უარყოფილია Bad LSSD ბიოგრაფია, Dante Null

Status
Not open for further replies.

Dante_Null

New member
Aug 31, 2025
1
0
სახელი: Dante Null
ასაკი: 36
წარმომავლობა: Mexico, El Salvador

გარეგნობა: ნაიარევი მარცხენა წარბთან, მუქი კანის ფერი, სვირინგები: თავისქალა მთელ ზურგზე.
სიძლიერეები: ქუჩის ინტელექტი, ინტუიცია, ზეწოლის ტექნიკები, კონტაქტების ქსელი.
სუსტი მხარეები: ეგო, მორფული ზღვარი კანონსა და დანაშაულს შორის, მოთმინების ნაკლებობა.
დევიზი: ოჯახისთვის “უსაფრთხო” ცხოვრების უზრუნველყოფა ნებისმიერ ფასად.

ბავშვობა

2216216.jpg


დანტეს ძალიან რთული აბვშვობა ხვდა წილად. ის ელ სალვადორის დედაქალაქ "სან სალვადორ"-ში დაიბადა. მისი მამა "Alejandro Null" კარტელთან მუშაობდა "ვალების ამკრები" იყო. ერთ-ერთი საქმის დროს მოკლეს მაშინ როდესაც დანტე ჯერ კიდევ 5 წლის იყო. ფაქტიურად მამის გარეშე გაიზარდა. დედამისი "Maria Ramirez" ბაზარში ხორცს ყიდდა და ამით ირჩენდნენ თავს. სკოლაში კარგი ნიშნებით გამოირჩეოდა. ძალიან მშვიდი ბავშვი იყო, რაც მასწავლებლებს აფიქრებინებდა რომ მამის გარდაცვალება მასზე ძალიან მოქმედებდა და გამორჩეულად კარგად ებყრობოდნენ. სკოლა კარგი ნიშნებით დაამთავრა მაგრამ უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა არ ჰქონდა ამ ღარიბ, ღვთისგან მივიწყებულ ქალაქში.

პირველი სიყვარული​

5a6951f0-4a2e-48d8-b815-d4add4d646f6-ezgif.com-webp-to-jpg-converter.jpg
სკოლიდან მოყოლებული ერთი გოგო უყვარდა "Rosalía López". ლამაზი იყო, საშუალოდ მუქი კანისფერი, გრძელი, ტალღოვანი შავი თმა, რომელიც ხშირად ჩაწნული ჰქონდა, თაფლისფერი თვალები და ბრწყინვალე მზერა თითქოს თვალები უნათებდაო. თხელი ცხვირი და სავსე ტუჩები. საშუალო სიმაღლე, სუსტი მაგრამ ელეგანტური სხეულის აღნაგობა ჰქონდა. ძალიან კეთილი იყო, უცოდველი. სწორედ ეს მოსწონდა დანტეს მასში. ამ ჯოჯოხეთის დედაქალაქში უცოდველი სული რომელიც გულუბრყვილოდ დაეხეტებოდა მის ცხელ, ბეტონის ქუჩებში. ის ერთად-ერთი რამ იყო რაც ამ ქალაქში აჩერებდა. ერთ ქუჩაზე ცხოვრობდნენ. ამ ქუჩის ბოლოს ერთი ბარი იყო რომელსაც ხშირად სტუმრობდნენ მუსიკას უსმენდნენ, ლუდს სვამდნენ, საუბრობდნენ, ტკბებოდნენ ცხოვრებით და ერთმანეთით. ერთ მშვენიერ საღამოს როდესაც ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ, დანტე ბარისკენ გაემართა. გახარებული, თვალებით ეძებდა Rosalia-ს ხალხში. ქუჩაში ბევრი ხალხი არ იყო და სიჩუმე სიფევდა. აქა-იქ თუ გაიგონებდით ძაღლის ყეფას, გასროლის ხმას ძალიან შორიდან, ან ქალის წამიერ კივილს. ამ ხმებს მხოლოდ ერთი ხმა გამოეყო, ხმა რომელიც აქამდე არასდროს გაეგონა მაგრამ ძალიან ნაცნობი იყო. ბართან მდებარე ბნელი ჩიხიდან მოდიოდა. ტირილი, მწუხარება, ყვირილი... ზუსტად 1 წამში ხმა შეწყდა. აღარ ისმოდა არც ძაღლის ყეფა, არც სროლა, არც ყვირილი მხოლოდ სიჩუმე თითქოს ყურები დაუგუბდაო. მიხვდა რაც მოხდა... შეშინდა. არ უნდოდა შიგნით შესვლა, მაგრამ რაღაც ძალამ შიგნით შეაგდო. კანკალებდა ლამპიონის სხივი ერთ ადგილს ანათებდა სადაც ის სახე ჩანდა რომელიც ასე ძალიან უყვარდა. თვალები ღია ჰქონდა და რაღაც წერთილს მისჩერებოდა. არ იძვროდა, მისი სხეული, არ ირხეოდა. თმა გაშლილი ჰქონდა და ძირს იწვა ნახევრად შიშველი. სხეულზე ჩალურჯებები ეტყობოდა. კანი ჯერ კიდევ თბილი ჰქონდა. სწორედ მაშინ ჩაქრა მისი თვალები ზიზღს, სასოწარკვეთას და სინანულს გრძნობდა თავის თავს ადანაშაულებდა ამ ყველაფერში იმიტომ რომ დაიგვიანა, ვერ დაეხმარა. რამდენიმე წელი ეძებდა დამნაშავეს მაგრამ უშედეგოდ.

