კანონი ადმინისტრაციული კოდექსი

Status
Not open for further replies.

M0RAL3Z

Well-known member
Server Curator
Jun 17, 2025
105
3
ადმინისტრაციული კოდექსი

კარი I. ზოგადი დებულებები


unit_gamosayofi.png
მუხლი 1. ადმინისტრაციული კოდექსი წარმოადგენს ნორმატიულ აქტს, რომელიც არეგულირებს საზოგადოებრივ ურთიერთობებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების სფეროში, ასევე ადგენს ზოგად პრინციპებს, ყველა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამონათვალს (რომელიც შეიძლება რეგიონალურ დონეზე შეივსოს), ორგანოებს, რომლებიც განიხილავენ საქმეებს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების წესს და ადმინისტრაციულ საქმეებზე გადაწყვეტილებების აღსრულების წესს.

მუხლი 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევები განსხვავდება დანაშაულისაგან იმით, რომ მათი ჩადენა არ იწვევს საზოგადოებისთვის არსებით ზიანს და მათ არ აქვთ საზოგადოებრივი საშიშროების ის ნიშანი, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კანონმდებლობით. გარკვეული ქმედება შეიძლება ერთდროულად ჩაითვალოს როგორც სამართალდარღვევად, ასევე დანაშაულად, განხორციელებული ზიანის ხარისხისა ან სხვა გარემოებების მიხედვით.

მუხლი 3. პრინციპები და ამოცანები

ჩ. 1. სამართალდარღვევა ქმედებაში (უმოქმედობაში), მისი დასჯადობა და სხვა სამართლებრივი შედეგები განისაზღვრება მოცემული კოდექსის დებულებებით.

ჩ. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კანონმდებლობის ამოცანებია: პიროვნების დაცვა, ადამიანის და მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფა, მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და მოსახლეობის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური კეთილდღეობის დაცვა, საზოგადოებრივი ზნეობის დაცვა, გარემოს დაცვა, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების დადგენილი წესრიგის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა, საკუთრების დაცვა, ფიზიკური და იურიდიული პირების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერ ეკონომიკურ ინტერესთა დაცვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისგან, ასევე ასეთი სამართალდარღვევების პრევენცია.

მუხლი 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ცნება

ჩ. 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება პირის ისეთი უკანონო ქმედება (უმოქმედობა), რომლისათვისაც მოცემული კოდექსით ან შტატის სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

ჩ. 2. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სამართალდარღვევის ჩადენისთვის დგება მოცემული კოდექსისა და სან-ანდრეასის შტატის სხვა კანონმდებლობის საფუძველზე.

ჩ. 3. სან-ანდრეასის შტატის კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებების დარღვევისთვის შეიძლება დადგეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რომელიც განისაზღვრება სწორედ იმავე კანონმდებლობით.

ჩ. 4. სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელები უნდა შეესაბამებოდეს ადმინისტრაციული კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებებს.

მუხლი 5. ქვეკომპეტენცია

ჩ. 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სასჯელის დაკისრება შეუძლიათ მხოლოდ LSPD-ის, LSSD-ისა და FIB-ის თანამშრომლებს.


მუხლი 6. ბრალეულობის ფორმა

ჩ. 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაითვლება განზრახ ჩადენილად, თუ პირი, რომელმაც იგი ჩაიდინა, აცნობიერებდა თავისი ქმედების (უმოქმედობის) უკანონო ხასიათს, წინასწარ ხედავდა მის საზიანო შედეგებს და სურდა მათი დადგომა, ან შეგნებულად უშვებდა მათ, ანდა მათ მიმართ გულგრილად იყო განწყობილი.

ჩ. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაითვლება დაუდევრობით ჩადენილად, თუ პირი, რომელმაც იგი ჩაიდინა, წინასწარ ხედავდა თავისი ქმედების (უმოქმედობის) საზიანო შედეგების დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ ფიქრობდა, რომ თავიდან აიცილებდა მათ, ან ვერ ხედავდა მათი დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უნდა და შეეძლო ეს ეჩვენებინა.

ჩ. 3. არ ითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად პირის მიერ კანონს მიერ დაცული ინტერესებისთვის ზიანის მიყენება უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, ანუ იმ საფრთხის მოსაცილებლად, რომელიც ემუქრება მის პიროვნებასა და უფლებებს ან სხვა პირების უფლებებს, ასევე საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონით დაცულ ინტერესებს.

ჩ. 4. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაუშვებელია უდანაშაულოდ მიყენებული ზიანისათვის.



მუხლი 7. სასჯელის დანიშვნის საერთო პრინციპები

ჩ. 1. პირს, რომელიც დამნაშავედ იქნა ცნობილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში, შეეფარდება სამართლიანი სასჯელი იმ ფარგლებში, რომელიც გათვალისწინებულია მოცემული კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლით და საერთო ნაწილის დებულებების გათვალისწინებით.

ჩ. 2. სასჯელის დანიშვნისას შეიძლება იქნეს გათვალისწინებული სამართალდარღვევის ხასიათი და მისი საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, აგრეთვე დამნაშავის პიროვნება, მათ შორის გარემოებები, რომლებიც სასჯელს ამსუბუქებს ან ამძიმებს. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას სასჯელის ვადისა და ფორმის შესახებ იღებს ის თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს დაკავების პროცესს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

გამონაკლისი 1. სასამართლოს გადაწყვეტილებები, გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილეების გადაწყვეტილებები დაკავების ბრძანების, ორდერის ან განჩინების ფარგლებში. აღნიშნულ შემთხვევებში სასჯელის განმახორციელებელი თანამშრომლები ვალდებულნი არიან დაიცვან დოკუმენტში მითითებული სანქცია, ან გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილეების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში განსაზღვრული სანქცია.


გამონაკლისი 2. იმ შემთხვევაში, თუ დაკავების პროცესში მონაწილეობდა გენერალური პროკურორის ოფისის წარმომადგენელი, საბოლოო გადაწყვეტილება, სასჯელის სახე და პატიმრობის ვადა ეკისრება აღნიშნული კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენელს. პროკურორს ასევე უფლება აქვს, აღნიშნული უფლებამოსილება გადასცეს დაკავების პროცესის განმახორციელებელ თანამშრომელს.

მუხლი 8. სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოებები

ჩ. 1. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად აღიარებულია:

– პირის მონანიება, რომელმაც ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა;
– სამართალდარღვევის ჩამდენი პირის მიერ უკანონო ქცევის ნებაყოფლობით შეწყვეტა;
– სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ნებაყოფლობითი შეტყობინება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოებისათვის უფლებამოსილ ორგანოში ჩადენილი სამართალდარღვევის შესახებ;
– სამართალდარღვევის ჩამდენი პირის მიერ დახმარების გაწევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოებისათვის უფლებამოსილი ორგანოსათვის;
– სამართალდარღვევის ჩამდენი პირის მიერ სამართალდარღვევის საზიანო შედეგების თავიდან აცილება;
– სამართალდარღვევის ჩამდენი პირის მიერ ნებაყოფლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება ან დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ნებაყოფლობითი აღმოფხვრა.

მუხლი 9. სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები

ჩ. 1. ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დამამძიმებელ გარემოებად აღიარებულია:

– უკანონო ქცევის გაგრძელება უფლებამოსილი პირების მხრიდან მისი შეწყვეტის მოთხოვნის მიუხედავად;
– მსგავსი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებითი ჩადენა, კერძოდ: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა 20 წლის ((20 დღის)) ვადაში დაკავების დღიდან — ადმინისტრაციული დაკავების შემთხვევაში, ან 3 წლის ((3 დღის)) ვადაში — ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის დღიდან;
– ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ;
– ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა სტიქიური უბედურების ან სხვა საგანგებო ვითარების პირობებში;
– ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა ნასვამ მდგომარეობაში, ან ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ინტოქსიკაციის მდგომარეობის დადგენაზე სამედიცინო შემოწმებისგან უარის თქმა, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი იმის ვარაუდისა, რომ სამართალდარღვევის ჩამდენი პირი იმყოფებოდა ზემოხსენებულ მდგომარეობაში.


