SASS (სან ანდრეასის საიდუმლო სამსახური)
SASS — სან ანდრეასის შტატის ეროვნული უშიშროების სამინისტროს დეპარტამენტი რომლის ძირითადი მისიაა:- უმაღლესი თანამდებობის პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა,
- ეროვნული ფინანსური სისტემის დაცვა,
- სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის დაცვა,
- ძალაუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების აღკვეთა,
- კონსტიტუციური წესრიგის და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა,
- სამთავრობო ტერიტორიების უსაფრთხოება.
1. ზოგადი დებულებები
1.1. SASS წარმოადგენს რეგიუნალურ სტრუქტურას, რომელიც ექვემდებარება სან ანდრეასის გუბერნატორს, ვიცე გუბერნატორს, გენერალურ პროკურორს და გენერალური პროკურორის მოადგილეს.1.2. SASS საქმიანობს შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის აქტისა და სან ანდრეასის შტატის შესაბამისი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
1.3 თითოეყლი SASS აგენტი არის საჯარო პირი.
2. უფლებამოსილებები
2.1. SASS-ის უფროს ოფიცრებს აქვთ უფლება ჩაატარონ გამოძიება:- მთავრობის წევრების კავშირზე კრიმინალურ დაჯგუფებებთან,
- სხვა შემთხვევებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მთავრობის უსაფრთხოებას.
2.2. თანამშრომლებს ენიჭებათ დაცულ ტერიტორიებზე დაშვების უფლება თანხმლები პირის რანგის შესაბამისად.
2.3. SASS თანამშრომლის გაჩხრეკა მისი მოვალეობის შესრულების დროს აკრძალულია.
2.4. SASS-ის თანამშრომელს აქვს უფლება დაეხმაროს სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვერ უმკლავდებიან სან ანდრეასში განვითარებულ კრიმინალურ მოვლენებს. აღნიშნული შეიძლება მოიცავდეს როგორც ტერორისტულ აქტს, ასევე ნებისმიერი სხვა სახის კრიმინალურ მოქმედებას შტატის ტერიტორიაზე.
2.5. დაკავების ორდერის გაცემის შემთხვევაში, SASS-ის თანამშრომლებს ენიჭებათ უფლება იმოქმედონ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის შესაბამისად და განახორციელონ პირის დაკავება.
2.6. შტატის მნიშვნელოვანი პირის დაცვისას თანამშრომელს შეუძლია მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყოს პირის უსაფრთხოება.
3. თანამშრომლების მოვალეობები
3.1. ყველა თანამშრომელი ვალდებულია დაექვემდებაროს SASS-ის დირექტორსა და მისი მოადგილეს.3.2. საქმიანობის შესრულებისას საჭიროა ოფიციალური ფორმის ტარება (ფარული ოპერაციების გამონაკლისი).
3.3. ტერორისტული თავდასხმების ან სხვა ფორსმაჟორული სიტუაციების დროს თანამშრომლები ვალდებულნი არიან უზრუნველყოფონ პირველი პირების უსაფრთხოება.
3.4. საიდუმლო ბრძანებების შესრულებისას თანამშრომლებს აქვთ უმაღლესი უფლებამოსილება და წვდომა ყველა საჭირო ინფორმაციასა და ობიექტზე.
მითითება: ამისათვის საჭიროა შესაბამისი განკარგულება, ბრძანება, ორდერი.
3.5. თანამშრომლები უზრუნველყოფენ სახელმწიფო მოხელეების უსაფრთხოებას, გარდა შემთხვევებისა, როდესაც არსებობს სასამართლოს განჩინება ან პროკურატურის განკარგულება დაკავების შესახებ.
3.6. სასამართლო მოთხოვნის შემთხვევაში თანამშრომლები იცავენ სასამართლო შენობას, მოსამართლეებს და უზრუნველყოფენ სასამართლო პროცესის უსაფრთხოებას.
4. აკრძალვები
4.1. აკრძალულია თანამშრომლების პირადი ან სამსახურებრივი ინფორმაციის გასაჯაროება.4.2. ეკრძალება სამსახურებრივი მანქანების პირადი გამოყენება. პირადი ტრანსპორტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ხელმძღვანელის ნებართვით ფარული ოპერაციების ან საგამოძიებო მოქმედებების დროს.
4.3. აკრძალულია ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოყენება ან ფლობა.
4.4. თანამშრომლებს ეკრძალებათ მოქალაქეების შეშვება დახურულ ტერიტორიაზე საპატიო მიზეზის გარეშე.
გუბერნატორის ხელმოწერა:
S.Crossford
SASS დირექტორის ხელმოწერა:
L.Crossford
S.Crossford
SASS დირექტორის ხელმოწერა:
L.Crossford
Attachments
Last edited: