ტერმინების განმარტება
- CA — მთავარი ადმინისტრატორი.
- DCA — მთავარი ადმინისტრატორის შემცვლელი.
1. ადმინისტრატორის პასუხისმგებლობები
1.1. ადმინისტრატორის ვალდებულებაა:
- დახმარება გაუწიოს მოთამაშეებს;
- უზრუნველყოს მაქსიმალური კომფორტი თამაშის პროცესში;
- აკონტროლოს სერვერის გეიმპლეი და ეკონომიკა;
- ჩაერთოს ფორუმის განყოფილებების მოდერაციაში;
- კურირება გაუწიოს ფრაქციებს და ორგანიზაციებს
- სრულად იცოდეს სერვერის წესები.
1.2. ადმინისტრატორი წარმოადგენს OOC (Out of Character) პერსონაჟს და ყოველთვის რჩება ადმინისტრატორის როლში. ჰელპერი ითვლება IC პერსონაჟად, თუმცა მას ეკრძალება პირადი სარგებლობისთვის /pm-ის გამოყენება.
1.3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელია მთავარი ადმინისტრატორი (CA), მისი შემცვლელი (DCA) და პროექტის გუნდი.
1.4. ადმინისტრატორის დაწინაურება ხდება CA/DCA-ს გადაწყვეტილებით, გათვალისწინებით მინიმალური ვადის, გაფრთხილებების რაოდენობისა და აქტიურობით.
1.5. ადმინისტრატორს უფლება აქვს აიღოს დასვენების დღე ან შვებულება CA/DCA-ს წინასწარი შეთანხმებით. მაქსიმალური პერიოდი — 7 დღე (შესაძლებელია გამონაკლისები).
1.6. ადმინისტრაციაში მოქმედებს ორი გაფრთხილების სისტემა, რაც ზღუდავს დაწინაურებასა და ადმინისტრატორის სტატუსის შენარჩუნებას.
1.6.1. მკაცრი გაფრთხილება იხსნება CA/DCA-ს გადაწყვეტილებით ადმინისტრატორის აქტივობის მიხედვით.
1.6.2. სიტყვიერი გაფრთხილება იხსნება ავტომატურად 7 დღის შემდეგ.
1.7. ადმინისტრატორი ვალდებულია დაიცვას თამაშის ჩატის ქცევის სტანდარტები.
1.8. ადმინისტრატორს უფლება აქვს უარი თქვას ისეთ თხოვნებზე, რომლებიც არღვევს RP პროცესს.
1.9. ადმინისტრატორი ირჩევს სასჯელის ფორმას წესების მიხედვით, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე.
1.10. ადმინისტრატორს ეკრძალება RP პროცესის შეფერხება ან ხელის შეშლა.
2. ურთიერთობა მოთამაშეებთან და ანგარიშვალდებულება
2.1. ადმინისტრაციის დაშანტაჟება ან ცილისწამება აკრძალულია.
2.2. მოთამაშეს უფლება აქვს ადმინისტრაციის მიერ ჩადენილი დარღვევა დააფიქსიროს და საჩივარი განათავსოს ფორუმზე.
2.3. მოთამაშეს აქვს უფლება გაასაჩივროს ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 3 დღის ვადაში შესაბამის განყოფილებაში „საჩივრები ადმინისტრაციაზე“ სათაურით „სასჯელის გასაჩივრება“.
3. წესების დაცვა და პასუხისმგებლობა
3.1. ადმინისტრატორს ევალება მინიმალური დღიური ონლაინ დროის (5+ საათი/დღე) დაცვა და სხვა ნორმები, რომლებიც განსაზღვრულია CA/DCA-ს მიერ.
3.2. აკრძალულია სხვა ადმინისტრატორის მიერ გაცემული სასჯელის გაუქმება ან შეცვლა CA/DCA-ს თანხმობის გარეშე.
3.3. აკრძალულია სასჯელის გაცემის საფუძვლად პირად შეტყობინებებში მოწოდებული მტკიცებულებების გამოყენება.
3.4. აკრძალულია ბაგების გამოყენება, ვალუტის/მომსახურებების გაყიდვა ან სხვა მსგავსი დარღვევები.