მუხლი 10. სასჯელის დანიშვნა

ჩ. 1. ადმინისტრაციული სასჯელის სახეებია:

გაფრთხილება - ადმინისტრაციული სასჯელის სახე, რომელიც გამოიხატება ზეპირსიტყვიერად.

ადმინისტრაციული ჯარიმა - ფულადი სანქცია, რომელიც ვრცელდება პირზე განსაზღვრული თანხის სახით.

ადმინისტრაციული დაკავება - ადმინისტრაციული სასჯელის სახეობა, რომელიც გულისხმობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის თავისუფლების შეზღუდვას საზოგადოებიდან იზოლაციის პირობებში მაქსიმუმ 30 დღით ((30 წუთით)). ადმინისტრაციულ დაკავებას ექვემდებარებიან პირები, რომელთა მიერ დარღვეულია კოდექსის შესაბამისი მუხლები, რომლებიც ითვალისწინებს აღნიშნულ ზომას.

დისციპლინური პასუხსიმგებლობა - ადმინისტრაციული სასჯელის სახე, რომელიც გამოიყენება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების თანამშრომლებისა და საჯარო მოხელეების მიმართ, თუ მათ მიერ დარღვეულია მოცემული კოდექსით დადგენილი ქცევის წესები და/ან სამსახურებრივი მოვალეობები. დისციპლინური პასუხისმგებლობა შეიძლება მოიცავდეს საყვედურს, თანამდებობის დაქვეითებას ან სხვა ზომებს, რომლებიც გათვალისწინებულია შრომის კოდექსით. მისი გამოყენება ხდება ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე, გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილეების გადაწყვეტილებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ან სახელმწიფო მოხელის დაკავებისას წარმოებული განხილვისას, თუ დაკავებულის ხელმძღვანელობა, დაკავების განმახორციელებელი თანამშრომელი და გენერალური პროკურორის ოფისის წარმომადგენელი თანხმდებიან აღნიშნულ ზომაზე.

სპეციალური უფლების ჩამორთმევა - ადმინისტრაციული სასჯელის სახე, რომელიც გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი პირდაპირ გათვალისწინებულია დარღვეული მუხლის სანქციით. ეს სასჯელი გამოიხატება შესაბამისი ლიცენზიის ჩამორთმევით. მოცემული კანონმდებლობით გათვალისწინებულია:
ა) სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება - ასახულია პასპორტში შესაბამისი კატეგორიით ან კრიტერიუმით;
ბ) სამოქალაქო იარაღის ფლობის უფლება - ასახულია პასპორტში როგორც „ლიცენზია მსუბუქ და საშუალო იარაღზე“;
გ) წყლის ბიორესურსების მოპოვების (თევზჭერის) უფლება - ასახულია პასპორტში როგორც „თევზჭერის ლიცენზია“;
დ) სანადირო რესურსების მოპოვების (ნადირობის) უფლება - ასახულია პასპორტში როგორც „ნადირობის ლიცენზია“;
ე) სამეწარმეო საქმიანობის უფლება - ასახულია პასპორტში როგორც „ლიცენზია მცირე და საშუალო ბიზნესზე“;
ვ) სხვა სპეციალური უფლებები, რომლებიც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით.

კონფისკაცია - ადმინისტრაციული სასჯელის სახე, რომელიც გულისხმობს იმ საგნის ჩამორთმევას, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღს ან უშუალო ობიექტს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირაა გათვალისწინებული დარღვეული მუხლის სანქციით.

ჩ. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის უმნიშვნელო მნიშვნელობის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია გაათავისუფლოს სამართალდარღვევის ჩამდენი პირი პასუხისმგებლობისგან და შემოიფარგლოს ზეპირი შენიშვნით.

