ვაკანსია SANG ლიდერის ვაკანსია

DAVE

Well-known member
Project Team
May 24, 2025
216
136
IC ინფორმაცია

1. პერსონაჟის სახელი და გვარი:
2. პერსონაჟის დაბადების თარიღი:
3. პერსონაჟის ბიოგრაფია:
4. აღწერე პერსონაჟი იმ ერთი სიტყვით, რომელიც მას ყველაზე მეტად შეეფერება და ახსენი მიზეზი:


OOC ინფორმაცია

1. თქვენი სახელი
2. თქვენი ასაკი:
3. რატომ გსურთ ლიდერობა კონკრეტულად SANG ფრაქციაში?
4. გაქვთ თუ არა ლიდერის გამოცდილება? თუ კი, გთხოვთ მიუთითოთ რომელ ფრაქციაში და რამდენი ხნით.
5. საშუალო ყოველდღიური ონლაინი (საათებში):
6. რა უნიკალური იდეები და ხედვები გაქვთ SANG ფრაქციის განვითარებისთვის?
7. თქვენი საკონტაქტო Discord:


*მითითება: გთხოვთ, დაიცავით ვაკანსიის შევსებისას აღნიშნული ფორმატი.

შენიშვნა: არმიის ლიდერის პოზიცია ითხოვს განსაკუთრებულ ორგანიზატორულ უნარებს, სისტემურ მიდგომას და RP პროცესის მკაცრ სტრუქტურირებას. კანდიდატმა უნდა უზრუნველყოს, რომ სერვერზე არმია არ იქნება უბრალოდ ფრაქცია, არამედ ერთგვარი RP აკადემია და დისციპლინის მაგალითი.
 
Last edited by a moderator:

zvich

New member
Sep 25, 2025
1
1
IC ინფორმაცია
1. პერსონაჟის სახელი და გვარი: Zvich marvel
2. პერსონაჟის დაბადების თარიღი: 28.08.1977
3. პერსონაჟის ბიოგრაფია:
Zvich Marvel ბავშვობიდანვე იცნობდა სიღარიბესა და მძიმე შრომას. მისი მამა ემიგრანტი იყო, რომელიც მძიმე სამუშაოებზე მუშაობდა, რათა ოჯახი გამოეკვება, მაგრამ ფინანსური სიძნელეები ყოველთვის თან სდევდათ. სწორედ ამან ასწავლა Zvich-ს პასუხისმგებლობა, შრომის სიყვარული და სიმტკიცე.


მიუხედავად ქუჩის ცდუნებებისა და მეგობრების გავლენისა, Zvich ყოველთვის ცდილობდა სწორი გზისთვის არ გადაეხვია. იგი პატიოსნების, ოჯახის ერთგულებისა და დისციპლინის მაგალითი იყო.


1992 წელს, როდესაც სამშობლო ომის ცეცხლში გაეხვა, Zvich Marvel მოხალისედ ჩაეწერა არმიაში. მან მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ ყველაზე მძიმე სამხედრო მოქმედებებში. ფრონტზე გამოიჩინა სიმამაცე, გამბედაობა და ერთგულება თანამებრძოლების მიმართ. მისი დისციპლინა და სიზუსტე ბრძანებების შესრულებაში დიდ პატივს იწვევდა როგორც თანამებრძოლებში, ისე მეთაურებში.


ომის დასრულების შემდეგ Zvich Marvel დაბრუნდა მშვიდობიან ცხოვრებაში. მან აირჩია კანონისადმი ერთგული გზა — მუშაობდა სახელმწიფო სტრუქტურებში და ეხმარებოდა საზოგადოებას, რათა სამშობლოსთვის უკეთესი მომავალი შეექმნა.


ხასიათი: Zvich Marvel არის სამაგალითო მოქალაქე და ჯარისკაცი — პატიოსანი, დისციპლინირებული, მეგობრებისა და ოჯახის ერთგული. მისთვის უმთავრესი ღირებულებებია თავისუფლება, სამართლიანობა და სამშობლოს სიყვარული.

