დადასტურებულია RP Biography | Tyrese Crawford

Status
Not open for further replies.

Tyrese Crawford

New member
Sep 12, 2025
1
1
სახელი: Tyrese
გვარი: Crawford
დაბადების თარიღი: 10.10.1997
ასაკი: 28
ეროვნება: ამერიკელი
სიმაღლე: 193
წონა: 85
აგებულება: სპორტული
თმის ფერი: თეთრი
თვალის ფერი: თეთრი
სხეულის ნიშნები: ნაიარევები სახეზე



Tyrese Crawford 3x4 "Click to open"


ოჯახური მდგომარეობა:
უცოლო
მამა: Jamal Crawford
დედა: Kendall Haliburton
ძმა: Duke Crawford
ხასიათის თვისებები: ყურადღებიანი, სასტიკი, თავხედური, დაჟინებული, უშიშარი, თავდაჯერებული, მამაცი, ჯიუტი



ID: 124
ტელეფონის ნომერი: 7773021



Tyrese Crawford დაიბადა 1997 წლის 10 ოქტომბერს ქალაქ ლოს-ანჯელესში, ინჟინერის ოჯახში. ოჯახი ხშირად გადადიოდა საცხოვრებლად სხვადასხვა ქალაქში, რის გამოც Tyrese-ს სკოლის შეცვლა არაერთხელ მოუწია.


2015 წელს Tyrese-მ სკოლა ჩიკაგოში დაამთავრა, თუმცა მიიღო არასრული საშუალო განათლება. მას ჰქონდა გამორჩეული მუსიკალური ნიჭი და ორჯერ სცადა დენვერის ხელოვნების აკადემიაში ჩაბარება, თუმცა ორივეჯერ უარი მიიღო. 2016 წელს Tyrese-ს დედა გარდაიცვალა. ამის შემდეგ იგი გადავიდა ნიუ-ჯერსიში, სადაც მძიმე სიღარიბეში ცხოვრობდა, მუშაობდა ქუჩის მუსიკოსად და თვითგანათლებით იყო დაკავებული.


18 წლის ასაკში Tyrese-მ კვლავ სცადა დენვერის კონსერვატორიაში ჩაბარება, თუმცა ისევ წარუმატებლად. მის შესახებ გაიგეს, რომ წარსულში სხვა სასწავლებელში დარჩენილი ჰქონდა უზარმაზარი ვალი, რომელიც არ გადაუხდია.
მრავალი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, Tyrese შეუერთდა ძმის, Duke Crawford-ის პატარა დაჯგუფებას სახელწოდებით "Shiesty".


რამდენიმე წლის შემდეგ, Tyrese-მ და მისმა ძმამ დაიწყეს მუშაობა კერძო კომპანიაში, რომელიც დიდი საწარმოების დაცვით იყო დაკავებული. მისი მოვალეობა იყო კედლებზე სპეციალური "ნიშნების" დატოვება, რომლის მნიშვნელობაც უბრალო ხალხმა არ იცოდა. თუმცა მალე მან გაიგო, რომ სინამდვილეში ეს ფირმა მკვლელობებით, რეკეტით და ადამიანების გატაცებით იყო დაკავებული. ნიშნები კი სინამდვილეში წარმატებულ რეკეტს აღნიშნავდა. ეს ყველაფერი მისმა კოლეგამ უთხრა ნასვამ მდგომარეობაში.


Tyrese რამოდენიმე დღე შოკში იყო, თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ ამით უზარმაზარი ფულის შოვნა შეიძლებოდა. მისი პოტენციალი კრიმინალურ სფეროში უსაზღვრო აღმოჩნდა და ცოდნაც ყოველდღიურად იზრდებოდა. საბოლოოდ მან მთლიანად უარი თქვა ხელოვნებაზე და დღემდე ანვითარებს თავის უნარებს.


ერთხელ, როდესაც Tyrese სახლში მშვიდად სვამდა ჩაის, მასზე თავდასხმა განახორციელეს 5-მა უცნობმა. ესენი იყვნენ "Shiesty"-ის მტრები. მათ Tyrese სკამზე დააბეს, სცემეს და სპეციალური ქიმიური სითხე გადაასხეს, რამაც მისი ნახევარი სახე დაწვა და სამუდამო ნაიარევი დაუტოვა. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს იყო დაჯგუფება "Evil Angels". მათ ასევე შუბლზე დაუტოვეს საკუთარი ნიშანი — გახურებული რქების მქონე ფორმის ამულეტით, რომელიც 1000 გრადუსამდე იყო გახურებული და პირდაპირ შუბლზე მიაწვეს. საბოლოოდ, Tyrese-ს ორი ნაიარევი დარჩა: ერთი ნახევარ სახეზე და მეორე — შუბლზე,რქების სახით.

საბოლოოდ Tyrese მიხვდა,რომ მსგავსი ცხოვრება არ უღირდა არც ერთ ცენტად.მან გადაწყვიტა,რომ თავისი განვლილი ცხოვრება წაეშალა და ყველაფერი ახალი ფურცლიდან დაეწყო.ახალი ფურცელი კი იწყება შტატ
San Andreas-ში ქალაქ Los Santos-ში.როგორც მოგეხსენებათ Tyrese-ს დოკუმენტები სუფთა იყო.საბედნიეროდ განვლილ ცხოვრებაში ის კრიმინალის ადგილზე არ დაფიქსირებულა.მან ბოლო შანსი აღარ გააფუჭა და სასიკეთოდ გამოიყენა.Tyrese-მ ისწავლა მარტო ცხოვრება,დაიწყო პატიოსნად მუშაობა და რაც მთავარია მას მოტივი და სურვილი ჰქონდა იმისი,რომ თავისი ქვეყნისთვის ემუშავა.


შეჯამება:
  1. შეუძლია გახსნას ცეცხლი პირველმა სიცოცხლის საფრთხის შემთხვევაში
  2. შეუძლია მუშაობა ნაიარევებით სახელმწიფო სტრუქტურებში
  3. შეუძლია აგრესიის გამოვლენა უმცირესი მიზეზითაც
  4. შეუძლია მარტო დაუპირისპირდეს ორ ადამიანს - იარაღის ქონის შემთხვევაში
 
  • Love
Reactions: ZEUS

Richard

Well-known member
D.Chief Administrator
Aug 26, 2025
120
3
მოგესალმებით!

თქვენი ბიოგრაფია დადასტურებულია.

შეუძლია გახსნას ცეცხლი პირველმა სიცოცხლის საფრთხის შემთხვევაში
შეუძლია მუშაობა ნაიარევებით სახელმწიფო სტრუქტურებში
შეუძლია აგრესიის გამოვლენა უმცირესი მიზეზითაც
შეუძლია მარტო დაუპირისპირდეს ორ ადამიანს - იარაღის ქონის შემთხვევაში​
 
Status
Not open for further replies.