხელმძღვანელ თანამდებობებზე.
მუხლი 10.2. თანამშრომლის დაწინაურების უფლება აქვს უფროსი შემადგენლობის/ხელმძღვანელი შემადგენლობის ნებისმიერ თანამშრომელ



თავი XI. თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლება


მუხლი 11.1. ფედერალური ბიუროს თანამშრომელი შეიძლება გაათავისუფლონ წესდების მუხლების უხეში დარღვევის გამო, პროფ ესიული შეუფერებლობა, სტაჟირების წარუმატებლად გავლა, გამოსაცდელი ვადის ვერ გადალახვა.
მუხლი 11.2. არასწორი მიზეზით სამსახურიდან გათავისუფლება აკრძალულია.
მუხლი 11.3. წესდების უხეში დარღვევით ან ფედერალური მუხლის დარღვევის გამო სამსახურიდან გათავისუფლებისას ფედერალური ბიუროს თანამშრომელი, რომელიც თანამდებობიდან ათავისუფლებს, ვალდებულია დაამატოს პირი ორგანიზაციის შავ სიაში.


თავი XII. ფედერალური ბიუროს დეპარტამენტები და წესდება.

უმაღლესი ხელმძღვანელობა(High Command – HC)

თავი I – ზოგადი დებულებები

  1. უმაღლესი სარდლობა (High Command – HC) წარმოადგენს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელ სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც შედგება ბიუროს დირექტორისა (Director) და დირექტორის მოადგილისაგან (Deputy Director / Associate Deputy Director).
  2. HC წარმოადგენს თანამდებობრივ ფუნქციას და არა საინსტიტუციო წოდებას.
  3. HC პასუხისმგებელია ფედერალური ბიუროს მთლიან მართვასა და ზედამხედველობაზე, მათ შორის ყველა დეპარტამენტის კოორდინაციასა და მონიტორინგზე.
თავი II – კომპეტენცია და უფლებამოსილება

  1. განაგებს და ზედამხედველობს ფედერალური ბიუროს ყველა დეპარტამენტსა და სტრუქტურულ ერთეულს.
  2. განსაზღვრავს ფედერალური ბიუროს სტრატეგიულ მიზნებს, ოპერატიულ პრიორიტეტებსა და მოქმედების ზოგად მიმართულებებს.
  3. აძლევს ინსტრუქციებს დეპარტამენტების ხელმძღვანელებს და უზრუნველყოფს მათი საქმიანობის შესაბამისობას ბიუროს წესდებასა და კანონმდებლობასთან.
  4. ახორციელებს შიდა მონიტორინგს ბიუროს ეფექტიანობისა და შედეგიანობის კუთხით.
  5. მონაწილეობს განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეების კოორდინაციასა და მათზე ზედამხედველობაში.
  6. წყვეტს ბიუროს შიდა კონფლიქტებს, სტრუქტურულ ცვლილებებსა და მაღალი რანგის პერსონალის დანიშვნის ან გადაყვანის საკითხებს.
  7. ასრულებს საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისო კოორდინაციებს სხვა უწყებებთან ურთიერთობის დონეზე.
  8. უფლებამოსილია დროებით შეჩეროს, გადახედოს ან გადათვალოს ნებისმიერი დეპარტამენტის მიღებული გადაწყვეტილება საჭიროების შემთხვევაში.
    ფედერალურ ბიუროში გამოაცხადოს საფუძვლიანი რეორგანიზაცია.
    შენიშვნა: რეორგანიზაციაში იგულისხმება, ფედერალური ბიუროს რიგებში შემავალი ყველა აგენტის და/ან უშუალოდ რამოდენიმე აგენტის სამსახურეობრივი კონტრაქტის შეწყვეტა რეორგანიზაციის მიზეზით.
თავი III – შიდა სტრუქტურა და მართვის ფორმა

  1. დირექტორი (Director) — ფედერალური ბიუროს უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც წარმოადგენს ბიუროს როგორც ქვეყნის შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე.
  2. დირექტორის მოადგილე (Deputy Director/Associate Deputy Director) — დელეგირებული უფლებამოსილებით ხელმძღვანელობს ბიუროს იმ შემთხვევაში, როდესაც დირექტორი დროებით ვერ ასრულებს თავის ფუნქციებს ან კონკრეტული ბრძანებით ანდობილი აქვს კონკრეტული კომპეტენცია.
  3. გადაწყვეტილებების მიღება HC-ში ხორციელდება დირექტორის ან ორივე თანამდებობის პირის შეთანხმებული კონსესუსით, საჭიროებისამებრ.

