უარყოფილია [ BAD COP ] TETRO GAMYRELIDZE

Status
Not open for further replies.

Tetro

New member
Aug 27, 2025
3
0
Tetro Gamyrelidze
ზოგადი ინფორმაცია:
სახელი, გვარი: Tetro Gamyrelidze
ასაკი: 40
დაბადების ადგილი: თბილისი, საქართველო
1756732479680.png


მშობლები: Giorgi Gamyrelidze / Eka Gamyrelidze
ეროვნება: ქართველი
სქესი: მამრობითი
ოჯახური მდგომარეობა: არ არის დაოჯახებული
თმის ფერი: შავი

თვალის ფერი: მუქი ყავისფერი


ბავშვობა:

Tetro 1985 წელს თბილისში, ერთ-ერთ გავლენიან და მდიდარ ოჯახში დაიბადა. მისი მამა — Giorgi Gamyrelidze, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ სწრაფად მოექცა ბიზნეს წრეებში და თავის დროზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამშენებლო კომპანიის მფლობელი გახდა. დედა, Eka Gamyrelidze, ცნობილი ექიმი იყო, თუმცა მალევე ოჯახს მიუძღვნა თავი. Tetro-ს ბავშვობა თითქოს გარედან იდეალური ჩანდა — ფული, დაცვა, კერძო სკოლები... თუმცა რეალურად, მას მუდამ აკლდა თავისუფლება. მისი ყოველი ნაბიჯი კონტროლდებოდა, მეგობრებთან ურთიერთობა შეზღუდული იყო და ყოველი გადაწყვეტილება მის ნაცვლად მშობლებს უნდა მიეღოთ.

მოწიფულობის პერიოდში Tetro-ში დაიწყო დეპრესიის და აგრესიის ჩამოყალიბება. 15 წლის ასაკში ცდილობდა სახლიდან გაპარვას, მაგრამ დაცვის ჯგუფმა მალევე დააბრუნა. ის სკოლაში საუკეთესო მოსწავლე არ ყოფილა, თუმცა პირადი მასწავლებლების დახმარებით მაღალი ნიშნებით ამთავრებდა კლასებს.

მისი პირველი პიროვნული "გატეხვა" მოხდა მაშინ, როცა გაიგო, რომ მშობლები ყველა გადაწყვეტილებას მის ნაცვლად იღებდნენ — მათ უკვე არჩეული ჰქონდათ უნივერსიტეტი, მომავალი პროფესია და... მეუღლეც კი.

ახალგაზრდობა:
Tetro-მ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება ვერ შეძლო — ეროვნულ გამოცდებზე ჩაიჭრა, რასაც სკანდალი და მამის მხრიდან ზეწოლა მოჰყვა. Giorgi-მ ფული გამოიყენა სიტუაციის გასაწმენდად, თუმცა ერთ-ერთი კომისიის წევრმა ეს ამბავი მედიისთვის გაამჟღავნა. ოჯახი დროებით საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.
იმ პერიოდში, საქართველოში იძულებითი სამხედრო სამსახური კვლავ ძალაში იყო. Tetro-მ მამის ჩარევით თავიდან აირიდა წვევამდელობა, თუმცა მოგვიანებით სკანდალის ფონზე სასამართლოს განჩინებით ჯარში მაინც გაიწვიეს.
სამხედრო სამსახურში მან სრულიად შეიცვალა. ფიზიკურად გამაგრდა, დისციპლინა აითვისა და პირველად იგრძნო, რა ნიშნავს საკუთარი ძალით რაღაცის მიღწევა. მოგვიანებით, წარმატებული ჯარისკაცის სტატუსით ჩაირიცხა სპეცრაზმის (SOD) რიგებში. მონაწილეობდა ანტიტერორისტულ ოპერაციებში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

სამხედრო და სამართალდამცავ სფეროში მოღვაწეობა:
სპეცრაზმში მიღებული გამოცდილების შემდეგ, Tetro-ს მისცეს არჩევანი: გადამზადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის (SUS), დარჩენა სპეცრაზმში ან წასვლა პოლიტიკაში.

Tetro-მ აირჩია უსაფრთხოების სამსახური. ის მალევე მოხვდა სადაზვერვო განყოფილებაში, სადაც შეისწავლა ფსიქოლოგიური ზეწოლა, დაკითხვის მეთოდები და კონტრშპიონაჟი.

მისი კარიერა სწრაფად განვითარდა, თუმცა აქედან დაიწყო მეორე ცხოვრება — დაბნელებული ზონა, რომელსაც ოფიციალურად არავინ აღიარებდა, მაგრამ ყველას ესმოდა მისი არსებობის. Tetro დაიწყო კონტაქტი კრიმინალურ დაჯგუფებებთან, თავიდან მხოლოდ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, მაგრამ მოგვიანებით — ფულისთვის.


დაკავშირება კრიმინალებთან:

ერთ-ერთი პირველი დაჯგუფება, რომელსაც დაუკავშირდა, იყო თბილისის ძველი მაფიური კლანი — "ძველი დინასტია", რომელთანაც მამამისს წარსულში მჭიდრო კავშირი ჰქონდა. მათ დაუბრუნეს ის გავლენები, რაც ოდესღაც Giorgi-ს ჰქონდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, Tetro უკვე მუშაობდა ორმაგად — როგორც უსაფრთხოების ოფიცერი და როგორც კრიმინალური სტრუქტურების შიდა პარტნიორი.

