ბიოგრაფიაში უნდა იყოს წარმოდგენილი შემდეგი ინფორმაცია:
სახელი,გვარი,დაბადების თარიღი,IC ასაკი – რa ჰქვია თქვენს პერსონაჟს,მისი გვარი,დაბადების თარიღი და ასაკი.
პირადი ფოტო – თქვენი პერსონაჟის ფოტო სერვერზე.
პასპორტის ფოტო – პასპორტის პირველი გვერდის სურათი თამაშში
სქესი – თქვენი პერსონაჟის სქესი.
ეროვნება – თქვენი პერსონაჟის ეროვნება.
მშობლები – თქვენი პერსონაჟის მშობლების სახელები.
განათლება – უმაღლესი/საშუალო/არ აქვს.
გარე აღწერა – სიმაღლე,თმის ფერი,თვალის ფერი,სხეულის აგებულება,ტატუები და სხვა.
ბავშვობა – პერსონაჟის დაბადების ადგილი და ისტორია (ასაკი 0-დან 12 წლამდე).
მოზარდობა – სასწავლებელი,ურთიერთობები და ისტორია (ასაკი 12-დან 17 წლამდე).
ახალგაზრდობა – პირველი სამუშაო ადგილი/უნივერსიტეტი და ისტორია (ასაკი 18-დან 25 წლამდე).
ზრდასრულობა – ასაკი 25-დან XX წლამდე (თუ პერსონაჟი 25 წლამდეა,მაშინ „ახალგაზრდობის“ შემდეგ გადადის პირდაპირ „დღევანდელ დროზე ისტორიით“).
დღევანდელი დრო – რა ხდება ახლა პერსონაჟის ცხოვრებაში.
ბიოგრაფიის შედეგი(რეზულტატი) – რა გსურთ მიიღოთ ბიოგრაფიიდან.
Role Play ბიოგრაფია – ეს არის თქვენი პერსონაჟის ისტორია როგორც რეგისტრაციამდე,ისე რეგისტრაციის შემდეგ.მასში შეიძლება იყოს როგორც თქვენ მიერ შეთხზული მოვლენები,ასევე ის,რაც სერვერზე მოხდა.ბიოგრაფია პირველ რიგში შემოქმედებითი ჩანაფიქრია.
მოთხოვნები:
ბიოგრაფია უნდა იყოს სწორად შედგენილი,ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის წესების დაცვით.
RP ბიოგრაფია უნდა იყოს გაფორმებული მკაცრად შაბლონის მიხედვით ყველა პუნქტის გამოყენებით.
შენიშვნა: შესაძლებელია დამატებითი პუნქტების გამოყენება,თუ ეს უფრო დეტალურად წარმოაჩენს პერსონაჟის ხასიათს, წარსულს და ა.შ.
ბიოგრაფიას უნდა ჰქონდეს გეგმა.მოვლენები უნდა იყოს სტრუქტურირებული,თანმიმდევრული და ერთმანეთთან დაკავშირებული.
პერსონაჟის ისტორია,წინაპირობები და მოტივაციები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს და არ უნდა არღვევდეს ამბის მთლიანობას.
ინტერესების შეცვლას/კრიმინალური გზის არჩევას ბიოგრაფიაში უნდა ჰქონდეს სერიოზული მოტივაცია და ნათელი წინაპირობები.
ყველა წინაპირობა და მოტივაცია უნდა იყოს მკაფიოდ აღწერილი და ლოგიკურად დასაბუთებული.
ბიოგრაფიაში უნდა იყოს დაცული დროის ჩარჩოები (ასაკი და ეპოქა,რომელშიც პერსონაჟი ცხოვრობს).
ბიოგრაფია უნდა იყოს რეალისტური.პერსონაჟს არ უნდა ჰქონდეს ზებუნებრივი უნარები.
პლაგიატის შემთხვევაში,მოგეცემათ 1-კვირიანი აკრძალვა RP ბიოგრაფიის დაწერაზე.
თუ ადმინისტრატორი მოითხოვს შესწორებებს, თქვენ გაქვთ 48 საათი ცვლილებების შესატანად,წინააღმდეგ შემთხვევაში ბიოგრაფიას მიენიჭება სტატუსი „უარყოფილი“.
ბიოგრაფია უნდა იყოს დაწერილი როგორც ისტორია,და არა როგორც მშრალი ფაქტების ჩამონათვალი.
თუ „შედეგი“ არ არის მითითებული,ბიოგრაფია მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს ატარებს.
ბიოგრაფიები მოწმდება RP-განყოფილების ზედამხედველის მიერ რიგის მიხედვით.
პერსონაჟის სახელის შეცვლის შემდეგ ძველი RP ბიოგრაფია უქმდება.ახალი პერსონაჟისთვის საჭიროა ახალი ბიოგრაფია. დუბლირების შემთხვევაში ორივე ბიოგრაფია წაიშლება.
ადმინისტრატორს აქვს უფლება განსაზღვროს რამდენ შანსს მისცემს ბიოგრაფიის დასამუშავებლად,იმის მიხედვით, თუ როგორ იქნა შესრულებული შესწორებები.
თუ თქვენი ბიოგრაფია ადრე იყო უარყოფილი,იგივე ან მსგავსი ისტორიით ხელახლა შექმნილი თემა ავტომატურად უარყოფილი იქნება.(ბიოგრაფიის უარყოფის შემდგომ 3 დღის განმავლობაში დაწერილი ხელახალი ბიოგრაფია იგივე პიროვნების მიერ 2 კვირიან ბლოკირებას მიიღებს ატვირთვაზე)
შენიშვნა: თემის ხელახალი განხილვა წესების გვერდის ავლით შესაძლებელია მხოლოდ მაღალი ადმინისტრატორის გადაწყვეტილებით რომელიც კურირებს ბიოგრაფიებს.
ოჯახის ბიოგრაფია შეიძლება დამტკიცდეს მხოლოდ ინფორმაციული სახით,ანუ შედეგის გარეშე,რომელიც ოჯახის წევრებზე გავლენას არ მოახდენს.
შენიშვნა: თუ ოჯახის ყველა წევრს სურს ერთნაირი შედეგი,მაშინ თითოეულმა უნდა დაწეროს პერსონალური ბიოგრაფია თავისი პერსონაჟისთვის.
მინიმალური დასაშვები რაოდენობა ბიოგრაფიისთვის არის 3000 სიმბოლო (გამოტოვებების გარეშე).
შენიშვნა: სიმბოლოები ითვლება „ბავშვობიდან“ „დღევანდელ დღემდე“.