დანაშაულის გამოძიების განყოფილება (Criminal Investigative Division - CID) შიდა რეგლამენტი.


§1. მისია და ფუნქცია
დანაშაულის გამოძიების განყოფილების მისიაა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მძიმე დანაშაულების სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება, მათ შორის გახმაურებული გატაცებების, საბანკო ინსტიტუტებზე განხორციელებული ძარცვების, ორგანიზებული დანაშაულების, ადგილობრივი დაჯგუფებების, შესაბამისი სისხლის სამართლის და ფედერალური დანაშაულის ქმედებების გამოვლენა, აღკვეთა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა.
§2. ძირითადი ფუნქციები
ა) აწარმოოს გამოძიება განსაკუთრებით მძიმე და გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე ფედერალური ბიუროს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) უზრუნველყოს მტკიცებულებების მოპოვება, დამუშავება და ანალიზი თანამედროვე ტექნიკური და ოპერატიული საშუალებებით;
გ) აწარმოოს დაკითხვები, მოწმეებისა და ეჭვმიტანილების იდენტიფიცირება, თვალთვალი და სპეცოპერაციები საჭიროებისამებრ;
დ) ითანამშრომლოს სხვა უწყებებთან, მათ შორის სამართალდამცავ, პროკურატურისა და სასამართლო ორგანოებთან ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად;
ე) განახორციელოს გახმაურებული საქმის მიმდინარეობის ფარგლებში კოორდინაცია ბიუროს სხვა განყოფილებებთან;

§3. უფლებამოსილებები
ა) უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს ოპერატიული მონაცემები და კავშირები გედერალური ბიუროს სხვა განყოფილებებისაგან;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია მიმართოს სასამართლოს განჩინებით ოპერატიული ღონისძიებების დასაშვებობისთვის (მაგ. მოსმენები, ჩხრეკა);
გ) აკონტროლოს საგამოძიებო პროცესის ფარგლებში დაკავებული პირების სამართლებრივი მდგომარეობა;
დ) გამოიყენოს სააგენტოს განკარგულებაში არსებული სპეციალური ტექნიკური რესურსი და გაწვრთნილი პერსონალი;
ე) წარადგინოს რეკომენდაციები პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად იმ ტიპის დანაშაულებზე, რომლებიც სტატისტიკურად იზრდება.

§4. ორგანიზაციული სტრუქტურა

  1. დანაშაულის გამოძიების განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელიც პირდაპირ ექვემდებარება ფედერალური ბიუროს High Command-ს.
  2. განყოფილება შედგება შემდეგი ქვეგანყოფილებებისგან:

    • გატაცებების და მძევლების საქმეების გამოძიება.
    • საბანკო და ფინანსური დაწესებულებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება.
    • ორგანიზებული დანაშაულის გამოძიება, ადგილობრივი დაჯგუფებების გამოვლენა.
§5. ანგარიშგება და მონიტორინგი

  1. განყოფილება ვალდებულია ყოველკვარტალურად წარადგინოს შუალედური ანგარიში გამოძიებული საქმეების სტატისტიკის, პროცესების, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.
  2. IB დეპარტამენტი ახორციელებს რეგულარულ მონიტორინგს გამოძიების კანონიერებისა და ეთიკური სტანდარტების დაცვის მიზნით.
Inteligence Branch - შიდა რეგლამენტი — შიდა საგამოძიებო დეპარტამენტი (IB)

