Lucas Deluca | Vagos Gang Member – Full RP Biography

LucasDeluca

New member
Sep 26, 2025
1
0

სახელი: LucasDeluca
ასაკი: 27
ეროვნება: მექსიკელი-ამერიკელი
დაბადების ადგილი: ლოს სანტოსი, რაიონი — Rancho
ორგანიზაცია: The Vagos
სტატუსი: აქტიური წევრი



ბავშვობა და ოჯახი​


ლუკას დელუკა დაიბადა ლოს სანტოსის ერთ-ერთ ყველაზე რთულ უბანში — Rancho-ში, სადაც ქუჩის წესები ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კანონი. მისი მამა, მიგელი დელუკა, წარმოშობით მექსიკიდან იყო და ლოს სანტოსში ემიგრაციით ჩამოვიდა 90-იან წლებში. დედა — მარია გონსალესიც ადგილობრივი ქალი იყო, რომელიც ხშირად ცდილობდა ოჯახისთვის უკეთესი მომავლის შექმნას, თუმცა უბნის რეალობა სხვაგვარად წყვეტდა.



მოზარდობა და გზა კრიმინალისკენ​


ლუკასმა ძალიან მალე დაკარგა მამა — ქუჩის გარჩევაში მოკლეს, როცა ის მხოლოდ 13 წლის იყო. სწორედ ამ დღიდან დაიწყო მისი კავშირი ქუჩასთან. სკოლაში სწავლა ადრე მიატოვა და გადაერთო ფულის შოვნაზე — თავიდან წვრილმან ქურდობებსა და ბირჟაზე „ნასედკობას“ მიეძალა.


გარშემო ყავდა ძმაკაცები, რომლებიც ვაგოსში უკვე აქტიური წევრები იყვნენ. წლების განმავლობაში ნდობა მოიპოვა და 18 წლის ასაკში Vagos-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა.



ხასიათი და უნარები​


ლუკასი არის დაძაბული, ფხიზლად მოაზროვნე და ერთგული. არასდროს ტოვებს თავის ხალხს გაჭირვებაში. გამოირჩევა ავტომობილების მართვით, აქვს კარგი ცოდნა იარაღებში და სწრაფი რეაქცია კრიტიკულ სიტუაციებში. შეუძლია გაუძღვეს პატარა ჯგუფს ოპერაციის დროს და შეაფასოს სიტუაცია სტრატეგიულად.



მიზნები​


ლუკასისთვის მთავარი მიზანია ვაგოსის სახელი კიდევ უფრო მაღლა აიყვანოს და გავლენა გაზარდოს ლოს სანტოსის სამხრეთ უბნებში. მისთვის გზა ცხადია ფული, ძალაუფლება და პატივისცემა ქუჩიდან.



კავშირი ვაგოსთან​


Vagos ლუკასისთვის ოჯახია. მას არ ჰყავს ცოლი, შვილები და არასდროს მიუჩნევია ოჯახი საჭიროდ, რადგან მისი ოჯახი სწორედაც რომ ქუჩაა და მისი ძმები — ვაგოსელი მებრძოლები. ხშირად მონაწილეობს ოპერაციებში, იცავს რაიონს და აქტიურად არის ჩართული ახალი წევრების შერჩევასა და გაწვრთნაში.