სტატისტიკა
სახელი, გვარი-Erem Burly
წლოვანება- 35 წლის
ოჯახური მდგომარეობა-დასაოჯახებელი
მშობლები:
მამა- John Burly
დედა- Nina Smith
ეროვნება- ამერიკელი
დაბადების ადგილი: Oceanside. CA
საცხოვრებელი ადგილი: Los Santos
ქვეყანაში ცხოვრების დრო- 13 წელი
სიმაღლე- 1.90მ.
წონა- 110კგ
თვალიფერი- შავი
თმის ფერი- შავი
აღნაგობა- ათლეტური.
მშობლები
John Burly დაიბადა 1970 წელს ამერიკაში, Oceanside-ში, კალიფორნიის შტატში. ის მსახურობდა Camp Pendleton-ის ბაზაზე, სადაც გენერალ მაიორის თანამდებობა ეკავა, რომელიც იმ პერიოდში საკმაოდ დიდ თანამდებობას წარმოადგენდა, მას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული, რადგან მისი უშუალო მოვალეობა იყო გენერლის და მისი მოადგილეების არ ყოფნაში თვალი ედევნებინა მთლიანი ბაზისთვის, ჯარისკაცებისთვის და ა.შ.
John Burly გახლდათ ძალიან ჭკვიანი პიროვნება, რაზეც მისი დიპლომები თუ სერთიფიკატებიც მოწმობს. მან Oceanside-ში დაამთავრა იმ დროისთვის საუკეთესო სკოლა, რომელსაც ერქვა El Camino High School. ეს სკოლა განთქმული იყო ტექნიკური საგნების მხრივ, მან აქ ძალიან კარგად ისწავლა მათემატიკა და მხაზველობითი გეომეტრია, რომელიც მას მომავალში გამოადგა საბრძოლო მარშუტებისა თუ საბრძოლო გათვლების მხრივ. სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ, ის ძალიან ბევრს ფიქრობდა თუ რომელ უნივერსიტეტში ჩაებარებინა. ამავდროულად მას არუნდოდა მისი ქვეყნის დატოვება და მიიღო გადაწყვეტილება ჩაებარებინა Harvard-ის უნივერსიტეტში. ამ დროს ის 18 წლის გახლდათ. მართალია მას მოუწია თავისი მშობლიური ქალაქის დატოვება მაგრამ იმ ცოდნის მისაღებად რასაც ჰარვარდში მიიღებდა მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა. ის ირიცხებოდა სამართლის ფაკულტეტზე, რომელიც ასევე გამოაგდა სამხედრო სამსახურში სხვადასხვა სამართლებრივი დავის გადასაჭრელად.
მან სწავლის პერიოდში გაიცნო Nina Smith, რომელიც პირველივე დანახვისას შეუყვარდა. Nina ჰარვარდში სამედიცინო განხრით სწავლობდა, ისიც საკმაოდ ჭკვიანი და განსწავლული გახლდათ სამედიცინო სფეროში.
სწავლის დასრულების შემდგომ John-ს მოუწია სავალდებულო ჯარის გავლა, რომელიც მას დაეხმარებოდა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებში მუშაობისთვის. ის გაიწვიეს თავის მშობლიურ ქალაქში Oceanside-ში, Camp Pandleton-ის სამხედრო ბაზაზე, სადაც დაახლოებით 2 წელი გაატარა, იმისთვის რომ საფუძვლიანად შეესწავლა სამხედრო საქმე და ამის შემდეგ გაეგრძელებინა ის საქმიანობა რისთვისაც ის იღვწოდა.
Nina-მ სწავლის დასრულების შემდგომ ასევე Oceanside-ში, Camp Pendleton-ის ერთ-ერთ სამხედრო ჰოსპიტალში დაიწყო ექთნად მუშაობა. Nina და John ერთმანეთის სანახავად ძლივს ნახულობდნენ, რადგან ორივეს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი ჰქონდათ. მითუმეტეს John-ს ეკრძალებოდა სამხედრო ბაზის დატოვება, ხშირად ის Nina-ს სანახავად იპარებოდა ხოლმე, რის გამოც მას საკმაოდ ბევრი საყვედური ჰქონდა მისი მეთაურისგან.
სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემდგომ, John-მა მიიღო მისი ცხოვრებისთვის ყველაზე საჭირბოროტო გადაწყვეტილება, დარჩენილიყო სალხედრო ბაზაზე და გაეგრძელებინა პროფესიული სამხედრო სამსახური. ის დაწინაურდა Master Sergeant-ის თანამდებობამდე, რომელიც მას აძლევდა უფლებას ჰყოლოდა საკუთარი ბატალიონი. ის ძალიან დიდ მიღწევებს აღწევდა თავიდანვე. Nina-მ და John-მა გადაწყვიტეს შეექმნათ ოჯახი და 1991 წელს ვიწრო წრეში დაქორწინდნენ, რომელსაც ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა. 1992 წელს მათ შეეძინათ ვაჟი, რომელსაც დაარქვეს Erem-ი.
ბავშვობა
Erem Burly დაიბადა 1992 წელს ქალაქ Oceanside-ში, კალიფორნიის შტატში. მამამისი იყო John Burly, პროფესიით ჯარისკაცი, რომელიც მსახურობდა Oceanside-ის სამხედრო ბაზაზე, კერძოდ, Camp Pendleton-ში. დედამისი Nina Smith იყო, სამხედრო ექიმი რომელიც ასევე, Oceanside-ში, Camp Pendleton-ის სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობდა. Erem-ს ყოველდღიურად უწევდა ბაზაზე ყოფნა, რადგან მისი მშობლები ძალიან დაკავებულები იყვნენ მუშაობით. რაც მის მომავალ გადაწყვეტილებებზე იღებდა შედეგს. ის თავის მშობლებთან ერთად სამხედრო ბაზისგან მოშორებით, ერთ-ერთ სანაპიროზე პატარა მაგრამ მოკრძალებულ სახლში ცხოვრობდა.
ახალგაზრდობა
Erem-მა საშუალო განათლება იმავე სკოლაში მიიღო სადაც მამამისი სწავლობდა, მიუხედავად იმისა რომ მამამისი ძალიან კარგად ფლობდა ტექნიკურ საგნებს ვერ ახერხებდა შვილის დახმარებას სასკოლო მეცადინეობებში. Nina-საც ძალიან უჭირდა ეს ყველაფერი რადგან ის 24/7-ზე მუშაობდა. შესაძლოა ითქვას, რომ Erem-ი დამოუკიდებლად ცხოვრობა ადრეულ ასაკშივე. სკოლის წარმატებულად დამთავრებისთანავე, მან მიიღო გადაწყვეტილება, გაჰყოლოდა მამის პროფესიას და უმაღლესი სწავლის გარეშე დაეწყო მუშაობა სამხედრო ბაზაზე, რომლის წინააღმდეგი ორივე მშობელი იყო. მათი ძალდატანებით მან ის გაფრინდა გაერთიანებულ სამეფოში, რომ მიეღო უმაღლესი განათლება Oxford-ის უნივერსიტეტში, სადაც მან ასევე სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა. სწავლის პერიოდში მან გაიცნო ერთ-ერთი გოგონა, სახელად Anna რომელიც ამავე სასწავლებელში, სამედიცინო განხრით სწავლობდა. მათ ერთმანეთი ბევრი ბრძოლის შედეგად შეუყვარდათ. მატ მშობლების უთქმელად დაქორქინებაც გადაწყვიტეს, რომელის სამწუხაროდ კრახით დასრულდა. საქორწინო დღესასწაული შემდგომ როდესაც, ისინი უკან სასწავლებლის საერთო საცხოვრებელში ბრუნდებოდნენ, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. Erem-ს სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები არ ჰქონდა, ხოლო რაც შეეხება Anna-ს, მან მიიღო სიცოცხლისთვის შეუსაბამო ჭრილობები და ჰოსპიტალში მისვლამდე სასწრაფო ავტომობილში გარდაიცვალა. ამ მდგომარეობამ Erem-ზე ძალიან უარყოფითად იმოქმედა, მან ერთი პერიოდი სწავლასაც დაანება თავი. მაგრამ სასწავლებლის დირექტორის და ლექტორების ხათრით მან მაინც განაგრძო სწავლა და მიიღო იურისტის დიპლომი, სწავლის დასწრულების შემდეგ, როდესაც ის უკან მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა მაშინ გაიგეს მისმა მშობლებმა თურაც გადახდა Erem-ს. მანაც გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური, სადაც მამამისი არანაირ სიტუაციებში არ ეხმარებოდა, რადგან უნდოდა ისეთ პირობებში შეძლებოდა მუშაობა, როგორშიც მან მოახერხა გამხდარიყო საუკეთესო ჯარისკაცი.