ჩ. 3. განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, რომლებიც უკავშირდება სამართალდარღვევის მიზნებსა და მოტივებს, დამნაშავის როლს, მის ქცევას სამართალდარღვევის ჩადენის დროს ან შემდეგ, ან სხვა გარემოებებს, რომლებიც არსებითად ამცირებს სამართალდარღვევის საზოგადოებრივ საშიშროებას, აგრეთვე ჯგუფური სამართალდარღვევის მონაწილე პირის აქტიური ხელშეწყობისას მისი გახმაურებისა, სასამართლოს შეუძლია დანიშნოს უფრო მსუბუქი სასჯელი, ვიდრე მოცემული მუხლით არის გათვალისწინებული, ან არ გამოიყენოს დამატებითი სასჯელი, რომელიც სავალდებულოდ არის დადგენილი.


მუხლი 11. ერთდროულად რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა

ჩ. 1. თუ პირი ჩადის ორ ან მეტ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ადმინისტრაციული სასჯელი ინიშნება თითოეული ჩადენილი სამართალდარღვევისთვის და ეკისრება მაქსიმალური პასუხისმგებლობა.


მუხლი 12. სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის ან საგნის კონფისკაცია

კონფისკაცია - არის იძულებითი, უსასყიდლო გადაცემა შტატის საკუთრებაში იმ ნივთების, რომლებიც ამოღებულია დამნაშავისგან.

მუხლი 13. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობის დაკისრების ვადები

ჩ. 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობის დაკისრების ვადაა 10 დღე((10 დღე)).

ჩ. 2. ვადები დგინდება შემდეგნაირად:

★ – 10 დღე ((10 წუთი));


მუხლი 14. გირაოს საფუძველზე გათავისუფლება

ჩ. 1. ადმინისტრაციული ან საგზაო კოდექსის დარღვევის გამო დაკავებული პირი შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებიდან გარკვეული თანხის, გირაოს, სანაცვლოდ, ადვოკატის მომსახურების გამოყენებით.

ჩ. 2. ადმინისტრაციული კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის ნორმების თანახმად, თუ კონკრეტული მუხლის სანქციაში გირაოს ოდენობა პირდაპირ განსაზღვრული არ არის, აღნიშნული ღონისძიების (გათავისუფლება გირაოს საფუძველზე) გამოყენება შეუძლებელია.

ჩ. 3. ადმინისტრაციული მუხლებით გათვალისწინებული გირაოს ოდენობა დგინდება იმ სანქციის შესაბამისად, რომელიც ეკისრება პირს.

ჩ. 4. ის პირები, რომლებიც დაკავებულნი არიან სასამართლოს გადაწყვეტილებით ან გენერალური პროკურორის ოფისის განჩინებით, ვერ გათავისუფლდებიან გირაოს საფუძველზე.
გამონაკლისი: სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია გირაოს საფუძველზე გათავისუფლების უფლების მინიჭება (მაშინაც კი, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული კანონით). გირაოს ოდენობას ასევე სასამართლო განსაზღვრავს.

ჩ. 5. თუ პირი დაკავებულია ორი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, გირაოს ოდენობა დგინდება იმ მუხლის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს ყველაზე მაღალ ოდენობას.



კარი II. სამართალდარღვევები, რომლებიც ეხება საზოგადოებრივ წესრიგსა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას


unit_gamosayofi.png

მუხლი 15. წვრილმანი ხულიგნობა - საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, რომელიც გამოხატავს აშკარა უპატივცემულობას საზოგადოებისადმი.

ჩ. 1. ქმედებები, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს ხულიგნობად:

მოქალაქეთა შეურაცხმყოფელი ჩარევა, ანუ თუნდაც სიტყვიერი ან ფიზიკური მოქმედებები, რომლებიც არღვევს პიროვნების ღირსებას (მაგალითად, უხეში კომენტარები ან დევნა);

ჩხუბი, თუ მასში არ მოიძებნა სისხლის სამართლის დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები;

ქმედებები, რომლებიც შეიცავს საფრთხეს საზოგადოებისთვის (მაგალითად,, მუქარა);

თოვლის გუნდების, ნარჩენების ან სხვა საგნების სროლა პირებზე, მათ მიმართულებით, ტრანსპორტის საშუალებებზე ან სახელმწიფო დაწესებულებების შენობებზე.
გამონაკლისი: ურთიერთშეთანხმებით თამაშის შემთხვევა (მაგალითად, გუნდაობა).