4. აღწერე პერსონაჟი იმ ერთი სიტყვით, რომელიც მას ყველაზე მეტად შეეფერება და ახსენი მიზეზი: ერთგული.
მიზეზი:
მისი ცხოვრება სავსეა ერთგულებით — ბავშვობაში ოჯახისთვის, ომში თანამებრძოლებისთვის, და მშვიდობიან პერიოდში სამშობლოსა და კანონისთვის. იგი არასოდეს გადაუხვევია სწორ გზას, მიუხედავად სიღარიბისა და რთული გარემოებებისა. Zvich Marvel-ის მთავარი თვისებაა თავდადება იმ ადამიანებისა და ფასეულობების მიმართ, რომლებიც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.


OOC ინფორმაცია
1. თქვენი სახელი: ზურა
2. თქვენი ასაკი: 24
3. რატომ გსურთ ლიდერობა კონკრეტულად SANG ფრაქციაში?: დისციპლინისა და წესრიგის დამკვიდრება — ჯარის ფრაქცია ითხოვს სერიოზულ მიდგომას, მკაფიო წესებსა და ორგანიზებას. ლიდერობა გაძლევს შესაძლებლობას, სწორად მართო ეს სისტემა.
4. გაქვთ თუ არა ლიდერის გამოცდილება? თუ კი, გთხოვთ მიუთითოთ რომელ ფრაქციაში და რამდენი ხნით.: სხვა სერვერებზე მაქვს გამოცდილება ლიდერობის, მაღალ თანამდებობებზე ყოფნის გამოცდილებაც და ასევე მაქვს სხვა სერვერებზე ადმინისტრაციაში გამოცდილება როგორც დაბალ ლეველებზე ასევე მაღალი ლეველის ადმინისტრატორადაც.
5. საშუალო ყოველდღიური ონლაინი (საათებში): 4-6 საათზე მეტი საშვალოდ
6. რა უნიკალური იდეები და ხედვები გაქვთ SANG ფრაქციის განვითარებისთვის?: სწავლებისა და ვარჯიშების სისტემა – რეგულარული სამხედრო წვრთნები, ტაქტიკური დავალებები და სპეც-ოპერაციების სიმულაციები, სადაც ჯარისკაცები ისწავლიან სტრატეგიას, ბრძოლის ორგანიზებას და გუნდურ მუშაობას.
კოორდინაცია სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან – პოლიციასთან და სამაშველო სამსახურებთან ერთობლივი ოპერაციები, რომ სერვერზე სამართლებრივი და უსაფრთხოების სისტემები იყოს ერთიანად მართული.
მოთამაშეთა ჩართულობის გაზრდა – მეტი ინტერაქცია საზოგადოებასთან, მაგალითად სამხედრო პატრულები, პარადები ან სროლითი შეჯიბრებები, რათა ფრაქცია უფრო აქტიურად იყოს ჩართული RP პროცესში.

7. თქვენი საკონტაქტო Discord: zvich
 
Last edited:
  • Love
Reactions: bernardo

keisari

New member
Sep 18, 2025
1
0
IC ინფორმაცია


  1. პერსონაჟის სახელი და გვარი: Sammy Gorgasali
  2. პერსონაჟის დაბადების თარიღი: 12/04/1998
  3. პერსონაჟის ბიოგრაფია:
    სამი გაიზარდა რთულ გარემოში სადაც დისციპლინა და წესრიგი იყო გადარჩენის მთავარი იარაღი ბავშვობიდანვე იზიდავდა სამხედრო საქმე ამიტომაც სწავლა ამ მიმართულებით გააგრძელა მას დიდი პატივია ემსახუროს სამშობლოს და დაიცვას მოქალაქეები გამოცდილებამ და მტკიცე ხასიათმა იგი ჩამოაყალიბა როგორც ლიდერი რომელსაც შეუძლია პასუხისმგებლობის აღება რთულ ვითარებებში
  4. აღწერე პერსონაჟი იმ ერთი სიტყვით რომელიც მას ყველაზე მეტად შეეფერება და ახსენი მიზეზი: მტკიცე – რადგან არანაირი სირთულე ვერ ამტვრევს მის ნებას და ყოველთვის ბოლომდე დგას იქ სადაც სხვები დანებდებოდნენ



OOC ინფორმაცია


  1. თქვენი სახელი: Edo
  2. თქვენი ასაკი: 19
  3. რატომ გსურთ ლიდეერობა კონკრეტულად SANG ფრაქციაში?
    მინდა SANG ფრააქციის განვითარება უფრო მაღალი დონისკენ რომმ ორგანიზებული და დისციპლინირებული იყოს რეალისტურ გარემოს ქმნიდეს და მოთამაშეებისთვის საინტერესო გამოცდილება შეიტაანოს
  4. გაქვთ თუ არა ლიდერის გამოცდილება? თუ კი, გთხოვთ მიუთითოთ რომელ ფრაქციაში და რამდენი ხნით. კი ვყოფილვარ ბევრფრაქციაში ლიდერი არმიის ლიდერი. ლსპდ ლიდერი. ემს. მარაბუნტა. ნიუსები. ფიბ გარდაყველაფრის ლიდერივყოფდლვარ გუბერნატორიც
  5. საშუალო ყოველდღიური ონლაინი (საათებში): 5–6 საათი
  6. რა უნიკალური იდეები და ხედვები გაქვთ SANG ფრაქციის განვითარებისთვის?

1.მეტი რეალისტური სამხედრო ტრეინინგი და სავარჯიშოები.
2.შიდა იერარქიის გამყარება, რომ თითოეულმა წევრმა იცოდეს თავისი როლი.
3.მოქალაქეებთან უკეთესი ურთიერთობა და თანამშრომლობა სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან.
4.ღონისძიებები, სადაც სამოქალაქო პირები შეძლებენ სამხედროების საქმიანობის ნახვას.
7.თქვენი საკონტაქტო Discord: keisari2748
 

Noah Clark

New member
Sep 6, 2025
2
0
IC ინფორმაცია


1. პერსონაჟის სახელი და გვარი: Noah Savage
2. პერსონაჟის დაბადების თარიღი: 16/04/1989
3.პერსონაჟის ბიოგრაფია: Noah Savage დაიბადა ლოს სანტოსში ჩვეულებრივი ოჯახში, თუმცა ბავშვობიდან გამოირჩეოდა ლიდერული თვისებებით და დამოუკიდებელი აზროვნებით. სკოლაში და ახალგაზრდულ წლებში ხშირად ეხმარებოდა მეგობრებს პრობლემების გადაჭრაში, მაგრამ ერთდროულად ყოველთვის ჰქონდა ძლიერი თვითშეფასება და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.მისი ცხოვრება შეიცვალა, როდესაც პირველად შეუერთდა სუბკულტურ ფრაქციას — აქ ის დაინახა, როგორ მუშაობს ორგანიზაცია, როგორ იბრძვიან წევრები მიზნების მისაღწევად, და გაიაზრა, რომ მისი ნიჭი და გავლენა შემიძლია უფრო დიდი შედეგებისთვის გამოსაყენებელი. Noah-ის ხასიათი გამორჩეულია — იგი ჭკვიანი, სტრატეგიული, ენერგიული და, რაც მთავარია, სურს პასუხისმგებლობა საკუთარ ხელში აიღოს.
4.აღწერე პერსონაჟი იმ ერთი სიტყვით, რომელიც მას ყველაზე მეტად შეეფერება და ახსენი მიზეზი: Noah Savage ყოველთვის წინასწარ ხედავს სიტუაციების განვითარებას, იცის როგორ მართოს ფრაქცია, როგორ გამოავლინოს წევრების შესაძლებლობები და როგორ შექმნას RP-ში საინტერესო სცენარები. მისთვის ლიდერობა ნიშნავს არა მხოლოდ ძალაუფლებას, არამედ პასუხისმგებლობასა და ყოვლისმომცველ ხედვას. ამიტომ, ერთი სიტყვით, სტრატეგი სრულად ასახავს მის ხასიათს, მის მიდგომას RP-ს მიმართ და უნარს, ნებისმიერი სიტუაცია მაქსიმალურად ეფექტურად მართოს.


