წესები ტერიტორიებზე ომის წესები

Status
Not open for further replies.

DAVE

Well-known member
Project Team
May 24, 2025
218
138
სიტუაციებზე და დასჯებზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გეტოს მთავარი კურატორი.
ახსნა: ყოველი სიტუაცია ინდივიდუალურია და ყველა შესაძლო სასჯელის აღწერა წესების პუნქტებში შეუძლებელია.
შენიშვნა: სასჯელი შეიძლება გაიცეს რეგლამენტს გარეთ, მაგრამ უნდა იყოს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და სამართლიანი.
ლიდერს აქვს უფლება აიღოს „გაყინვა“ თავისი ლიდერობის ვადის დასაწყისში 1-დან 3 დღემდე.
შენიშვნა: გაყინვის შესახებ უნდა დაწეროს სპეციალურ Discord არხში „capture“ 21:00-დან 13:00-მდე.
გამონაკლისი: თუ ლიდერმა ვადის დასაწყისში არ აიღო გაყინვა, მას ეს შეუძლია მოგვიანებითაც, ვადის განმავლობაში.
1.0 კაპტზე თითოეულ მონაწილეს სავალდებულოდ უნდა ეცვას იმ ორგანიზაციის დამახასიათებელი ტანსაცმელი და ფერი, რომელსაც წარმოადგენს. | სპეც.ციხე 35 წუთი
განმარტება: დაუშვებელია სხვა ორგანიზაციის ფერის / დრესკოდის იმიტაცია. ბანდის იდენტიფიკაცია უნდა მოხდეს გარეგნულადაც.
1.1 აკრძალულია ანიმაციების გამოყენება
ტერიტორიებზე ომის მიმდინარეობისას აკრძალულია შემდეგი ქმედებები:
სახურავების, სიმაღლეების ან ისეთ ადგილების დაკავება, რომლებზე მოხვედრა შეუძლებელია ანიმაციის გამოყენების გარეშე.
სხვადასხვა ანიმაციის/ გამოყენება დამალვის ან უპირატესობის მისაღებად
მაგალითად: კიბეზე ასვლა, ჩაკუზვა, Q - თი მოფარებული სროლა. | სპეც.ციხე
45 წუთი (ომის გადათამაშება კურატორის გადაწყვეტილებით)
განმარტება: დასაშვებია მხოლოდ იმ პოზიციების დაკავება, რომლებიც ღია და ხელმისაწვდომია.
1.2 ბრონისა და ჯანმრთელობის აღდგენის წესები ცეცხლის ქვეშ ყოფნისას
ტერიტორიულ ომში აკრძალულია ცეცხლის ქვეშ ყოფნისას:
ბრონჟილეტის გამოყენება
ჯანმრთელობის (ჰილი) აღდგენა | სპეც.ციხე
35 წუთი
განმარტება: აღნიშნული მოქმედებები დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოთამაშე სრულად დაცულ ადგილას იმყოფება, ისეთ პოზიციაზე, სადაც რეალურად ვერ ხვდებიან და ცეცხლი არ მიდის. მხოლოდ მოფარებულში ყოფნა არ ნიშნავს დაცულ ზონას.
1.3 ომის მიმდინარეობისას თითოეულ მოთამაშეს აკრძალული აქვს თან იქონიოს 3-ზე მეტი ბრონჟილეტი. | სპეც.ციხე
30 წუთი
განმარტება: ზედმეტი რაოდენობით ბრონის აღება ითვლება არაბალანსირებულ უპირატესობად და არღვევს სამართლიან PvP პირობებს. ყოველი მოთამაშე უნდა იყოს თანაბარ მდგომარეობაში
1.4 ომის ვიდეოფიქსაციის ვალდებულება
თითოეული მონაწილე ვალდებულია უზრუნველყოს სრული, უწყვეტი ვიდეოჩანაწერის არსებობა ომის დაწყებიდან მის დასრულებამდე და შეინახოს ის არანაკლებ 48 საათის განმავლობაში. |
ტერიტორიის გადაფორმება + ბანი 24 საათი განმეორების შემთხვევაში ბანი 14 დღე.
განმარტება: ჩანაწერი უნდა იყოს შესრულებული Nvidia Experience, Radeon Software ან მსგავსი პროგრამებით, რომლებიც იწერს მთელ სამუშაო ეკრანს, არა მხოლოდ კონკრეტულ აპლიკაციას. ვიდეო არ უნდა იყოს დამუშავებული ან მოჭრილი. მინიმალური ხარისხი - 480p და უნდა ჰქონდეს ორიგინალი ხმა. ვიდეო არ უნდა იყოს დამონტაჟებული ან მოჭრილი.
1.5 ზონის დროული დაკავება და ზონის დატოვება.
ტერიტორიებზე ომის დროს შემტევი და დამცველი მხარე ვალდებულია ომის ფუნქციური დაწყებიდან 7:00 წუთამდე შევიდეს ომის ზონაში (წითლად მონიშნულ რადიუსში) და აკრძალული აქვს მის დატოვება ომის დასრულებამდე. | სპეც.ციხე
40 წუთი + ტერიტორიის გადათამაშება
შენიშვნა: წესის განმეორებით დარღვევაზე შესაძლოა დადგეს შედეგის გაუქმება ან დროებითი ბანი (7 დღე) პასუხისმგებელ მოთამაშეზე ან ჯგუფზე, კურატორის გადაწყვეტილებით.
1.6 ტერიტორიებზე ომისას აკრძალულია ცეცხლის გახსნა ომის დაწყებიდან 9:30 წუთამდე, თუ ეს არ მოხდა მხარეებს შორის შეთანხმებით. | სპეც.ციხე 40 წუთი + ტერიტორიის გადაფორმება / გადათამაშება კურატორის გადაწყვეტილებით.
განმარტება *: აღნიშნული წესი მიზნად ისახავს, მხარეებს მიეცეთ თანაბარი დრო პოზიციურად სწორად განლაგებისა და ბრძოლისთვის მომზადების მიზნით.