მუხლი 11.2.1 - Inteligence Branch (IB) - ფედერალური ბიუროს დაქვემდებარებაში ყველა აგენტის დარღვევაზე/გადაცდომაზე რეაგირება, რეაგირებაში შესაძლოა მოისაზრებოდეს, ოფიციალური გაფრთხილების გაფორმება, სიტყვიერი გაფრთხილების მიცემა,
სამსახურეობრივი კონტრაქტის შეწყვეტა, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზი არსებობს.
IB დეპარტამენტის იურისდიქცია ვრცელდება ყველა აგენტზე, გარდა: Director, Deputy Director, Head of Department - აღნიშნულ წოდებაზე მყოფი პიროვნებების გადაცდომა/დარღვევა განხილულ იქნება ბიუროს HQ (High Command)-ის მიერ.
HC (High Command)-ში მოისაზრება ბიუროს დირექტორი და მისი მოადგილე(ები).

თავი I — ზოგადი დებულებები

მუხლი 1.1 — რეგლამენტის დანიშნულება

IB დეპარტამენტის, შიდა ინსპექციის შინაგანაწესი(შემდგომში – რეგლამენტი) წარმოადგენს შიდა ნორმატიულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც არეგულირებს ფედერალური ბიუროს, IB დეპარტამენტის სტრუქტურულ, ფუნქციურ, დისციპლინურ და უფლებამოსილებრივ წესრიგს.

მუხლი 1.2 — რეგლამენტის სავალდებულოობა

IB-ის თითოეული თანამშრომელი ვალდებულია იცოდეს და დაიცვას რეგლამენტის ყველა მუხლი. რეგლამენტის არცოდნა არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.

მუხლი 1.3 — დარღვევების სამართლებრივი შედეგები

რეგლამენტის ნებისმიერი დარღვევა გამოიწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას, როგორც ფედერალური ბიუროს ძირითადი წესდების მუხლით 7.3, ასევე ფედერალური ბიუროს შიდა კონტრაქტით გათვალისწინებული ზომებით.

მუხლი 1.4 — რეგლამენტის იერარქიული ძალა

რეგლამენტის დებულებებს არ გააჩნია იურიდიული ძალა იმ შემთხვევებში, თუ ისინი ეწინააღმდეგება სან-ანდრეასის შტატის კონსტიტუციას ან მოქმედ კანონმდებლობას.

მუხლი 1.5 — ეთიკური სტანდარტების ვალდებულება

IB-ის თანამშრომლები ვალდებულნი არიან დაიცვან სან-ანდრეასის შტატის ეთიკის კოდექსი და პროფესიული ქცევის წესები როგორც კოლეგებთან, ისე მოქალაქეებთან და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ურთიერთობისას.

მუხლი 1.6 — ფედერალურ ბიუროს წესდებასთან შესაბამისობა

გენერალური ინსპექციის რეგლამენტი შემუშავებულია სრული შესაბამისობით ფედერალური ბიუროს ზოგად წესდებასთან და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

თავი II. IB დეპარტამენტის მანდატი და უფლებამოსილებები

მუხლი 4. IB დეპარტამენტის მისია.

  1. IB დეპარტამენტის მისიაა უზრუნველყოს ფედერალური ბიუროს დეპარტამენტის ფარგლებში კანონის უზენაესობის დაცვა, ეთიკური სტანდარტების დამკვიდრება და პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხი.
  2. IB დეპარტამენტი ახორციელებს ზედამხედველობას, შიდა გამოძიებებს, ანალიზსა და პრევენციულ ღონისძიებებს, რაც მიმართულია უწყების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფისკენ.
მუხლი 5. IB დეპარტამენტის ფუნქციები

IB დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) უწყების შიდა რეგლამენტის, ეთიკური კოდექსის და შესაბამისი სამართლებრივი აქტების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, გამოძიება და შესაბამისი ღონისძიებების ინიცირება;
ბ) სტრუქტურული ერთეულების და პერსონალის საქმიანობის მონიტორინგი კანონისა და პროფესიული სტანდარტების დაცვის კუთხით;
გ) პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება შიდა კორუფციისა და ძალადობრივი ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად;
დ) პერიოდული ცოდნის და შიდა შემოწმებების ჩატარება;
ე) საჩივრების მიღება, განხილვა და რეაგირება, რაც დაკავშირებულია ფედერალური ბიუროს შიდა საქმიანობასთან;
ვ) სისტემური რისკების ანალიზი და მათზე რეაგირების სტრატეგიის შემუშავება;
ზ) შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის, შიდა პროცესების გაუმჯობესების მიზნით.

