1. ზოგადი განმარტება:
Casefile წარმოადგენს ოფიციალურ სამართლებრივ დოკუმენტს, რომელიც დგინდება კონკრეტული კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ, სისტემური დანაშაულებრივი საქმიანობის გასანეიტრალებლად. იგი ემსახურება მასობრივი სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევების იდენტიფიკაციას, სამართლებრივად დასაბუთებასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.2. Casefile-ის ამოქმედება:
2.1. Casefile-ის შედგენა ნებადართულია მხოლოდ მასობრივი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულების არსებობის შემთხვევაში.2.2. დოკუმენტის ინიცირებისთვის საჭიროა მინიმუმ 5 დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლებიც ემყარება რეალურ ინციდენტებს და იძლევა სამართლებრივად დასაბუთებულ საფუძველს შერჩეული მუხლებისთვის.
3. იუსტიციის სამინისტროს კომპეტენცია:
3.1. Casefile-ის განხილვა და მისი სამართლებრივი ორდერით (Order) დამტკიცება ექვემდებარება იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციას.3.2. იუსტიციის სამინისტროს გარეშე არც ერთი Casefile არ ითვლება აქტიურად და არ წარმოადგენს სამართლებრივი მოქმედების საფუძველს.
4. ჩართული სტრუქტურები:
Casefile-ის შედგენაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ შემდეგ სახელმწიფო სტრუქტურებს:
- FIB (Federal Investigation Bureau) – მთავარი პასუხისმგებელი უწყება, რომელიც ვალდებულია Casefile მიიყვანოს საბოლოო ნიშნულამდე და უზრუნველყოს რეაგირება დადასტურებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით.
- LSPD (Los Santos Police Department)
- ARMY (National Guard / Military)
- GOV (სახელმწიფო მმართველი ორგანო)
- JUS (Justice Department / იუსტიციის სამინისტრო)
5. პროცედურები და სტატუსები:
Casefile შეიძლება ჰქონდეს შემდეგი სტატუსები:
- Draft – მტკიცებულებების შეგროვების ეტაპზე, შესაძლებელია ერთზე მეტი უწყების ერთობლივი მონაწილეობა
- Pending – გადაგზავნილია იუსტიციის სამინისტროში განხილვაზე
- Active – დამტკიცებულია, პროცესს ხელმძღვანელობს FIB, რომელიც კოორდინაციას უწევს ოპერაციულ მოქმედებებს
- Closed – დოკუმენტი დახურულია, დაჯგუფება ლიკვიდირებულია ან რეაგირება დასრულებულია.
6. შედეგები:
Casefile-ის დამტკიცების შემთხვევაში შესაძლებელია:
- კრიმინალური დაჯგუფების სრულად ლიკვიდაცია
- მის წევრებზე დაპატიმრების ორდერების გაცემა
- დაჯგუფების ქონების კონფისკაცია ან ბლოკირება
- ფრაქციული რეიდების ლეგიტიმაცია (Roleplay რეიდის ფორმატით)
Casefile-ის მაგალითი:
შეგახსენებთ რომ ეს არის მხოლოდ მაგალითი, მიახლოებული ვარიანტი, ოფიციალური დოკუმენტი სხვაგვარად უნდა შეიქმნას.
Casefile #00077 – ორგანიზაცია “Unit RP”
სტატუსი: Pending
ინიცირების თარიღი: 25/05/2025
ინიცირებული: FIB, თანამშრომელი – Unit DEV -მიერ
პასუხისმგებელი უწყება: FIB
განხილვისთვის გადაგზავნილია: იუსტიციის სამინისტრო (JUS)
1. მოკლე აღწერა:
სავარაუდო კრიმინალური დაჯგუფება “Unit RP” ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ახორციელებს ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობას სან-ანდრეასის მასშტაბით. დადასტურებულია მათი კავშირი იარაღით ვაჭრობასთან, ქონების გამოძალვასთან და სამართალდამცავებზე ფიზიკურ თავდასხმებთან.2. დადასტურებული მტკიცებულებები:
| № | მტკიცებულება | აღწერა |
|---|---|---|
| 1 | ვიდეომტკიცებულება | სამი წევრის მონაწილეობა FIB-ის აგენტებზე თავდასხმაში (Bodycam Footage #1121) |
| 2 | სატელეფონო ჩანაწერები | შიდა კომუნიკაცია, სადაც გეგმავენ იარაღის გადაზიდვას პალეტო ბეიში |
| 3 | დაკითხვის ოქმი | დაკავებული წევრი „Gege W.“ აღიარებს დაჯგუფების სტრუქტურასა და საქმიანობას |
| 4 | დრონით გადაღებული მასალა | მიწისქვეშა იარაღის საწყობი, გადაღებული 17.05.2025 |
| 5 | ფინანსური ამონაწერები | ეჭვმიტანილთა ანგარიშებზე უკანონოდ მიღებული თანხა, ჯამში $250,000-ზე მეტი |
3. დანაშაულის კვალიფიკაცია (სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები):
- მუხლი 132 – ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა და მმართველობა
- მუხლი 148 – უკანონო იარაღის შენახვა/ვაჭრობა დიდი რაოდენობით
- მუხლი 190 – ძალადობრივი თავდასხმა სამართალდამცავზე
- მუხლი 203 – თანხის ლეგალიზაცია დანაშაულებრივი გზით
4. დასკვნა (FIB):
მტკიცებულებების საფუძველზე, FIB ოფიციალურად მიმართავს იუსტიციის სამინისტროს Casefile-ის დამტკიცების მოთხოვნით. დამტკიცების შემთხვევაში დაგეგმილია შემდეგი:- ოპერატიული რეიდის განხორციელება ორგანიზაციის სავარაუდო ადგილმდებარეობებზე
- დაჯგუფების წევრების დაკავება და დაკითხვა
- კრიმინალური საქმიანობის სრულად შეჩერება სამართლებრივი წესით
5. მიმდინარე სტატუსი:
მიმდინარე ეტაპზე საქმე გადაგზავნილია იუსტიციის სამინისტროში განხილვისა და დამტკიცების მიზნით.დამტკიცების შემდეგ ოპერაცია განხორციელდება FIB-ის ხელმძღვანელობით და იუსტიციის სამინისტროს ზედამხედველობით.