წესები ტერორისტული აქტის წესები

Status
Not open for further replies.

DAVE

Well-known member
Project Team
May 24, 2025
216
136
ტერორისტული აქტის წესები

თავი I. ზოგადი დებულებები

1.1 ტერორისტული აქტი არის კრიმინალური ორგანიზაციის/ოჯახის მიერ ჩატარებული ღონისძიება, რომელიც მიმართულია მოსახლეობის ან სახელმწიფო სტრუქტურების დაშინებისკენ ან პირადი სარგებლის მიღებისკენ.
1.2 ტეროტისტული აქტის მიზანია:

ძალაუფლების დემონსტრირება;
იდეოლოგიური ან კრიმინალური მიზნის მიღწევა;
არეულობისა და პანიკის გამოწვევა;
1.3 ტერორისტული აქტის გრაფიკი (ბანკებისა და კაზინოს გარდა):
ორშაბათი - პარასკევი | 19:00 - 00:00
შაბათი - კვირა | 17:00 - 01:00
მითითება: ბანკებისა და კაზინოს დროები იხილეთ ქვემოთ.
1.4 ყველა ტერორისტული აქტი უნდა იყოს შეთანხმებული Crime/Fam კურატორთან | სიტყვიერი / მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
1.5 აკრძალულია თამაშის დატოვება ტერორისტული აქტის დროს. | გაფრთხილება / ბლოკირება 4-7 დღე.
1.6
იმ მოთამაშეებს, რომლებიც არ არიან კრიმინალური ორგანიზაციის / ოჯახის წევრები, ეკრძალებათ ყოფნა ტერორისტული აქტის ადგილზე. | სპეც.ციხე 60-120 წუთი.
1.7
ღონისძიებაზე მოქმედებს ყველა სერვერის წესი.



თავი II. წესები კრიმინალური ორგანიზაციებისთვის

2.1 დაშვებულია ტერორისტული აქტის ჩატარება მხოლოდ ერთ ალიანსთან ერთად | სიტყვიერი / მკაცრი გაფრთხილება ლიდერს
შენიშვნა: ორგანიზაციებს/ოჯახებს შორის გაფორმებული უნდა იყოს IC ალიანსი რომელიც დადასტურებულია ადმინისტრაციის მიერ.
2.2 ტერორისტულ აქტზე მყოფი ყველა ავტომობილი უნდა იყოს ფრაქციის ან ოჯახის საკუთრებაში | სიტყვიერი / მკაცრი გაფრთხილება ლიდერს
2.3
აკრძალულია დღეში ერთ ტერორისტულ აქტზე მეტის ჩატარება.
შენიშნვა: იმ კრიმინალურმა ორგნაიზაციამ/ოჯახმა, ( იგულისხმება ალიანსიც ) რომელმაც ჩაატარა ტერორისტული აქტი, მომდევნოს ჩატარების უფლება ეძლევა მინიმუმ 2 დღის შემდეგ.
2.4 ტერორისტული აქტის ჩასატარებლად საჭიროა მინიმუმ 15 წევრი | სიტყვიერი / მკაცრი გაფრთხილება ლიდერს
2.5
კრიმინალურ ორგანიზაციებს/ოჯახებს სჭირდებათ მინიმუმ 2 ვიდეო ჩანაწერი ტერორისტული აქტის დაწყების მომენტიდან. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს
გაფრთხილება: ვიდეო უნდა იყოს სრული, ხარისხი მინიმუმ 720p, უნდა იყოს შენახული 72 საათის განმავლობაში და წარდგენილი მოთხოვნის შემთხვევაში.
2.6 ტერორისტულ აქტზე დაშვებულია მაქსიმუმ 5 მძევლის აყვანა | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს + RP სიტუაციის გაუქმება
შენიშვნა:
ბანკის ძარცვისას ადამიანების გატაცება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი მანამდე იმყოფებოდა ბანკის ინტერიერში.
2.7 ტერორისტული აქტისას ტერორისტები ვალდებული არიან 30 წუთის მანძილზე მოითხოვონ მომლაპარაკებელი. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს
2.8 აკრძალულია მძევლის მოკვლა IC მიზეზის გარეშე. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს
მითითება:
მაგალითად ფულის ჩანთაში აღმოაჩინეთ GPS და სხვა მიზეზები.
2.9 ტერორისტულ აქტზე კრიმინალური ორგანიზაციის/ოჯახის მხრიდან შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას:

სახელწმფიო ორგანიზაციის ლიდერი - $150,000 / 2500 მატერიალია / 50 მედიკამენტი
სახელწმფიო ორგანიზაციის ლიდერის მოადგილე - $100.000 / 1250 მატერიალი / 25 მედიკამენტი
სხვა ნებისმიერი პირი რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო სტრუქტურას, თუმცა არ იკავებს ზემოთ აღნიშნულ პოზიციებს - $40.000
მოქალაქე - $20.000
მწვანე დერეფანი - არაუმეტეს 750 მეტრი.

განმარტება: მწვანე დერეფნის მოთხოვნა გულისხმობს სახმელეთო/საჰაერო/საზღვაო პატრულირების შეჩერებას კონკრეტული მიმართულებით, 750 მეტრის ამოწურვამდე.