2011 წელს John burly გაიწვიეს ერაყში სამშვიდობო მისიით. მას და მის ბატალიონს ევალებოდათ დაზვერვითი სამუშაოების ერაყლის სხვადასხვა ცხელ წერტილებში, უმეტესად ეს წარმოადგენდა მიტოვებულ სახლებს. ერთ დღეს ერთ-ერთი სახლის ჩხრეკვის დროს John-მა ფეხი დაადგა ნაღმს, რომელიც აფეთქდებოდა იმწამსვე თუ ის გაინძრეოდა, მან უბრძანა თავის ჯარისკაცებს დაეტოვებინათ მარტო, დიდხნიანი ლოდინის შემდეგ მისი ბრძანება შესრულდა, როდესაც მან შეამჩნია რომ საფრთხე აღარ იყო მისი ჯარისკაცების დაშავების და ფეხი აწია ნაღმიდან და აფეთქდა.
მისი ნეშთი გადმოასვენეს Camp Pendleton-ის სამხედრო ბაზაზე და დაასაფლავეს არლინგტონის გმირთა სასაფლაოზე.
მამის გარდაცვალების შემდეგ Erem-ი და Nina დიდი ხნის განმავლობაში დამწუხრებულნი იყვნენ, მათი ოჯახის ბურჯის დაკარგვის შედეგ. მართალია John-ის მეგობრები მათ ხშირად ნახულობდნენ მაგრამ ეს ამინც არ აქარწყლებდა მათ მწუხარებას. Nina-მ მწუხარების გამო ცოტახნით თავი დაანება მუშაობას. Erem-ი ვერ ახერხებდა საკუთარი თავის და დედის მოვლას, რადგან მისი ანაზღაურება ძალიან მწირი იყო. ამიტომ მან გადაწყვიტა ისეთი სამსახურის მოძებნა რომელიც შეეთავსებოდა მის სამუშაო ცვლებს, მას უკვე დამთავრებული ჰქონდა სდავალდებულო სამსახური და ისიც მამამისისნაირად პროფესიულ ჯარს გაჰყვა. მისი მეთაური ყველანაირად უწყობდა ხელს. Erem-მა სამუშაო ბაზასთან ახლოს იპოვა, იქვე სანაპიროზე იყო ერთი პატარა რესტორანი და სწორედ იქ დაიწყო მუშაობა. ჯარის სამუშაო ცვლის შემდეგ მიდიოდა ამ რესტორანში და დარჩენილ დროს იქ ატარებდა, შეიძლება ითქვას რომ მას აღარ ჰქონდა დრო თავისი თავისთვის, ის ისევ გლოვოდა მამას და ასევე გარდაცვლილ ცოლს. ეს ორი იარა მისთვის შეუხორცებელი იყო.
ის რესტორანში მოითხოვდა ხელფასის გაზრდას, რადგან ის თანხა რასაც ის იღებდა არაფერს ნიშნავდა მის მიერ შესრულებული მუშაობის ხარჯზე. მაგრამ ყოველი მოთხოვნის შედეგად ის ცივ უარს იღებდა მისი უფროსისგან. მისი სამხედრო სამსახურში ყოფნაც უკვე 50/50-ზე იყო, რადგან რესტორანს უფრო დიდ ყურადრებას უთმობდა. მისი ამდენი უშედეგო მოთხოვნებით მან თავი დაანება რესტორანს და ისევ სამხედრო საქმეს მიუბრუნდა. Nina ძალიან ნერვიულობდა მის შვილზე, სწორედ ამ ნერვიულობამ მიიყვანა იქამდე რომ აღარ შეეძლო თავისით გადაადგილება, შესაბამისად მუშაობაც. Erem-ს კიდევ უფრო დაუმძიმდა ცხოვრება, რადგან უკვე დედის მოვლა მისი ნომერ პირველი მიზანი იყო.
