- სახელი: Ezawim Sletumanidze
- ასაკი: 29
- დაბადების ადგილი: რიჩმონდ, ვირჯინია (Richmond, VA)
- მშობლები: მამა - Ezmaks Sletumanidze, დედა - Ezadigam Sletumanidze
- სქესი: მამრობითი
- წონა: 66.5 კგ
- სიმაღლე: 186 სმ
- თმის ფერი: მუქი ყავისფერი
- თვალის ფერი: ნუშისფერი
ბავშვობა
Ezawim 1996 წელს ვირჯინიის შტატში, რიჩმონდში დაიბადა. მისი ბავშვობა რთული და დაძაბული იყო , განსხვავებით მდიდარ ოჯახებში გაზრდილი ბავშვებისგან, Ezawim-ს ყოველდღე უწევდა ბრძოლა როგორც ქუჩის რეალობასთან, ასევე მშობლების პრობლემებთან. მამა მკაცრი და ჩაკეტილი ადამიანი იყო, დედა კი მუდმივად ცდილობდა ოჯახში სიმშვიდის შენარჩუნებას. თუმცა, გარემო პირობების გამო, Ezawim ახალგაზრდობიდანვე მიხვდა, რომ მხოლოდ ძალა და ცივი გონება გადაარჩენდა.
იგი არასოდეს ყოფილა ჩვეულებრივი მოზარდი, ქუჩაში სწრაფად ისწავლა ფიზიკური თავდაცვა და სუსტი წერტილების გამოყენება, რის გამოც თანატოლებში უკვე 15 წლის ასაკში სახელი დაიმკვიდრა.
ახალგაზრდობა
სწავლის გაგრძელება მისთვის მხოლოდ ფორმალობა იყო. სკოლაში Ezawim-მა ბევრი არაფერი ისწავლა, მაგრამ ფიზიკური მომზადებით და ბრძოლით დაიმკვიდრა ადგილი. მიუხედავად ამისა, მას ჰქონდა სურვილი სამართალდამცავებში მოხვედრისა, რადგან იცოდა, რომ სისტემის შიგნით ყოფნა მეტ ძალაუფლებას მისცემდა, ვიდრე გარედან ბრძოლა. 21 წლის ასაკში, წარმატებით გაიარა წვრთნები და ადგილობრივ პოლიციაში დაიწყო მუშაობა. თავიდან რიგითი პატრულის პოზიციაზე იყო, თუმცა მალევე გამოიჩინა თავი როგორც უკომპრომისო, სასტიკი და დისციპლინირებული თანამშრომელი. მისი უნარები და მტკიცე ხასიათი ხელმძღვანელობამ შეამჩნია.
სამხედრო და სამართალდამცავი კარიერა
Ezawim-მა რამდენიმე წლის განმავლობაში პოლიციაში მუშაობით სერიოზული გამოცდილება მოიპოვა, რის შემდეგაც ჩაერთო განსაკუთრებულ დავალებებში. მან მონაწილეობა მიიღო ნარკოკარტელებთან ბრძოლაში, მაღალპროფილურ დაკავებებში და კრიმინალურ ბანდებთან სასტიკ შეტაკებებში. ამ გამოცდილებამ საბოლოოდ გზა გაუხსნა Los Santos Sheriff's Department-ში (LSSD), სადაც იგი მალევე გახდა Special Rangers-ის ერთ-ერთი ყველაზე სანდო წევრი.
დროთა განმავლობაში, მისი ლიდერული თვისებები და ერთგულება გამოიკვეთა. დღეს Ezawim Sletumanidze არის Special Rangers-ის დეპუტატ-ხელმძღვანელი, უშუალოდ Yami-ს ქვეშ, რომელიც მის Mentor-ად ითვლება. Ezawim-ს ყოველთვის ახასიათებდა ერთგულება საკუთარი გუნდის მიმართ და წესების დარღვევის შემთხვევაში ყველაზე სასტიკი მეთოდებით მოეგვარებინა საქმე.
კრიმინალთან კავშირი
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად იგი კანონის წარმომადგენელია, Ezawim ხშირად იყენებს კანონს საკუთარი სარგებლისთვის. მისი ძალაუფლება Special Rangers-ში საშუალებას აძლევს, თვალის დახუჭვით გაიყვანოს ნარკოტიკების პარტიები, კრიმინალებს გადასცეს ინფორმაცია ან საჭიროებისამებრ თავად ჩადოს უკანონო ნივთიერებები.
იგი ხშირად იღებს ქრთამებს, იცავს გარკვეულ გავლენიან პირებს და საკუთარი გავლენის გამოყენებით ახერხებს დოკუმენტების გაყალბებასაც კი. მიუხედავად ამისა, მისი სახელი საჯაროდ სუფთაა, LSSD-ში მას მკაცრი და ერთგული სამართალდამცავის იმიჯი აქვს.
მოთხოვნები:
- უხეში საუბარი 1v1 (სერვერის წესების დაცვით 1v1 ან Bad Person-ების გარემოცვაში)
- კრიმინალთან კავშირი
- ქრთამის აღება
- ნარკოტიკის ან რაიმე არალეგალური ნივთის ჩადება
- დოკუმენტის გაყალბება
- დაკითხვის მკაცრი ფორმა
- ინფორმაციის გაყიდვა
- კრიმინალის გაშვება
- არალეგალური იარაღების შეძენა შენახვა ტარება
გაფრთხილება: მოთხოვნილი უპირატესობების გამოყენება სხვა Bad Person-ებთან ერთად მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მათი გაცნობა RP-გზით ხდება და ეს ყველაფერი გათვალისწინებულია.
Last edited: