უარყოფილია BAD LSSD Badu OldMan

Status
Not open for further replies.

Badu24

New member
Aug 19, 2025
1
0
ასაკი

30

დაბადების ადგილი

Los Angeles

მშობლები

Daniel OldMan / Amanda Smith

სქესი

მამრობითი

ოჯახური მდგომარეობა

დასაოჯახებელი

წონა

85

სიმაღლე

1.87

თმის ფერი

შავი

თვალის ფერი

მუქი ყავისფერი

ბავშვობა​


Badu OldMan დაიბადა 1982 წელს, ლოს ანჯელესში, South Central-ის უბანში — სადაც სამართალი არ დადიოდა, მხოლოდ ქუჩის კანონები. მისი ოჯახი თავიდანვე იყო ჩართული არალეგალურ საქმიანობაში:
მამა, Daniel OldMan , გარეგნულად იყო უბრალო სატვირთოს მძღოლი, რეალურად კი მონაწილეობდა იარაღის, ნაღდი ფულისა და კონტრაბანდული საქონლის გადაზიდვებში.


დედა ცდილობდა შვილისთვის განათლების მიცემას და წესიერად აღზრდას, თუმცა სახლში, სადაც ღამე იატაკქვეშ ფული ინახებოდა და უკანა ეზოში უცნობი მანქანები ჩერდებოდა, წესიერება ვერ იზრდებოდა.


Badu ბავშვობიდანვე ხედავდა ორივე სამყაროს: დედის სამართლიან და ჩუმად ტკივილით სავსე რეალობას, და მამის უხმოდ აგებულ გავლენიან სისტემას, რომელიც ქუჩაზე კანონზე მეტს ნიშნავდა.




მოზარდობის პერიოდი —​


სკოლაში Badu ყოველთვის ჩუმი და დაკვირვებული იყო. არასდროს იყო ხმაურიანი, მაგრამ ყველა მას აფასებდა როგორც „ის ტიპი, ვისაც სჯობდა კარგი მხრით შეხედო“.
16 წლის ასაკიდან დაიწყო — მამამისის ნაცნობებისთვის ნაღდი ფულის გადატანა, იარაღის „დადება“ საჭირო ადგილებზე, ზოგჯერ კი ინფორმაციის მიწოდება — ვინ სად მოძრაობდა, პოლიცია სად პატრულირებდა და ა.შ.


მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად მძიმე დანაშაულში არასდროს იყო მხილებული, კავშირები ჰქონდა ყველაფერთან. Badu არასდროს იყო ბანდის წევრი, მაგრამ ყველა ბანდა მას ენდობოდა — რადგან ის არ ლაპარაკობდა, არ ყიდდა და არ ტყუვდა.


ერთხელ მეგობარი გაჰყვა ძარცვაში, სადაც ყველაფერი აირია — ერთმა დაცვას ესროლა, მეორემ გაიქცა. ბადუ იქ არ ყოფილა, მაგრამ კარგად იცოდა როდის უნდა გაეჩუმებინა ხალხი და როგორ. საქმე დაიხურა.
ამ დღიდან მას შეარქვეს „Ghost Partner“ — ყველა იცოდა, რომ ჩართული იყო, მაგრამ ვერავინ ამტკიცებდა.




ზრდასრულობა​


Badu 25 წლის ასაკში მოულოდნელად წარსდგა LSSD-ის აკადემიაში. ყველა გაკვირვებული იყო — ქუჩის ბიჭი, პოლიციაში?


მაგრამ მან ზუსტად იცოდა, რას აკეთებდა. თავისი სიტყვებით:


„სისტემის შესაცვლელად შიგნით უნდა იდგე. ან შიგნით უნდა იჯდე და შენი ხალხი გადარჩინო.“

მან წარმატებით გაიარა აკადემია — ქცევაში დისციპლინირებული, პრაქტიკაში ზუსტი, ფიზიკურად ძლიერი და სტაბილური. რამდენიმე წელში უკვე იყო დეპუტი, რომელსაც უბნის ყველა კრიმინალი და მოქალაქე სცემდა პატივს.


მაგრამ რეალობა სხვანაირი იყო:


LSSD-ში ყოფნის დროსაც განაგრძობდა ქრთამის აღებას — განსაკუთრებით იმ საქმეებში, სადაც ინფორმაცია ოქროს ფასად იყიდებოდა.

ძველ ნაცნობებს აწვდიდა შიდა ინფოს — როდის იქნებოდა რეიდი, ვინ მუშაობდა ამჟამად „პოდსტავნად“.

ზოგჯერ თვითონ „ატარებდა“ საქონელს — არ ბევრს, მაგრამ საკმარისს, რომ დახმარებოდა ძველებს, და არ დაეკარგა სახე.


მას ჰქონდა ორმაგი წესი:
„თუ მათ უღალატებ, შენც ქუჩას დაკარგავ. თუ ქუჩას დაკარგავ, სამართალიც დაგკარგავს.“




აწმყო​


დღეს, Badu OldMan არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და რთულად წასაკითხი ოფიცერი Los Santos Sheriff's Department-ში.


ოფიციალურად:


არის მკაცრი, სწრაფი და ეფექტური ოფიცერი.

მის საქმეებში ეჭვი არავის უჩნდება — ყველა „სუფთად“ დახურულია.

სარგებელი მოაქვს დეპარტამენტისთვის — განსაკუთრებით რთულ უბნებში, სადაც სხვები ვერ შედიან.


არაოფიციალურად:

კვლავ აქვს კავშირი მამამისის გავლენიან წრეებთან — ახლა უკვე უფრო მაღალ დონეზე, უფრო ფულზე და უფრო დიდ რისკზე.

დახმარება მიუწვდებოდა რამდენიმე ბანდას — იმ პირობით, რომ არ გადაივლიდნენ ზღვარს.

იღებს ფულს ინფორმაციისთვის — არა ყველასგან, მხოლოდ მათგან, ვისაც სჯერა წესების საკუთარი ვერსია.




  1. კრიმინალებთან ფარული კავშირი.
  2. უხეში საუბარი და უხეში მოპყრობა (სერვერის წესების დაცვით 1v1, ).
  3. დაკითხვის მკაცრი ფორმა
  4. ქრთამის აღება
  5. არალეგალური ნივთების შეძენა, შენახვა და გამოყენება.
  6. დამნაშავის გაშვება (იშვიათ შემთხვევებში).
  7. ინფორმაციის გაყიდვა კრიმინალურ ორგანიზაციებზე.
  8. დოკუმენტების გაყალბება.
 
Last edited:

M0RAL3Z

Well-known member
Server Curator
Jun 17, 2025
120
3
მოგესალმებით!

თქვენი ბიოგრაფია უარყოფილია.

პერსონაჟის ისტორია არა არის საკმარისი მოცემული რეზულტატისთვის.
 
Status
Not open for further replies.