1. ზოგადი დებულებები
1.1. შემოწმების განხორციელების ადგილი და პირები.
ტექნიკური შემოწმება ხორციელდება მხოლოდ პროექტის ოფიციალურ Discord სერვერზე UNIT RP | GE, ადმინისტრატორების მიერ, რომლებიც ფლობენ როლს Cheats Hunter. | მკაცრი გაფრთხილება / უფლებამოსილების შეწყვეტა.
გამონაკლისი: Chief Administrator (CA) და Deputy Chief Administrator (DCA)
1.2. ადმინისტრაციის კომუნიკაციის ეთიკა შემოწმების პროცესში ადმინისტრაცია ვალდებულია მოთამაშესთან კომუნიკაცია წარმართოს პატივისცემით და თავაზიანად. | მკაცრი გაფრთხილება / უფლებამოსილების შეწყვეტა.
1.3. შემოწმების საფუძველი
შემოწმება ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშის მოქმედება გამოიწვევს საფუძვლიან ეჭვს წესების დარღვევაზე.
2. მოთამაშის უფლებები და შეზღუდვები
2.1 დატოვების და უარის უფლება
მოთამაშეს უფლება აქვს ნებისმიერ ეტაპზე:
- უარი თქვას შემოწმებაზე;
- არ წარმოადგინოს კონკრეტული ფაილი ან რესურსი, თუ თვლის, რომ ეს არღვევს მის პირად სივრცეს.
2.3 ადმინისტრატორს აკრძალული აქვს მოთამაშის თანხმობის გარეშე მოითხოვოს ან დაათვალიეროს:
- პირადი მიმოწერები;
- პირადი ფაილები;
- მესამე პირებთან კომუნიკაციის ჩანაწერები.
შენიშვნა: კომუნიკაცია თემატურ ჯგუფებთან ან საჯარო რესურსებთან (მაგ., ტექნიკურ ფორუმებთან) არ მიიჩნევა პირად მიმოწერად.
2.4 გადმოწერის იძულების აკრძალვა
ადმინისტრაციას არ აქვს უფლება მოთამაშეს აიძულოს რაიმე სახის პროგრამული უზრუნველყოფის ან ფაილის გადმოწერა. | უფლებამოსილების შეწყვეტა.
3. მონაცემთა უსაფრთხოება და კონფიდენციალობა
3.1. ინფორმაციის გამჟღავნების აკრძალვა
ადმინისტრაციისთვის აკრძალულია შემოწმების პროცესში მიღებული მონაცემების გადაცემა ან გავრცელება იმ პირებთან, რომლებიც არ არიან პროექტის აქტიური ადმინისტრატორები. | უფლებამოსილების შეწყვეტა + მოთამაშის შავ სიაში შეყვანა.
3.2. ჩანაწერების გაკეთების აკრძალვა
აკრძალულია შემოწმების პროცესის ნებისმიერი ფორმით დაფიქსირება ან გავრცელება, მათ შორის:
- ვიდეო/აუდიო ჩანაწერები;
- ეკრანის სქრინშოთები;
- ტექსტური აღწერები.
3.3 სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა და ინსტრუმენტები
3.4 ნებადართული პროგრამები
შემოწმების დროს შესაძლებელია გამოყენებულ იქნას შემდეგი პროგრამები:
- LastActivityView,
- Everything,
- OpenIV,
- ProcessHacker,
- SystemInformer,
- BrowsingHistoryView,
- Journal Trace,
- USBDeview,
- UserAssistView,
- Recuva,
- Timeless,
- EaseUS Data Recovery,
- Echo Bam,
- ShadowExplorer,
- CodeWalker.
პროგრამების გადმოწერა უნდა განხორციელდეს მხოლოდ სანდო წყაროებიდან, როგორიცაა:
შენიშვნა: მოთამაშეს უფლება აქვს თავად აირჩიოს ვირუსების სკანირების პლატფორმა – ადმინისტრაციას არ აქვს უფლება დააწესოს სავალდებულო ვებსაიტი.
5. სამართლებრივი პირობები
5.1. მომსახურების პირობების თანხმობა
შემოწმების დაწყებისთანავე მოთამაშე ავტომატურად ეთანხმება Digital Minds Media-ს მომსახურების პირობებს, რომელიც წარმოადგენს Timeless-ის ოპერატორ კომპანიას.
5.2. შემოწმების შედეგები და მოქმედებები
- თუ შემოწმებისას მოთამაშეს აღმოაჩნდება უცხო ან საეჭვო ფაილები, ადმინისტრაციას უფლება აქვს შეწყვიტოს შემოწმება და დაბლოკოს აქაუნთი.
- სხვა სახის დარღვევების (მაგ. ვალუტის გაყიდვა/ყიდვა) აღმოჩენისას, შესაძლებელია შესაბამისი სანქციების გამოყენება.
- ტექნიკური შემოწმებისას დარღვევების არარსებობა არ გამორიცხავს წესების დარღვევის არსებობას – ადმინისტრაცია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სერვერის ზოგადი წესების საფუძველზე.