დადასტურებულია [CRIME] Inho

Status
Not open for further replies.

tskvito

New member
Sep 22, 2025
3
1
👑 ლიდერი: Tskvit_Inho | 2537 - DC Tskvito
ძირითადი წევრები: Zipper_Inho, Gaset_Inho, Shishk_Inho,​



ისტორია

1758622081056.png

1970-იანი წლები – ფესვები ბრაზილიაში
Inho
-ების ისტორია სამხრეთ ბრაზილიაში იწყება. ოჯახი თავიდან ჩვეულებრივი მეღვინეები იყვნენ, ღვინოს აწარმოებდნენ და ადგილობრივ ბაზარზე ყიდდნენ. თუმცა კრიმინალთან შეჯახების შედეგად ოჯახმა დაიწყო სარდაფების გამოყენება იარაღის, ნარკოტიკისა და კონტრაბანდის მოსამარაგებლად.
ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ძირითადი პრინციპები:

  • ერთგულება და სიჩუმე არის უმთავრესი;
  • ღალატი დასჯადია;
  • ოჯახის საქმე მხოლოდ ოჯახის წევრებს ეხებათ.


1980–1990-იანი წლები – გაფართოება
Inho
-მ მიწისქვეშა სისტემები გააფართოვა, ვენახების ქვეშ ჩადგა სარდაფები, რომლებსაც გამოიყენებდნენ როგორც იარაღისა და ნარკოტიკის საცავებს. ოჯახი სისხლიან კონფლიქტებში ჩაერთო ადგილობრივ მაფიებთან, რამაც Inho-ს სახელი დაუმკვიდრა ბრაზილიაში.


2000-იანი წლები – ახალი თაობა და ევროპაში გადასვლა
ახალგაზრდა თაობამ გადაწყვიტა, რომ ბრაზილიის ფარგლები აღარ კმაროდა. ისინი ევროპაში გადავიდნენ, სადაც ახალი ბაზარი აითვისეს. ამ პერიოდში Inho-მ დაიწყო ღვინის ბიზნესი როგორც ლეგალური საფარი. სარდაფები გამოიყენებოდა კონტრაბანდისთვის, ხოლო ბიზნესს ფულის გათეთრების ფუნქცია ჰქონდა.​

1758622652455.png

2010 – ოფიციალური გამოჩენა ქალაქში
Inho
-მ გადაწყვიტა ოფიციალურად წარმოეჩინა თავი მეღვინეობითა და ტურიზმით. სინამდვილეში კი მთელი ღამით ოჯახი მუშაობდა:


  • სარდაფებში ინახებოდა იარაღი, ნარკოტიკი და მოსაწევი;
  • ფულის გათეთრება ღვინის ბიზნესის სახით;
  • კონტრაბანდა საზღვაო და მიწისქვეშა გზებით.





ამ პერიოდში ჩამოყალიბდა საბოლოო იერარქია:
  • Tskvit_Inho – ოჯახის ლიდერი, უკანასკნელი სიტყვა;
  • Zipper_Inho – სხვა ოჯახებთან და ფრაქციებთან ურთიერთობები;
  • Gaset_Inho – შიდა მენეჯმენტი და დისციპლინა;
  • Shishk_Inho – GOV სტრუქტურებთან თანამშრომლობა, იარაღის და მედიკამენტების მიწოდება;

2013 – პირველი ღამის სისხლიანი დაპირისპირება
ადგილობრივმა ბანდამ სცადა Inho-ს ვენახებში შეჭრა. ღამის სროლაში სამმა მოწინააღმდეგემ სიცოცხლე დაკარგა. ამ შემთხვევამ კიდევ უფრო გაამყარა Inho-ს ძალა ქალაქში.


2015 – ხელისუფლებასთან კავშირები
Shishk_Inho
-მ დაამყარა კავშირები კორუმპირებულ პოლიციელებთან და ექიმებთან, რაც გარანტირებდა ოჯახისთვის იარაღისა და მედიკამენტების სტაბილურ მიწოდებას.


