დადასტურებულია [Crime] Makedon

gameover

Member
Jun 11, 2025
11
0
1759932063090.png

ორგანიზაციის ისტორია და შექმნა


მაკედონების ოჯახი ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კრიმინალურ ორგანიზაციად იქცა — ოჯახი, რომლის ფესვებიც შორეულ ევროპაში იწყება, მაგრამ რომლის იმპერიაც ამერიკის მიწაზე აშენდა.


ფესვები


მაკედონების ისტორია იწყება 1990-იან წლებში, როცა ალექს მაკედონი, ყოფილი სამხედრო და კონტრაბანდისტი, გაექცა ომსა და ქაოსს აღმოსავლეთ ევროპაში. იგი ოჯახთან ერთად ჩავიდა ბოსტონში, მოგვიანებით კი გადავიდა ლოს სანტოში, სადაც დაიწყო საქმიანობა ემიგრანტულ უბნებში


თავდაპირველად მაკედონები იყვნენ მხოლოდ „შავი ბაზრის მოთამაშეები“ — იარაღის, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მცირე დილერები. მაგრამ ალექს ჰქონდა ამბიცია, რომელიც სცდებოდა უბრალო ქუჩის კონტროლს.
მისი მიზანი იყო ოჯახის შექმნა, რომელიც იმუშავებდა წესრიგით, სტრუქტურითა და წესებით — ისე, როგორც იტალიური კოზა ნოსტრა, მაგრამ განსხვავებული ეთნიკური ხასიათით.


ორგანიზაციის ფორმირება


1998 წელს ალექსმა ჩამოაყალიბა ორგანიზაცია სახელწოდებით “MAKEDON”, რომელიც გარედან ჩანდა, როგორც ლეგალური სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანია. სინამდვილეში კი ეს იყო კრიმინალური ქსელის ბირთვი.
მათ კონტროლი მოიპოვეს საზღვაო გადაზიდვებზე, განსაკუთრებით ლოს სანტოსის პორტში სადაც მაკედონები აკონტროლებდნენ კონტრაბანდულ ტვირთებს აღმოსავლეთ ევროპიდან.


ალექსის ხელმძღვანელობით ოჯახი შედგებოდა სამი ძირითადი განყოფილებისგან:


  • კონტრაბანდა და ტრანსპორტი
  • ნარკოტიკები და იარაღი
  • ძარცვა და გატაცება

ძალაუფლების აღზევება


2000 წელი მაკედონების ისტორიაში გარდამტეხი აღმოჩნდა. ოჯახის დამფუძნებელი, ალექს მაკედონი, გარდაიცვალა გულ-სისხლძარღვთა შეტევით — თუმცა ბევრს მიაჩნდა, რომ ეს შემთხვევითი არ იყო. მისი სიკვდილის შემდეგ ოჯახში ძალაუფლების ვაკუუმი წარმოიშვა, მაგრამ ლიდერად ერთხმად აირჩიეს მისი შუათანა შვილი — კონორ მაკედონი.


კონორი დაიბადა ევროპაში, მაგრამ გაიზარდა ლოს სანტოში, სადაც ბავშვობიდანვე ხედავდა კრიმინალური სამყაროს კანონებს — ქუჩის ბრძოლები, კონტრაბანდული ტვირთები და ქუჩის ფული. სხვებისგან განსხვავებით, მას ჰქონდა ცივი გონება და სტრატეგის ხედვა. ალექსმა ჯერ კიდევ სიცოცხლეში მასში დაინახა მემკვიდრე, რომელსაც შეეძლო ოჯახი ახალ დონეზე აეყვანა.

რაც კონორი გახდა ოჯახის უფროსი ოჯახი აღარ კმაყოფილდება მხოლოდ ქალაქზე კონტროლით. მისი ბრძანებით, მაკედონები იწყებენ გავლენის გაფართოებას ჯერ რეგიონში, შემდეგ კი საერთაშორისო კრიმინალურ ქსელებთან კავშირებს ამყარებენ. ისინი ერთდროულად აწარმოებენ დამალულ ომებს და ოფიციალურ დიპლომატიას — ზოგან იარაღით ლაპარაკობენ, ზოგან კი ოქროთი.

კონორმა არ დაარღვია ალექსის გზა — პირიქით, კიდევ უფრო გაამკაცრა. მისი ხელმძღვანელობით მაკედონების ოჯახი არ კმაყოფილდება მხოლოდ ფინანსური გავლენით; ისინი ავრცელებენ ძალაუფლებას როგორც ქუჩის დონეზე, ისე ბიზნესსა და პოლიტიკაშიც. ვინც ხელს უშლის — თავაზიანად არ ესაუბრებიან. კონორი მკაცრია და მტრებს ერთი და იმავე წესით უსწორდება: გატაცება, არჩევანი: ან თანამშრომლობა, ან გაქრობა.

მაგრამ რაც მაკედონებს ყველაზე მეტად აცალკევებს სხვა კრიმინალური ოჯახებისგან, არის შიდა ერთგულება. ისინი არ ღალატობენ ერთმანეთს — არც მაშინ, როცა საქმეში დიდი ფულია, არც მაშინ, როცა სიცოცხლის ფასად უჯდებათ ერთმანეთის დაცვა. მათთვის „ოჯახი“ მხოლოდ სისხლი არ არის — ეს არის კანონი. ვინც ერთხელ შევიდა მათ წრეში, ან ბოლომდე ერთგულად დგას… ან საერთოდ აღარ არსებობს ამ ქალაქში.

მაკედონების ოჯახის ერთგულება არ არის მხოლოდ სიტყვები — ეს არის წესი, კანონი, ცხოვრების მანერა. თითოეული წევრი იცავს არა მარტო ოჯახის ინტერესებს, არამედ ერთმანეთის ცხოვრებას და სიახლეებს, წარუმატებლობისას ერთმანეთს ხელს უწყობენ, გამარჯვების დროს კი ერთად ზეიმობენ.

მაკედონების კოდექსი რომელსაც უკლებლივ ყველა ოჯახის წევრი პატისვს სცემს დღემდე


I. ერთგულება


მაკედონის ძმობა არ შენდება მხოლოდ სისხლზე.
შენ შეიძლება დაიბადო მაკედონად, მაგრამ ოჯახის ნაწილი გახდები მხოლოდ მაშინ, როცა დაამტკიცებ ერთგულებას.
ღალატი არის ერთადერთი დანაშაული, რომელსაც არ აქვს პატიება.
ოჯახის წინააღმდეგ ნაბიჯი — სიკვდილის ტოლფასია.




II. სიჩუმე


რაც ითქვა ოჯახში — იქვე უნდა დარჩეს.
სიტყვა შეიძლება უფრო სასიკვდილო იყოს, ვიდრე ტყვია.
ვინც არღვევს სიჩუმეს, თავის სიკვდილს თვითონ აწერს ხელს.




III. პატივისცემა


ოჯახში — წმინდაა.
უფროსი ყოველთვის პირველია. გადაწყვეტილება მოდის ზემოდან და არ შეიძლება შეკამათება.
პატივისცემის გარეშე ოჯახი ინგრევა.



IV. სამართლიანობა


ოჯახის წევრს მხოლოდ ოჯახი განიკითხავს.
თუ ვინმე დაარღვევს წესს, მისი ბედი წყდება შიგნით — არანაირი სასამართლო, არანაირი პოლიცია.
სამართლიანობა მოდის არა კანონიდან, არამედ ძმობიდან.




V. წესრიგი და სტრუქტურა


მაკედონების ოჯახი არის სისტემა, სადაც თითოეულ წევრს თავისი ადგილი აქვს.
განკარგულებები მოდის ზემოდან — DON → Underboss → Consigliere → Capo.
ვინც არღვევს იერარქიას, არღვევს ბალანსს და ისჯება როგორც მოღალატე.