3.5. ადმინისტრატორს ევალება მტკიცებულებების შენახვა მინიმუმ 3 დღის განმავლობაში.
3.6. აკრძალულია ტექნიკის დასპაუნება ხალხმრავალ ადგილებში ან მოთამაშეების თვალწინ საფუძვლის გარეშე.
3.7. ტექნიკის სპავნი დასაშვებია შემდეგ შემთხვევებში: დახმარება მოთამაშეს, სცენარისთვის, ვიდეოს ჩასაწერად, ღონისძიებისთვის და სხვა მსგავსი საჭიროებისთვის.
3.8. აკრძალულია მოთამაშისთვის სკინის გაცემა საფუძვლის გარეშე.
3.9. სკინის გაცემა დასაშვებია შემდეგ შემთხვევებში: დახმარება მოთამაშეს, სცენარისთვის, ვიდეოს ჩასაწერად, ღონისძიებისთვის და სხვა მსგავსი საჭიროებისთვის.
4. ადმინისტრატორის როლი და პრივილეგიები
4.1. ფრაქციის კურატორს უფლება აქვს იკისროს მინიმალური RP როლი.
4.2. აკრძალულია შიდა ადმინისტრაციული ინფორმაციის გაცემა.
(გამონაკლისი: CA/DCA-ს ნებართვით დასაშვებია განახლების შესახებ ნაწილობრივი ინფორმაციის გაზიარება).
4.3. აკრძალულია მოთამაშეების დაშინება ან ადმინისტრატორის სტატუსის ბოროტად გამოყენება.
4.4. აკრძალულია სახელის შეცვლა CA/DCA-სთან შეთანხმების გარეშე.
4.5. თუ ადმინისტრატორმა გიპასუხათ რეპორტზე, მაგრამ არ დატელეპორტდა/არ დაიწყო დაკვირვება თუ სიტუაცია მოითხოვს დაკვირვებას ან ტელეპორტაციას - ჩაწერეთ ვიდეო და განათავსეთ საჩივარი ფორუმზე.
4.6. ადმინისტრაციას არ ევალება დარღვევის ვიდეომტკიცებულებების წარდგენა მოთამაშის მოთხოვნის შემთხვევაში, თუმცა თუ საჩივარი დაიწერა ადმინისტრატორზე ამ დარღვევის შესაბამისად იგი ვალდებულია ვიდეო მტკიცებულება წარუდგინოს CA/DCA-ს.
4.7. ადმინისტრატორს უფლება აქვს ითამაშოს ტვინკით (RP პერსონაჟით) მხოლოდ CA/DCA-ს ნებართვით, თუ მისი ადმინისტრატორის ლეველი არის 4 ან მეტი და იმ პირობით, რომ თამაშში საკმარისი რაოდენობის ადმინისტრატორია აქტიური.
4.8. აკრძალულია ადმინისტრატორის მიერ ფრაქციაში ხელმძღვანელი პოზიციის დაკავება.
განმარტება *: ხელმძღვანელი პოზიციის დაკავება შეუძლია მხოლოდ კონკრეტული ფრაქციის კურატორს ან სახელმწიფო სტრუქტურების მთავარ კურატორს.
განმარტება **: ადმინისტრატორს ეკრძალება ლიდერის აღება RP პერსონაჟზე.
4.9. მოთამაშეზე დაწერილი საჩივარი განიხილება როგორც ადმინისტრატორზე.
(მაგალითად, თუ ადმინისტრატორმა დაარღვია PG წესი, მიიღებს გაფრთხილებას როგორც ადმინისტრატორი და არა როგორც მოთამაშე).
4.10. აკრძალულია ადმინისტრატორის პრივილეგიების გამოყენება მიზანმიმართულად.
(მაგალითად: სასჯელის მუქარა, მოთამაშის მანიპულირება წესის დარღვევისკენ და ა.შ).
4.11. აკრძალულია 20 წუთზე მეტი დროით AFK მდგომარეობაში ყოფნა PayDay-ის ხელოვნურად მიღების მიზნით
(გამონაკლისი: IRL პრობლემები, ფორუმის შემოწმება, წინასწარი შეტყობინება CA/DCA-სთვის).
