უარყოფილია BAD ARMY - Baba Yaga

Status
Not open for further replies.

BabaYaga

New member
Sep 3, 2025
1
1
სახელიგვარი: Baba Yaga
ასაკი: 29
დაბადებისდღე: 01/5/1996
დაბადებისადგილი: Los Santos
განათლება: უმაღლესი
ნაცია: შვედი (სამხრეთ კორეელი)
ოჯახურიმდგომარეობა: დასაოჯახებელი
სქესი: მამრობითი
ოჯახი: დედა - Choon Gyeong , მამა - Theogene Yaga
სიმაღლე-191
წონა-99
თმისფერი- ღია ყავისფერი
თვალისფერი- ყავისფერი
კანისფერი- თეთრი


ბავშვობა

ბაბა დაიბადა 1991 წლის პირველ ნოემბერს ლოს სანტოსის შტატში , მისი მშობლები Choon Geyong და Theogene Yaga ადგილობრივი კვლევითი ინსტიტუტის გამოჩენილი მეცნიერები იყვნენ, კერძოდ კი კვანტური მექანიკის ფაკულტეტის სულის ჩამდგმელნი, მათ ერთმანეთი სტუდენტობის დროს გაიცნეს და ძალიან დაახლოვდნენ , რადგან ორივეუაღრესად დაინტერესებული იყვნენ კვანტური მექანიკით, მაშინ როდესაც ლოს სანტოსის მეცნიერთა ასოციაცია სკეპტიკურადიყო განწყობილი აღნიშნული საკითხის მიმართ და ყურადღებასაერთოდ არ ექცეოდა , ისინიკვანტურ მექანიკას ფუჭ დროის კარგვად მიიჩნევდნენ , თუმცაორი მონათესავე სულის მეოხებით მაგიდის მხარეები მალევეშეიცვალა და მინიმალური დაფინანსების მიუხედავათ მათ შეძლეს უამრავ საკითხში გარღვევისთვის მიეღწიათ ,რის შემდეგაც ერთერთ ყველაზე ძლიერ და სწრაფ პროგრესირებად დარგად აქციეს კვანტურიმექანიკა ლოს სანტოსის შტატში.შვილის ყოლა კი წარმატების მიღწევიდან ძალიან მალეგადაწყვიტეს , მათ უკვე შეეძლოთ უზრუნველყოთ შვილი ყველაფრითრაც კი შეიძლებოდა დასჭირვებოდა, როგორც ფინანსური ისე ოჯახური სტაბილურობის კუთხით. ბაბასაკმაოდ ლაღი ბავშვობა ჰქონდა, თუმცაღა კვანტური მექანიკისმაგივრად პატარა ბაბა იარაღებითდა ომობანას თამაშით უფროერთობოდა , ამჟღავნებდა ყველასთვის გასაოცარ დედუქციურ ნიჭს , სტრატეგიულ მოხერხებულობას და სპარტანულ ათლეტიზმს. ბაბამშობლები მალევე მიხვდნენრომ ბაბას ინტერესები სამხედრო გზისკენ იხრებოდა და ბევრიფიქრი არც დაჭირვებიათ , 6 წლისბაბა ლოს სანტოსის ვაჟთა სპეციალურ აღზრდით სამხედრო პანსიონში შეიყვანეს სასწავლებლად.სადაც ბაბას უბადლო სამხედრო დისციპლინას , სტრატეგიულ აზროვნებას, ომის ხელოვნებასდა ზოგად განათლებას შტატისსაუკეთესო სპეციალისტები აძლევდნენ.


მოზარდობა

16 წლის ბაბა უკვე სრულიად გათვიცნობიერებული იყო სამხედრო საქმეში , თავისიწარჩინებით და მშობლების შუამდგომლობით უკვე ემზადებოდა West Point ში სამხედრო ოფიცრის კარიერის გასაგრძელებლად გადაბარგებას , მაგრამ გრძნობდარომ სამხედრო საქმე მხოლოდ აკადემიის გარშემო სირბილი, ჩილიადის მთებში გასვლებიდა სამიზნეების გაუთავებელი დაცხრილვა არ იყო , ამიტომაცგადაწყვიტა რამოდენიმე თვე მოეცადა და უკვე შტატების კანონის მიხედვით 17 წლისა ერაყში შემდგომ გაწვევასმოხალისედ შეერთებოდა , მშობლები რათქმაუნდა ამ ყველაფრისწინააღმდეგნი იყვნენ და სხვამათ ადგილას ალბათ წინასწარაც გამოიგლოვებდა თავის ერთადერთდა საყვარელ შვილს , მაგრამ ისინი ხვდებოდნენ რომ ასეთ დამოკიდებულება მხოლოდ საკუთარი თავის რწმენას დაუკარგავდა ახალგაზრდა დაგულანთებულ მებრძოლს და უფროდიდი საფრთხის წინაშეც დააყენბდა, წასვლით კი ბაბა აუცილებლად წავიდოდა რადგან თუ ის რაიმეს გადაწყვეტტა აუცილებლად გააკეთებდა ამას. ძალიან ნელა გადიოდა ის რამოდენიმე მტანჯველითვე ბაბასთვის , მშობლებისთვისკი პირიქით - ძალიან სწრაფად.17 წლის იუბილე ოჯახის , ნათესავებისდა აკადემიაში შეძენილი მეგობრების წრეში აღნიშნა, ხოლო უკვე ორი დღეს შემდგომ შტატის პორტიდან გასულ ავიამზიდზე იდგა და უმ-კასრისპორტში შესვლას წარმოიდგენდა, მიუხედავად უამრავი ვეტერანის გაფრთხილებისა და მიღებული თეორიული ცოდნისა , 17 წლის მოზარდს ომი მაინც სამართლიანობის და ღირსების საქმედ ეჩვენებოდა, მაშინ წარმოდგენაც კი არ გააჩნდა რომ ომის მსგავსი გარომანტიზება ბოროტ ხუმრობად მოუბრუნდებოდა. დასაწყისშითითქოს ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა , მაგრამ მალევე დაიწყო პრობლემების სრული კასკადი , ბაბას სამხედრო ბაზაზე მდგომების არაკომპეტენტურობის გამო ფაქტობრივად სატრანზიტო ბლოკადაში მოექცა, ელეოდათ მედიკამენტები , ტყვია წამალი, ჭურვები და ბოლოს უკვე პროვიზიაც სანატრელი გაუხდათ , ამგვარი გამოუვალი მდგომარეობის შემყურე ბაბას მალევე უმტყუნა მოთმინებამ და მოხალისეების შეკრება დაიწყო ახალი სატრანზიტო გზის გასაჭრელად, პირველ რიგშიპ როვიზიის საშოვნელად მაინც, რომ მისი თანამებრძოლები შიმშილით არ დახოცილიყვნენ, ადგილობრივ ტანისამოსში გადაცმულმა ბაბამ და მისმა თანმხლებმა პირებმა ფაქტობრივად ფეხით გადაკვეთეს რამოდენიმე ათეული კილომეტრი და ბაღდადში ჩავიდნენ ,სადაც მხოლოდ საკუთარი სიტყვა და უკვე თითქმის დაგლეჯილი ტანისამოსი ებადათ, რამოდენიმე დღიანი ფრთხილი დაკვირვების შემდგომ ისინი კონტაქტზე გავიდნენ ისლამაბადელ ვაჭარ , ალ ჯალალ ჰაზაართან, რომელიც საკმაოდ საეჭვო რეპუტაციით სარგებლობდა ბაღდადის ბიზნეს წრეებში ,თუმცა მისი ფულისადმი სისუსტე ბევრად უფრო ძლიერი იყო ვიდრესხვა დანარჩენი ვაჭრების დამისი დათანხმება ბაბას ორატორული ნიჭისთვის საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა. ბაბას ალბათ ამსაქმისთვის უმაღლესი ხარისხის ორდენიც კი ეკუთვნოდა, მაგრამადგილობრივი აგენტურა მხოლოდ გულითადი მადლობით და პატივისცემით შემოიფარგლა, საქმის დელიკატურობიდან გამომდინარე. 6 თვის შემდგომ სახლში დაბრუნებულ ბაბას ისევ ისე მიეჩქარებოდა ცხელი წერტილისკენ , ოღონდ ახლა მისი ინტერესები უფრო ბიზნეს ინტერესები იყო , ვიდრე საომარი მოქმედებების ნოსტალგია. ბაბამ ერაყში კიდევ 3 თვე დაჰყო, რის შემდეგაც შტატებმა გადაწყვიტა ერაყის კონფლიქტი დასრულებულად გამოეცხადებინადა ჯარები გამოეწვია, ახალი საქონლის ტრაფიკსძველი ტრაფიკის აღდგენაც დაემატა და მალე ისე აღმოჩნდარომ ბაბას ბაზაზე აურაცხელი რაოდენობის მედიკამენტები, იარაღები , ტექნიკა და ტყვიაწამალიიყო , რომელიც ოფიციალურ აღრიცხვებში არ იხსენიებოდა, ბაბა მიხვდა რომ ეს მისთვის იდეალური ვარიანტი იყო ახალი, დამოუკიდებელი და უდარდელი ცხოვრების დასაწყებად, რამოდენიმე პარტნიორთან ერთად ალტერნატიული გზით გამოიტანა იარაღით , მედიკამენტებით და ტყვია წამლით დატვირთული ჯავშან ტექნიკა , აღნიშნული საქონელი უმ-კასრის მისადგომებთან გაქრა და აღმოსავლეთით , ირანის საზღვართან გადაუხვია , სადაცმათ კარგად ნაცნობი ბინზეს პარტნიორი ალ ჯალალ ჰაზაარი და მისი ირანელი პარტნიორები დახვდნენ და რამოდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ორივე მხარისთვის მისაღებ ფასზე შეთანხმდნენ, ზუსტად არავინ იცის რა თანხაზეიყო საუბარი მაგრამ ერთი რამ ფაქტად რჩება , შტატებში დაბრუნებული ბაბა სრულიად დამოუკიდებელი და ძალიან მდიდარი ახალგაზრდა ადამიანი გახლდათ , მან გადაიფიქრა WestPoint ში სწავლის გაგრძელება დასაკუთარი ფინანსებით Los Santos ისუნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე ჩააბარა.

