დადასტურებულია [Crime] Vercetti

Geroge Corleone

New member
Sep 18, 2025
3
0
ორგანიზაციის სახელი:

Vercetti Family

ორგანიზაციის ისტორია და შექმნა:

ყველაფერი დაიწყო 2018-2019 წლებში, როცა Tommy Vercetti საკუთარი ძალითა და ცივი გონებით გახდა კრიმინალური სამყაროს მთავარი ფიგურა. მან დაამყარა კონტროლი ნარკოტიკებზე, იარაღზე და Vice City -ს ქუჩებზე. Tommy -მ Vice City აქცია თავის იმპერიად, თუმცა ამ წარმატების მიუხედავად მას მაინც დიდი საფრთხე ემუქრებოდა, ვინაიდან წლების განმავლობაში ტომის მტრების რიცხვი იზრდებოდა, ხოლო პოლიციისა და ფედერალური სტრუქტურების ყურადღებას იგი სულ უფრო მეტად იქცევდა.

Tommy დაუკავშირდა გავლენიან ფიგურებს და შეძლო ერთგული ხალხის შემოერთება. მათი დახმარებით დაარსა ეგრედ წოდებული "Family", რომელსაც შემდგომში მისი გვარი, "Vercetti" დაარქვა. ეს ოჯახი მთლიანად ერთგულებაზე, ფულზე და გავლენაზე არის დაფუძნებული.

პირველი წლები ოჯახისთვის კრიტიკული იყო. Tommy -მ მიზნად დაისახა Vice City -ის ეკონომიკისა და კრიმინალური სამყაროს კონტროლი. ოჯახმა დაისაკუთრა ღამის კლუბები, კაზინოები და სხვადასხვა ბიზნესები, რომლებიც მათ ფულს და გავლენას აძლევდა. პარალელურად, Vercetti -მ მოაწესრიგა არალეგალური იარაღისა და ნარკოტიკების გაყიდვის საკითხები. ეს კომბინაცია იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ 2021 წელს ოჯახის ხელში აღმოჩნდა დიდი ძალაუფლება.

თუმცა დიდ ძალაუფლებას მტრებიც მოჰყვა. პოლიცია და ფედერალური სააგენტოები ცდილობდნენ Vercetti-ს იმპერიის დანგრევას. Tommy -ს და მისი ოჯახის წევრებს რამდენჯერმე დაესხნენ თავს, მაგრამ ისინი ყოველთვის ახერხებნენ სიტუაციიდან გამოძრომას. დროის გასვლასთან ერთად Tommy აცნობიერებდა, რომ Vice City -ში დარჩენა დიდ საფრთხეს უქმნიდა ოჯახს.

2025 წელს Tommy -მ გადაწყვეტილება მიიღო - ოჯახი უნდა გადასულიყო ახალ ქალაქში, სადაც მეტი შესაძლებლობა იქნებოდა. არჩევანი ქალაქ Los Santos-ზე შეაჩერა, რომელიც სავსე იყო ქაოსით, კორუფციითა და დაუმორჩილებელი ბანდებით. სწორედ ეს ქალაქი იქცა იდეალურ საცხოვრებლად "Vercetti Family" -სთვის, რომ ახალი იმპერია აეშენებინათ.

ლოს სანტოსში ჩამოსვლის შემდეგ ოჯახში სიტუაცია კარგისკენ შეიცვალა. Tommy -ს გვერდით დადგნენ უერთგულესი ადამიანები - Kosta Vercetti, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო ფინანსური საქმეები და ფულის გათეთრების საკითხები. Kalduna Vercetti, რომელიც აკონტროლებდა კონტრაბანდას და უცხოელ მომწოდებლებთან ურთიერთობას და Patso Vercetti, რომელიც უშუალოდ მართავდა ქუჩებს და ახალგაზრდა განგსტერებს.

