დადასტურებულია [BAD FIB] Jeza One

Status
Not open for further replies.

Jezane

Member
Aug 23, 2025
5
0

სახელი/გვარი: Jeza One​


ასაკი: 29​


დაბადების ადგილი: Los Santos, San Andreas​


მშობლები: Robert One / Leyla Petrova​


სქესი: მამრობითი​


ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი​




ფიზიკური მახასიათებლები:


  • წონა: 77 კგ
  • სიმაღლე: 1.88 მ
  • თმის ფერი: მუქი ყავისფერი
  • თვალის ფერი: ნაცრისფერი



ბავშობა და ახალგაზრდობა:​


Jeza One დაიბადა და გაიზარდა Los Santos-ის ერთ-ერთ ყველაზე რთულ უბანში — Davis-ში, სადაც კანონი არსებობდა მხოლოდ იმ ფორმით, როგორითაც ქუჩა კარნახობდა. მამა პოლიციის ყოფილი დეტექტივი იყო, რომელმაც სამსახური კორუფციულ სკანდალში დაკარგა. დედა – რუსი ემიგრანტი, რომელიც Jeza-ს მარტომ ზრდიდა და მთელი ცხოვრება იგი უხეშ და ძალადობრივ ვითარებაში იზრდებოდა.


მიუხედავად რთული ბავშვობისა, Jeza-მ დაამტკიცა, რომ ცივ გონებას და მტრულ გარემოს გაბედული მოქმედება სჯობს. სკოლის ასაკში უკვე სერიოზული დისციპლინით გამოირჩეოდა. არასდროს იყო ლიდერი, მაგრამ ყოველთვის ჩრდილიდან მართავდა ყველაფერს.


მთავარი გაკვეთილი, რაც ბავშვობიდან თან გაჰყვა:


„ძალაუფლება ხმამაღალი არ უნდა იყოს — ის ჩუმად უნდა აშინებდეს.“


Jeza One-ის მოზარდობის ისტორია – „ჩრდილის გზაზე“


Jeza ყოველთვის იყო ის ბავშვი, ვინც სკოლაში ბოლოში იჯდა — არ იმიტომ, რომ სწავლა ეზარებოდა, არამედ იმიტომ, რომ არავისთან სიახლოვე არ უნდოდა. მას არ ჰყავდა "ნამდვილი" მეგობრები — მხოლოდ საჭირო ადამიანები. ადამიანები, რომლებიც რომელიღაც მომენტში გამოადგებოდნენ. პატარა ასაკიდანვე სწავლობდა ურთიერთობების გამოყენებას და არა მათით სიამოვნებას.


დასაწყისი იყო ქუჩა. Davis-ის ჩრდილში გაზრდილი Jeza დღეებს ატარებდა იმ ქუჩებზე, სადაც ღამე ხმაურიანი იყო, დილა — სისხლიანი. სახლი მისთვის მხოლოდ ფიზიკური სივრცე იყო — სითბოსგან დაცლილი, ხმაურით სავსე. იქ ყოველთვის ბღავილი ისმოდა, თეფშების გატეხვა და ბინძური წყლის სუნი. არავინ ეკითხებოდა სკოლაზე, არავინ — როგორ იყო. ამიტომაც, მანაც გადადო თავისზე ზრუნვა.


Jeza-მ მალე ისწავლა კანონის ლაბირინთში სიარული ისე, რომ არ გაეჩერებინა ფეხი. თინეიჯერობისას უკვე ჰქონდა პირველი დაპატიმრება — მაღაზიიდან რამდენიმე ნივთის მოპარვის გამო, თუმცა მაშინ გამოძვრა. როცა კითხეს რატომ ქნა — უბრალოდ ცივად თქვა: „იმიტომ რომ შემეძლო.“


ამ პერიოდში დაიწყო "დამკვირვებელი ცხოვრებით ცხოვრება" — ის არ ხვდებოდა კონფლიქტში, მაგრამ ყოველთვის იქ იყო, როცა ვიღაცას სცემდნენ, ვიღაც იპარავდა, ან რაღაც ხდებოდა. უყვარდა პროცესების ყურება. მერე უკვე – მონაწილეობაც.




განსაკუთრებულად მძიმე წელი იყო მის ცხოვრებაში მაშინ, როცა 15 წლის გახდა.
სწორედ მაშინ გაუფუჭდა ყველაფერი სკოლაში. ხშირად აგდებდნენ გაკვეთილებიდან უხეში ქცევისა და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. უყვარდა ადამიანების დამცირება — არა ხმამაღლა, არამედ ჩუმად, ზუსტი სიტყვებით. ერთხელ კლასელზე თქვა ისეთი რამ, რომ მას ბიჭმა გაკვეთილზე გული წაუვიდა. Jeza მხოლოდ იღიმოდა და ჩანთას ეძებდა.