სიტუაცია გაცილებით გამწვავდა, როცა Tetro გაემგზავრა Los Santos-ში, სადაზვერვო მისიით. ადგილობრივი ხელისუფლებისგან სრული უფლებამოსილება ჰქონდა, თუმცა მალევე დაიწყო ადგილობრივი კრიმინალური დაჯგუფებების გადმობირება — მათ შორის Ballas, Vagos და The Rifa.



თაღლითი პოლიციელი - “Bad Lspd”

მალევე Tetro-მ გაიჩინა მეტსახელი — Bad Lssd, რაც ხაზს უსვამდა მის ორმაგ ბუნებას. ის იყო პოლიციელი, რომელსაც შეეძლო დამნაშავე ეღიარებინა და იმავე ღამეს ციხიდან გაეყვანა. მას ენდობოდნენ როგორც კრიმინალები, ისე სახელმწიფო სტრუქტურები, თუმცა მისი ნამდვილი ერთგულება მხოლოდ ერთ რამეს ეკუთვნოდა — ფულს.
ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე იყო იარაღით ვაჭრობის სქემა, რომლის დროსაც მან თავად მოაწყო ოპერაცია, თვითონვე მოახდინა დაკავება, მაგრამ უკანონო იარაღების ნაწილი თავისთვის შეინახა და მოგვიანებით გაყიდა.
Los Santos-ში მისი ერთწლიანი მისია დასრულდა, თუმცა მან მოახერხა იმ გავლენების შენარჩუნება, რომლებიც ადგილობრივ კრიმინალურ სამყაროში მოიპოვა.
ცოტახანში ერთ-ერთ ანტინარკოტიკულ ოპერაციაზე გაიცნო Yami Fwaeh,სადაც ორივე ფარულად ინახავდა ნარკოტიკულ ნივთიერებებს ოპერაციის შემდეგ გასაყიდად.
მაშინვე შეამჩნიეს ერთმანეთში რაღაც საერთო — დაუწერელი კანონი:
❝თუ შეგიძლია სისტემის მართვა, შეგიძლია ყველაფერი❞

მალევე შეერთდნენ და დაიწყეს „დუეტური“ მუშაობა Sheriff's განყოფილებაში, როგორც ორნი საუკეთესო ოფიცრები — გარედან — გმირები, შიგნიდან — გარანტირებული კორუფცია, მუქარები, გარიგებები და პირადი გამდიდრება
🟦 Yami Fwaeh - ტვინი, ლიდერი, მოლაპარაკების ოსტატი. ახერხებს ურთიერთობას მაღალჩინოსნებთან და კრიმინალებთან ერთდროულად.
🟥 Tetro Gamyrelidze - ჩრდილში მყოფი ჭრილობების გამღრმავებელი. არასდროს იტოვებს ცოცხალს, თუ ეს არ სჭირდება. დაკითხვაზე იყენებს ისეთ ტექნიკებს, რაც არც ერთ სახელმძღვანელოში არ წერია.


ახლანდელი დრო:
Tetro და Yami LSPD's განყოფილებაში არიან — ძალაუფლების და კონტროლის პიკზე. ქალაქში რამდენიმე კრიმინალური ჯგუფი მათთან თანამშრომლობს "ჩუმად", დანარჩენებს კი აშანტაჟებენ ან აკონტროლებენ
Tetro-ს კრიმინალური კავშირები მტკიცედ დგას, ხოლო ძალოვანი უწყებები მხოლოდ ნაწილობრივ ან საერთოდ ვერ ხედავენ მის დანაშაულებრივ მახასიათებლებს.
ის კვლავ თამაშობს ორმაგ თამაშს:
დღისით — სახელმწიფო უსაფრთხოების ჩინოვნიკი
ღამით — შუამავალი კრიმინალებსა და სამართალდამცავებს შორის
Tetro-სთვის მთავარია ძალა, ფული და საკუთარი წესებით ცხოვრება.


საინტერესო ფაქტები:
მას აქვს რკინის ნერვები — დაკითხვისას არასდროს არ აწევს ხმას და თვალის დაბრიალიც კი საკმარისია, რომ ეჭვმიტანილი გადატყდეს.
სიტყვა „გადაწყვეტილება“ მისთვის ნიშნავს მხოლოდ იმას, რაც მის ინტერესს ემსახურება — მორალი და კანონები მისთვის მეორეხარისხოვანია.


  1. კრიმინალებთან ფარული კავშირი.
  2. უხეში საუბარი და უხეში მოპყრობა (სერვერის წესების დაცვით 1v1, BAD პერსონაჟების გარემოცვაში).
  3. დაკითხვის მკაცრი ფორმა (იშვიათად ფიზიკური ზიანით – მხოლოდ BAD პერსონაჟებთან ან RP-ს წესების დაცვით).
  4. ქრთამის აღება
  5. არალეგალური ნივთების შეძენა, შენახვა და გამოყენება.
  6. დამნაშავის გაშვება (იშვიათ შემთხვევებში).
  7. ინფორმაციის გაყიდვა კრიმინალურ ორგანიზაციებზე.
  8. დოკუმენტების გაყალბება.
 

DieHappy

Well-known member
D.Chief Administrator
Aug 23, 2025
74
2
თქვენი ბიოპგრაფია უარყოფილია

განმარტება: არათავსებადი ბიოგრაფიული მომენტები,მწირი აღწერილობა საკვაძნო მომენტების.
 
Status
Not open for further replies.