ოჯახის სახელი : Aux Family
DC : auxilliaryhigh
პერსონალური ID : 687
პერსონაჟის სახელი: Gujeja Aux
AUX FAMILY
ოჯახის ბიოგრაფია
2.2Los Santos-ის ბნელ ქუჩებში, სადაც შუქი მხოლოდ პოლიციის მანქანებს მოჰქონდა და სიჩუმეს მხოლოდ ჩხუბის ხმა არღვევდა, კრიმინალი არ იყო იშვიათი მოვლენა - ეს იყო ყოველდღიურობა. აქ ძალადობა ხდებოდა ინსტინქტურად, უსისტემოდ, როგორც ქუჩის ქარი – წამში გაჩენილი და უმალვე გამქრალი
ზოგმა იმპერიის აშენება , ზოგმა ფულის კვალზე გასვლა, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ დროებითი აღმოჩნდა, ყველაფერი მტვერივით ქრებოდა - სანამ AUXგამოჩნდებოდა.
AUX-ების გამოჩენა არ იყო უბრალო საღამოს ამბოხება. ეს არ იყო შურისძიება ან ძალაუფლების დინამიური ცვლა - ეს იყო წინასწარ გაწერილი სტრატეგია, გეგმა, რომელსაც აკადემიური სიზუსტე და დაუნდობელი შემართება მოჰყვებოდა.
ამ სტრუქტურის უკან იდგა და დღემდე დგას სახელი - Gujeja Aux.
ეს სახელი არ გაჟღერებულა ხმამაღლა, არც ქუჩის კედლებზე გამოჩენილა, მაგრამ მის არსებობას ყველა გრძნობდა. Gujeja Aux იყო ის ფიგურა, რომელმაც თავი ადამიანურ საზღვრებს გადააბიჯა. ის გახდა იდეა. იდეა, რომელიც ერთ აზრში გაერთიანდა - „სიზუსტე და სისწრაფე ყველა მოქმედებისთვის.“
2.3
იდეიდან სტრუქტურამდე
Gujeja'მ არ შექმნა ბანდა, არამედ ჩამოაყალიბა სტრუქტურა, რომელიც ქუჩაში არ ჩნდებოდა, მაგრამ ქუჩას მართავდა. თავდაპირველი დაიწერა წესები, - წესები, რომლის გარშემოც მთელი იმპერია იგებოდა ჩუმად, მეთოდურად და უხმაუროდ.ეს სტრუქტურა არ ჩნდებოდა ქუჩაში, ის მართავდა ქუჩას.
მისი ოპერაციები არ იწვევდა ხმაურს - ისინი გატარებული იყო უმაღლესი ტექნოლოგიით, უმაღლესი დისციპლინით და უმაღლესი სიზუსტით.
იგი აშენდა ოთხ მთავარ წესს:
- მაღალტექნოლოგიური ოპერაციები – სუფთა, უთვალთვალოდ, უკვალოდ.
- სტრატეგიული დაგეგმვა – თითოეული ნაბიჯი მოფიქრებული იყო რამდენიმე სვლით წინ.
- საფინანსო სქემები ქუჩის გარეთ – ფულის ტრიალი, რომელიც სისტემას ასაზრდოებდა.
- გავლენების გამოყენება კანონგარეშე სივრცეში – გადაწყვეტილებები კანონზე მაღლა, მაგრამ იდეაზე დაყრდნობილი.
AUX არ ლაპარაკობს.
AUX მოქმედებს მაშინ, როცა ყველას სძინავს.
2.4
სტრუქტურის საწყისი ბირთვი შედგებოდა მხოლოდ რამდენიმე ადამიანით. ისინი არ ატარებდნენ სპეციფიკურ ფორმას, არ ჰქონდათ ლოგოები ან ნიშან-თვისებები. მაგრამ ყველას ერთი რამ აკავშირებდა: მათ ზუსტად იცოდნენ, რას ემსახურებოდნენ.
ესენი იყვნენ/არიან:
- GUJEJA AUX – ლიდერი, უჩინარი ხმა, რომელიც კარნახობს გზას.
- BARBAKA AUX – Gujeja-ს მარჯვენა ხელი, მკაცრი და პირდაპირი სტრატეგი.
