დადასტურებულია [BAD FIB] Andre Saazar

Status
Not open for further replies.

Sykes

Member
Staff member
Chief Curator
Aug 31, 2025
23
0
სახელი/გვარი: Andre Saazar

ასაკი:24

დაბადების ადგილი: Los Santos ჩრდილოეთ გარეუბანი

მშობლები: Lucas Saazar/Marie Saazar

სქესი:მამრობითი

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი


წონა:80

სიმაღლე:1.90

თმის ფერი: თეთრი

თვალის ფერი: შავი


ბავშვობა​
Andre Saazar ლოს სანტოსის ჩრდილოეთ უბანში დაიბადა, სადაც სროლები და ქუჩის ომები ყოველდღიურობად იქცა. ოჯახი უბრალო ემიგრანტების შრომით იკვებებოდა – მამა ნავსადგურში მტვირთავად მუშაობდა, დედა კი საავადმყოფოში სანიტრად. Andre ბავშვობიდან ჭკვიანი, მაგრამ ზედმეტად ფიცხი იყო.
სკოლაში სწავლაში ცუდად არ უჭირდა, თუმცა მუდამ ჩხუბებში ეხვეოდა. ხშირად თავისზე დიდ ბიჭებს ეჯახებოდა მხოლოდ იმის დასამტკიცებლად, რომ ქუჩაზე სისუსტის ჩვენება დაუშვებელი იყო. თანატოლებთან სწრაფად მოიპოვა სახელი, როგორც ბიჭმა, რომელსაც „ჩხუბიც უყვარდა და ჭკუის ჩახლართულ თამაშებშიც იყო ძლიერი“.
მალე მიხვდა, რომ მხოლოდ მუშტებით ვერაფერს მიაღწევდა. ამიტომ სკოლის ბოლოს უკვე „ორ ხაზზე“ ცხოვრობდა — დღისით ჩვეულებრივი მოსწავლე იყო, ღამით კი უბნის პატარა ბანდისთვის „თვალიც“ და „ყურიც“ გახდა. Andre პოლიციელების გადაადგილებებს უთვალთვალებდა, ინფორმაციას კრიმინალებზე აგროვებდა და სანაცვლოდ ყოველთვის საკუთარი წილი ჰქონდა. სწორედ მაშინ აღმოაჩინა, რომ ინფორმაცია ბევრად უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე ფული ან ძალა.
მშობლები ცდილობდნენ, სწორი გზით წაეყვანათ. მათ სჯეროდათ, რომ Andre-ს შეეძლო სწავლის გაგრძელება და „ნორმალური კარიერის“ გაკეთება. Andre-მა ეს შანსი გამოიყენა ― უნივერსიტეტში ჩააბარა, მაგრამ გულში უკვე იცოდა: სისტემა მხოლოდ მისთვის იარსებებდა.
ახალგაზრდობა​
სწავლისას Andre ცდილობდა გარეგნულად „სწორი ბიჭის“ იმიჯი შეენარჩუნებინა, მაგრამ რეალურად სულ უფრო ღრმად შედიოდა კრიმინალური სამყაროს ჩრდილში. ის ყველას უსმენდა, ყველაფერს იმახსოვრებდა და სწორ დროს სწორ ადამიანზე სწორ ინფორმაციას ყიდდა.
ასე ჩამოყალიბდა მისი მთავარი პრინციპი:
👉 „ინფორმაცია არის ყველაზე ძლიერი იარაღი — ფულზე, ძალაზე და კანონზე მაღლა.“
ახალგაზრდობა​
Andre ბავშვობაში ოცნებობდა ზღვაზე სამსახურზე და 18 წლის ასაკში აშშ-ის სანაპირო დაცვაში ჩაირიცხა. რამდენიმე წელიწადში უკვე სპეციალური საზღვაო ოპერაციების ჯგუფში მოხვდა. მისი დავალებები მოიცავდა:


  • საზღვარზე კონტრაბანდის მოძრაობის მონიტორინგს,
  • ფარულ წყლისქვეშა ოპერაციებში მონაწილეობას,
  • მოწინააღმდეგეთა გემების საბოტაჟს და დრონებით მეთვალყურეობას.
  • ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობა. აღსანიშნავია რომ, მოახდინა ერთ-ერთი ტერორისტული ორგანიზაციის უფროსის ლიკვიდაცია.

იმ წლებში Andre-მ ისწავლა ყველაზე მთავარი რამ: ინფორმაცია ისეთივე იარაღია, როგორც ცეცხლსასროლი. ხანდახან სადესანტო დანიშნულების ამოცანაზე მეტად მტრის სუსტი წერტილების პოვნა გადამწყვეტი იყო.




დაბრუნება ლოს სანტოსში:
სამხედრო კონტრაქტის დასრულების შემდეგ Andre სამშობლოში დაბრუნდა. თითქოს მშვიდი ცხოვრება უნდა დაეწყო, მაგრამ მისთვის ჩვეულებრივი სამოქალაქო სამსახური ზედმეტად მოსაწყენი აღმოჩნდა.