4.12. აკრძალულია ადმინისტრატორის საჯარო გამოჩენა როგორც ადმინისტრატორი იმ შემთხვევაში, თუ ირგვლივ იმყოფებიან მოთამაშეები. ასეთი ინტერაქციისთვის მიზანშეწონილია ცალკე სივრცის (dimension) გამოყენება ან მოთამაშესთან პერსონალური კომუნიკაცია ნეიტრალურ სივრცეში.
ახსნა: თუ მოთამაშე დააფიქსირებს, რომ ადმინისტრატორი უმიზეზოდ იმყოფება მოთამაშეთა გარემოცვაში „Administrator“-სტატუსით ან ხელს უშლის RP პროცესს/მის განვითარებას, მას აქვს უფლება დაწეროს საჩივარი ფორუმის შესაბამის განყოფილებაში.
დადასტურებული შემთხვევის საფუძველზე ადმინისტრატორს ავტომატურად მიეცემა მკაცრი გაფრთხილება.
დამტკიცებული საჩივრის ავტორი დაჯილდოვდება „Project Team“-ის მიერ.
5. ადმინისტრატორის ქონებრივი უფლებები
5.1. ადმინისტრატორს აქვს უფლება ფლობდეს სახლს, ავტომობილს, ტანსაცმელს და სხვა მსგავს ქონებას.
5.2. აკრძალულია ბიზნესის ფლობა
(გამონაკლისი: ახალი ტიპის ბიზნესის ტესტირება, მიუდგომელი ბიზნესის მონიტორინგი და სხვა, მხოლოდ CA/DCA-ს ნებართვით).
5.3. აკრძალულია ყველანაირი ქონების გადაყიდვა ადმინისტრაციის შიგნით ან გარეთ
(გამონაკლისი: CA/DCA-ს ნებართვით).
5.4. აკრძალულია ადმინისტრატორის პირად ავტომობილზე, იარაღზე ან სხვა ნივთებზე წვდომის გადაცემა (სახლში შესახლება, გასაღების დუპლიკატის გადაცემა), თუ ისინი მიღებულია ადმინისტრაციული ბრძანებებით
(გამონაკლისი: გათამაშების პრიზი ან სერვერის შეცდომით დაკარგული ნივთის აღდგენა).
შენიშვნა: ადმინისტრატორი არის არსებული ან ყოფილი მოთამაშე, რომელმაც ყველა ქონება სამართლიანად მოიპოვა.
დაწინაურების სისტემა
- ადმინისტრატორის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, აუცილებელია მუშაობა მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში, რათა თავი წარმოაჩინოთ ფრაქციების კურატორობაში, ფორუმის მოდერაციაში და სხვა მოვალეობების შესრულებაში.
- დაწინაურება სრულდება მხოლოდ ადმინისტრაციის კრებაზე, რომელზე დასწრებაც სავალდებულოა და ტარდება ყოველ კვირა დღეს საღამოს 22:00 საათზე. გაცდენა დასაშვებია მხოლოდ Chief Administrator ან D.Chief Administrator-ის წინასწარი თანხმობით და სერიოზული მიზეზის არსებობის შემთხვევაში.
- ფრაქციაში არსებული როლის ან სხვა ფაქტორების მიუხედავად, თქვენი ძირითადი ამოცანაა — დახმარება მოთამაშეებზე და დროული რეაგირება მათ რეპორტებზე.
- დაწინაურებისას შესაძლებელია დამატებითი ტესტირების დანიშვნა, რათა შემოწმდეს თქვენი მზადყოფნა ადმინისტრაციის მომდევნო დონეზე გადასასვლელად.
- Chief Administrator-ს აქვს უფლება დანიშნოს სრული ან ნაწილობრივი რეორგანიზაცია ადმინისტრაციის შემადგენლობისთვის საჭიროების შემთხვევაში.
- რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრატორმა შეიძლება მიიღოს გაფრთხილება / შესაძლოა ჩამოქვეითდეს / და შესაძლოა მოიხსნას ადმინისტრაციიდან.
Last edited by a moderator: