დადასტურებულია [Crime] Predator

scrooge

Member
Sep 30, 2025
9
1
1759614233017.jpeg

PREDATOR


ორგანიზაციის ისტორია და შექმნა



„Predator“-ის ისტორია იწყება მოლდოვაში, 2010-იანი წლების დასაწყისში, როცა ქვეყნის პატარა ქალაქებში სიღარიბემ და უმუშევრობამ გზა გაუხსნა უკანონო საქმიანობას. იქ, სადაც სამართალდამცავი სისტემები დასუსტებული იყო და ხელისუფლების კონტროლი თითქმის არ იგრძნობოდა, ჩამოყალიბდა ჯგუფი, რომელიც მალევე გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კრიმინალურ ოჯახად რეგიონში.

თავიდან ისინი კონტრაბანდასა და საზღვრისპირა მცირე ტრანზიტებს აკონტროლებდნენ, მაგრამ მალე მიხვდნენ, რომ ყველაზე მომგებიანი და გავლენიანი სფერო ადამიანების ტრეფიკინგი იყო. მოლდოვა, თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, იდეალურ გადაკვეთას წარმოადგენდა აღმოსავლეთსა და ევროპას შორის. ოჯახმა სწორედ აქ იპოვა თავისი მთავარი ძალა - ადამიანების გადაადგილება, გაყიდვა და ექსპორტი სხვადასხვა მიმართულებით.

2014 წლისთვის ორგანიზაცია უკვე ჩამოყალიბდა როგორც მკაფიო იერარქიის მქონე ოჯახი, რომლის ძირითადი საქმიანობა ტრეფიკინგის არხების გაფართოება გახდა. ისინი აკონტროლებდნენ ახალგაზრდების, ქალებისა და მუშახელის გადაყვანას, იყენებდნენ ყალბ დოკუმენტებს და ქრთამით მარტივად არღვევდნენ საზღვრებს. ეს ბიზნესი იმდენად მომგებიანი აღმოჩნდა, რომ სხვა კრიმინალური სქემები, როგორიცაა იარაღი, ფინანსური მაქინაციები და კონტრაბანდა მხოლოდ დამატებითი მიმართულებები იყო.

2016 წელს ოჯახმა უკვე შექმნა საერთაშორისო ქსელი. მათ დაიწყეს თანამშრომლობა სხვა კრიმინალურ ჯგუფებთან, ჩასვეს ხალხი ხელისუფლებაში და შექმნეს ფარული ფინანსური არხები. ორგანიზაციის სტრუქტურა ეყრდნობოდა ერთგულებას და დისციპლინას, ნებისმიერი ღალატი ან წესის დარღვევა უმკაცრესად ისჯებოდა. მათი ერთობა სწორედ ამ დაუნდობელ წესრიგზე იდგა.

დღეს „Predator“ აღარაა მხოლოდ ადგილობრივი ჯგუფი. ეს არის დახვეწილი სისტემა, რომელიც აკონტროლებს ადამიანთა ტრეფიკინგის მარშრუტებს, ფულს ათეთრებს და ახალ სქემებს ავითარებს. მათი გავლენა ვრცელდება რეგიონიდან ევროპამდე და იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათ გარეშე ადამიანების უკანონო გადაადგილება თითქმის შეუძლებელია..​


ორგანიზაციის საქმიანობის აღწერა

1759610548275.png


კრიმინალური ოჯახი, რომლის ძირითადი საქმიანობაა ადამიანების ტრეფიკინგი. ისინი აკონტროლებენ მსხვერპლთა რეკრუტირებას, გადაზიდვებსა და ფინანსურ ნაკადებს, იყენებენ ყალბ დოკუმენტებს, კრიპტო-სქემებსა და კავშირებს ხელისუფლებაში. დამატებით ჯგუფი ეწევა იარაღისა და კონტრაბანდული საქონლის ბრუნვას, თუმცა მისი მთავარი ძალა და შემოსავლის წყარო ტრეფიკინგია.

ორგანიზაციის მაღალი წოდებების შემადგენლობა
პირველი ოჯახის წევრების შეხვედრა შემთხვევითი არ ყოფილა, ისინი ყველა სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობდნენ: კონტრაბანდა, სამხედრო სქემები, ქუჩის კონტროლი, ფინანსური მაქინაციები და ახალი ტექნოლოგიები. მაგრამ გარემოებებმა მათ ერთმანეთთან გადაკვეთა. თავიდან თითოეული დამოუკიდებლად მოქმედებდა, თუმცა 2010-იან წლებში მიხვდნენ, რომ მხოლოდ გაერთიანებით შეძლებდნენ გავლენის რეალურად გაზრდას.