განსაკუთრებული აკრძალვის ადგილები:

ხალხის მასობრივი თავშეყრის ადგილები ((მწვანე ზონები)), სახელმწიფო დაწესებულებების შენობები და მიმდებარე ტერიტორიები, პარკები, სკვერები, პლაჟები, ასევე 7 ან მეტი ადამიანის თავშეყრის ადგილები.

ხულიგნური ქმედებები:

არაერთგზის გამოყენება უწმაწური სიტყვებისა (მათ შორის, ხმოვანი აღქმის საშუალებით – მუსიკის ჩართვით);

სარეკლამო ან არასათანადო ჟესტების გამოყენება;

სახელმწიფო დაწესებულებებში და მიმდებარე ტერიტორიებზე:

ნაგვის, ნარჩენების ან სხვა საგნების (მათ შორის ფუნქციური საგნების) გადაყრა, თუ ეს აშკარად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს;

სპორტით დაკავება, სავარჯიშოების შესრულება, ცეკვა ((ანიმაციები));

სხვის ზურგზე ტარება, ბოძებზე ხოხვა, მრავალგზის სასტვენი ან ყვირილი;

მუსიკის ან სხვა ხმების გამშვები მოწყობილობების გამოყენება.

სანქცია: ჯარიმა 1.000$–დან 5.000$–მდე, ან თავისუფლების აღკვეთა 10–დან 20 დღემდე.
გირაო: 6.000$.


ჩ. 2. ხულიგნობის განმეორებითი ჩადენა (ჩ.1–ის ფარგლებში):

ჯარიმა – 10.000$, ან

თავისუფლების აღკვეთა – 30–დან 40 დღემდე.

შენიშვნა: ჩამოთვლილი ქმედებები არის ზოგადი მონახაზი და არ წარმოადგენს ამომწურავ სიას, შესაბამისად, ხულიგნობად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი სხვა ქმედებაც, რომელიც აშკარად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და ეწინააღმდეგება საზოგადოებაში მიღებულ მორალურ–ეთიკურ ნორმებს.


მუხლი 16. სახელმწიფო დაწესებულებების შენობებში ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების გამოყენება
(მოპედი, ავტომობილი, მოტოციკლი, ველოსიპედი და სხვ.).

სანქცია: ჯარიმა 5.000$–დან 10.000$–მდე, ან თავისუფლების აღკვეთა 20 დღემდე.

გირაო: 6.000$.


მუხლი 17. სახელმწიფო ქონების თვითნებური გამოყენება, რომელიც გაცემულია იჯარის საფუძველზე

სანქცია: 7.000 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 30 დღემდე.
გირაო: 8.000 აშშ დოლარი.

მუხლი 18. ამ მუხლში მოცემული შენიშვნით განსაზღვრულ ადგილებში ყოფნა მიუღებელ მდგომარეობაში, აგრეთვე ალკოჰოლური ან ნარკოტიკული შემთვრალობის მდგომარეობაში
სანქცია:
5.000–დან 10.000 აშშ დოლარამდე ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 10-დან 30 დღემდე.
გირაო: 6.000 აშშ დოლარი.

შენიშვნა. მიუღებელ მდგომარეობად ითვლება:

ა)
ზედა ტანსაცმლის რომელიმე ელემენტის გარეშე ყოფნა ადამიანთა მასობრივი თავშეყრის ადგილებში ((„მწვანე ზონებში“)), აგრეთვე სახელმწიფო დაწესებულებების შენობებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე.
გამონაკლისი: დასაშვებია მსგავსი გარეგნობა პლაჟებზე, სხვა წყალსაცავებზე, EMS-ის შენობებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ტანსაცმლის მაღაზიებში და საფოსტო განყოფილებებში, ასევე იმ შემთხვევაში, თუ კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოქმედი რეგლამენტით/დრესკოდით ნებადართულია ტანსაცმლის შესაბამისი ელემენტების არ ქონა.

