უარყოფილია [Crime] Mercy

Cxovel

New member
Aug 24, 2025
1
0
👑 ლიდერი: GEORGE_MERCY |ID 323| DC Cxovel
|CRIME| №840 "MERCY"
🕶️ „Mercy Family“ – ქუჩის კლანის ისტორია
წარმოშობა და ისტორია


1990 წლებში ლოს სანტოსის სამხრეთში, პატარა უბანში, სადაც განათლება ფუფუნება იყო, ხოლო საჭმელი – ოცნება, ახალგაზრდები ყოველდღე ხედავდნენ უსამართლობას. მდიდრები მაღალ კოშკებში ცხოვრობდნენ, ხოლო ქუჩის ბავშვები სისხლის ფასად იბრძოდნენ ერთი ლუკმა პურისთვის. ამ ფონზე ჯორჯ მერსმა გადაწყვიტა, რომ აღარასოდეს იქნებოდა მსხვერპლი. ის მხოლოდ თხუთმეტი წლის იყო, მაგრამ უკვე მიხვდა, რომ ქალაქის წესებით ცხოვრება სიღარიბისა და უსამართლობის ტოლფასი იყო. 17–18 წლის ასაკში, ადგილობრივმა ბანდამ ის საქმის დროს მოატყუა. ფული მთლიანად ლიდერმა ჩაიგდო ხელში, ხოლო თვითონ სიკვდილს ძლივს გადაურჩა. ამ ღალატმა მიახვედრა ის, რომ სხვისი ხელქვეითი აღარ უნდა ყოფილიყო. სწორედ აქ დაიბადა აზრი საკუთარი ოჯახის შექმნაზე. ჯორჯმა შეკრიბა ბავშვობის მეგობრები რომლებთანაც ერთად, სიღარიბის ქუჩებში გაიზარდა. სწორედ ამ საერთო ტკივილმა აქცია ისინი ნამდვილ ოჯახად.

პირველი დიდი საქმე იყო ადგილობრივი პოლიტიკოსის სახლის ძარცვა, რომელიც უბნის დანგრევას გეგმავდა. ნაქურდალი ფული უბნის ოჯახებს დაურიგეს. სწორედ ამ დღეს ერთმა მოხუცმა ქალმა, რომელიც ქირის გადაუხდელობის გამო სახლიდან გამოაგდეს, ცრემლებით მიუბრუნდა მათ და უთხრა:
„თქვენ ნამდვილი მოწყალენი ხართ… "Mercy.“

"Mercy"_ის გვერდით დადგა უამრავი ქუჩის ბიჭი. მალე ოჯახი გადაიქცა ნამდვილ ძალად, რომლის წინააღმდეგაც კორუმპირებულ პოლიციასაც კი უჭირდა ბრძოლა.
ყოველი დღე ქურდობით იწყებოდა და ძარცვით მთავრდებოდა, მაგრამ ჯორჯის მიზანი მკაფიო იყო: მხოლოდ და მხოლოდ მდიდრები – ბანკირები, ბიზნესმენები და პოლიტიკოსები, რომლებიც ხალხის იმედებს ძარცვავდნენ.
"Mercy" დაუპირისპირდა ძლიერ ბანდებსა და კორუმპირებულ პოლიციას. ბევრი სისხლი დაიღვარა, მაგრამ ის ამით მხოლოდ გაძლიერდა. დღეს ის უკვე ლოს სანტოსის ქუჩების ლეგენდაა – ხალხისთვის იმედი, მდიდრებისთვის შიში.


ორგანიზაციის საქმიანობის აღწერა
📌 მთავარი მიზანი
"Mercy" არის კრიმინალური ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს ლოს სანტოსის სამხრეთით. მათი ძირითადი იდეა არის სოციალური სამართლიანობა კრიმინალის მეშვეობით:
👉 „შიში მდიდრებისთვის, იმედი ღარიბებისთვის"
„ჩვენ არ ვიპარავთ – ჩვენ ვაბრუნებთ იმას, რაც ხალხს ეკუთვნის.“



