Casefile

Status
Not open for further replies.

DAVE

Well-known member
Project Team
May 24, 2025
216
136

1. ზოგადი განმარტება

Casefile წარმოადგენს ოფიციალურ სამართლებრივ დოკუმენტს, რომელიც დგინდება კონკრეტული კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ, სისტემური დანაშაულებრივი საქმიანობის გასანეიტრალებლად. იგი ემსახურება მასობრივი სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევების იდენტიფიკაციას, სამართლებრივად დასაბუთებასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.

2. Casefile-ის ამოქმედება

2.1 Casefile-ის შედგენა ნებადართულია მხოლოდ მასობრივი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულების არსებობის შემთხვევაში.
2.2 დოკუმენტის ინიცირებისთვის საჭიროა მინიმუმ 5 დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლებიც ემყარება რეალურ ინციდენტებს და იძლევა სამართლებრივად დასაბუთებულ საფუძველს შერჩეული მუხლებისთვის.


3. იუსტიციის სამინისტროს კომპეტენცია

3.1 Casefile-ის განხილვა და მისი სამართლებრივი ორდერით (Order) დამტკიცება ექვემდებარება იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციას.
3.2 იუსტიციის სამინისტროს გარეშე არც ერთი Casefile არ ითვლება აქტიურად და არ წარმოადგენს სამართლებრივი მოქმედების საფუძველს.


4. ჩართული სტრუქტურები


Casefile-ის შედგენაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ შემდეგ სახელმწიფო სტრუქტურებს:
  • FIB (Federal Investigation Bureau) – მთავარი პასუხისმგებელი უწყება, რომელიც ვალდებულია Casefile მიიყვანოს საბოლოო ნიშნულამდე და უზრუნველყოს რეაგირება დადასტურებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით.
  • LSPD (Los Santos Police Department)
  • ARMY (National Guard / Military)
  • GOV (სახელმწიფო მმართველი ორგანო)
  • JUS (Justice Department / იუსტიციის სამინისტრო)

5. პროცედურები და სტატუსები


Casefile შეიძლება ჰქონდეს შემდეგი სტატუსები:
  • Draft – მტკიცებულებების შეგროვების ეტაპზე, შესაძლებელია ერთზე მეტი უწყების ერთობლივი მონაწილეობა
  • Pending – გადაგზავნილია იუსტიციის სამინისტროში განხილვაზე
  • Active – დამტკიცებულია, პროცესს ხელმძღვანელობს FIB, რომელიც კოორდინაციას უწევს ოპერაციულ მოქმედებებს
  • Closed – დოკუმენტი დახურულია, დაჯგუფება ლიკვიდირებულია ან რეაგირება დასრულებულია.

6. შედეგები


Casefile-ის დამტკიცების შემთხვევაში შესაძლებელია:
  • კრიმინალური დაჯგუფების სრულად ლიკვიდაცია
  • მის წევრებზე დაპატიმრების ორდერების გაცემა
  • დაჯგუფების ქონების კონფისკაცია ან ბლოკირება
  • ფრაქციული რეიდების ლეგიტიმაცია (Roleplay რეიდის ფორმატით)

Casefile-ის მაგალითი
შეგახსენებთ რომ ეს არის მხოლოდ მაგალითი, მიახლოებული ვარიანტი, ოფიციალური დოკუმენტი სხვაგვარად უნდა შეიქმნას.

Casefile #00077 – ორგანიზაცია “Unit RP

სტატუსი: Pending

ინიცირების თარიღი: 25/05/2025

ინიცირებული: FIB, თანამშრომელი – Unit DEV -მიერ

პასუხისმგებელი უწყება: FIB

განხილვისთვის გადაგზავნილია: იუსტიციის სამინისტრო (JUS)


1. მოკლე აღწერა

სავარაუდო კრიმინალური დაჯგუფება “Unit RP” ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ახორციელებს ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობას სან-ანდრეასის მასშტაბით. დადასტურებულია მათი კავშირი იარაღით ვაჭრობასთან, ქონების გამოძალვასთან და სამართალდამცავებზე ფიზიკურ თავდასხმებთან.

2. დადასტურებული მტკიცებულებები​

მტკიცებულებააღწერა
1ვიდეომტკიცებულებასამი წევრის მონაწილეობა FIB-ის აგენტებზე თავდასხმაში (Bodycam Footage #1121)
2სატელეფონო ჩანაწერებიშიდა კომუნიკაცია, სადაც გეგმავენ იარაღის გადაზიდვას პალეტო ბეიში
3დაკითხვის ოქმიდაკავებული წევრი „Gege W.“ აღიარებს დაჯგუფების სტრუქტურასა და საქმიანობას
4დრონით გადაღებული მასალამიწისქვეშა იარაღის საწყობი, გადაღებული 17.05.2025
5ფინანსური ამონაწერებიეჭვმიტანილთა ანგარიშებზე უკანონოდ მიღებული თანხა, ჯამში $250,000-ზე მეტი

3. დანაშაულის კვალიფიკაცია (სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები)

  • მუხლი 132 – ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა და მმართველობა
  • მუხლი 148 – უკანონო იარაღის შენახვა/ვაჭრობა დიდი რაოდენობით
  • მუხლი 190 – ძალადობრივი თავდასხმა სამართალდამცავზე
  • მუხლი 203 – თანხის ლეგალიზაცია დანაშაულებრივი გზით

4. დასკვნა (FIB)

მტკიცებულებების საფუძველზე, FIB ოფიციალურად მიმართავს იუსტიციის სამინისტროს Casefile-ის დამტკიცების მოთხოვნით. დამტკიცების შემთხვევაში დაგეგმილია შემდეგი:
  • ოპერატიული რეიდის განხორციელება ორგანიზაციის სავარაუდო ადგილმდებარეობებზე
  • დაჯგუფების წევრების დაკავება და დაკითხვა
  • კრიმინალური საქმიანობის სრულად შეჩერება სამართლებრივი წესით

5. მიმდინარე სტატუსი

მიმდინარე ეტაპზე საქმე გადაგზავნილია იუსტიციის სამინისტროში განხილვისა და დამტკიცების მიზნით.
დამტკიცების შემდეგ ოპერაცია განხორციელდება FIB-ის ხელმძღვანელობით და იუსტიციის სამინისტროს ზედამხედველობით.
 
Last edited:
Status
Not open for further replies.