OOC ინფორმაცია
1. თქვენი სახელი: დაჩი
2. თქვენი ასაკი: 19
3.რატომ გსურთ ლიდერობა კონკრეტულად SANG ფრაქციაში? მინდა ლიდერობა SANG ფრაქციაში, რადგან ეს ჩემთვის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ტიტული ან ძალაუფლება – ეს არის შესაძლებლობა, შევქმნა რეალური, ცოცხალი ისტორია RP სამყაროში. SANG არის ის ფრაქცია, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ქმედებით გამოწვეულ კონფლიქტებს, არამედ სტრატეგიულ, გუნდურ მუშაობას, სირთულეებსა და გამოწვევებს, რომლებიც საშუალებას მაძლევს, ჩემი ლიდერული უნარები, გადაწყვეტილებების მიღება და კრიზისური სიტუაციების მართვა სრულად გამოვცადო.როგორც ლიდერი, მე ვხედავ ჩემს თავს არა როგორც უბრალოდ კონტროლის მქონე პიროვნებას, არამედ როგორც გზამკვლევს, რომელიც ლიდერობს გუნდს ერთიანობაში, განსაზღვრავს პრიორიტეტებს და უზრუნველყოფს, რომ ყველა წევრმა RP გამოცდილება მაქსიმალურად გაიზიარო. SANG ფრაქცია საშუალებას მაძლევს, შევქმნა დინამიური სცენარები – გეგმები, ოპერაციები, კონფლიქტები ქუჩებში, უსაფრთხოების საკითხები – სადაც თითოეული სიტუაცია არის გამოწვევა, რომელიც რეალური შედეგებით სრულდება.ჩემთვის ეს ლიდერობა ნიშნავს პასუხისმგებლობას: არა მხოლოდ დავარწმუნო თავი, არამედ დავეხმარო გუნდს განვითარდეს, რომ თითოეული წევრი შეძლოს თავისი პერსონაჟის RP პოტენციალის სრული გამოხატვა. მჯერა, რომ ჩემი გამოცდილება, შემართება და სტრატეგიული აზროვნება SANG-ს უფრო ეფექტურ, ორგანიზებულ და საინტერესო ფრაქციად აქცევს, სადაც RP არ არის უბრალოდ როლი – ეს არის თითოეული მოთამაშის ჩართვის, კრეატივისა და რეალურ ისტორიის შექმნის პროცესი.
4. გაქვთ თუ არა ლიდერის გამოცდილება? თუ კი, გთხოვთ მიუთითოთ რომელ ფრაქციაში და რამდენი ხნით. კი მაქ ლიდერის გამოცდილება, ვყოფილვარ შერიფების, ბალასების, მარაბუნტების და სხვა ორგანიზაციების.
5. საშუალო ყოველდღიური ონლაინი (საათებში): 8/9 სთ (მეტიც)
6. რა უნიკალური იდეები და ხედვები გაქვთ SANG ფრაქციის განვითარებისთვის? მინდა რეგულარულად ჩავატაროთ ოპერაციები, ქუჩის კონტროლები, რეალური სიტუაციების სიმულაციები, რომლებიც წევრებს აიძულებს გადაწყვეტილებები მიიღონ და რეაგირება ჰქონდეთ რეალურ შედეგებზე. ეს მოიცავს როგორც მშვიდობიან, ისე კრიზისულ სცენარებს – ნარკოტიკების კონტროლი.SANG ფრაქციის თითოეულ წევრს ექნება რეგულარული ტრენინგები – როგორც საბრძოლო, ისე სტრატეგიული. ეს ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ტექნიკურ განვითარებას, არამედ გუნდის შორის თანამშრომლობისა და ერთიანობის გაძლიერებას.
7.თქვენი საკონტაქტო Discord: fezx
 

Tetro

New member
Aug 27, 2025
3
0
IC ინფორმაცია

1. პერსონაჟის სახელი და გვარი: Tetro Predator
2. პერსონაჟის დაბადების თარიღი: 1978 წელი 9აპრილი
3. პერსონაჟის ბიოგრაფია:

Tetro Predator დაიბადა მძიმე გარემოში, სადაც დისციპლინა და ძალა იყო გადარჩენის ერთადერთი გზა. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა სიმტკიცით და გამბედაობით. სამხედრო სამსახურში ჩაბარება მისთვის არ ყოფილა ვალდებულება – ეს იყო არჩევანი, რომელიც თავისუფლებას და ღირსებას ნიშნავდა.
წლების განმავლობაში Tetro-მ გაიარა ყველაზე რთული წვრთნები: უდაბნოში გადარჩენა, სახმელეთო ოპერაციები და ტაქტიკური თავდასხმები. მას შეარქვეს „Viper“ სწრაფი და მომაკვდინებელი, როგორც გველი, რომელიც არასოდეს უშვებს სამიზნეს.
დღეს ის მსახურობს როგორც გამოცდილი ჯარისკაცი, რომელსაც ერთგულება და პატივისცემა ყველაზე დიდ ღირებულებად მიაჩნია. მისი მიზანია წესრიგის დაცვა და იმის ჩვენება, რომ ნამდვილი ძალა არა მარტო იარაღში, არამედ გონებაშია.


4. აღწერე პერსონაჟი იმ ერთი სიტყვით, რომელიც მას ყველაზე მეტად შეეფერება და ახსენი მიზეზი:
Sentinel“ ნიშნავს მცველს, სადგომზე მყარად მდგომ ჯარისკაცს, რომელიც მუდმივად ფხიზლადაა. ეს სიტყვა აერთიანებს რამდენიმე მახასიათებელს, რაც შენი პერსონაჟისთვის მთავარია:

დისციპლინა – Sentinel არასდროს კარგავს ყურადღებას.
ერთგულება – მუდამ დგას იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ.
სიძლიერე და სიმტკიცე – მისი არსებობა უკვე მიანიშნებს, რომ წესრიგი დაცულია.
სიფხიზლე– Sentinel ყოველთვის მზადაა საფრთხეს წინ შეეგებოს.

OOC ინფორმაცია

1. თქვენი სახელი ნიკა
2. თქვენი ასაკი: 19
3. რატომ გსურთ ლიდერობა კონკრეტულად SANG ფრაქციაში? SANG ფრაქცია ჩემთვის არის დისციპლინის, პასუხისმგებლობის და ერთგულების სიმბოლო. მე მსურს ლიდერობა აქ იმიტომ, რომ სამხედრო სტრუქტურა ყველაზე მეტად შეესაბამება ჩემს ხედვებს – წესრიგი, ტაქტიკა და გუნდური მუშაობა. მინდა, რომ SANG არ იყოს მხოლოდ ორგანიზაცია, არამედ გახდეს მაგალითი მთლიან სერვერზე, როგორ შეიძლება ერთიანად, ეფექტურად და სამართლიანად იმუშაოს გუნდმა. ლიდერობის შემთხვევაში მე შევძლებ ახალი სტრატეგიების შემოტანას, წევრების მოტივაციას და ფრაქციის იმიჯის გაძლიერებას, რათა SANG ყველასთან ასოცირდებოდეს სიძლიერესა და სანდოობასთან
4. გაქვთ თუ არა ლიდერის გამოცდილება? თუ კი, გთხოვთ მიუთითოთ რომელ ფრაქციაში და რამდენი ხნით. კი LSPD 1 თვე და სხვადასხვა დეპარტამენტების უფროსი, გეტოს ფრაქციების ლიდერობა 1 თვე
5. საშუალო ყოველდღიური ონლაინი (საათებში): 5-6 საათი
6. რა უნიკალური იდეები და ხედვები გაქვთ SANG ფრაქციის განვითარებისთვის?ჩემი უნიკალური იდეა არის SANG-ის უფრო ორგანიზებულ და მრავალმხრივ განვითარებაზე ფოკუსირება. მინდა დავნერგო უფრო რეალისტური სამხედრო წვრთნები, სადაც თითოეული წევრი არა მარტო იარაღის გამოყენებას, არამედ სტრატეგიულ აზროვნებას და გუნდურ მუშაობას ისწავლის. ასევე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია შიდა იერარქიის გაძლიერება – უფრო მკაფიო როლები, სპეციალური დანაყოფები და მოტივაციის სისტემები. ამ გზით SANG იქნება არა მხოლოდ საბრძოლო ძალა, არამედ სერვერზე ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და პროფესიონალური ფრაქცია, რომელიც სხვებისთვის მაგალითს შექმნის
7. თქვენი საკონტაქტო Discord: tetro1111
 