დამატებითი შენიშვნა: თუ კაპიშონი, მოტოციკლეტის ჩაფხუტის შუშა ან მსგავსი ნივთი ქმნის შესაძლებლობას, რომ გართულდეს სამართალდამრღვევის არსებობის ან არარსებობის დადგენა, უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ასეთი ნივთის მოხსნა მოქმედი კანონმდებლობის დაცვის უზრუნველსაყოფად. მოთხოვნის შესრულების შემდეგ, მოქალაქეს უფლება აქვს განაგრძოს აღნიშნული ნივთის ტარება.

გ) ალკოჰოლური პროდუქციის მოხმარება (სმის ჩათვლით) ან ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, ახალი პოტენციურად საშიში ფსიქოაქტიური ნივთიერებების ან გამაბრუებელი საშუალებების მოხმარება ადამიანთა მასობრივი თავშეყრის ადგილებში, ისევე როგორც იქ ყოფნა ალკოჰოლური ან ნარკოტიკული შემთვრალობის მდგომარეობაში.
გამონაკლისი: ალკოჰოლური პროდუქციის მოხმარება ნებადართულია გასართობ და შესასვენებელ დაწესებულებებში ((კლუბები, ბარები, კაზინო, Maze Bank Arena)), აგრეთვე კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე.

დ) მამაკაცთა ყოფნა სპორტულ შორტებში/საცვალში/საცურაო კოსტიუმში, ქალთა ყოფნა საცურაო კოსტიუმში/საცვალში სახელმწიფო დაწესებულებების შენობებში.
გამონაკლისი: EMS-ის შენობები და მათი მიმდებარე ტერიტორია.


მუხლი 19. საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობის, ორგანიზების ან ჩატარების კანონით დადგენილი წესის დარღვევა


ნაწილი 1. საჯარო ღონისძიების ორგანიზატორის მიერ შეკრების ან მიტინგის ორგანიზება და ჩატარება, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს საზოგადოებრივ წესრიგსა და სახელმწიფოს უსაფრთხოებას.
სანქცია: 40 დღემდე თავისუფლების აღკვეთა ან 10.000 აშშ დოლარის ჯარიმა.
გირაო: 6.000 აშშ დოლარი.


მუხლი 20. უკანონო შეღწევა ან ყოფნა


ნაწილი 1. უკანონო შეღწევა ან ყოფნა კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ობიექტზე (იხ. შენიშვნა მუხლის 22 ნაწილის 2-ში).
სანქცია: 3.000–დან 7.000 აშშ დოლარამდე ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 10–დან 30 დღემდე.
გირაო: 6.000 აშშ დოლარი.

ნაწილი 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, რომელიც გათვალისწინებულია 22 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
სანქცია: 10.000 აშშ დოლარის ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 40 დღემდე.


მუხლი 21. სამსახურებრივი სამართალდარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულის კომპონენტის გარეშე


პირი ექვემდებარება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შემდეგ შემთხვევებში:

სამსახურებრივი მოვალეობების არასათანადო შესრულება ან შეუსრულებლობა;

უფლებამოსილების გადაჭარბება;

სხვა ქმედებები, რომლებიც შეიძლება შეფასდეს როგორც სამსახურებრივი სამართალდარღვევა, თუ აღნიშნულ ქმედებებს არ მოჰყოლია სერიოზული ზიანი ან მოქალაქეთა/ორგანიზაციების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს მნიშვნელოვანი დარღვევა, აგრეთვე საზოგადოების ან სახელმწიფოს ინტერესების კანონის დაცვა;

თუ ქმედებები ფორმალურად შეიცავენ დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ არ ექვემდებარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ზიანის არარსებობის, სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილის ან თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე.

სანქცია: 10.000–დან 30.000 აშშ დოლარამდე ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 20–დან 40 დღემდე.


მუხლი 22. სამთავრობო ორგანოებისა და მათი წარმომადგენლებისადმი არასწორი ქცევა


ნაწილი 1. სასამართლოსადმი არასათანადო დამოკიდებულება, მათ შორის სასამართლო პროცესის მონაწილეების შეურაცხყოფა:
სანქცია: 30.000–დან 50.000 აშშ დოლარამდე ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 10–დან 40 დღემდე.