ყველა სხვა მოთხოვნა, რომელიც ჯდება ადეკვატურობის ფარგლებში: მაგალითად GPS მოწყობილობებზე გაფრთხილება, დამარკულ ფულზე გაფრთხილება და სხვა.
2.10 აკრძალულია ტერორისტულ აქტზე ყოფნა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნიღბის გარეშე ყოფნა | სპეც.ციხე 120-240 წუთი


თავი III. წესები სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის


3.1 ყველა სახელმწიფო ორგანიზაცია ვალდებულია მოახდინოს შესაბამისი რეაგირება ტერორისტული აქტის დროს | სიტყვიერი/მკაცრი გაფრთხილება ლიდერს
3.2 აკრძალულია ტერორისტულ აქტზე პირადი ტრანსპორტით მისვლა. | სპეც.ციხე 60-120 წუთი.
გამონაკლისი:
გადაცმული აგენტები ინფორმაციის შეგროვებისთვის.
3.3 დასაშვებია შტურმი ყოველგვარი IC დიალოგის გარეშე, თუ შიგნით მძევლები არ იმყოფებიან.
3.4 ტერორისტული აქტის დროს სავალდებულოა მოლაპარაკებების დაწყება, თუ ტერორისტებს ჰყავთ მძევლები | სიტყვიერი/მკაცრი გაფრთხილება ლიდერს
3.4.1 მომლაპარაკების მოთხოვნიდან არაუმეტეს 15 წუთში უნდა მოხდეს შესაბამისი პირის გამოყოფა, მოლაპარაკებების დასაწყებად| სიტყვიერი/მკაცრი გაფრთხილება ლიდერს
3.5
მომლაპარაკებელი მხარე ვალდებულია შეასრულოს გამტაცებლის ყველა ადეკვატური მოთხოვნა | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს
3.5.1 მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს არაუმეტეს 30 წუთში | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს
3.6 სახელმწიფო ორგანიზაციებს ეძლევათ შტურმის ჩატარების უფლება შემდეგ შემთხვევებში:

მძევლების/მძევლის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება;
გამტაცებლების მოთხოვნა არაადეკვატურია;
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა;
ტერორისტები ცვლიან თავდაპირეველად გაცემულ მოთხოვნებს;
3.7 აკრძალულია შტურმი თუ მძევალი მოკლეს IC მიზეზით, 2.8 წესის გათვალისწინებით | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს


თავი IV. ტერორისტული აქტი კაზინოზე

4.1 ტერორისტული აქტი კაზინოში
4.1.1 ტერორისტული აქტი კაზინოში ტერორისტებს საშუალებას აძლევს საცავიდან მოიპარონ მაქსიმუმ $400.000-450.000.
4.1.2 ტერორისტულ აქტს კაზინოში არ სჭირდება რაიმე სპეციფიური IC მიზეზი მხოლოდ Crime/Fam კურატორის ნებართვა.
4.2 კაზინოზე თავდასმხის განხორციელება ნებადართულია შემდეგ რიცხვებში: 2,4,6,8,10,12,14,16,18,20,22,24,26,28,30,31
4.3 კაზინოზე თავდასხმის საათებია: 17:00-22:00.



თავი V. ტერორისტული აქტი ბანკებზე

5.1 სერვერზე მოქმედებს რამდენიმე ბანკი: მთავარი ბანკი, Fleeca ბანკი.
5.2 ტერორისტული აქტი მთავარი ბანკზე ტერორისტებს საშუალებას აძლევს საცავიდან მოიპარონ მაქსიმუმ $350.000-400.000.
5.3 ბანკზე თავდასმხის განხორციელება ნებადართულია შემდეგ რიცხვებში:
1,3,5,7,9,11,13,15,17,19,21,23,25,27,29,31
5.4 ბანკზე თავდასხმის საათებია: 17:00-22:00.
5.5 Fleeca ბანკზე თავდასხმის დროები წინასწარ იწერება სერვერზე.
5.6 ბანკების ნუმერაცია:

Pacific - მთავარი ბანკი
Fleeca1 - Fleeca (2/6)
Fleeca2 - Fleeca(5/6)
Fleeca3 - Fleeca (6/6)
Fleeca4 - Fleeca(3/6)
Fleeca6 - Fleeca(1/6)
Fleeca5 - Fleeca(4/6)

5.7 ტერორისტულ აქტს ბანკზე/ბანკებზე არ სჭირდება რაიმე სპეციფიური IC მიზეზი მხოლოდ Crime/Fam კურატორის ნებართვა.


თავი VI. სხვა ტერორისტული აქტები

6.1 სერვერზე შესაძლებელია ისეთ ორგანიზაციებზე ტერორისტული აქტების ჩატარება, როგორიცაა: LSPD, FIB, Weazel News, EMS და Government.
6.2 აღნიშნული არასტანდარტული ტერორისტული აქტების ჩატარებისთვის საჭიროა შესაბამისი IC მიზეზი და RP სიტუაცია.
მითითება: IC მიზეზი უნდა დაადასტუროს ადმინისტრაციამ და ტერორისტული აქტის ჩატარების შემდეგ ფორუმზე უნდა გაიწეროს შესაბამისი RP სიტუაცია.
 
Status
Not open for further replies.