2012 წლის 25 აგვისტო, ის დღე რომელმაც Erem-ს კიდევ ერთი განსაცდელი შეემატა. მას გარდაეცვალა დედაც. დამწუხრებულმა Erem-მა აღარ იცოდა რა მოემოქმედებინა, მიეძალა სმას. ის აღარ ითვალისწინებდა მეთაურების ბრძანებებს. საქმე მიდგა იქამდე რომ ის უნდა გაენთავისუფლებინათ სამხედრო სამსახურიდან. 2012 წლის 1 ნოემბერს Oceanside-ის მთავრობამ მიიღო სამხედრო რეფორმა, რომლის თანახმადაც გამოცდილი სამხედრო კადრები როტაციით უნდა გადასახლებულიყვნენ სხვა შტატებში და იქ უნდა ემსახურათ სამხედრო ბაზებზე. ეს რეფორმა მთლიან Camp Pendleton-საც შეეხო. ბაზის ჯარისკაცების 80%-ს მოუწია სხვადასხვა შტატში გადასვლა, რომელშიც Erem-იც მოხვდა. მას ძალიან გაუჭირდა მშობლიური ქალაქის დატოვება. ის როტაციით გადაიყვანეს ჯორჯიის შტატში, რომელიც იმ პერიოდში კრიმინალის ძალიან დიდი დონით გამოირჩეოდა. სწორედ აქ იმაღლებდა Erem-ი თავის ჩინს. მიუხედავად იმისა რომ ჯორჯიის შტატის გენერალი ძალიან მკაცრი, შრომისმოყვარე და პატიოსანი ადამიანი იყო, Erem-ი მას თავს აწონებდა ყველანაირი საქმით. ის მის ყველა ბრძანებას ასრულებდა და სწორედ ამან განაპირობა მისი პოლკოვნიკის წოდებაზე დანიშვნა. მას გადასცეს იმ დროისთვის ყველაზე დაკნინებული დანაყოფი, რომელსაც სამხედრო პოლიცია ერქვა. Erem-მა დროის მოკლე შუალედში აღადგინა მისი სახელი და დაუბრუნა ის პატივი რაც მას სამედრო ბაზის დაარსებიდან ჰქონდა. სწორედ მისმა წარმატებებმა განპირობა, მისი რადიკალურად შეცვლა. მას ისეთი სადამსჯელო ღონისძიებები ჰქონდა შემოღებული, რომ ხშირ შემთხვევებში ჯარისკაცები ვერ უმკლავდებოდნენ და დეზერტირობას ამჯობინებდნენ. ამ პერიოდში დაიწყო Erem-მა ჯარისკაცებისგან ქრთამის აღება, რომელიც როგორი უჩვეულო არ უნდა იყოს გამოსდიოდა, ზემდგომების შეუმჩნევლად. მაგრამ მხოლოდ ქრთამი მას უკვე აღარ ჰყოფნიდა და დაიწყო ისეთი საქმიანობების კეთება, რომელიც მას დიდ შემოსავალს მოუტანდა. ერთ-ერთი სპეცოპერაციის დროს, რომელიც მიზნად ისახავდა საშიში უბნის „გაწმენვას“ კრიმინალური დაჯგუფებებისგან, მან დაიჭირა ერთ-ერთი კრიმინალი და მარტომ ერთიერთზე გადაწყვიტა მისი დაკითხვა. დაკითხვის დროს ის იყენებდა ისეთ ხერხებს რომლებიც კანონმდებლობით აკრძალული იყო. ის ფიზიკური და ფსიქიკური წნეხის ქვეშ ამყოფებდა ამ პიროვნებას, რომელსაც აიძულებდა ეთანამშრომლა მასთან. Erem-ი მას მისი მთლიანი ოჯახის დაკავებით ემუქრებოდა. კრიმინალმა ამდენი ფიზიკური და ფსიქიკური