Dvalski Garcia – Bad Cop
სახელი: Dvalski Garcia
ასაკი: 34
როლი: LSPD ოფიცერი (ბნელი მხარე)
სახელი ქუჩაში: Silent Death
ბავშვობა და ტრაგედია
Dvalski Garcia საშიშ უბანში დაიბადა და გაიზარდა, სადაც კანონზე უფრო ქუჩის წესები მოქმედებდა. ბავშვობიდანვე ძალადობა, მაფიის დაპირისპირებები და კრიმინალური სამყაროს რეალობა ყოველდღიურობა იყო. 13 წლის ასაკში ბანდამ, რომელსაც მისი მშობლები დავალიანებული ჰყავდა, ოჯახი გაწყვიტა. ეს ტრავმა მისი ცხოვრების მთავარ მოტივატორად იქცა – შურისძიება.
სამხედრო გზა
18 წლისას სამხედრო სამსახურში წავიდა. სწრაფად გამოირჩა სიზუსტითა და უშიშრობით. იქიდანაც მოდის მისი მეტსახელი – Silent Death. სნაიპერად ასზე მეტ წარმატებულ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, ოფიციალურად კი მისი ანგარიშზე 224 დადასტურებული მკვლელობაა. ჯარში მასწავლეს დისციპლინა, მაგრამ გულში აგრესია და ბნელი მხარე უფრო იზრდებოდა.
პოლიციის კარიერა
სამხედრო კარიერის შემდეგ Los Santos Police Department-ში გადავიდა. გარეგნულად – ერთგული ოფიცერი, რომელსაც კოლეგები ენდობოდნენ. რეალურად კი პოლიციის ფორმა მისთვის უბრალოდ ახალი ნიღაბი იყო. ნიღაბი, რომელიც მას ძალაუფლებას აძლევდა როგორც კანონის მხარეს, ისე მის მიღმა.
- დაკავებულებს ნარკოტიკებსა და იარაღს ჩუმად უდებდა, რათა „მოსახერხებელი“ საქმეები შეექმნა.
- არქივებში ფაილებს აყალბებდა – მტკიცებულებებს აქრობდა ან ქმნიდა, როგორც მის გეგმას სჭირდებოდა.
- კრიმინალებთან კავშირს არ უშვებდა, პირიქით – ისინი მისთვის ინსტრუმენტი ხდებოდნენ. ზოგჯერ შეთანხმებას დებდა, ზოგჯერ აშანტაჟებდა.
- ლეგალური უფლებამოსილება იყენებდა პირადი შურისძიებისათვის – ვინც წარსულში ან ახლაც გზაზე გადაუდგებოდა, ის გაქრებოდა.
„კეთილი პოლიციელი“ – მხოლოდ façade
LSPD-ში ბევრის ნდობა მოიპოვა. კოლეგები ხედავდნენ მის სწრაფ რეაქციებს, სიზუსტესა და სერიოზულ დამოკიდებულებას. ბევრმა ოფიცერმა ის ნამდვილ გმირადაც კი ჩათვალა. მაგრამ რაც უფრო მეტად იზრდებოდა მისი გავლენა, მით უფრო ღრმად შედიოდა ბნელ საქმეში.
მისი ცხოვრება დღეს
Dvalski Garcia ორ სამყაროს შორის ცხოვრობს:
- ოფიციალურად: ღირსეული ოფიცერი, რომელიც ქუჩაში წესრიგს ამყარებს.
- რეალურად: კორუმპირებული „Bad Cop“, რომლისთვისაც კანონი მხოლოდ იარაღია საკუთარი მიზნების მისაღწევად.
მისი მთავარი ამოცანა ისევ უცვლელია – შურისძიება და ძალაუფლება. მაგრამ ამ გზამ უკვე სხვაგან გადაიყვანა – იქ, სადაც პოლიციასა და კრიმინალს შორის ზღვარი აღარ არსებობს.
მოთხოვნები:
1.უხეში მოპყრობა 1V1 ან სხვა ბედქოფების გარემოცვაში
2.არალეგალური იარაღის/ტყვია წამლის გაყიდვა/გამოყენება
3.კავშირი კრიმინალურ ორგანიზაციებთან
4.სამხილების განადგურება გაყალბება
5.ქრთამის აღება