ლოს სანტოსში ჩასვლა​

გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა პოლიციელი უნდა გამხდარიყო. მისი მშვიდი თვალების უკან ზიზღი და შურისძიების წყურვილი იმალებოდა. ბავშვობიდან უყურებდა როგორ ძალადობნენ ბანდები უდანაშაულო ხალხზე აუპატიურებდნენ, კლავდნენ, აწამებდნენ და ეს ყველაფერი უბრალოდ გასართობად. უნდოდა რომ ყველა ესეთი ადამიანზე ძალაუფლება მოეპოვებინა, უნდოდა რომ შიში დაეთესა ყველა მათგანის თვალებში. მთელი ცხოვრება იმაზე ოცნებობდა რომ ქალაქიდან წასულიყო და გამხდარიყო ის ვისიც შეეშინდებოდათ, ვისაც პატივს სცემდნენ და ვისაც დააფასებდნენ. ელ სალვადორში არაფერი დანრჩენოდა და გადაწყვიტა სასწავლებლად ლოს სანტოსში გადასულიყო.

პირველი ნაბიჯები პოლიციაში06839126.png

დანტე საკმაოდ ჭკვიანი და ფიზიკურად ძლიერი ახალგაზრდა იყო ამიტომ პოლიციის აკადემიაში ჩარიცხვა არ გასჭირვებია. სწორედ აქ გაიცნო კადეტი სახელად "Kosta Gamyrelidze" კოსტა საერთოდ არ ტოვებდა კარგი ადამიანის შთაბეჭდილებას მეტიც, საერთოდ არავის უნდოდა მასთან გამოლაპარაკება ყველა ერიდებოდა მას. სწავლება ორივემ კარგი ქულებით დაასრულეს და საპატრულოდაც ერთად გაანაწილეს. ორივემ იცოდა რომ რაღაც იმალებოდა მათ უკან. ამიტომ ერთმანეთს არ ენდობოდნენ. თითქოს ეშინოდათ ერთმანეთის. ერთ ზაფხულის საღამოს საპატრულოდ გავიდნენ მშვენიერი საღამო იყო მზე ჩადიოდა გრილი ნიავი დაქროდა და თითქოს ქალაქიც მშვიდად იყო როდესაც შეამჩნიეს ქუჩის ბოლოს შუქნიშანთან მდგარი პატარა ბიჭი რომელიც ზედმეტად ბევრ ადამიანეს ართმევდა ხელს. მარტივი იყო იმის მიხვედრა თუ რას საქმიანობდა ეს ახალგაზრდა. სასწრაფოდ მივარდნენ და ბიჭს ხელები შეუკრეს. ჯიბიდან 4 შეკვრა ფხვნილი ამოუღეს. სწორედ ამ დროს როდესაც დანტემ ბიჭს თვალებში შეხედა ის ვერ ხედავდა სინანულს მასში, ვერც შეწყალების თხოვნას, ვერც ვერაფერს ადამიანურს. ბიჭმა მკაცრი ტონით ამოთქვა ვერაფერს დამიმტკიცებთ ეს ნარკოტიკი ჩემი არ არის. გადაგიხდით... აქ დანტემ და კოსტამ ერთმანეთს გადახედეს მათგან არაფერი მიდიოდა, არაფერს კარგავდნენ. ბიჭი თუ არ გადაიხდიდა დაიჭერდნენ. თუ ჩაუშვებდა ნარკო რეალიზატორის სიტყვას არავინ დაიჯერებდა. ამიტომ ერთმანეთს თავი დაუქნიეს. სწორედ აქ მიხვდნენ რას მალავდნენ, რატომ არ ენდობოდნენ ერთმანეთს მაგრამ თან მოეშვათ და გაუხარდათ კიდეც. ბიჭს მთლიანი თანხა წაგლიჯეს და კეფაში წამორტყმით მიაგდეს უბნიშ ბნელ ჩიხში. აქ მიხვდნენ თუ რა იყო ძალაუფლება, მიხვდნენ რომ კანონის სახელით ბევრი სიბინძურის ჩადენა შეეძლოთ და ხელს ვერავინ შეუშლიდათ.

პირველი მკვლელობაdownload.jpeg

ეს ორნი ძმებივით გახდნენ. ქალები, ნარკოტიკი, სასმელი. არაფერს ერიდებოდნენ ქრთამებით ცხოვრობდნენ. იცნობდნენ ხალხს კარტელში, ბანდებში, მაღალჩინოსნებს, ბიზნესმენებს და უბრალოდ მდიდარ ადამიანებს, მოკლედ რომ ვთქვათ იცნობდნენ ძაღლსაც და ღორსაც. ამავდროულად სხვა თანამშრომლების თვალში პატიოსან პოლიციელს თამაშობდნენ. ერთი საქმე იყო დიდი ხნის გაუხსნელი რომელიც ამ ორ "სამაგალითო" თანამშრომელს გადასცეს, ბანდის წევრს ეძებდნენ გაუპატიურების მუხლით. სწორედ მაშინ როდესაც გარე უბანში პატრულირებდნენ დანტემ დაინახა პიროვნება რომელიც აღწერილობას ემთხვეოდა. შუაღამე იქნებოდა ხელის მტევანზე ამოსვირინგებული პისტოლეტი და სახეზე ობობა ეხატა. დაედევნა... დამნაშავე მაშინვე გაიქცა სწორედ აქ გაუჩნდა გონივრული ეჭვი რომ ეს ის ადამიანი იყო. ყველაფერი გაახსენდა და ისევ ყველაფერი გაჩუმდა როგორც მაშინ მხოლოდ მათი ფეხის ხმა ესმოდა. ყოველგვარი გაბრთხილების გარეშე ამოიღო იარაღი და გაქცეულს პირდაპირ თავში ესროლა. სხეული მოწყდა და უსულოდ დაეცა სისხლის გუბე უფრო და უფრო დიდდებოდა. ხმაურზე კოსტაც მოვარდა და დანტეს ეკითხებოდა თუ რა ჩაიდინა. რატომ ესროლა, გაკვირვებული იყო. მაგრამ საქმეში ბოლომდე ერთად იყვნენ გვამი მანქანაში ჩადეს, სანაპიროზე წაიღეს, ქვები მოაბეს და ფსკერზე ჩაძირეს. ეს საქმე დღემდე გაუხსნელი დარჩა...

დღევანდელი ცხოვრება​

თავს ირჩენს ქრთამით, იარაღით და ნარკოტიკით ვაჭრობით. არ ერიდება მკვლელობებს. განსაკუთრებით აგრესიულია სექსუალურად მოძალადე ინდივიდების მიმართ. მისთვის არაფერს აქვს მნიშვნელობა გარდა ფულის, ძალაუფლებისა და მისი ოჯახის "null"-ბის გავრის გარდა. ყველაფერს გააკეთებს მათ დასაცავად და იმისთვის რომ დათესოს შიში ყველა კრიმინალის თვალებში.

მოთხოვნები​

ნიღბით სიარულის ნებართვა.
უხეშად საუბრის ნებართვა მაშინ როდესაც გარშემო არავინაა ან არიან მხოლოდ ბედები.
კრაიმის უფლება შეფარულად.
არალეგალური იარაღის და ტყვიების ტარების უფლება.
 

M0RAL3Z

Well-known member
Server Curator
Jun 17, 2025
128
3
მოგესალმებით!

თქვენი ბიოგრაფია უარყოფილია.


პერსონაჟის ისტორია არა არის საკმარისი მოცემული რეზულტატისთვის.
 
Status
Not open for further replies.