- DARK WHITE – ჩრდილოვანი როლი, რომლის არსებობა მხოლოდ შიგნით იციან.
- NELSON AUX – გონების ცენტრი, იდეების დამფუძნებელი.
თავდაპირველად, ოჯახის გარე კონტური მხოლოდ რამდენიმე ადამიანით შედგებოდა - ისინი არც ფორმაში იყვნენ, არც სიმბოლო ჰქონდათ, მაგრამ ერთი რამ ჰქონდათ საერთო: ზუსტად იცოდნენ, რას ემსახურებოდნენ.
2.5
შინაგანა წესები რომლებიც არასდროს ირღვევა
- არანაირი პირადი ინიციატივები სისტემის გარეთ.
- არანაირი კონფლიქტი შიდა წრეში.
- ყველაფერი მოდის ზემოდან.
- შემთხვევითობაც წინასწარ უნდა იყოს დაგეგმილი.
- ღალატი იწვევს და არა მარტო იწვევს.
- იმოქმედე, როცა დრო სწორია - და მხოლოდ მაშინ.
2.6
Gujeja Aux ( ლიდერი ) -
ლიდერი, რომლის ხმა არ ისმის, მაგრამ მისი გავლენა ყველაფერში ჩანს. ის არ საუბრობს – ის აჩენს შედეგებს. მისი ბრძანებები იგრძნობა გზებზე, სადაც ნაბიჯიც კი მოფიქრებულია.
Barbaka Aux (ლიდერის მარჯვენა ხელი) -
Gujeja-ს პირდაპირი ხაზის გაგრძელება. არანაირი თამაშები, არანაირი გართულება - მხოლოდ გადაწყვეტილებები, მკაცრი და მკაფიო. ყველა მისი ქმედება აღიქმება როგორც ინსტრუქცია.
Dark White (ლიდერის მარჯვენა ხელი) -
სისტემის ინტელექტუალური ხერხემალი. ის განსაზღვრავს სტრატეგიას, ითვლის რისკებს და მუდამ ორი ნაბიჯით წინ არის. როცაothers მოქმედებენ ემოციით, ის ამუშავებს გონებას.
დღევანდელობა | „ძალა ჩუმად ლაპარაკობს“
წლებია AUX ების ოჯახი იდეის გარშემო გაერთიანებული მოძრაობს სხვადასხვა შტატში და აყალიბებს სისტემას, რომლის ჩამონგრევაც ნებისმიერი პიროვნების ძალის მიღმაა.ამ მომენტში სამიზნე ახალი შტატი UNIT'ია, რომელიც ნელ-ნელა კალაპოტში დგება და სიმშვიდე ისადგურებს. ამ ყველაფრის უკან კი სწორედ ის იდუმალი ძალა და იდეა დგას. „სიზუსტე და სისწრაფე ყველა მოქმედებისთვის.“
დღეს, AUX უკვე აღარ არის ახალი სახელი. ის არის - დაბეჭდილი სახელი შიშში.
მას აღარ ეძებენ პოლიციელები - ისინი უფრთხიან მათ.
ქუჩაში ისმის მხოლოდ ცარიელი ხმები:
- "ეს საქმე როგორც AUX-ები აკეთებენ..."
- "დავრეკოთ იმ ხალხთან, სადაც გეგმა სრულდება..."
- "ნუ შეეხები მაგ ტიპს - AUX-ს უკავშირდება..."
დღეს AUX-ს აქვს:
- შიდა ეკონომიკური სისტემა, რომელსაც გარედან ვერ იპოვი.
- ქუჩის არაოფიციალური რუკა, სადაც მოძრაობა ნებადართულია გავლენის შესაბამისად.
- სათვალთვალო ინფრასტრუქტურა, რომელიც თვალს ადევნებს ყველას, ვისაც აქვს პოტენციალი ან პრობლემატურობა.
- არალეგალური ჩარევების სისტემა - სად უნდა გაქრეს სიტუაცია ისე, რომ არავინ გაიგოს.
- გლობალური კავშირები - ფული და გადაწყვეტილებები არა მხოლოდ Los Santos-ში.