უარყოფილია BAD FIB - Nika Corleone

Status
Not open for further replies.

Nika_Corleone

New member
Sep 15, 2025
1
0
1. სახელი: Nika Corleone
----------------------------------------------------------------
2.ასაკი: 36
----------------------------------------------------------------
3.დაბადების ადგილი: Georgia,Tbilisi
----------------------------------------------------------------
4. მშობლები: Vito Corleone, Tamro Saakashvili
----------------------------------------------------------------
5. სქესი: მამრობითი
----------------------------------------------------------------
7. ოჯახური მდგომარეობა: არ არის დაოჯახებული
----------------------------------------------------------------
8. წონა: 80 kg
----------------------------------------------------------------
9. სიმაღლე: 183.21cm
----------------------------------------------------------------
8. თმის ფერი: შავი
----------------------------------------------------------------
9. თვალის ფერი: ცისფერი ნაცრისფერში გარდამავალი






ბავშვობის წლები (1988 - 2000)

აღნიშნული პიროვნება დაიბადა 1988 წლის 18 ივლისს, ნგრევის პირას მყოფ სოციალისტური იმპერიის ქართველებით დასახლებულ კავკასიურ სახელმწიფოში საშუალო ფენის ოჯახში. მამა ყოფილი ბიზნესმენი (თუ კი შეიძლება მის ძველ არც თუ ისე დიდი მოგების მქონე საქმიანობას ბიზნესი ვუწოდოთ) დედა კი ოჯახის დიასახლისი იყო. Nika-ს შთაგონება და იდეალი ყოველთვის მისი ბაბუა გახლდათ, ქალაქში სამართლიანობით განთქმული Alexandro - იგი ადგილობრივი პოლიციის (მაშინდელი მილიციის) ოპერი გახლდათ და არაერთხელ თქვა უშიშროების დეპარტამენტში გადასვლაზე უარი. Nika-ს ბაბუა ბავშობიდანვე სამართლიანობის უზენაესობასა და წესრიგის სიწმინდეს უნერგავდა.







მოზარდობის წლები (2000 - 2008)

სწორედ ამ იდეოლოგიით აღიზარდა იგი და მიაღწია 12 წელს, საიდანაც შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი მის მოზარდობაზე, წლებზე რომლებმაც რადიკალურად შეცვალა მისი ცხოვრება სინათლიდან სიბნელისაკენ. მის ბავშვობას ბნელი 90-იანები დაემთხვა საიდანაც იწყება მისი ფსიქოლოგიური გარდატეხა მას არაერთი უსამართლობის ხილვა მოუწია, მამის ბიზნესი არალეგალურმა ბანდფორმირებებმა "რეკეტიორობით" გააპარტახეს, ქონება ნელ-ნელა ხელიდან წაერთვა ოჯახს, საბოლოოდ ტრანსპორტიც კი აღარ დაუტოვეს დედ მამას გააფთრებულმა კრიმინალებმა, თუმცა მაინც არ კარგავდა ბაბუის მიერ ჩანერგილ იდეას სამართლიანობის და წესრიგის უზენაესობასთან დაკავშირებით. ერთ საღამოსაც Alexandro-ს, Nika-ს ბაბუას რაციაში გადასცეს, რომ გარეუბანში ბრალდებული იყო დასაკავებელი, არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ იხილა მისმა შვილიშვილმა იგი გარდაცვლილი 19-ი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით, ხოლო აშკარა მკვლელი სასამართლომ მტკიცებულებათა არარსებობის გამო გაანთავისუფლა სასამართლო დარბაზიდან. ხმები დადიოდა, რომ მოსამართლემ ქრთამი აიღო რაც ნამდვილად არ იყო იშვიათობა აღნიშნულ პერიოდში. 14 წლის ასაკში, 2004-ი წლის ცივ ზამთარში Nika-მ ბაბუამისის ცხედართან ერთად დამარხა მის მიერ ჩანერგილი სამართლიანობისა და წესრიგის რწმენა. მან მიზნად დაისახა აღესრულებინა მორალური სამართლებრიობა თუნდაც არაკანონიერი გზით, თუმცა კანონის სახელით. 2008 - წელს 18 წლის ასაკში მან ადგილობრივ სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული განხრით დაიწყო განათლების მიღება და მიზნად დაისახა ჩაეცვა სამართალ-დამცავის ფორმა და მოეპოვებინა ძალაუფლება იმისა რომ საკუთარი ხელით ამოელპო საკანში ან მიწაში ის პირები ვინც ისაკუთრებენ მას რაც არ ეკუთვნით მათ.





ზრდასრულობის წლები/წარსული კარიერა (2008-2025)


Nika ცხოვრებამ ნამდვილ ფსიქოპათად ჩამოაყალიბა, მისი კარიერა ძალოვან სტრუქტურებში 20 წლის ასაკში ციხის ბადრაგობით დაიწყო სწორედ იმ გარემოში რა გარემოც მისცემდა მას უფლებასა და ნებას ამოენთხია მისი ბოღმა და ჯავრი იმ ტიპის ხალხზე რა ტიპის ხალხმაც დაუნგრია მას ცხოვრება. მან ჯერ მძიმე მუხლზე მჯდომი პატიმრების უფლებების შელახვით დაიწყო, შემდეგ იმდენად მოიხვეჭა სახელი იმავე სტრუქტურის თანამშრომლებში, რომ მას მოპოვებულმა პრესტიჟმა და ძალაუფლებამ გადაალახინა შიში მეტად ავტორიტეტული პირებისთვისაც მიეყენებინა ზიანი, სამაგიეროს მოთხოვნის სურვილით. იგი აწამებდა და ასახიჩრებდა ხალხს. საბოლოოდ 2013 წელს იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა და სახხოვრებლად გადასულიყო შტატში სახელად "GO". აღნიშნულ შტატში მან L.S.P.D-ში იმუშავა და გააგრძელა საქმიანობა მანამ სანამ გენერალურ ინსპექციასთან პრობლემები არ შეექმნა, თუმცა წარსულში მოპოვებული ფულით მას არ გაუჭირდა რამოდენიმე საჭირო ადამიანის მოსყიდვა იმისათვის რომ პირადი საქმე არ გაფუჭებოდა და აღნიშნული შტატიდან გადავიდა საცხოვრებლად "nexus" შტატში. მის ფსიქოპატიურ პოლიციელის კარიერას დიდი წინსვლა აქ არ ჰქონია, იგი მხოლოდ ქრთამის აღებით შემოიფარგლებოდა, საბოლოოდ მაინც გატყდა მისი შინაგანი მე და უღალატა საკუთარ ერთადერთ პრინციპს - არ აიღო შავი ფული. მისი კარიერის პიკი შემდგომ ემიგრაციაში "EDRP"-ს შტატში იყო. Nika დაინიშნა L.S.P.D -ს შემადგენლობაში შტატის მთავარ გამომძიებლად. მან არაერთ პირს აიძულა ჩვენების მიცემა სიცოცხლისა ან ჯანმრთელობის არ შერყევის სანაცვლოდ, არაერთხელ აიღო ქრთამი და მისი გამოძიების/ხელმძღვანელობის ქვეშ ჩატარდა უამრავი სპეცოპერაცია კრიმინალური ბანდფორმირებების წინააღმდეგ, მას თავი არც მცირე დამნაშავეებზე შეუკავებია და არც დიდ კრიმინალურ გენიოსებზე მისთვის ისინი ტარაკნები იყვნენ უფლებებისა და გრძნობების გარეშე, მისი ცხოვრება იყო მათი სიცოცხლის გამწარება ვინც ვნებდა წესრიგს და მას ამის გარეშე სიცოცხლე აღარ წარმოედგინა. საბოლოოდ 2024 წელს Nika-მ დატოვა დეპარტამენტი და გადაწყვიტა მისი კარიერის უფრო მაღალ დონეზე აწევა.




აწმყო
დადგა 2025 წელი, წელი რომელიც ამ სადიზმით გაჟღენთილ მონსტრს კარიერულ პიკს მისცემს. ამავე წლის სექტემბერში იგი ჩაირიცხა ფედერაულური ბიუროს რიგებში არცთუისე დიდი სირთულით წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე. ამჟამად იგი აგრძელებს მის საქმიანობას მოსპოს კრიმინალი და დაიკმაყოფილოს მისი წყურვილი ბოროტმოქმედთა სისხლით ნებისმიერ ფასად, თუდაც დასჭირდეს კრიმინალად ქცევა. იგი საკმაოდ წინდახედულია და თავს არ იკავებს მოთაფლოს ზემდგომი პირები ნებისმიერი მეთოდით, მისი ბოროტი ბუნების შესახებ დღემდე არც თუ ისე ბევრმა იცის, ან იციან მაგრამ ვერ ამტკიცებენ მეტიც არც თვლიან საჭიროდ ამ ძალასთან დაპირისპირებას. მისი მორალი დიდი ხანია გაირყვნა ერთადერთი რასაც ის არ უღალატებს არასოდეს, არის მისი ცხოვრების სტილი - გაანადგუროს კრიმინალი შტატში ნებისმიერ ფასად თუნდაც სინდისმა არცერთი ღამე არ დაახუჭინოს თვალი.

მოთხოვნები:


1. უხეში საუბარი მარტო პირისპირ ან ბედის გარემოცვაში
2. არალეგალური ნივთების ჩადება, მარტო ან სხვა ბედის გარემოცვაში
3. უხეში/თუ გარემო საშუალებას იძლევა ძალადობრივი დაკითხვის პროცესი, მარტო/სხვა მყოფი ბედის გარემოცვაში
4. გატაცება/წამება
5. არალეგალური ნივთების შენახვა/გამოყენება
6. ქრთამის აღება
 

Attachments

  • Grand Theft Auto V Screenshot 2025.09.15 - 07.36.16.24.png
    Grand Theft Auto V Screenshot 2025.09.15 - 07.36.16.24.png
    267 KB · Views: 1
  • Grand Theft Auto V Screenshot 2025.09.15 - 07.37.58.65.png
    Grand Theft Auto V Screenshot 2025.09.15 - 07.37.58.65.png
    222.8 KB · Views: 1
Last edited:

M0RAL3Z

Well-known member
Server Curator
Jun 17, 2025
108
3
მოგესალმებით!

თქვენი ბიოგრაფია უარყოფილია.


პერსონაჟის ისტორია სცდება Role Play ლოგიკას.
 
Status
Not open for further replies.