შედგენის ფორმატი:
საჩივრის ატვირთვის შემთხვევაში თქვენ ავტომატურად ეთანხმებით წესებს ადმინისტრაციის მოტყუების შესახებ.
საჩივარი უნდა იყოს შედგენილი ფორმატის მიხედვით:
1. თქვენი InGame-სახელი/გვარი ან სტატიკური ID:
2. დრო და თარიღი დარღვევის:
3. დამრღვევის სტატიკური ID ან/და სახელი/გვარი:
4. სიტუაციის ზუსტი აღწერა:
5. დამადასტურებელი საბუთი:
დამადასტურებელ საბუთად ითვლება: ვიდეო ჩანაწერი ან სურათი ე.წ სქრინშოთი, რომლებიც იძლევა ზუსტ ინფორმაციას დარღვევის შესახებ.
მითითება: თუ თქვენი ვიდეო მტკიცებულება აღემატება 2 წუთს, ამ შემთხვევაში ვალდებულნი ხართ მიუთითოთ დარღვევის ზუსტი დრო
საჩივარი რომელიც არ იქნება შედგენილი ფორმატის მიხედვით, დაიხურება და იქნება ავტომატურად უარყოფილი.
წესები მოთამაშეების მიმართ საჩივრების წარდგენასთან დაკავშირებით
- მტკიცებულებად მესამე პირის მასალის გამოყენება აკრძალულია მათი თანხმობის გარეშე.
- საჩივრის შინაარსი და ვიდეოს სათაური უნდა იყოს პატივისცემის ფარგლებში და არ შეიცავდეს შეურაცხმყოფელ ან არასათანადო ენას.
- საჩივრის წარდგენის ვადა არის 48 საათი დარღვევის მომენტიდან.
გამონაკლისი: თუ საჩივარი ეხება ჩეთის გამოყენებას (cheating), წარდგენის ვადაა 7 დღე (168 საათი). - ვიდეო არ უნდა იყოს დამონტაჟებული (დაედიტებული).
- ვიდეოში მკაფიოდ უნდა ისმოდეს თამაშის ხმები და ყველა მოთამაშის, მათ შორის ვიდეოს ავტორის, ხმა.
შენიშვნა: ეს წესი ეხება მხოლოდ იმ შემთხვევებს, როდესაც მოთამაშის ხმა აუცილებელია სიტუაციის შესაფასებლად. - ვიდეო უნდა აჩვენებდეს დარღვევის დასაწყისსა და დასასრულს.
მაგალითი: თუ საჩივარი ეხება RDM-ს, ავტორმა უნდა წარადგინოს სრული ვიდეო იმის დასადგენად, მართლაც მოხდა თუ არა უსაფუძვლო მკვლელობა. - ადმინისტრატორს უფლება აქვს უარი თქვას საჩივარზე, თუ წარდგენილი მტკიცებულება არ არის საკმარისი დასასჯელად.
- ვიდეო უნდა იყოს მინიმუმ 30 წამი
- ვიდეოები, რომლებიც აღემატება ორ წუთს, უნდა შეიცავდეს დარღვევის დროის კოდებს (timecode).
შენიშვნა: თითოეული timecode არ უნდა აღემატებოდეს ორ წუთს. - მტკიცებულება უნდა იყოს ატვირთული მხოლოდ შემდეგ პლატფორმებზე: YouTube, Twitch, Streamable ან Medal.
Imgur-ის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სქრინშოტებისთვის. - აკრძალულია მტკიცებულების წაშლა საჩივრის განხილვიდან 48 საათის განმავლობაში.
შენიშვნა: ვადა ითვლება საჩივრის განხილვის შემდეგ. - ერთი საჩივარი უნდა ეხებოდეს მხოლოდ ერთ კონკრეტულ შემთხვევას.
გამონაკლისი: ერთსა და იმავე მოთამაშეზე განმეორებადი წესების დარღვევები. - ვიდეოს მინიმალური ხარისხი უნდა იყოს 720p.
(ვიდეომ ან სქრინშოტმა მკაფიოდ უნდა აჩვენოს თამაშის ინტერფეისი (HUD) და დამნაშავე მოთამაშის სტატიკური ID.) - საჩივრის შედგენისას აუცილებელია ნუმერაცია იყოს დაცული.
მაგალითად: საჩივარი N46 თუ არის ბოლო საჩივარი რომელიც დადასტურებულია ან/და უარყოფილია შემდეგი საჩივარი უნდა იყოს N47.