უარყოფილია Sandrexa Corleonesi (BAD FIB)

Status
Not open for further replies.

sandrexa

Member
Sep 30, 2025
7
1
სახელი, გვარი - Sandrexa Corleonesi
ასაკი - 18
დაბადების ადგილი - ამერიკის შეერთებული შტატები, Los Santos
მშობლები - Giulietta Romano, Vittorio Corleonesi
სიმაღლე - 1.84 cm
თმის ფერი - შავი
თვალის ფერი - ღია მწვანე
ნაცია - ამერიკელი
სქესი - მამრობითი
ოჯახური მდგომარეობა - დასაოჯახებელი
1760805627830.png1760805740290.png












მშობლები


Sandrexa-ს დედა, Giulietta Romano, დაიბადა 1967 წელს Napoli-ში, იტალიაში. სიცოცხლის მანძილზე არცერთი დღე არ უმუშავია. Giulietta წარმოშობით ძალზე პატივსაცემი და გავლენიანი მაფიოზური კლანის, Famiglia Romano-ს წევრი იყო. სკოლის პერიოდში გაიცნო Vittorio Corleonesi, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი მაფიის ოჯახიდან იყო. მათი ქორწინება მეტი იყო, ვიდრე სიყვარული — ეს იყო ორი კლანის გაერთიანება. Giulietta მთელი ცხოვრება Vittorio-ს მფარველობის ქვეშ ცხოვრობდა.


Vittorio Corleonesi დაიბადა 1966 წელს, Palermo-ში. ბავშვობიდანვე გარშემორტყმული იყო ფუფუნებით, სისხლით და სიჩუმის კოდექსით. Corleonesi-ს კლანი უკვე ათწლეულებია აკონტროლებდა სამხრეთ იტალიის ყველაზე შემოსავლიან კრიმინალურ ქსელებს — კაზინოებიდან დაწყებული, იარაღით ვაჭრობით დამთავრებული.




ბავშვობა და გარდატეხა


Sandrexa Corleonesi დაიბადა 2006 წლის 21 სექტემბერს, Los Santos-ში, მშობლებმა ოჯახი სწორედ იქ გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც აშშ-ში ბიზნესის გაფართოება გადაწყვიტეს.


პატარა Sandrexa ცხოვრობდა მდიდრულ ვილაში, დაცული, მაგრამ არაორდინარული ბავშვობით. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა იმით, რომ ზედმეტად იცოდა რა იყო "ძალა", "შიში" და "დასჯა". მისი აზრი იშვიათად იკითხებოდა — ის თავად აკარნახებდა სხვებს.


2012 წელს, მეშვიდე კლასში, Sandrexa კლასელs თავს დაესხა მას შემდეგ, რაც მან "Corleonesi" შეურაცხყო. ინციდენტის შემდეგ დირექტორმა გაუშვა სკოლიდან, თუმცა, მამამისის გავლენამ ყველაფერი შემოატრიალა — დირექტორი გადააყენეს, ხოლო Sandrexa პრესტიჟულ კერძო სკოლაში გადაიყვანეს.


14 წლის ასაკში მან პირველივე დანაშაულებრივი ინიციატივა გამოიჩინა — გაიტაცა საკუთარი მეგობრი, რომელიც მამის ფულზე უარს ამბობდა. ეს შემთხვევა ლოკალური მედიითაც გავრცელდა, თუმცა დამნაშავეები "არასოდეს უპოვიათ".




განათლება


Sandrexa-მ განათლება მიიღო Los Santos International Private Academy-ში, თუმცა სწავლაში გულმოდგინე არასდროს ყოფილა. ის უფრო სწავლის მიღმა არსებულ ჩრდილოვან თამაშებში იყო ჩართული. როდესაც მისმა ქცევებმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, Vittorio-მ მიიღო გადაწყვეტილება — შვილი გაეშვა მამისეულ სკოლაში, რომელიც სინამდვილეში კადეტთა სასწავლებლად მხოლოდ სახეობით ითვლებოდა, რეალურად კი Corleonesi-ს მფარველობით მართვადი სისტემური ფსიქოლოგიური გადატეხის ცენტრი იყო.


სწორედ იქ დაიწყო Sandrexa-ს გარდაქმნა: ძალადობრივი, ცივი, გამჭრიახი, მანიპულატორი — სურათი, რომელიც საბოლოოდ ჩამოყალიბდა.




დამოუკიდებელი კარიერის დასაწყისი


კადეტთა სკოლის დასრულების შემდეგ, Sandrexa გადავიდა სამუშაოდ ქალაქის შინაგან საქმეთა დეპარტამენტში, როგორც უსაფრთხოების ოფიცერი. ეს მისთვის მხოლოდ "კანონიერი საფარი" იყო.