Siduxwire

New member
Sep 9, 2025
4
0
IC ინფორმაცია
1. პერსონაჟის სახელი და გვარი: Siduxwire Gelovani
2. პერსონაჟის დაბადების თარიღი: 9/11/1978
3. პერსონაჟის ბიოგრაფია: სიდუხჭირე გელოვანი დაიბადა 1978 წელს ლოსანტოსში. შემდგომ ადრეულ ასაკში გაწევრიანდა არმიაში და სწრაფად გამოიკვეთა როგორც გამორჩეული სამხედრო პირი სახალხო თავდაცვის მოდულებში.
მას აქვს მრავალი წლის საბრძოლო გამოცდილება რეგულარულ ჯარებში და სპეცოპერაციებში, მოხვდა წინა ხაზზე სწავლებებისა და რეალური კამპანიების დროს, მიღებული აქვს მრავალი მოწინავე ტაქტიკური მომზადება და სამოქალაქო უსაფრთხოების კურსები. სიდუხჭირე ცნობილია როგორც ნაომარი ვეტერანი, სატაქტიკური გადაწყვეტილებების სწრაფი მიმღები და გამძლე ლიდერი, რომელიც ხშირად აკომპანირებს ახალ რიგითებს და ხელმძღვანელობს დელიკატურ ოპერაციებს.
მას ახასიათებს ღრმა სამართველო გამოცდილება, მაღალი ფიზიკური გამძლე და მორალური სიმტკიცე, მისიაა ქვეყნის დაცვა ნებისმიერ საფრთხის მიმართ, პრიორიტეტს ანიჭებს მოწინააღმდეგის დასუსტებას და თანამებრძოლების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

4. აღწერე პერსონაჟი იმ ერთი სიტყვით, რომელიც მას ყველაზე მეტად შეეფერება და ახსენი მიზეზი: "მტკიცე" ის ცხოვრებაში ბევრ საფრთხეს და ბრძოლას შეხვედრია, მაგრამ ყოველთვის გადალახა სირთულეები. მტკიცეა როგორც ბრძოლის ველზე, ისე ჩვეულებრივ ყოფაში, არ კარგავს ძმობის გრძნობას, იცავს თავისიანებს და ბოლომდე დგას მაშინაც, როცა სხვები იღლებიან. მისი ხასიათი სწორედ ამ სიმტკიცეში ჩანს, რაც მას ნამდვილ ლიდერად და საიმედო მეგობრად აქცევს.

OOC ინფორმაცია
1. თქვენი სახელი: დავითი
2. თქვენი ასაკი: 20
3. რატომ გსურთ ლიდერობა კონკრეტულად SANG ფრაქციაში?: ლიდერობა SANG ფრაქციაში მინდა იმიტომ, რომ მომწონს დისციპლინაზე და წესრიგზე დაფუძნებული გარემო. იქ რეალურად ჩანს გუნდური მუშაობა და პასუხისმგებლობა, რაც ჩემთვის საინტერესოა. ასევე ვფიქრობ, რომ ეს ფრაქცია ყველაზე მეტად მაძლევს შესაძლებლობას გამოვავლინო ორგანიზებულობა, კომუნიკაციის უნარი და ვიმუშაო სხვებთან ისე, რომ შედეგი საერთო წარმატება იყოს.
4. გაქვთ თუ არა ლიდერის გამოცდილება? თუ კი, გთხოვთ მიუთითოთ რომელ ფრაქციაში და რამდენი ხნით. არა მაგრამ უზომოდ დიდი დრომაქვს არმიაში გატარებული, ავიაციის ლიდერად, დელტას ლიდერად და უშუალოდ გენერლის მოადგილედაც.
5. საშუალო ყოველდღიური ონლაინი (საათებში): 6
6. რა უნიკალური იდეები და ხედვები გაქვთ SANG ფრაქციის განვითარებისთვის? სამხედრო ტრადიციების შემოღება, სასწავლო პროგრამები ახალწვეულებისთვის ( მოკლე-ხანგრძლივი ტრენინგები ), რპ ოპერაციები, სამხედრო არქივი სადაც თითოეული ჯარისკაცი აღწერილი იქნება და მიღწევები, წოდებები, მსახურობის წლები და ასე შემდეგ ჩაიწერება.
7. თქვენი საკონტაქტო Discord: daviticha#0500
 

SKUBAA

New member
Sep 27, 2025
1
0
IC ინფორმაცია

1. პერსონაჟის სახელი და გვარი: Skubaa Skubovici
2. პერსონაჟის დაბადების თარიღი:414.03.1987
3. პერსონაჟის ბიოგრაფია:
Skubaa Skubovici – სამხედრო ბიოგრაფია