განმარტება **: ცეცხლის ნაადრევად გახსნა ჩაითვლება უპირატესობის არაბალანსებულ გამოყენებად და გამოიწვევს კაპტის შედეგის გაუქმებას.
1.7 ტერიტორიულ ომში ჩართვა დაშვებულია მხოლოდ კვირის კონკრეტულ დღეებში | კაპტის გაუქმება + სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს

  • ორშაბათი
  • ოთხშაბათი
  • პარასკევი
  • კვირა
განმარტება: ნებისმიერი არაგეგმიური ომი ჩაითვლება დარღვევად.
გამონაკლისი: ორმხრივი შეთანხმება
1.8 ომის ინიციატორი მხარე (შემტევი მხარე) ვალდებულია კაპტის გამოცხადებისას დაწეროს Discord-ის სპეციალურ არხში (Capture) შემდეგი სტანდარტული ფორმატით, კაპტის ფუნქციური დარტყმიდან არაუგვიანეს 10 წუთისა:
ფორმატი კაპტის დასაწერად:

  • დრო : XX:XX
  • რაოდენობა : 6x6
  • იარაღის ტიპი : [მიუთითეთ კონკრეტული]
  • მედიკამენტი: დაშვებულია / აკრძალულია
  • ალკოჰოლი / ანალგეტიკი: დაშვებულია / აკრძალულია
  • მოსაწევი / ნარკოტიკი: დაშვებულია / აკრძალულია
  • ბრონი: დაშვებულია / აკრძალულია
  • ვის ურტყავთ : @TAG (მოწინააღმდეგე ფრაქციის დისქორდ პინგი)
დარღვევად ჩაითვლება დისქორდში ტერიტორიის აღწერის ტექსტის ედითი. | გადათამაშება.
მოგების შემთხვევაში: გააკეთეთ Forward და მიუწერეთ Win
წაგების შემთხვევაში: გააკეთეთ Forward და მიუწერეთ Lose
1.9 Ghetto კურატორი ან მისი შემცვლელი თუ ოფიციალურად მოითხოვს კაპტში მონაწილე მოთამაშეთა ვიდეოფიქსაციას, მონაწილეები ვალდებულნი არიან, ატვირთონ თავიანთი ვიდეოჩანაწერი არაუგვიანეს 5 საათისა მოთხოვნის მომენტიდან სპეციალურად განსაზღვრულ Discord არხში.
1.10 თითოეული კაპტის დაწყებამდე შემტევმა და დამცველმა მხარემ უნდა შეავსოს და დააფიქსიროს Capture List, შემდეგი ფორმატით, 25 წუთის განმავლობაში:
1/5 შემტევი: ყველა მოთამაშის სახელი გვარი ვინც შედის ომზე (@TAG, ვისაც უტევენ)
1/5 დამცველი: ყველა მოთამაშის სახელი გვარი ვინც შედის ომზე (@TAG, ვინც უტევთ) | გაფრთხილებას ლიდერზე / გადათამაშება.
1.11 იკრძალება ტექსტურები/მოდიფიკაციები/სკინები, რომლებიც იძლევა უპირატესობას. | ბლოკირება 15-30 დღე / სამუდამო ბლოკირება.
1.12 ერთ ბანდას შეუძლია დღეში მაქსიმუმ 5 თავდასხმა და 5 თავდაცვა.
1.13 კაპტების ჩატარება ნებადართულია 14:00-დან 23:00-მდე.
1.14 კაპტში მონაწილეთა დასაშვები რაოდენობა თითოეულ მხარეს: 6-დან 18-მდე.
1.14.1 დამცველ მხარეს შეუძლია მივიდეს კაპტზე ნაკლები რაოდენობით ან საერთოდ არ მივიდეს.
1.15 გეტოს კურატორს ან კონკრეტული ფრაქციის კურატორს შეუძლია კაპტის შემდეგ 24 საათში კონკრეტული მოთამაშისგან მოითხოვოს ვიდეო ფიქსაცია. თუ მოთამაშე ჩანაწერს ვერ/არ წარადგენს, ითვლება რომ არ ჩაუწერია.
1.16 კაპტის დროს აკრძალულია გადაადგილებისთვის გამოიყენოთ სახურავები, სიმაღლეები ან ისეთი ადგილები, სადაც მოხვედრა კაპტის დაწყების შემდეგ შეუძლებელია დახმარების გარეშე (მანქანები, საგნები და სხვ.). | სპეც.ციხე 45-60 წუთი / გაფრთხილება.
შენიშვნა: ავტოსადგომების ზედა სართულები ითვლება სიმაღლედ, მხოლოდ პირველი სართულია ნებადართული.
ახსნა: სიმაღლიდან სროლა ითვლება სიმაღლის დაკავებად.
1.17 კაპტის დროს აკრძალულია რთულად მისადგომი ან აკრძალული ადგილების დაკავება, რომლებიც თამაშში უპირატესობას იძლევა. | სპეც.ციხე 30-90 წუთი / გაფრთხილება / ბანი 3-7 დღე.
ახსნა: ადგილი რომელსაც აქვს მხოლოდ 1 შესასვლელი.
 
  • Like
Reactions: Tippin
Status
Not open for further replies.