💼 საქმიანობის მიმართულებები
- ძარცვები და ქურდობა მდიდრებზე მთავარი შემოსავლის წყარო.
სამიზნეები არიან ბანკირები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, კაზინოს მფლობელები და ის ადამიანები, ვინც უბრალო ხალხის ხარჯზე მდიდრდება.
ოპერაციები ყოველთვის დეტალურად იგეგმება.
- ქუჩის კონტროლი და დაცვა.
"Mercy" იცავს მოსახლეობას სხვა ბანდებისა და კრიმინალებისგან. ქუჩაში მათ „ხალხის მცველებს“ ეძახიან.
ღარიბები, მეწარმეები და ოჯახები მათ მხარდაჭერას ფარულად გამოხატავენ.
- ფულის გადანაწილება ხალხში.
ნაქურდალი თანხის ნაწილი უბნის გაჭირვებულ ოჯახებს ურიგდება.
Mercy-მ არაერთხელ დააფინანსა წამლები, საკვები პროდუქტები და დახმარება. ამან მათ ხალხის სიყვარული და მხარდაჭერა მოუტანა.
- ქურდული ბიზნესები.
იარაღის უკანონო ვაჭრობა.
მანქანების მოპარვა და გადაყიდვა.
- პოლიტიკოსების და კორუმპირებული პოლიციის წინააღმდეგ ბრძოლა.
"Mercy" თავს ესხმის კორუმპირებულ მაღალჩინოსნებს. პოლიციას ვერავინ ენდობა, ამიტომ უბნის ხალხი ხშირად Mercy-ზეა დამოკიდებული, როგორც რეალურ დამცველებზე.



საერთო პრინციპები

- ღარიბებს არ ეხებიან.
- ნაქურდალი ქონების ნაწილი უბანს უბრუნდება.
- ერთგულება ოჯახისთვის უპირველესია.
- ღალატისთვის "Mercy"-ში ადგილი არ არსებობს.



📊 სტრუქტურა


ლიდერი (Shade ) – მთავარი ხელმძღვანელი, სტრატეგი და ოჯახის სიმბოლო.
მახასიათებლები: ცივი გონებით, მაგრამ კეთილი გულით მოქმედებს. ქუჩაში გაიზარდა და იცის, როგორ იცხოვროს კანონის გარეშე.
სტრატეგი (Viper) –გეგმების შემდგენელი და ტაქტიკოსი.
მახასიათებლები: უბნის ყველაზე გონიერი და ცივი გონების მქონე. ბავშვობიდანვე სწავლობდა, როგორ ებრძოლა გადარჩენისთვის. მისი ტაქტიკა და სტრატეგია "Mercy"-ს მომავალი ოპერაციების საფუძველი გახდა.
ძალა (Brick) – ოჯახის ძალა და დაცვის კედელი.
მახასიათებლები: გიგანტური ძალითა და დაუდგრომელი ხასიათით ცნობილი. უბნის ბავშვები მას „კედელს“ ეძახდნენ, რადგან არასოდეს უთმობდა ბრძოლას. ის "Mercy"-ში გახდა დაცვა და ძალა.
ჩრდილი (Ghost) – ოჯახის უკანონო საქმეების ჩუმი შემსრულებელი – შეპარება, მწყობრიდან გამოყვანა, ლიკვიდაციები.
მახასიათებლები: ჩუმი და უჩინარი. ბავშვობიდანვე შეეძლო ხმაურის გარეშე „გაქრალიყო“. ქურდობის დროს ის იყო "Mercy"-ს „ჩრდილი“, რომელიც ყველაზე საშიშ საქმეებს ართმევდა თავს.
ხალხის ხმა (Sparrow) – საზოგადოების მხარდაჭერის შენარჩუნება და ახალი თაობის მოზიდვა. "Mercy"-ს მომავალი – ლიდერის და Viper-ის მარჯვენა ხელი.
მახასიათებლები: ახალგაზრდაა, მაგრამ სასტიკი ენითა და ქარიზმით. ქუჩის ხალხი მას ენდობა და იმედის სახეს ხედავს.



🏆 რეპუტაცია ლოს სანტოსში

ღარიბებისთვის: გმირები, ხალხის მეგობრები და დამცველები.
მდიდრებისთვის: საშიში კრიმინალები, რომლებსაც ვერ აკონტროლებენ.
პოლიციისთვის: დაუჭერელი ბანდა, რომელიც მუდმივად ხელიდან უსხლტებათ.



დრესკოდი

1759503970555.png




მანქანის ფერის კოდი - შავი მატი #000000

1759575908733.png



1759505504360.jpeg

1759505969996.jpeg

1759506003027.jpeg
 
Last edited:

-Spencer

Deputy Chief
Staff member
D.Chief Administrator
Sep 20, 2025
28
1
San Andreas
მოგესალმებით,
თქვენი კრიმინალური ოჯახის ბიოგრაფია
უარყოფილია
მიზეზი: არ არის დაცული ბიოგრაფიის წერის ფორმატი
წარმატებულ თამაშს გისურვებთ!