პირველი შეხვედრა შედგა მოლდოვის ერთ პატარა ქალაქში, სადაც სარფიანი გარიგებისას ერთმანეთს ყველა ხაზი დაემთხვა. იქიდან დაიწყო „Predator“-ის ახალი ერა. ექვსმა განსხვავებულმა, მაგრამ ერთმანეთისთვის შეუცვლელმა ლიდერმა შექმნა ერთიანი ოჯახი. ისინი ერთმანეთს არამხოლოდ საქმით, არამედ ერთგულებით დაუკავშირდნენ.



image_2025-10-05_001248919.png
Scrooge Predator - ლიდერი, სტრატეგი​
პასუხისმგებლობა: ტრეფიკინგის მარშრუტების დაგეგმვა და ფინანსური კონტროლი.​
Pablito Predator - უხეში​
პასუხისმგებლობა: ადამიანების კონტროლი და ახალ კავშირებთან მოლაპარაკება.​
Mick Predator - დისციპლინა​
პასუხისმგებლობა: ოჯახის წევრების დაცვა და გადაზიდვის უსაფრთხოება.​
Braian Predator – ქარიზმა​
პასუხისმგებლობა: სამართალდამცავებთან და საზღვრისპირა პირებთან მოლაპარაკება.​
Kain Predator – თავისუფლება​
პასუხისმგებლობა: შიდა ინფორმაციების კონტროლი და წესრიგის დაცვა.​
Lucas Predator – გონება​
პასუხისმგებლობა: ორგანიზაციის სქემის ტექნოლოგიური მხარით გამაგრება.​


ოჯახის შიდა წესდება
  • ერთგულება ოჯახთან – ოჯახი ყოველთვის პირველ ადგილზეა.​
  • საიდუმლოების დაცვა – ოჯახის საქმეებზე ინფორმაციის გამჟღავნება ან „გარეებთან“ საუბარი დაუშვებელია.​
  • მთელი სქემის დაცვა – თითოეული წევრი პასუხისმგებელია მისთვის მიბარებულ საქმეზე და ვალდებულია უზრუნველყოს, რომ დავალება შეფერხების გარეშე შესრულდეს.​
  • პატივისცემა იერარქიისადმი – უფროსის გადაწყვეტილება საბოლოოა.​
  • შიდა დისციპლინა – წესების დარღვევა ისჯება დაუყოვნებლივ და უმკაცრესად.​
  • დაცვა ერთმანეთისთვის – ოჯახში ერთმანეთის დაცვა სავალდებულოა.​
  • ახალი წევრების მიღება – ოჯახში ახალი წევრი მხოლოდ ლიდერების თანხმობით შედის და ვალდებულია გაიაროს ერთგულების გამოცდა.​

იერარქია
Boss (Scrooge) → Council (Pablito, Lucas, Mick, Kain, Braian) → Capataz → Rezidentura → Operative


Boss (მთავარი ლიდერი) Scrooge Predator
საბოლოო ხელმძღვანელი; სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიმღები.
Council (ლიდერები)
Pablito, Lucas, Mick, Kain, Braian - თითოეულს აქვს განსაზღვრული ფუნქცია (რეკრუტინგი, ოპერაციები, კავშირები, შიდა კონტროლი, ტექნოლოგიები).
Capataz
რეგიონული მენეჯერები; პასუხისმგებელი Rezidentura-თან კოორდინაციაზე.
Rezidentura
ოპერაციების მართვა ადგილზე, გადაზიდვები, ლოჯისტიკა, ადგილობრივი ბაზა.
Operative
განხორციელებითი მიზნით მიმავალი ჯგუფები: ტრანსპორტი, მიყვანა, მოკვლევა.


დრესკოდიმაკაკაკაკ.jpg

ტანსაცმლის ორიგინალი სახელი შტატის მაღაზიაში:

ზედა: Royal Shirt M
ქვედა: Black Skinny Pants M


აღწერა:

ძირითადი ფერი: ღია ცისფერი.
ზედა ცისფერი ორნამენტებით,

თეთრი კლასიკური შარვალი.


2.8 ტრანსპორტის შეფერილობა
მთავარი ფერი - ღია ცისფერი, მეორადი ფერი - თეთრი
მანქანის ფერის კოდი - 75bdff





saxli.jpg


ორგანიზაციის მდებარეობა

სახლი ID#841

ორგანიზაციის ლიდერის საკონტაქტო მონაცემები:

Discord: Unohanna_
ID: #2060
Name: Scrooge Predator

Discord Server Predator
:

Omertà - ჩვენი კოდექსი




რეალური სქრინშოტები სრული სიზუსტისათვის

1759620505886.png1759620568750.png1759620608189.pngნომერი.jpg1759620665537.png
 
Last edited by a moderator:
  • Love
Reactions: Luky.

-Spencer

Deputy Chief
Staff member
D.Chief Administrator
Sep 20, 2025
28
1
San Andreas
მოგესალმებით,
თქვენი კრიმინალური ოჯახის ბიოგრაფია
დადასტურებულია
წარმატებულ თამაშს გისურვებთ!