ლოს სანტოსში მალე მიხვდა, რომ მიღებული სამხედრო გამოცდილება და განსაკუთრებული უნარი — ადამიანების, კავშირების და ინფორმაციის კონტროლი — შეიძლება ბევრად უფრო მომგებიანი ყოფილიყო ქუჩის სამყაროში.
სწორედ ამ პერიოდში გადაწყვიტა პოლიციაში სამსახურის დაწყება. თავდაპირველად Andre მხოლოდ წვრილფეხა საქმეებში ერთვებოდა — ხანდახან უბრალო ჯარიმის გაუქმებაში, ხანდახან კი პატარა დოკუმენტების „დაკარგვაში“. ეს მისთვის მხოლოდ ჯიბის ფული იყო და დიდ ყურადღებას არ იპყრობდა.


ერთი შეხედვით ეს იყო მისი შანსი „სწორ გზაზე დადგომისათვის“, მაგრამ სინამდვილეში Andre-ს სხვა გეგმა ჰქონდა. პოლიციაში მუშაობამ მისცა წვდომა იმაზე, რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა — ინფორმაცია, რომელიც კრიმინალებისთვის ოქროზე ძვირად ღირდა.


ჩვეულ პატრულში მუშაობისას იგი „თვალს ხუჭავდა“ პატარა დანაშაულებზე და სანაცვლოდ ქრთამს იღებდა. თავიდან ეს იყო მხოლოდ მცირე გარიგებები, მაგრამ დროთა განმავლობაში Andre მიხვდა, რომ ნამდვილი ფული პატარა ქუჩის დარღვევებში კი არა, იარაღის, ნარკოტიკების და ფულის გათეთრების სქემებში ტრიალებდა.


ამან მას ორმაგი ცხოვრება დაუწყო:


  • ერთ მხარეს იყო პოლიციელი, რომლის რეპუტაცია საზოგადოებაში სუფთა ჩანდა,
  • მეორე მხარეს კი ნელ-ნელა ქმნიდა საკუთარ ჩრდილოვან ქსელს

Andre მალე მიხვდა, რომ მხოლოდ ფორმა და ნიშანი ეხმარებოდა მას იმაში, რომ თვითონ ყოფილიყო კანონის მიღმა, მაგრამ ყველას ზემოთ.




  • კრიმინალებს მიაწოდოს მონაცემები პოლიციის რეიდებზე,
  • პოლიციას შეატყობინოს ბანდების გადაადგილებები,
  • აიღოს ქრთამი კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებისგან



აწმყო
დღეს Andre მუშაობს FIB-ში HRT-დეპარტამენტში. მისი მთავარი მიზნებია

  1. ოპერაციების მანიპულაცია​
  2. სპეცოპერაციებში მონაწილეობა​
  3. ინფორმაციის მოძიება​
  4. პირადი გამდიდრება​




  • რეზულტატი:

    1)კრიმინალთან კავშირი.

    2)უხეში საუბარი/უხეშად მოპყრობა (სერვერის წესების დაცვით 1v1 ან Bad Person-ების გარემოცვაში)

    3)დაკითხვის უხეში ფორმა(მარტო ან BAD პერსონაჟების გარემოცვაში სერვერის წესების დაცვით-იშვიათად ფიზიკური ზიანის მიყენება )

    4)ქრთამის აღება(თუ არ მიმდინარეობს ვიდეო/აუდიო ფიქსაცია)

    5)არალეგალური ნივთების შეძენა/შენახვა/გამოყენება

    6)დამნაშავის გაშვება (იშვიათად)

    7)ინფორმაციის გაყიდვა(კრიმინალურ ორგანიზაციასთან კავშირიდან გამომდინარე)

    8)დოკუმენტის გაყალბება

    გაფრთხილება: რეზულტატში მოთხოვნილი უპირატესობების გამოყენება სხვა Bad Person-ებთან ერთად მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ მათი გაცნობა RP-გზით ხდება და ეს ყველაფერი გათვალისწინებულია.​




 

DieHappy

Well-known member
D.Chief Administrator
Aug 23, 2025
70
2

მოგესალმებით,თქვენი ბიოგრაფია დადასტურებულია!

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი რეზულტატები :

1.კრიმინალთან კავშირი
2.უხეში საუბარი/უხეშად მოპყრობა
3.დაკითხვის უხეში ფორმა
4.ქრთამის აღება ( სერვერის წესების დაცვით)
5. არალეგალური ნივთების შეძენა/შენახვა/გამოყენება
6.ინფორმაციის გაყიდვა
7.დოკუმენტის გაყალბება

გაესაუბრეთ კურატორს სლოტებთან დაკავშირებით!!!

 
Status
Not open for further replies.