ნაწილი 2. სან-ანდრეასის შტატის სენატისადმი არასათანადო დამოკიდებულება, მათ შორის სენატის წევრების შეურაცხყოფა:
სანქცია: თავისუფლების აღკვეთა 10–დან 40 დღემდე.

ნაწილი 3. სან-ანდრეასის შტატის სახელმწიფო ორგანიზაციების მხრიდან სახელმწიფო ტალღის რეგულიციების დარღვევა.

სანქცია: 50.000–დან 80.000 აშშ დოლარამდე ჯარიმა.

კარი III. სამოქალაქო უფლებებისა და საკუთრები ხელყოფა

unit_gamosayofi.png

მუხლი 23. ზემოქმედების, შანტაჟის ან მუქარის განხორციელება მოქალაქეზე ან მისი ოჯახის წევრებზე (პირდაპირი ან ირიბი)


სანქცია: თავისუფლების აღკვეთა 20–დან 30 დღემდე.
გირაო: 6.000 აშშ დოლარი.


მუხლი 24. დისკრიმინაცია


ნაწილი ა) დისკრიმინაციად ითვლება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე მოქალაქის კანონიერ ინტერესებზე ხელშეშლა სქესის, რასის, კანის ფერის, ეროვნების, ენის, წარმომავლობის, ქონებრივი, საოჯახო, სოციალური ან სამსახურებრივი სტატუსის, ასაკის, საცხოვრებელი ადგილის, რელიგიის, მრწამსის, საზოგადოების ან სოციალურ ჯგუფებთან კავშირის ან არ კავშირის საფუძველზე.

ნაწილი ბ) დისკრიმინაცია დასაქმების სფეროში. ყველა ადამიანს აქვს თანაბარი შესაძლებლობა თავისი შრომითი უფლებების განხორციელებისთვის. არავინ არ უნდა შეიზღუდოს შრომით უფლებებში ან მიიღოს უსაფუძვლო უპირატესობა მუხლის ნაწილის ა) მიხედვით ჩამოთვლილი ნიშნების ან სხვა ფაქტორების გამო, რომლებიც არ უკავშირდება თანამშრომლის პროფესიულ შესაძლებლობებს.

სანქცია: 5.000–დან 10.000 აშშ დოლარამდე ჯარიმა.

შენიშვნა: დისკრიმინაციად არ ითვლება განსხვავებები, გამონაკლისები ან შეზღუდვები, რომლებიც გამოწვეულია სამუშაო სპეციფიკით, ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნებით, შრომითი რესურსების ბალანსის შენარჩუნების საჭიროებით, მოქალაქეების პრიორიტეტული დასაქმებით ან სხვა ზომებით, რომლებიც შესაბამისობაშია სახელმწიფო პოლიტიკასთან.


მუხლი 25. პირადი ცხოვრების შეურაცხყოფა, ტელეფონით ტერორი, თვალთვალი საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე


სანქცია: 10.000 აშშ დოლარის ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 20–დან 40 დღემდე.
გირაო: 8.000 აშშ დოლარი.

შენიშვნა: პირადი ცხოვრების შეურაცხყოფად ითვლება პერსონალური მონაცემების შეგროვება, შენახვა, გავრცელება ან გამოყენება პირის თანხმობის გარეშე, აგრეთვე თვალთვალი, ან სხვა ქმედებები, რომლებიც მიმართულია პირადი ცხოვრების სფეროში შეღწევის მიზნით.


მუხლი 26. სიგარეტის ან სხვა თამბაქოს ნაწარმის გამოყენება საჯარო ადგილებში


კრძალვა: აკრძალულია სიგარეტის, ბონგის, კალიანის, ვეიპის, ნიკოტინის სხვა საშუალებების გამოყენება საზოგადეობის თავშეყრის ადგილებში ((მწვანე ზონები)), ასევე სახელმწიფო დაწესებულებების შენობებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე.

გამონაკლისი: კერძო საკუთრება, კლუბები, სანაპიროები და ქუჩები.