შეურაცხყოფების გამო გადაწვიტა დათანხმებულიყო და „ემუშავა მასზე”. „მასზე მუშაობა“ შემდეგი სახის იყო, Erem-ი მას და მის კრიმინალურ დაჯგუფებას დაეხმარებოდა სხვადსხვა სახის საბრძოლო მასალით, ხოლო Erem-ს უნდა სცოდნოდა სხვა კრიმინალური დაჯგუფებების მოქმედებების სრული გეგმა. იყო შემთხვევები როდესაც Erem-ი თავის პირობებს არღვევდა ხოლმე და ძალისმიერი გზით ავიწროვებდა ხოლმე „მასზე მომუშავე“ კრიმინალებს. მისი ყველანაირი კრიმინალური საქმიანობის შედეგად საკმაოდ დიდი შემოსალი შემოსდიოდა, რომელზეც ეჭვი არავის უჩნდებოდა, არც ფედერალურ ბიუროს, რადგან თვლიდნენ რომ მას საკმაოდ დიდი პრემიაც უნდა ჰქონოდა. Erem-ი თანხას ქრთამის და კრიმინალური ორგანიზაციების მეშვეობით შოულობდა.
2013 წლის ზაფხულში მან უკვე თავისი კრიმინალური „ბიზნესის“ გაფართოება დაიწყო, მან თანამშრომლობა გაწყვიტა იმ კრიმინალურ ორგანიზაციასთან რომელთანაც აქამდე მუშაობდა, მან ორგანიზაციის ლიდერები წამებით დახოცა, ხოლო მათი ოჯახები ციხეში ჩასვა. ის უმეტესად გამოირჩეოდა ნარკოტიკული საშუალებების „ჩადებით“. რომელზეც ძალიან დიდხნიანი პატიმრობა იყო დაწესებული. Erem-მა 2013 წლის ივლისში გაიცნო ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების წინამძღოლი, რომელიც თავის თავს რეპერად ასაღებდა და მასთან თანამშრომლობით საკმაოდ დიდი აურზაური გამოიწვია როგორც საშიშ უბანში, ასევე ქალაქში, მშვიდობიან მოსახლეობაში. Erem-მა დაიწყო ისეთი სახის იარაღების გაყიდვა რეპერებისთვის რომლებიც, ყველაზე დიდი ზიანის მიმყენებელი იყო ყველასთვის. მის მიერ გაყიდული ირაღებით რეპერები ყველაზე ძლიერი კრიმინალური დაჯგუფება გახდა მთლიან საშიშ უბანში. მართალია Erem-ი საკმაოდ უშიშარი პიროვნება იყო, მაგრამ მას მაინც ჰქონდა შიში რომ არ გამოაშკარავებულიყო სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ.
2013 წლის 5 ოქტომბერი, დღე როდესაც Erem-ის შიში გამართლდა. რეპერების კრიმინალურმა დაჯგუფებამ მოახდინა ტერორისტული აქტი, კერძოდ, ისინი 1 თვის განმავლობაში თარეშობდნენ მთელს ქალაქში, აწიოკებდნენ მშვიდობიან მოსახლეობას. მათ გაძარცვეს ჯორჯიის შტატის ცენტრალური ბანკი, ასევე გაძარცვეს და გააკოტრეს მთავარი კაზინოს მმართველი, გაიტაცეს შტატის მერი, რომელიც აწამეს და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები მიაყენეს. შესაბამისად შტატში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.