მუხლი 6. უფლებამოსილებები

IB დეპარტამენტს გააჩნია შემდეგი უფლებამოსილებები:
ა) შეუფერხებელი წვდომა ყველა იმ დოკუმენტზე, ბაზაზე და ინფორმაციულ სისტემაზე, რომელიც აუცილებელია კანონიერ საქმიანობასთან დაკავშირებით;
ბ) უფლებამოსილია დაიბაროს და ჩამოართვას ახსნა-განმარტებები უწყების ნებისმიერ თანამშრომელს მუხლი 11.2.1-ის გათვალისწინებით.
გ) ითანამშრომლოს საგარეო და შიდა საგამოძიებო უწყებებთან კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში;
დ) დადოს რეკომენდაციები დისციპლინური ან სამართლებრივი რეაგირების შესახებ;
ე) მიმართოს ფედერალური ბიუროს დირექტორს Mieczyslaw Hayes-ს ან მოადგილე(ებს) მნიშვნელოვანი სისტემური დარღვევების შემთხვევაში.

მუხლი 7. ანგარიშგება და დამოუკიდებლობა

  1. IB დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მხოლოდ ფედერალური ბიუროს High Command-ის წინაშე და სარგებლობს დამოუკიდებლობით.
  2. IB დეპარტამენტის საქმიანობაში ჩარევა აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, რაც პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან რეგლამენტით.

ანტიტერორისტული ძალა (Human Rescue Team) შიდა რეგლამენტი.
პირველი თავი – ზოგადი დებულებები

  1. HRT წარმოადგენს სპეციალიზებულ ოპერატიულ დეპარტამენტს, რომელიც მოქმედებს დანაშაულის გამოძიების განყოფილების (CID) პრინციპით.
  2. დეპარტამენტი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და სანდო ფედერალური აგენტებით, რომელთაც გავლილი აქვთ სპეციალური ანტიტერორისტული მომზადება.
  3. მისი მთავარი ამოცანაა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული და მასთან დაკავშირებული მძიმე დანაშაულების პრევენცია, გამოვლენა და ლიკვიდაცია.
მეორე თავი – ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები

  1. ახორციელებს მუდმივ მონიტორინგს ტერორიზმის ნიშნების მქონე აქტივობებზე, მათ შორის: იდეოლოგიური ჯგუფების, საეჭვო კავშირების, ფინანსური ტრანზაქციებისა და კიბერაქტივობების დონეზე.
  2. აგროვებს, აანალიზებს და ამუშავებს დაზვერვით ინფორმაციას ტერორისტული საფრთხეების შესახებ.
  3. ასრულებს სტრატეგიულ და ოპერატიულ ოპერაციებს, მათ შორის დაკავების, ჩხრეკისა და უსაფრთხოების ზომების გატარების ფორმატში.
  4. თანამშრომლობს სხვა ფედერალურ და ადგილობრივ სტრუქტურებთან (მაგ. უშიშროების სამსახური, თავდაცვის უწყება,პოლიციის დეპარტამენტი), ერთობლივი ოპერაციების ფარგლებში.
  5. უზრუნველყოფს სტრატეგიული ობიექტების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას შესაძლო ტერორისტული აქტებისგან.
  6. ახორციელებს სპეციალურ წვრთნებსა და სიმულაციებს კრიზისული რეაგირების გეგმის გაუმჯობესების მიზნით.
  7. აწარმოებს ანალიტიკურ ანგარიშებს ტერორიზმის ტენდენციებზე, რეგიონულ საფრთხეებზე და ახალ ტექნოლოგიებზე, რომლებიც ტერორისტებმა შეიძლება გამოიყენონ.
  8. საჭიროების შემთხვევაში მიმართავს უშუალო ძალისმიერი ჩარევის მექანიზმებს – ტაქტიკური ოპერაციების დაგეგმვა და შესრულება HRT-ის სპეციალური ჯგუფის მეშვეობით.
მესამე თავი – მართვა და ანგარიშვალდებულება

  1. HRT ექვემდებარება ფედერალური ბიუროს დირექტორს და ანგარიშვალდებულია ხელმძღვანელ შტოსთან. (High Command)
  2. დეპარტამენტი ვალდებულია უზრუნველყოს კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის
    უმაღლესი სტანდარტები.

ადამიანური რესურსების დეპარტამენტი (Human Resources - HR) შიდა რეგლამენტი.

პირველი თავი – ზოგადი დებულებები

  1. ადამიანური რესურსების დეპარტამენტი (HR) წარმოადგენს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ერთ-ერთ საბაზისო ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალის მართვასა და განვითარებას.
  2. HR დეპარტამენტის ძირითადი მიზანია ახალი კადრების მოძიება, შერჩევა, განვითარება და მათი ინტეგრაცია ბიუროს სტრუქტურაში.
  3. დეპარტამენტი ემსახურება როგორც ახალწვეულებს, ისე უკვე მომსახურე თანამშრომლებს კარიერული განვითარების გზების უზრუნველყოფით.
მეორე თავი – ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები (HR-ის დეპარტამენტის ფარგლებში)

  1. უზრუნველყოფს ფედერალური ბიუროსთვის საჭირო კანდიდატების რეკრუტირებას საჯარო და სპეციალურ არხებზე.
  2. ახორციელებს კანდიდატების წინასწარ შერჩევას და აფასებს მათ შესაბამისობას ბიუროს ეთიკურ, პროფესიულ და ფიზიკურ სტანდარტებთან.
  3. კურირებს ახალწვეულთა ინტეგრაციას – მათ შორის პირველადი ტრენინგების, მენტორობის პროგრამების და ეტაპობრივი პროფესიული გეზის შედგენით.
  4. მუშაობს კარიერული განვითარების გეგმებზე თანამშრომლებისთვის, მათ შორის: გადამზადება, პროფესიული ზრდის კურსები, ადმინისტრაციული დაწინაურების მექანიზმები და სერთიფიცირების სისტემები.
  5. უზრუნველყოფს თანამშრომელთა შრომითი უფლებების დაცვას, კონფლიქტების მართვას და შინაგანაწესის შესაბამის ადმინისტრაციულ ზედამხედველობას.(HR-ის დეპარტამენტის ფარგლებში)
  6. ახორციელებს რეგულარულ შეფასებებს თანამშრომელთა საქმიანობის ხარისხისა და კომპეტენციის დონის შესახებ.
  7. კოორდინაციას უწევს შიდა კონკურსებს, დაწინაურების, გადაყვანისა და მოტივაციის პროგრამებს.
  8. აწარმოებს პერსონალის მონაცემთა ბაზას და პასუხისმგებელია კადრების ადმინისტრაციული დოკუმენტაციის დაცვასა და განახლებაზე.
მესამე თავი – ურთიერთობა სხვა დეპარტამენტებთან

  1. HR დეპარტამენტი მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა სხვა სტრუქტურულ განყოფილებასთან, რათა მოხდეს მათთვის საჭირო კადრების სწორად გადანაწილება და მომსახურება.
  2. მონაწილეობს უწყებრივი დაგეგმვის პროცესებში, მათ შორის: ადამიანური რესურსების პროგნოზირებაში, სტრატეგიული მიზნების შესაბამისად.
  3. საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობს საგამოძიებო ჯგუფების დაკომპლექტებაში, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება ახალწვეულების ინტეგრაციას ოპერატიულ გუნდებში.



ფედერალური ბიუროს დირექტორის ხელმოწერა: M.Hayes

Copyrights: Burny
 

Attachments

  • 1756391214086.png
    1756391214086.png
    145.5 KB · Views: 3
  • 1756391214098.png
    1756391214098.png
    145.5 KB · Views: 3
  • 1756391214123.png
    1756391214123.png
    145.5 KB · Views: 3
  • 1756391214133.png
    1756391214133.png
    145.5 KB · Views: 3
  • 1756391214109.png
    1756391214109.png
    145.5 KB · Views: 4