უარყოფილია [BAD COP] Leqso_Nijaradze

Status
Not open for further replies.
Sep 1, 2025
5
0
სახელი/გვარი: ლექსო ნიჟარაძე
ასაკი: 28
დაბადების ადგილი: ლოს სანტოსი
მშობლები: დავით ნიჟარაძე / მარიამ კიკნაძე
სქესი: მამრობითი
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

წონა: 92 კგ
სიმაღლე: 1.85 მ
თმის ფერი: ყავისფერი
თვალის ფერი: მწვანე
────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────

ბავშვობა

ლექსო დაიბადა 1997 წლის 12 თებერვალს ლოს სანტოსში, ემიგრანტების ოჯახში.გარედან ჩვეულებრივი, წყნარი ბავშვი ჩანდა, განსაკუთრებით დედისთვის, რომელიც მუდმივად ცდილობდა სწორი გზა აერჩია შვილს.
ლექსო ადრეულ ასაკში ჩაება ქუჩის ცუდ წრეში. იქ გაიცნო მასზე დიდი უბნის ბავშვები, რომლებთან ერთად ეწეოდა სხვადასხვა პატარა დანაშაულს ნივთების მოპარვას, ქუჩურ ძარცვებს და მცირე ხულიგნობას. მისი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო ქუჩის ავტორიტეტის მოპოვება, სხვების დაჩაგვრა და სიტუაციის კონტროლი.
თუმცა, დედის თხოვნის და პატივისცემის გამო ლექსომ მაინც აირჩია სწავლის გაგრძელება. მიუხედავად შინაგანი ხულიგნობისა და ქუჩის ცხოვრებისადმი მიდრეკილებისა, მან სიფრთხილით გააგრძელა სკოლაში სიარული, რათა დედის რწმენა არ დაერღვია.
────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────

მოზარდობა

ფინანსური პრობლემების გამო ლექსოს ოჯახს მოუწია სხვა ქალაქში გადასვლა. ახალი გარემო სრულიად უცხო იყო აქ ლექსო არცერთ ბავშვს არ იცნობდა, ხოლო წინა უბნის ხულიგნური მეგობრების მხარდაჭერა უკვე დაკარგული ჰქონდა. თავიდან ყველაფერი რთული იყო გარემო განსხვავებული, ქუჩის წესებიც სხვა და სიტუაცია დაძაბული.
თუმცა, ლექსოს უკვე დიდი გამოცდილება ჰქონდა ქუჩაში იცოდა, როგორ დაეკავებინა ადგილი, როგორ დაემორჩილებინა სხვები და ნებისმიერ დროს შეეძლო ქუჩაში სახელი გაეთქვა. მიუხედავად ამისა, დედის პატივისცემის გამო ლექსომ უარი თქვა ძველ ჩვევებზე და გადაწყვიტა სწავლაზე კონცენტრაცია.
ახალ ქალაქში მან ფრთხილად გააგრძელა სკოლაში სიარული, ყურადღებით აკვირდებოდა გარემოს, მაგრამ შინაგანად მაინც შენარჩუნებული ჰქონდა ქუჩის გაკვეთილები ადევნებდა თვალს ადამიანებს, აფასებდა სიტუაციებს და საჭიროების შემთხვევაში უცბად შეეძლო ავტორიტეტის დამყარება. დროთა განმავლობაში ლექსომ წარმატებით დაამთავრა 12 კლასი.
──────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────── ზრდასრულობა
12 კლასის დამთავრების შემდეგ ლექსომ ძალიან მზაკვრული გეგმა დაისახა ის ფიქრობდა რომ კანონიერი გზით ვერ მიაღწევდა მის მიზნებს. ამიტომ გადაწყვიტა სამართალის ფაკულტეტზე ჩაბარება, რათა მომავალში სამართლადამცველის ფორმა თავისი ინტერესებისთვის გამოეყენებინა. მისი მიზანი იყო ფორმის საშუალებით დაეკავებინა პოზიცია, რომელიც შიგნიდან მოემსახურებოდა მის გეგმებს. ქუჩის ენაზე საუბრის უნარითა და ხულიგნური მიდრეკილებით, ლექსოს შეეძლო შეთანხმებების დადება ძველ ნაცნობ ხულიგნებთან და საჭიროების შემთხვევაში ქუჩური მეთოდებით მიეღწია მიზნამდე, თუმცა გარეგნულად კანონის ფარგლებში მოქმედებდა.
────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────
კადეტობა

სამართლის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ლექსომ პოლიციაში კადეტად დაიწყო მუშაობა. ეს პერიოდი მისთვის ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი და დამთრგუნველი აღმოჩნდა. დისციპლინის მუდმივი დაცვა, ზედმიწევნითი წესები და უფროსების მკაცრი კონტროლი მას შინაგანად აღიზიანებდა. ქუჩაში შეჩვეული თავისუფლება და ქაოსი სრულად დაკარგული ჰქონდა, ხოლო აქ ყოველი ნაბიჯი მკაცრად იყო გაწერილი.