2013 წლის 1 ნოემბერი, დღე როდესაც ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვეს კრიმინალებმა, შეცდომით ისინი სახელმწიფო სიხშირეზე გამოვიდნენ, შტატის უმაღლესმა ორგანოებმა: ფედერალურმა ბიურომ, ეროვნულმა გვარდიამ, პოლიციის დეპარტამენტმა და დაცვის სამსახურმა შეძლეს და დაიჭირეს ყველა კრიმინალი, რომლებიც დიდხნიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ერთადერთი კრიმინალი რომელიც ალაპარაკდა იყო ამ დაჯგუფების წინამძღოლი. როგორც მან განაცხადა იყო სამხედრო ბაზის თანამშრომელი რომელიც, მასზე და მის დამხმარეებზე ფიზიკურად ძალადობდა და ითხოვდა მათგან ინფორმაციას. მაგრამ არ ამხელდა მის სახელს, ასევე თქვა რომ ის აძლევდა კრიმინალებს ირაღებს ინფორმაციის სანაცვლოდ და არამარტო, ის ასევე ჰყიდდა ამ საბრძოლო მასალას კრიმინალებთან. დაკითხვის შემდგომ ფედერალურმა ბიურომ სამხედრო პოლიციასთან ერთად დაიწყეს გამოძიება თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს სამხედრო მოსამსახურე. გამოძიების დროს Erem-ი ბევრ აქტიურობდა რომ რამენაირად მისი დანაშაული დაეფარა, რომელსაც უმკლავდებოდა დასაწყისში. დიდხნიანმა გამოძიებამ მიიღო შედეგი. Erem-ს დაადეს ბორკილები და წაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. მას ბრალი წაუყენეს მხოლოდ ქრთამის აღებაზე, რაც მხოლოდ ჯარისკაცებისგან გაიგეს, ხოლო რაც შეეხება კრიმინალურ საქმიანობას ამაზე კიდევ არაფერი იყო ცვნობილი. 2013 წლის 10 ნოემბერს დაიწყო სასამართლო. დდაწყებიდან 2 საათში როდესაც მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა, Erem-ს მოხსნეს ბორკილები და გააპარეს ქვეყნიდან. ის თავის მეგობრებთან ერთად სათავეში ჩაუდგა ერთ-ერთ კრიმინალურ ორგანიზაციას და დაიწყეს ამბოხი მთლიან ქალაქში, მათ ასევე ეხმარებოდნენ ის კრიმინალური დაჯგუფებებიც რომლებთანაც ადრე ჰქონდა კავშირი. ამბოხის შედეგად გადააგდეს შტატის მმართველი. მათი მოქმედებები უკვე ყველანაირ ზღვარს სცდებოდა, მაგრამ მათი შემჩერებელნი არავინ იყო. 2014 წლის 1 იანვარს Erem-მა და მისმა გუნდმა დატოვა ჯორჯიის შტატი და დაკარგულად გამოცხადნენ.
აწმყო
2014 წლის თებერვალი Erem Burly და მისი კრიმინალური ქმედებებით აღსავსე ოჯახი Burly’s გამოჩდნენ Los Santos-ის შტატში. სადაც იმ პერიოდში მიმდინარეობდა ეროვნული გვარდიის ვაკანსიები. Erem-მა გადაწყვიტა მიეღო მონაწილეობა და მან სძლია კიდევ ერთხელ სხვა მონაწილეებს და დაიკავა გენერლის პოსტი. ის იყო პირველი შტატის პირველი გენერალი, ამ დროს მხოლოდ ეროვნული გვარდია, ფედერალური ბიურო და პოლიციის დეპარტამენტი არსებობდა. Erem-მა და მისმა გუნდა დანერგა არმიაში სამხედრო აკადემიის რეფორმა, რომლის მიხედვითაც ყველა სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომელს აუცილებლად უნდა ჰქონოდათ არმიის ბილეთი, რადგან მათი დაწინაურება უნდა მომხდარიყო არმიის ბილეთზე დაყრდნობით. მან და მისმა მოადგილეებმა გაწერეს ყველაზე ძნელი სისტემა სამხედრო ბილეთის ასაღებად. ბევრი ვერ უმკლავდებოდა ამ წესებს და ტოვებდნენ ეროვნული გვარდიის რიგებს. ამაზეც იზრუნეს უმაღლესმა თანამდებობის პირებმა და დააწესეს შესაბამისი სასჯელი. სასჯელი მოიცავდა ფულად ანაზღაურებას. ამას ამართლებდნენ იმითი რომ წვრთნების დროს გამოყენებული და დახარჯული სამხედრო აღჭურვილობისთვის საჭირო იყო კონკრეტული თანხის გადახდა. სხვა სტრუქტურის წარმომადგენლებსაც უწევდათ განსაზღვრული თანხის გადახდა იმისთვის რომ თავი აეცილებინათ სამხედრო სამსახურისთვის და სხვა გზებისთვის მიემართათ. ეს გზები იყო ქრთამის გადაცემა გენერლისთვის. Erem-ი ახალ შტატშიც არ ერიდებოდა ქრთამის აღებას და აგრძელებდა იმ კრიმინალურ საქმიანობას რასაც ეწეოდა ჯორჯიის შტატში. მან გაიცნო ძალიან ბევრი კრიმინალური დაჯგუფებების წარმომადგენლები, რომლებიც უმეტესად საშიშ უბანში იყვნენ სახელგანთქმულნი. მას თავისი მანქანით მიჰქონდა დიდი რაოდენობის საბრძოლო მასალა და ჰყიდდა კრიმინალებს, რომელშიც ძალიან დიდ ანაზღაურებას იღებდა. ის აგრძელებდა კრიმინალურ საქმიანობას ასევე სხვადასხვა ტეტრორისტული აქტის მომზადებაში, ასევე დაკითხვებში.