ასაკის მატებასთან ერთად ის უფრო ცივი, მიუწვდომელი და სარისკო გახდა. შეაჩვეს სახელი უბანში — "Freeze" ეძახდნენ, რადგან არ ჰქონდა ემოციები, როცა სიტუაცია მძიმდებოდა. ერთხელ ქუჩაში დანის მუქარით მოსული ბიჭი შიშით გაიქცა, როცა Jeza-მ ადგილზე უძრავად, ირონიული ღიმილით შეხედა და მხოლოდ ერთი სიტყვა უთხრა: „გადაწყვიტე.“




16 წლის ასაკში ერთ-ერთი კრიმინალური ბანდის სამდივნოსთან გაატარა რამდენიმე თვე. არ იყო სრულფასოვანი წევრი, მაგრამ მათთვის "კარგი კაცი" იყო — საქმეს აგვარებდა, ხალხს უთვალთვალებდა, ინფორმაციას აგროვებდა. მაგრამ Jeza-სთვის ისინი მხოლოდ ინსტრუმენტი იყვნენ — პირველი ნაბიჯები დიდ თამაშში.


პარალელურად კი, სკოლას არ ტოვებდა. ყველამ იცოდა, რომ Jeza არ იყო გამორჩეული ნიშნებით, მაგრამ იყო გამორჩეული გონებით. პასუხებს არასდროს იმახსოვრებდა — თვითონ იგონებდა. ხშირად ეწინააღმდეგებოდა მასწავლებლებს და ზოგჯერ ისე ჩამოართმევდა ავტორიტეტს მათ თვალში, რომ კლასში ნამდვილი ლიდერი ხდებოდა. ლიდერი, რომელიც ხალხის იმედს არ ამართლებდა — მას უბრალოდ არ ანაღვლებდა არავინ.




ერთ დღეს, როცა 17 წლის იყო, სკოლაში ახალი დირექტორი მოვიდა, რომელმაც ყველაფერი თავიდან დაიწყო. Jeza პირველივე დღეს დააბარეს ფსიქოლოგიურ შეფასებაზე. პასუხი მარტივი იყო:
„ბიჭს ემოციური გამოძახილის დეფიციტი აქვს, მაღალი ინტელექტით და მანიპულაციური ნიჭით. თუ სწორი გზით არ წავა – ის სისტემის მტერი გახდება.“


მაგას თავადაც გრძნობდა. და ამიტომ დაიწყო მომავლის დაგეგმვა. არ უნდოდა იმ მიკრობანდების ნაწილად დარჩენა, ვისაც მხოლოდ რამდენიმე ქუჩა ეკავა. Jeza-მ რაღაც უფრო დიდი უნდოდა — მთელი ქალაქი. სისტემის შიგნიდან მართვა.




18 წლის გახდა და მიიღო გადაწყვეტილება — ჩამოერთვა ყველას თავისი იარაღი.
გაწევრიანდა არმიაში. ყველამ იფიქრა, რომ გათიშა თავი ქუჩას, ქუჩამაც ჩაიქნია ხელი მასზე.


მაგრამ Jeza არ გაურბოდა ქუჩას — ის დაბრუნდებოდა. უბრალოდ მაშინ უკვე არა როგორც ბიჭი შავი ბლუზით, არამედ კაცი შავ ფორმაში. არა როგორც მაყურებელი, არამედ როგორც რეჟისორი.




ეს იყო მისი მოზარდობა:
გაყინული გრძნობები, პრაგმატული გონება, შურისძიებითა და შიდა ძალაუფლებისკენ ლტოლვით სავსე.


ქუჩამ ზრდა ასწავლა. სკოლამ — სისტემა. კრიმინალურმა სამყარომ — საჭირო კავშირები. ჯარმა — დისციპლინა. და როცა ეს ყველაფერი შეიკრიბა ერთ ადამიანში, Jeza One უკვე აღარ იყო მხოლოდ სახელი — ის გახდა საფრთხე, რომელსაც ფორმა ეცვა.

სამხედრო სამსახური:​


18 წლის ასაკში ჩაირიცხა აშშ-ის არმიაში. მსახურობდა სპეციალური ოპერაციების დანაყოფში, სადაც მონაწილეობდა MENA-ს რეგიონში ჩრდილოვან მისიებში.


სამხედრო გამოცდილება:


  • ორმხრივი დაკვირვება და კონტრ-დაზვერვა
  • საიდუმლო ოპერაციების კოორდინაცია
  • ტაქტიკური დაკითხვები და ინფორმაციის მოპოვება

ჯარის შემდეგ დაბრუნდა Los Santos-ში უკვე გაწვრთნილი, ცივი და პრაგმატული. მალევე ჩააბარა სახელმწიფო უსაფრთხოების გამოცდები და მოხვდა FIB-ში.




FIB-ში მუშაობა:​


საწყის ეტაპზე Jeza One იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური აგენტი — იდეალურად ხელმძღვანელობდა საგამოძიებო ჯგუფებს და არ უშინდებოდა მაღალპროფილური საქმეების აღებას. თუმცა რეალობაში, მას თავიდანვე ჰქონდა ფარული მიზანი:


„სისტემაში შეღწევა შიგნიდან გასარღვევად.“


იგი იყენებდა თავის პოზიციას, როგორც ბერკეტს:


  • კრიმინალებთან ფარული შეთანხმებები
  • ოპერაციების ჩაშლა მისთვის სასურველი მიმართულებით
  • ფულის გათეთრების სქემები, სადაც სამართალდამცავებიც იყვნენ გარეული
  • მტკიცებულებების გაყალბება ან წაშლა საჭირო მომენტში



თანამდებობა დღეს:​


FIB – სისხლის სამართლის სამძებრო გამოძიების უფროსი აგენტი


მისი რეალური საქმიანობაა:



  • კრიმინალური დაჯგუფებების ფარული კოორდინაცია
  • ქალაქის კონტროლი შიშით, გავლენითა და კომპრომატით
  • სამართალდამცავი სისტემის შიგნიდან მართვა – ინფორმაცია, შანტაჟი და დაშინება
  • პირადი ანგარიშსწორება "გმირი" აგენტების წინააღმდეგ



ხასიათი და მოტივაცია:​


Jeza One არ არის ქაოსის მოყვარული — მისი სტილი არის სტრუქტურა, რომელიც მხოლოდ მას ემორჩილება.


  • არასდროს ყვირის
  • არასდროს იმუქრება აშკარად
  • უბრალოდ გიყურებს ისე, რომ ხვდები — უკვე გული გაქვს გაყინული

ის არ თამაშობს კანონით — ის კანონია. მისთვის ადამიანების სიცოცხლე, ურთიერთობები და კანონიერება მხოლოდ ინსტრუმენტებია. მართავს შიშით, ენდობა მხოლოდ ფულს და ინფორმაციის ძალას.




კარიერის ბნელი მხარე — შედეგები:​


  1. კრიმინალებთან მჭიდრო კავშირი
  2. უხეში და დამამცირებელი მოპყრობა
  3. მტკიცებულებების გაყალბება და ფარული განადგურება
  4. ოპერაციების შეგნებული ჩაშლა ან “გმირების” გაგზავნა სასიკვდილო დავალებაზე
  5. ქრთამის აღება, თუ არ ფიქსირდება მტკიცებულება
  6. კრიმინალების დაცვა ან გათავისუფლება სასარგებლო შეთანხმების სანაცვლოდ
  7. სახელმწიფო იარაღის ან ინფორმაციის გადაცემა მესამე პირზე
  8. კორუმპირებული ქსელის გაშლა სახელმწიფო სისტემაში



 
Last edited:

DieHappy

Well-known member
D.Chief Administrator
Aug 23, 2025
70
2

მოგესალმებით,თქვენი ბიოგრაფია დადასტურებულია!

დაგიმტკიცდათ შემდეგი რეზულტატები:
1.კრიმინალებთან მჭიდრო კავშირი
2.უხეში და დამამცირებელი მოპყრობა(სერვერის წესების დაცვით)
3.მტკიცებულებების გაყალბება და ფარული განადგურება
4.ქრთამის აღება, თუ არ ფიქსირდება მტკიცებულება (სერვერის წესების დაცვით)
5.კრიმინალის დაცვა ან გათავისუფლება სასარგებლო შეთანხმების სანავლოდ ( სერვერის წესების დაცვით)
6.სახელმწიფო იარაღის ან ინფორმციის გადაცემა მესამე პირზე ( 8 იარაღი დღეში)
7.კორუმპირებული ქსელის გაშლა სახელმწიფო სისტემაში
 
Status
Not open for further replies.