დაბადება და ბავშვობა:
Skubaa Skubovici დაიბადა 1987 წლის 14 მაისს, პატარა ქალაქში ზღვის სანაპიროსთან. მისი ოჯახი უბრალო, მაგრამ პატრიოტული იყო. დედა – მარია სკუბოვიჩი, სკოლაში ისტორიის მასწავლებელი, მამა – ლუკა სკუბოვიჩი, ყოფილი საზღვაო ქვეითი. ბავშვობიდანვე ოჯახმა მასში დისციპლინა და პასუხისმგებლობა აღზარდა.

სწავლის წლები:
Skubaa-მ დაწყებითი განათლება მიიღო ადგილობრივ სკოლაში, სადაც განსაკუთრებით გამოირჩეოდა სპორტში და ისტორიის საგნებში. საშუალო სკოლის პერიოდში იყო ფეხბურთის გუნდის კაპიტანი და სამოქალაქო თავდაცვის კლუბის აქტიური წევრი. ახალგაზრდობაში მას დიდი გავლენა მოახდინა მამამისის სამხედრო ისტორიებმა, რამაც ბრძოლასა და სამშობლოს დაცვაზე მისწრაფება გაუღვივა.

სამხედრო კარიერის დასაწყისი:
18 წლის ასაკში Skubaa-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მამასავით ჯარში წასულიყო. ჩაირიცხა ეროვნულ არმიაში და საფუძვლიანი მომზადება გაიარა ქვეითთა სასწავლებელში. მისი გამორჩეული ფიზიკური მზადყოფნა და ლიდერობის თვისებები მალევე შეამჩნიეს.

სპეციალური დანაყოფი:
სამწლიანი გამოცდილების შემდეგ იგი გადაყვანილ იქნა სპეციალურ ოპერაციებში. მონაწილეობდა საზღვრის დაცვის, ანტიტერორისტულ და სამშვიდობო მისიებში. არაერთხელ დაჯილდოვდა მამაცობისთვის და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისთვის რთულ ვითარებებში.

დღევანდელობა:
დღეს Skubaa Skubovici ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ოფიცერი. მისი კოლეგები მას „რკინის სტრატეგს“ უწოდებენ. მიუხედავად მკაცრი ხასიათისა, ყოველთვის ზრუნავს თავის ჯარისკაცებზე და მათთვის ავტორიტეტული ლიდერია.

დევიზი:
“ოჯახისგან მივიღე ღირსება, სამშობლოსგან – მოვალეობა.”






4. აღწერე პერსონაჟი იმ ერთი სიტყვით, რომელიც მას ყველაზე მეტად შეეფერება და ახსენი მიზეზი: დისციპლინა მთელი ცხოვრება სამხედრო სამსახურში გატარებული აქ

OOC ინფორმაცია

1. თქვენი სახელი დავით ქებულაძე
2. თქვენი ასაკი:20
3. რატომ გსურთ ლიდერობა კონკრეტულად SANG ფრაქციაში? წლებია ვთამაშობ ერპეს და სულ მომწოდა ჯარის ერპე რეალობაშიც ძველი სამხედრო ვარ და მინდა ჩემი ცოდნა გავუზიარო სხვებს და ვნახო როგორია ჯარი რეალობაში. მე მინდა ჰარდ ერპზე ვასწავლო ჩემთან შემოსულ მოთამაშებს მინდა გაიგონ რომ ჯარი არის ყველაზე ძლიერი ფრაქცია და მას ვერავინ ვერ დაჩაგრავს
4. გაქვთ თუ არა ლიდერის გამოცდილება? თუ კი, გთხოვთ მიუთითოთ რომელ ფრაქციაში და რამდენი ხნით. ჯარის ლიდერი ვიყავი 5 ჯერ და ყველა წარმატებით დავასრულე
5. საშუალო ყოველდღიური ონლაინი (საათებში):5-6
6. რა უნიკალური იდეები და ხედვები გაქვთ SANG ფრაქციის განვითარებისთვის? მინდა ახალი დანაყოფი ჩამოვაყალიბოდა და რაც უკვე არის იმის გაუნჯობესება
7. თქვენი საკონტაქტო Discord:skubaa