კანონი კანონი საომარი მდგომარეობის შესახებ

-Spencer

Deputy Chief
Staff member
D.Chief Administrator
Sep 20, 2025
28
1
San Andreas
კანონი საომარი მდგომარეობის შესახებ

1757168793192.png


მუხლი 1. ზოგადი დებულება

1.1 ამ კანონის მიზანია განსაზღვროს საომარი მდგომარეობის გამოცხადების საფუძვლები, პროცედურები და არმიის უფლებამოსილებები.

მუხლი 2. საომარი მდგომარეობის გამოცხადება
2.1 საომარი მდგომარეობა გამოცხადდება შტატის უსაფრთხოების, სუვერენიტეტის ან ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის შემთხვევაში.
2.2 გადაწყვეტილებას იღებს შტატის აღმასრულებელი ხელისფლება (გუბერნატორი ან ვიცე გუბერნატორი ).
2.3 საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ:

  • ძალაში შედის სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი.
  • დროებით იზღუდება ზოგიერთი სამოქალაქო უფლება (მაგ. შეკრების თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება).
  • შტატის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი უფლებამოსილებებს გადასცემს სამხედრო სტრუქტურებ
მუხლი 3. არმიის უფლებამოსილებები საომარი მდგომარეობის დროს
3.1 საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა: არმია უფლებამოსილია უზრუნველყოს უსაფრთხოება ქუჩებში, სტრატეგიულ ობიექტებთან და საზღვარზე.
3.2 გადაადგილების კონტროლი: სამხედრო ძალები ახორციელებენ გადაადგილების შეზღუდვას, საგუშაგოების მოწყობას და საგანგებო პასპორტულ კონტროლს.
3.3 სტრატეგიული ობიექტების დაცვა: ენერგეტიკული, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაცვა.
3.4 აღმასრულებელი ხელისუფლების მხარდაჭერა: არმია ასრულებს აღმასრულებელი ხელისუფლების მითითებებს, უზრუნველყოფს კრიტიკული სერვისების უწყვეტობას.
3.5 განსაკუთრებული უფლებამოსილებები:

  • საგანგებო წესით დაკავება და დაკითხვა.
  • კომენდანტის საათის დაწესება.
  • მედიის საქმიანობის რეგულირება უსაფრთხოების მიზნით.
მუხლი 4. კონტროლი და ზედამხედველობა
4.1 საომარი მდგომარეობის მოქმედება ექვემდებარება აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობას.
4.2 არმიის მიერ მიღებული ზომები უნდა იყოს პროპორციული და დროებით ხასიათის.

მუხლი 5. ძალაში შესვლა
5.1 წინამდებარე აქტი ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე და ვრცელდება თითოეულ მოქალაქესა თუ სახელმწიფო მოხელეზე.




გუბერნატორის ხელმოწერა
M.Corleonesi