2025 წელი, მოვიდა დღე როდესაც უნდა დაწყებულიყო გამოკითხვა ახალი გენერლის დანიშვნის შესახებ. Erem-ის პირადი განაცხადით, მან დატოვა მისი კუთვნილი თანამდებობა და ეს ყოველივე გადაულოცა მისი ოჯახის წინამძღოლს. ეს ყოველივე ნიშნავდა იმას რომ, ამდენხნიანმა მუხლჩაუხრელმა შრომამ და თავდადებამ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი გახსნა და გადაწყვიტა დაესვენა. ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი გახდა Tornike Burly, ხოლო Erem-მა თავისი კარიერა განაგრძო იგივე სტრუქტურაში, შტაბის უფროსის თანამდებობაზე. მართალია მას დასვენება და მისი დროის დათმობა ოჯახისთვის უნდოდა მაგრამ მას ახალი და მეტად მძიმე პასუხისმგებლობები დააწვა ზურგზე.
Erem Burly ახლაც ლოს სანტოსის ეროვნულ გვარდიაში განაგრძობს პროფესიულ საქმიანობას, ის გამოირჩევა სიმკაცრით და დიდი პასუხიმგებლობით საკუთარი საქმის მიმართ. ის არის შტაბის უფროსი და ძალიან კარგად ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, მაგრამ ხშირად უწევს სხვადასხვა წესების დარღვევა და ასევე აქვს მჭიდრო კონტაქტი სხვადასხვა კრიმინალურ დაჯგუფებებთან.
რეზულტატი
- კრიმინალურ ორგანიზაციებთან/გაერთიანებებთან კავშირი
- უხეში საუბარი, უხეშად მოპყორობა (სერვერის წესების დაცვით 1VS1-ზე, ან BAD ბიოგრაფიის მქონე პირებთან ერთად)
- დაკითხვის უხეში ფორმა (მარტო ან BAD ბიოგრაფიის მქონე პირებთან ერთად)
- არალეგალური იარაღების შეძენა/შენახვა/გამოყენება
- ქრთამის აღება (BAD ბიოგრაფიის მქონე პირებთან ერთად)
- დაკავებულისთვის არალეგალური ნივთების/ნივთიერებების ჩადება (BAD ბიოგრაფიის მქონე პირებთან ერთად)
- ნივთმტკიცებების გაყალბება (მარტო ან BAD ბიოგრაფიის მქონდე პირებთან)
- წამების უფლება ინფორმაციის გამოძალვის მხრივ (სერვერის წესების ფარგლებში, მარტო ან BAD ბიოგრაფიის მქონდე პირებთან ერთად)
- სხვადასხვა IC სიტუაციების დროს „მოტყუება“, ანუ სხვადასხვა IC სიტუაციებში ისეთი ტყუილების გამოყენება, რომელიც შეცვლის სიტუაციას თავის ან სხვა პირების სასიკეთოდ (მარტო ან BAD ბიოგრაფიის (IC გაცნობილ) მქონე პირებთან ერთად))