დადასტურებულია [Crime] Dott

bigdott

Member
Aug 29, 2025
15
1
1759942528509.png


ორგანიზაციის სახელი.
Dott Family

ორგანიზაციის ისტორია და შექმნა.

Dott Family — ისტორია, რომელიც არ მთავრდება


წარსული
Dott Family-ის ისტორია იწყება 1990-იან წლებში, მაშინ როცა ლოს სანტოსის ქუჩები იწურებოდა სისხლითა და ამბოხით. იმ პერიოდში ქალაქის ძალაუფლება დაყოფილი იყო ათობით პატარა ბანდას შორის, რომლებსაც წესრიგი არ აინტერესებდათ. სწორედ მაშინ გამოჩნდა Big Dott, რომელმაც უარი თქვა კანონიერ ცხოვრებაზე და გადაწყვიტა წესრიგის შექმნა იქ, სადაც კანონი ვერ აღწევდა.
მისი ხედვა მარტივი იყო: „ქუჩა უნდა მუშაობდეს, როგორც ბიზნესი.“
მან ჩამოაყალიბა Dott Family, ჯგუფი, რომელიც მოქმედებდა არა ემოციით, არამედ გამოთვლით. მათ კონტროლი აიღეს Davis-ისა და Chamberlain Hills-ის ქუჩებზე, სადაც თითოეული ტრანზაქცია, ყოველი თამაში და იარაღის ყიდვა-გაყიდვა გადიოდა მათ ხელში.


ფული მოდიოდა, მაგრამ Big Dott-ს უფრო მეტი უნდოდა.
2000-იან წლებში მან დაიწყო კავშირების დამყარება, ქალაქის პოლიტიკურ წრეებში, ბიზნესებში და სამართალდამცავ სტრუქტურებშიც კი. ლეგალური ბიზნესი გახდა ოჯახის ახალი იარაღი: ავტოსერვისები, რესტორნები, ღამის კლუბები, ყველაფერი ფულის გასათეთრებლად და გავლენის გასაფართოებლად.


გადამწყვეტი წელი იყო 2010.
პოლიციამ სცადა მისი დაკავება ფართომასშტაბიანი ოპერაციით, მაგრამ Big Dott-მა მოახერხა გაქცევა თუმცა ამ შემთხვევამ სამუდამოდ შეცვალა ოჯახი. ღია ოპერაციები ჩაანაცვლა ჩუმმა მანევრებმა.
Chia და Dzia — Big Dott-ის შთამომავლები, ჩადგნენ პირველ ხაზზე. მათ დაიწყეს ახალი ხანა: ტექნოლოგიების, კრიპტო გარიგებებისა და ციფრული ტრანზაქციების ეპოქა. ქუჩის ძალა ახლა მონაცემებში იყო, არა იარაღში.

აწმყო
დღეს Dott Family აღარ არის მხოლოდ კრიმინალური ორგანიზაცია — Dott არის სისტემა.
დამალული საინვესტიციო კომპანიები, off-shore ანგარიშები და ბიზნესები, რომლებიც ლოს სანტოსის ეკონომიკის ნაწილად იქცა. Chia Dott-ი ხელმძღვანელობს ფინანსურ ოპერაციებს, ხოლო Dzia პასუხისმგებელია უსაფრთხოებაზე და ქუჩის კონტროლზე.
თითოეული წევრი აღიქმება, როგორც ბიზნესპარტნიორ და არა ბანდიტი. ისინი კვლავ აკონტროლებენ კაზინოს ბიზნესს, იარაღის მიწოდებას და ტექნოლოგიურ უსაფრთხოებას მთელ სამხრეთ ლოს სანტოსში.
მაგრამ ქუჩაზე ისევ დადის ხმა: „Big Dott არ წასულა — ის ჩრდილშია.“

მომავალი
2025 წლის შემდეგ ოჯახი გეგმავს ახალ ფაზას — გაფართოებას სხვა ქალაქებში. სიტყვა მიდის, რომ Chia-მ ხელი მოაწერა გარიგებას Vice City-ის გავლენიან ოჯახთან, ხოლო Dzia ამზადებს ციფრულ ქსელს, რომელიც კონტროლს გაუწევს ქონების და ტრანსპორტის ბაზარს მთელი სან ანდრეასის მასშტაბით.


მაგრამ ყოველი გაფართოება ახალ მტერს ქმნის. ახალ თაობაში გამოჩნდნენ ისეთი მოთამაშეები, რომლებიც არ ცნობენ ძველ წესებს. ქალაქი იცვლება, კანონები აღარ მუშაობს და შეიძლება დადგეს დრო, როცა თავად Big Dott დაბრუნდება, რომ ერთხელ და სამუდამოდ აჩვენოს — ვინ არის ლოს სანტოსის ნამდვილი მმართველი.




ორგანიზაციის საქმიანობის აღწერა.
Dott Family
მუშაობს როგორც ფარული დაჯგუფება, რომელიც სხვადასხვა არალეგალურ საქმიანობას მოიცავს:

  • ფულის გათეთრება ლეგალური კომპანიების საშუალებით (ავტოსამრეცხაო, კლუბები, ბარი და რესტორნები);
  • იარაღის უკანონო იმპორტი და გაყიდვა;
  • კაზინოებისა და სათამაშო აპარატების კონტროლი;
  • არსებული ლეგალური ბიზნესების დაცვა — ე.წ "დაკრიშვა".
ოჯახის მთავარი მიზანია ფულის, ძალაუფლებისა და გავლენის მაქსიმიზაცია Los Santos-ში, მინიმალური ყურადღების მიქცევით.


ორგანიზაციის მაღალი წოდებების შემადგენლობა.
  • Big Dott — ოჯახის დამფუძნებელი და უფროსი (Don)
  • Chia Dott — Big Homie (Underboss) (Don-ის მარჯვენა ხელი)
  • Dzia Dott — O.G. Advisor (მრჩეველი)
  • Bashar Dott— O.G. Enforcer (ზედამხედველი)
  • Sabba Dott — Young Gangsta (ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი ქუჩის წევრი)

ორგანიზაციის წესები/წესდება.
  • ოჯახი ყოველთვის პირველია
  • არავინ უნდა იცოდეს ოჯახის შიდა საქმეები.
  • პოლიციასთან თანამშრომლობა აკრძალულია.
  • ოჯახში აღზრდილი უნდა იყო დისციპლინითა და პატივისცემით.
  • მოღალატე ყოველთვის დაისჯება.
  • არავითარი ქალები საქმეში.

ორგანიზაციის იერარქია.
1. Don (ბოსი)
— ოჯახის უმაღლესი ხელმძღვანელი; იღებს ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.
2. Original Bompton — მეორე პირი, პასუხისმგებელია ყოველდღიურ ოპერაციებზე და ანგარიშს აბარებს Don-ს.
3. O.G. Advisor — მრჩეველი და კონფლიქტების მომგვარებელი.
4. Y.G. (Young Gangsta) — მართავს კონკრეტულ ჯგუფებს (Crews) და აკონტროლებს ფრთის ქვეშ მყოფ რაიონებს.
5.Street Soldier — გამოცდილი წევრები, რომლებიც ასრულებენ "Don"-ის დავალებებს.


ორგანიზაციის დრეს-კოდი
შავი მაიკა და ნაცრისფერი ჯინსები.


1760021204312.png




ორგანიზაციის სატრანსპორტო საშუალებების ფერი.


HEX - #1b1628

1760028992898.png


ორგანიზაციის მდებარეობა.

Vinewood Hills.
1759844065894.png




ორგანიზაციის ლიდერის საკონტაქტო მონაცემები.

Discord: roadman187
თამაშის ID: 382
პერსონაჟის სახელი: Big Dott.
 
Last edited by a moderator:

-Spencer

Deputy Chief
Staff member
D.Chief Administrator
Sep 20, 2025
28
1
San Andreas
მოგესალმებით,
თქვენი კრიმინალური ოჯახის ბიოგრაფია
დადასტურებულია
წარმატებულ თამაშს გისურვებთ!