მალე დაიწყო თანამშრომლობა ნარკორეალიზატორებთან, იარაღით მოვაჭრეებთან და კრიპტო-მაფიის წარმომადგენლებთან. ერთ-ერთ ღამეს, როდესაც სანაპიროზე პირობითად დაკავებულმა სთხოვა გაშვება, Sandrexa-მ 20,000 დოლარად "შემთხვევით" გაუშვა.


ამ დღიდან Corleonesi გახდა სახელმწიფო სტრუქტურაში შეღწეული მაფიის კრეატორი.




ხელისუფლების სისტემაში გავლენა


3 წელიწადში Sandrexa-მ წოდება მიაღწია Special Division Officer-ის დონემდე. ამ დროისათვის უკვე მისი სახელი შიშს იწვევდა. მას უკვე ჰქონდა წვდომა:


  • შიდა ოპერაციების სიებზე
  • სამართალდამცავების გადაადგილებაზე
  • ჩანერგილ აგენტებზე

და სწორედ ამ მონაცემების გაყიდვა იყო მისი მთავარი ფულიანი წყარო.


Corleonesi არც ერთ დავალებას არ ტოვებდა — მონაწილეობდა ადამიანების გატაცებაში, ინფორმატორების ლიკვიდაციაში, დოსიეების გაყალბებაში და მოწმეების "დაკარგვაში".


ერთ-ერთი ასეთი მოწმე, სახელად Daniel Watts, შემთხვევით გადაიღო ფოტო, სადაც Sandrexa სავარაუდო კონტრაბანდისტებთან ერთ-ერთ ღამეს აფორმებდა გარიგებას. Daniel მეორე დღეს გაქრა. მხოლოდ 2 კვირაში მისი დამწვარი მანქანა იპოვეს San Chianski Mountain Range-ში.




მაღალ დონეზე გადასვლა


2024 წელს, Los Santos Federal Bureau of Intelligence-მა წარადგინა Sandrexa, როგორც ყველაზე "კომპეტენტური" კანდიდატი ანალიტიკური განყოფილების ხელმძღვანელის პოსტზე.


რეალურად, მას თანამდებობა ჩააბარეს იმიტომ, რომ ზედმეტი იცოდა — და მისი დაპირისპირება სისტემასთან ყველასთვის სარისკო იყო.




ახლანდელი დრო


ეხლა Sandrexa მუშაობს ფედერალურ საგამოძიებო ბიუროში, CID დეპარტამენტში სადაც ერთ-ერთი გავლენიანი და საჭირო აგენტია.ფედერალურ ბიუროში მას იცნობენ როგორც ერთ ჩვეულებრივ ადამიანს,რომელიც საკმაოდ უხეში და აგრესიულია,მაგრამ ხელმძღვანელობამ იცის თუ როგორი ადამიანია იგი და მას ყველა ენდობა და არასდროს ეჭვი არ შეუტანიათ მასში. იგი ხელმძღვანელობს ოპერაციებს,რომელიც ხშირად უკავშირდება შიდა კორუფციას და ორგანიზებულ დანაშაულს. საბოლოოდ Sandrexa არის ფედერალური აგენტი.რომელიც რეალურად არის Predator-მართავს შიშს.




რეზულტატი


1)კრიმინალთან კავშირი.
2)უხეში საუბარი/უხეშად მოპყრობა (სერვერის წესების დაცვით 1v1 ან Bad Person-ების გარემოცვაში)
3)დაკითხვის უხეში ფორმა(მარტო ან BAD პერსონაჟების გარემოცვაში სერვერის წესების დაცვით-იშვიათად ფიზიკური ზიანის მიყენება )
4)ქრთამის აღება(თუ არ მიმდინარეობს ვიდეო/აუდიო ფიქსაცია)
5)არალეგალური ნივთების შეძენა/შენახვა/გამოყენება
6)დამნაშავის გაშვება (იშვიათად)
7)ინფორმაციის გაყიდვა(კრიმინალურ ორგანიზაციასთან კავშირიდან გამომდინარე)
8)დოკუმენტის გაყალბება
 

Attachments

  • 1760805587926.png
    1760805587926.png
    310.6 KB · Views: 0
  • 1760805600958.png
    1760805600958.png
    310.6 KB · Views: 1
  • 1760805605421.png
    1760805605421.png
    310.6 KB · Views: 1
  • 1760805614306.png
    1760805614306.png
    310.6 KB · Views: 1
Last edited:
D

DieHappy

Guest
მოგესალმებით, თქვენი ბიოგრაფია უარყოფილია
 
Status
Not open for further replies.