სანქცია: ჯარიმა 5.000–დან 10.000 აშშ დოლარამდე ან თავისუფლების აღკვეთა 10–დან 20 დღემდე.
გირაო: 6.000 აშშ დოლარი.


მუხლი 27. სამედიცინო დახმარების ხელის შეშლა და დახმარების არგაწევა


ნაწილი ა) აკრძალულია ნებისმიერი სახის ხელის შეშლა სამედიცინო მუშაკის ან მოქალაქის საქმიანობაში, რომელიც დაშავებულ ადამიანს უწევს პირველად სამედიცნო დახმარებას.

ნაწილი ბ) დახმარების არგაწევა პირისთვის, ვისაც ეს დახმარება კანონით ან სპეციალური წესით ესაჭიროება.

სანქცია: ჯარიმა 20.000–დან 30.000 აშშ დოლარამდე ან თავისუფლების აღკვეთა 30–დან 40 დღემდე.
გირაო: 12.000 აშშ დოლარი.

პირობები, რომლებიც ითვლება სამართლიან მიზეზად მოქმედი კანონის დარღვევის შემთხვევაში:
ა) საფრთხის შემცველი გარემო;
ბ) მიუღებელი ან შეურაცხმყოფელი ქცევა დახმარების მიმწოდებლის მიმართ (არა სიცოცხლისთვის საშიშ შემთხვევებში);
გ) პირველი სამედიცინო დახმარების პრიორიტეტი: სახელმწიფო თანამშრომლები, შემდეგ კი მოქალაქეები და სხვა პირები.


მუხლი 28. არასანქცირებული შეღწევა საცხოვრებელ სივრცეში, პირის ნების საწინააღმდეგოდ

სანქცია: თავისუფლების აღკვეთა 30–დან 40 დღემდე.
გირაო: 6.000 აშშ დოლარი.

შენიშვნა: არასანქცირებული შეღწევა გულისხმობს საცხოვრებელში შესვლას ან ყოფნას მისი მფლობელის თანხმობის გარეშე, მოიცავს მოტყუებას, მუქარას ან ფიზიკურ ძალას შესვლისთვის.


მუხლი 29. ჟურნალისტების სამართლებრივი პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლა

კრძალვა: აკრძალულია ჟურნალისტების უფლებების უკანონო შეზღუდვა ინფორმაციის ძიების, მიღების, გადაცემის, წარმოებისა და გავრცელების პროცესში ნებისმიერ სამართლებრივ საშუალებით.

სანქცია: თავისუფლების აღკვეთა 10–დან 20 დღემდე.
გირაო: 5.000 აშშ დოლარი.

შენიშვნა: ხელის შეშლად ჩაითვლება ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ჟურნალისტების უფლებების შეზღუდვას ინფორმაციის ძიებაში, მიღებას, გადაცემაში, წარმოებაში და გავრცელებაში, მათ შორის: მუქარა, აღჭურვილობის კონფისკაცია ან სხვა ქმედებები, რომლებიც პროფესიული მოვალეობების შესრულებაში დაბრკოლებას ქმნიან.



კარი IV. დარღვევები თევზჭერისა და მონადირეობის სფეროში


unit_gamosayofi.png

მუხლი 30. ბიოლოგიური რესურსების მოპოვების სფეროში დარღვევები

დარღვევა ითვლება: ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს:

ა) წყლის ბიორესურსების მოპოვებას (თევზჭერა) ან მონადირეობის რესურსების მოპოვებას (ნადირობა) შესაბამისი ლიცენზიის გარეშე (თუ საჭირო დათან, ან არასრულწლოვანი/გაუქმებული ლიცენზიით);
ბ) საქმიანობის წარმოება სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე მოქმედი ნებართვის გარეშე;
გ) დადგენილი ნორმების გადაჭარბება მოპოვების ან ნადირობის პროცესში;

სანქცია: ჯარიმა 15.000–დან 30.000 აშშ დოლარამდე, ასევე შესაძლებელია წყლის ბიორესურსების ან მონადირეობის რესურსების მოპოვების უფლების ჩამორთმევა დარღვევის მიხედვით.
 
Last edited:
Status
Not open for further replies.