ლექსო საკუთარ თავში კარგად ხვდებოდა, რომ ეს სისტემა მის ბუნებასთან წინააღმდეგობაში იყო. ის ვერ იტანდა „ბრმა მორჩილებას“ და სხვის მითითებებს, თუმცა მაინც იტანდა, რადგან იცოდა – ეს ყველაფერი მისი დიდი, მზაკვრული გეგმის ნაწილი იყო. მისთვის საჭირო იყო ფორმის მოპოვება, სტატუსის დამკვიდრება და იმ გავლენის მიღება, რომელსაც მხოლოდ შიგნიდან თუ მიაღწევდა.

გარედან კი ყველაფერი სხვაგვარად ჩანდა. ლექსო თავს ისე წარმოაჩენდა, თითქოს პოლიციაში მუშაობა მისი დიდი ოცნება და ცხოვრების მიზანი იყო. უფროსებთან ზედმიწევნით თავმდაბლად იქცეოდა, ყველა დავალებას ზუსტად ასრულებდა და ხშირად ზედმეტ ენთუზიაზმსაც ამჟღავნებდა, რათა შთაბეჭდილება მოეხდინა. სინამდვილეში ეს ყველაფერი ფარისევლობა იყო – თბილი ღიმილის უკან იმალებოდა უკმაყოფილება და დაუმორჩილებელი ბუნება, რომელიც მხოლოდ დროს ელოდა, რომ ისევ ამოსვლოდა ზედაპირზე.
────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────
სამხედრო გადამზადება
კადეტობის პერიოდში ლექსო რამდენიმე კვირით სამხედრო ბაზაზე გააგზავნეს, სადაც სპეციალურ გადამზადებას გადიოდა. ეს მისთვის ახალი გამოცდილება იყო — დილის მკაცრი წესრიგი, ფიზიკური დატვირთვები, იარაღთან მუდმივი კონტაქტი და სამხედრო დისციპლინა. თავიდან ეს ყველაფერი საშინლად აღიზიანებდა, რადგან თავისუფლებას და ქუჩის ცხოვრებას იყო მიჩვეული, თუმცა შინაგანად მაინც ინახავდა მთავარ მიზანს: ამ ეტაპის გავლის შემდეგ ბევრად მეტი კარიერი და გავლენის შესაძლებლობა ექნებოდა.გადამზადების კურსმა მას სამხედრო ბილეთი მოუტანა და ფორმალურად ახალი სტატუსიც მიანიჭა — ახლა უკვე შეიარაღებული ძალების რეზერვისტი იყო. ლექსო ამას საკუთარ გეგმებში წარმატების დამატებით საფეხურად აღიქვამდა: სამხედრო გამოცდილებამ მის ნიღაბს მეტი სანდოობა შემატა, ხოლო იარაღთან და ტაკტიკასთან მიღებულმა ცოდნამ მისი „შავი გეგმებისთვის“ ახალი შესაძლებლობებიც შექმნა.
────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────
კარიერის დასაწყისი

კადეტობის დასრულების შემდეგ ლექსო უკვე ოფიციალურად ჩაირიცხა პოლიციაში. ახალბედა თანამშრომლის სტატუსი თითქოს სიამაყით უნდა აღევსო, მაგრამ სინამდვილეში მისთვის ეს მხოლოდ საშუალება იყო, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მიახლოებოდა რეალურ ძალაუფლებას. ის კვლავ იძულებული იყო მოთმინება გამოეჩინა, რადგან იცოდა – პირდაპირი დაუმორჩილებლობა კარიერის დასასრულს გამოიწვევდა.


კარიერის დასაწყისში ლექსოს პირველი დავალებები ძირითადად პატრულირებას, ქუჩური დაპირისპირებების გაშველებასა და მცირე კრიმინალური შემთხვევების გამოძიებას მოიცავდა. გარედან ეს ყველაფერი ერთგული თანამშრომლის წარმატებულ დასაწყისს ჰგავდა. კოლეგები და უფროსები მას „საოცრად მოტივირებულ“ ახალგაზრდად ხედავდნენ, თუმცა შიგნით ლექსო ყოველი ოპერაციის დროს მხოლოდ იმას სწავლობდა, როგორ ემართა სისტემა საკუთარი მიზნებისთვის.

მისი ყველაზე დიდი სტრატეგია ინფორმაციის ფლობაზე იყო დამყარებული. ძალიან მალე მიხვდა, რომ სწორ დროს სწორ ადამიანთან მიბრუნება გაცილებით მეტ ძალაუფლებას აძლევდა, ვიდრე ჩვეულებრივი სამსახურებრივი წარმატება. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო პირველი ფარული შეთანხმებების დამყარება – კრიმინალებთან პატარა დახმარება, სანაცვლოდ მცირე სარგებელი.