განათლებადა კარიერა

უნივერსიტეტის პერიოდში ბაბამ გასაოცარიბიზნეს ნიჭი გამოავლინა, სწავლის პარალელურად მას უკვე დაბანდებული ჰქონდა ერაყში ნაშოვნი ფული საკუთარ ბიზნესში და საკმაოდ წარმატებულ ბიზნესადაც აქცია. ბაბა არიკლებდა არც გართობას და სწავლთაც ერთერთი მოწინავე სტუნდეტი იყო , ხოლო იარაღის სიყვარული არსად გამქრალადა შტატში ერთერთი უდიდესი კოლექციონერიც გახლდათ. მას შემდეგ რაც დაასრულა ბიზნეს ფაკულტეტი და საკმაოდ დიდ თანხებსაც გასწვდა , მიხვდა რომ ბიზნეს ადმინისტრირება მეორად პროფესიადაც შეეძლო ექცია და სურდა რაიმე უფრო გამოკვეთილით დაკავებულიყო, ამიტომაც მოიძია ძველი კონტაქტები და გადაწყვიტა West Point ისთვის რამოდენიმე წელი მაინც შეეწირა , რათა თავისსამხედრო კარიერა შუა გზაში არ მიეტოვებინა. West Point ის Hall Of Fame -ში დღემდე კიდია მისი ფოტო უმაღლეს გრაფაში , როგორც ერთერთი ყველაზე წარმოსადეგიდა წარმატებული ოფიცრისა ,რომელსაც West Point ის ხელში ოდესმე გაუვლია. 29 წლის ასაკში უკვე სრულიად შემდგარმა და წარმატეუბლმა ბაბამ , თავის ძველი ნაცნობისგან შემოთავაზება მიიღო დაეწყო მუშაობა ადგილობრივ NationalGuard ის რიგებში , როგორც უშუალოდ DELTA დანაყოფის წევრად, რადგან მათ გვერდით ესაჭიროებოდათ ბაბასნაირი გამოცდილი დაჭკვიანი ადამიანი , როგორც ოფიციალური ისე პროტოკოლით გაუთვალისწინებელი ოპერაციების თანახელმძღვანელი , ბაბამ მცირე დროით ფიქრის შემდეგ მიიღო წინადადება და შეურთდა შტატის ერთერთ ყველაზე ძლიერ დანაყოფს DELTA-ს.



რეზულტატი:

1. უკანონონივთების ყიდვა-გაყიდვა.
2. კრიმინალთანურთიერთობა.
3. შანტაჟი
4. უხეშადმოქცევა
5. ქრთამისაღება
 
  • Like
Reactions: TOTERSA

M0RAL3Z

Well-known member
Server Curator
Jun 17, 2025
120
3
მოგესალმებით!

თქვენი ბიოგრაფია უარყოფილია.

პერსონაჟის ისტორია არა არის საკმარისი მოცემული რეზულტატისთვის.
 
Status
Not open for further replies.