კანონი სახელმწიფო ტალღის რეგულაციები

Status
Not open for further replies.

Seelien

Member
Aug 8, 2025
10
1
სახელმწიფო ტალღის რეგულაციები

1757168793192.png

მუხლი 1. ზოგადი დებულება
1.1. სახელმწიფო ტალღა წარმოადგენს რადიოარხს, რომლის საშუალებითაც სახელმწიფო სტრუქტურები ავრცელებენ განცხადებებსა და ოფიციალურ ინფორმაციას მოსახლეობისათვის.
1.2. სახელმწიფო ტალღის მიზანია მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დროული და ორგანიზებული მიწოდება.

მუხლი 2. დაკავების პროცედურა
2.1. სახელმწიფო ტალღის დასაკავებლად, სტრუქტურა ვალდებულია გააფრთხილოს ყველა სხვა სახელმწიფო სტრუქტურა დეპარტამენტის რაციაში.
2.2. თუ უარყოფა ან პრეტენზია არ შემოვიდა გონივრულ ვადაში (30 წამი), ტალღის დაკავება ნებადართულია.
2.3. ტალღის დაკავებისას, განცხადება უნდა იყოს მოკლე, მკაფიო და მხოლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას უნდა შეიცავდეს.

მუხლი 3. დაკავების შეზღუდვები
3.1. თუ სახელმწიფო ტალღა უკვე დაკავებულია ერთ-ერთი სტრუქტურის მიერ, სხვა სტრუქტურას არ აქვს უფლება მისი პარალელურად დაკავების.
3.2. სტრუქტურამ, რომელმაც დაასრულა განცხადება, ვალდებულია გაათავისუფლოს ტალღა.

მუხლი 4. გამონაკლისები
4.1. გადაუდებელ სიტუაციებში (ტერორისტული აქტი, მასშტაბური კრიმინალური შემთხვევა, მოქალაქეების სიცოცხლის პირდაპირი საფრთხე), ნებისმიერ სტრუქტურას ენიჭება უფლებამოსილება გამოიყენოს სახელმწიფო ტალღა დაჩქარებული მეთოდით.
4.1.1 დაჩქარებული მეთოდი გულისხმობს სახელმწიფო ტალღის გამოყენების უფლებას სხვა სტრუქტურებისგან პასუხის მიღების/მიუღებლობის მიუხედავად, მას შემდეგ როდესაც გადაიცემა ინფორმაცია დეპარტამენტის რაციაში, სახელმწიფო ტალღის დაჩქარებული მეთოდით გამოყენების თაობაზე.

მაგალითად: [/dep საგანგებო სიტუაციის გამო ფედერალური საგამოძიებო ბიურო იკავებს სახელმწიფო ტალღად], და ამის შემდეგ უზიარებთ ინფორმაციას მოსახლეობას სახელმწიფო ტალღის მეშვეობით.

მუხლი 5. პასუხისმგებლობა
5.1. რეგულაციების დარღვევა ისჯება ადმინისტრაციული სამართლის კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

გუბერნატორის ხელმოწერა:

S.Crossford
 
Status
Not open for further replies.