მათი პირველი ნაბიჯები ლოს სანტოსში იყო ხმაურიანი ძარცვები, ბიზნესმენების შანტაჟი და იარაღის კონტრაბანდის არხების შექმნა. დღეს ოჯახი აღიქმება როგორც ერთ-ერთი ყველაზე საშიში და გავლენიანი ორგანიზაცია, რომელიც Vice City -ს სისხლიან მემკვიდრეობას ლოს სანტოსში აგრძელებს.


ორგანიზაციის საქმიანობის აღწერა.

იარაღის კონტრაბანდა – უცხო ქვეყნებიდან შემოტანილი იარაღი, რომელიც იყიდება როგორც ქუჩის ბანდებზე, ისე გავლენიან კრიმინალებზე.
ნარკოტიკები - მათი ყიდვა, გაყიდვა.
ძარცვები – ბანკების, მაღაზიების, კაზინოებისა და კერძო ბიზნესების ძარცვა, ბიზნესმენების შანტაჟი და დაცვის ფულის ამოღება.
ხალხის გატაცება და გათავისუფლება ფულის სანაცვლოდ – ცნობილი მეთოდი, რომლითაც ოჯახი დიდ თანხებს აგროვებს.


ორგანიზაციის მაღალი წოდებების შემადგენლობა.

BOSS - Tommy Vercetti

UNDERBOSS - Kosta Vercetti, Kalduna Vercetti
STREETLORD - Patso Vercetti

ორგანიზაციის წესები/წესდება.


  1. ოჯახზე მაღლა არაფერი დგას.
  2. Tommy Vercetti -ს გადაწყვეტილება იქნება საბოლოო ნებისმიერი შემთხვევის დროს.
  3. ერთმანეთს ვცეთ განსაკუთრებული პატივი.
  4. ერთმანეთს ვეხმარებით ნებისმიერ საკითხში.
  5. შიდა თემები ოჯახის გარეთ არ გაგვაქვს.
  6. ოჯახის საქმეებზე ვმოძრაობთ ⁠დრესკოდის დაცვით.
  7. ვინმესთან შელაპარაკების დროს ვცდილობთ სიტუაციის სიტყვით მოგვარებას, სიტყვა თუ არ ესმით შუბლში ტყვია მოაგვარებს ყველაფერს.
  8. ყველანი ხართ ოჯახის სახე, ანუ ოჯახის სახელი თქვენი ქცევით არ უნდა შეარცხვინოთ.
  9. რაც მთავარია სახელმწიფო სტრუქტურის წევრებთან საქმეს არ ვიჭერთ.

ორგანიზაციის იერარქია.

1. BOSS

2. Underboss
3. Streetlord
4. Young Don
5. Soldier
6. Young Blood

7. Rookie


ორგანიზაციის დრესკოდი.

ქუდი - თუ იფარებთ კეპი, პანამა ან მსგავსი

ზედა - Plain Shirt
შარვალი - Grey-Blue Jeans M

ფეხსაცმელი - ნებისმიერი, კლასიკური სტილის გარდა.

1759871514681.png


ორგანიზაციის სატრანსპორტო საშუალებების ფერი.

მთავარი ფერი - მუქი ლურჯი
დამატებითი ფერი - თეთრი


ორგანიზაციის მდებარეობა (სახლისა და მისი ნომრის სკრინშოტი).

1759872187748.png

1759872251232.png


ორგანიზაციის ლიდერის საკონტაქტო მონაცემები.


Tommy Vercetti| 1382 - sanyfor7
 

Attachments

  • 1759871642277.png
    1759871642277.png
    191.5 KB · Views: 2
  • image.png
    image.png
    757.2 KB · Views: 5
Last edited by a moderator:

-Spencer

Deputy Chief
Staff member
D.Chief Administrator
Sep 20, 2025
28
1
San Andreas
მოგესალმებით,
თქვენი კრიმინალური ოჯახის ბიოგრაფია
დადასტურებულია
წარმატებულ თამაშს გისურვებთ!