VI. ფული და გავლენა


ფული არის იარაღი, მაგრამ გავლენა — ჯავშანი.
ოჯახის მიზანი არა მხოლოდ გამდიდრებაა, არამედ კონტროლი.
ბიზნესი, პოლიტიკა, ქუჩა — ყველაფერი იკავებს ერთ ქსელში.
ფული უნდა ემსახურებოდეს ოჯახს, და არა პირად ეგოს.




VII. ოჯახის დაცვა


მაკედონის გვარი წმინდაა.
თუ ვინმე შეეხო ოჯახს — პასუხი უნდა იყოს დაუყოვნებელი და სასტიკი.
ოჯახის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული ითვლება წმინდა ომის საფუძვლად.




VIII. სისხლი და ძმობა


ვინც ოჯახში ერთხელ შევიდა, ვერასდროს გავა.
ძმობა არ მთავრდება სიკვდილით — ის გადადის მომავალ თაობაში.
თითოეული ახალი მაკედონი ატარებს ძველი სისხლის პასუხისმგებლობას.
ოჯახის ტკივილი — საერთო ტკივილია; ოჯახის სიხარული — საერთო სიხარული.


ორგანიზაციის საქმიანობის აღწერა


  • იარაღით ვაჭრობა ცეცხლსასროლი იარაღის გასაყიდად მსხვილი ქსელის მართვა.
  • ნარკოტიკები მარიხუანა და კვალიფიციური ნარკო-სქემების კონტროლი.
  • ფულის გათეთრება ბიზნესები და გადაზიდვები
  • გატაცება: ოჯახის მიერ გატაცებები გამოიყენება გამოსასყიდის მიღების ან პირადი ანგარიშსწორების საშუალება
  • ძარცვა : სწრაფი შემოსავალი, ღირებულებების მოპოვება


ორგანიზაციის მაღალი წოდებების შემადგენლობა


1. Don: Conor Makedon
2. Underboss: Daryl Makedon
3. Consigliere: Arthur Makedon
4. Capo: Paul Makedon



ორგანიზაციის წესები


1. ოჯახის წინააღმდეგ წასვლა სიკვდილზე უარესია.
2. არასოდეს გასცე ოჯახის სახელი, წევრები ან ლოკაციები.
3. ღალატი, ინფორმაციის გაყიდვა და არასანდოობა დაუშვებელია.
4. უფროსის სიტყვა კანონზე მაღლა დგას.
4. ფული, სიმდიდრე და გავლენა საერთო მიზნებისთვის გამოიყენება.
5. შიდა კონფლიქტები წყდება მხოლოდ Underboss-ის ან Don-ის წინაშე.
6. ახალ წევრს სჭირდება ორი მაღალი სტატუსის რეკომენდაცია.
7. პარტნიორობა სხვა ჯგუფებთან ხდება მხოლოდ ლიდერის თანხმობით.
8. ოჯახის წევრებზე ძალადობა დასჯადია სისხლით.
9. სისხლის ფიცი დაურღვეველია – სიკვდილითაც ვერ იშლება.



ორგანიზაციის იერარქია



1759934389886.png


ორგანიზაციის დრეს-კოდი

დრესკოდი: ნაცრისფერი შარვალი და შავი ზედა

1760033149917.png


ორგანიზაციის სატრანსპორტო საშუალებების ფერი.


სატრანსპორტო საშუალებების ფერი: შავი



1759934470163.png



ორგანიზაციის მდებარეობა


1759934506505.png

1759934529709.png


ორგანიზაციის ლიდერის საკონტაქტო მონაცემები:
  • Discord: generals08
  • თამაშის ID: 398
  • პერსონაჟის სახელი: Conor Makedon
 
Last edited by a moderator:

-Spencer

Deputy Chief
Staff member
D.Chief Administrator
Sep 20, 2025
28
1
San Andreas
მოგესალმებით,
თქვენი კრიმინალური ოჯახის ბიოგრაფია
დადასტურებულია
წარმატებულ თამაშს გისურვებთ!