ლექსოს კარიერის დასაწყისი ყველასთვის სამაგალითო ჩანდა, მაგრამ რეალურად ეს იყო მისი გეგმის განხორციელების პირველი ეტაპი. გარედან – წესრიგის დამცველი, შიგნით კი – გათვლების ოსტატი, რომელიც მოთმინებით ელოდა დროს, როცა ფორმა მის ხელში ძალაუფლების ნამდვილ იარაღად გადაიქცეოდა.
ძალიან მალე ლექსომ მიაღწია მაღალ პოზიციას პოლიციაში და მოიპოვა დიდი რეპუტაცია. დღესდღეობით ბიუროში ის ყველასთვის სამაგალითო პოლიციელია, თუმცა რეალურად მისი მიზნები არავინ იცის ფორმა, ძალა და კონტროლი კვლავ მისი სარჩოს მთავარი ინსტრუმენტებია.
────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────
აწმყო

ლექსო ნიჟარაძე 28 წლისაა და პოლიციაში ძალიან სწრაფად მიაღწია მაღალ პოზიციას. გარეგნულად ის დისციპლინირებული და პროფესიონალია, კოლეგებისთვისა და უფროსებისთვის კი სანდო თანამშრომელი.
თუმცა შინაგანად ლექსო ისევ იმავე კრიმინალური აზროვნების პატრონია, რაც ბავშვობიდან ჰქონდა. სამართალდამცავის ფორმა მისთვის მხოლოდ ძალის, გავლენისა და კონტროლის იარაღია. გარედან კანონის ერთგული ჩანს, მაგრამ რეალურად ფარულ შავ ბიზნესს აწარმოებს, რომელიც წლების განმავლობაში დახვეწილი და სტრატეგიულად აწყობილი სისტემა გახდა.
ლექსო სახელმწიფო ინსტრუმენტებს პირადი გამორჩენისთვის იყენებს: ოპერაციების შესახებ ინფორმაციას წინასწარ აწვდის კრიმინალურ ჯგუფებს, სანაცვლოდ კი სოლიდურ თანხებს იღებს. იარაღის ნაწილს, რომელიც როგორც „ქმედითი მტკიცებულება“ ჩნდება, ის საიდუმლოდ ჰყოფს და შემდეგ გაყიდვაში უშვებს. ზოგიერთი სპეც-ტექნიკა — რაციები, დამიზნების მოწყობილობები და დაცვის აღჭურვილობაც — უკვე არაერთხელ აღმოჩნდა შავ ბაზარზე მისი ხელიდან გასული.
გარდა ამისა, ლექსოს აქვს გავლენიანი ხალხის მყარი ქსელი. მასთან უშუალო კავშირი აქვთ როგორც ქუჩის ავტორიტეტებს, ასევე ფინანსურად ძლიერ ბიზნესმენებს, რომლებიც მის მომსახურებას იყენებენ საკუთარი ინტერესებისთვის. ზოგჯერ ის დამნაშავეებს პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს, ზოგჯერ კი მათზე „დოკუმენტებს აწყობს“, რათა მომავალში ვალი ჰქონდეთ მის მიმართ.
მისი მთავარი მიზანია გავლენის გაფართოება და კონტროლის შენარჩუნება ისე, რომ ნამდვილი განზრახვები არავინ შეამჩნიოს. ქრთამების აღება, ინფორმაციის გაყიდვა, ფარული გარიგებები და სახელმწიფო რესურსების გადამისამართება ახლა უკვე მისთვის ჩვეულებრივი საქმიანობაა. ბიუროში მისი რეპუტაცია სამაგალითოა, მაგრამ სინამდვილეში ლექსო ორმაგ ცხოვრებას ეწევა — ერთი მხარე კანონმორჩილი პოლიციელია, მეორე კი სისტემის შავი ბიზნესის უხილავი მმართველი.
────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────────
მოთხოვნები
კავშირი კრიმინალთან
უხეში საუბარი / მოპყრობა (1v1 ან Bad ებთან)
უხეში დაკითხვა
ქრთამის აღება
არალეგალური ნივთების გამოყენება
დამნაშავის გათავისუფლება
ინფორმაციის გაყიდვა
დოკუმენტის გაყალბება
 
Last edited:

M0RAL3Z

Well-known member
Server Curator
Jun 17, 2025
108
3
მოგესალმებით!

თქვენი ბიოგრაფია უარყოფილია.

პერსონაჟის ისტორია არ შეესაბამება ჩვენი სერვერის Role Play ლოგიკას.
 
Status
Not open for further replies.