2017 – კონტრაბანდა და მოლაპარაკებები
Inho
-მ ღვინის კონტეინერებით ყველაზე დიდი ნარკოტიკული პარტიები შემოიტანა. Gaset_Inho გახდა მთავარი მოლაპარაკების კაცი – მისი სიმშვიდე რთულ გარიგებებსაც კი მარტივად აგვარებდა.


2019 – პოლიციასთან ღია კონფლიქტი
ერთ-ერთ კონტრაბანდულ მანქანას პოლიცია დაესხა თავს. სროლისას ორი პოლიციელი დაიღუპა, ხუთი მძიმედ დაიჭრა. Inho-მ პირველად ღიად აჩვენა, რომ კანონი მათ ვერ ეხებოდა.


2021 – მთავარი სახლის გაძლიერება
ოჯახმა ააშენა მთავარი სახლი ქალაქის გარეუბანში, გარშემო ვენახებით. მიწისქვეშა ლაბირინთებში ინახებოდა: იარაღი, ნარკოტიკი, მოსაწევი და ფული.


2023 – ძალაუფლების პიკი
Inho
-მ კონტროლი მოიპოვა ყველა კრიმინალურ სფეროში: იარაღი, ნარკოტიკები, კონტრაბანდა, ფულის გათეთრება. ვინც მათ წინააღმდეგ წავიდა – მიწაში აღმოჩნდა.


2024 – საერთაშორისო კავშირები
Inho
-მ ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში გააფართოვა ბიზნესი. შეთანხმებები იტალიურ მაფიასთან და მექსიკურ კარტელთან უზრუნველყოფდა იარაღის და ნარკოტიკის მიწოდებას.


2025 – ახალი ქვეყანა, ახალი გამოწვევები
Inho-ებმა გადაწყვიტეს, რომ საერთაშორისო ოპერაციების გაფართოება უკვე “Unit” შტატებში უნდა გაეგრძელებინათ. გადმოსვლისას მათ მოუწიათ ოჯახის სახელის ახლიდან მოხვეჭა – ახალი ადგილობრივი ბანდები, პოლიცია და კრიმინალური დაჯგუფებები ცდილობდნენ მათთვის წინააღმდეგობა მიეყენებინათ.​


მაგრამ Inho-ებისთვის ეს მხოლოდ მცირე დაბრკოლება იყო. ოჯახის მთავარი პრინციპები, გამოცდილება და ფინანსური რესურსი მათ საშუალებას აძლევდა:


  • დაუყოვნებლივ შეექმნათ ახალი კონტრაბანდული და ნარკოტიკული ქსელი;
  • ახალი კავშირები შეემყარებინათ ადგილობრივ პოლიტიკოსებთან და პოლიციასთან;
  • სახელის განმტკიცება კრიმინალურ წრეებში ისე, რომ ადგილობრივებს ეცოდინათ – „ეს ოჯახი შეუჩერებელია.“

დემონსტრაციად, უკვე პირველი თვეების განმავლობაში, Inho-მ რამდენიმე კონკურენტული ბანდა გაანადგურა და ქალაქში ახალი კონტროლის ხაზები დაამყარა. მათი ვენახები, სარდაფები და ვენახების ქვეშ დამალული გზები სწრაფად გადაიქცა ახალი იმპერიის საყრდენად.




☠️ კრიმინალური საქმიანობა​


  • იარაღი და მოსაწევი – სარდაფები, ვენახების ქვეშ, ხელში კონტროლი Tskvit_Inho-ს მიერ.
  • ნარკოტიკები – კონტეინერები, მიწისქვეშა გზები, ვენახები.
  • ფულის გათეთრება – ღვინის ბიზნესი, ტურიზმი, რესტორნები.
  • კონტრაბანდა – საზღვაო კონტეინერები, მიწისქვეშა ტრანსპორტი.
  • ქუჩის კონტროლი – შეიარაღებული ჯგუფები და ძველი ბანდების შეძენები.



📜 ოჯახის წესები​


  1. ერთგულება და სიჩუმე – ღალატი სიკვდილით ისჯება.
  2. Tskvit_Inho-ს სიტყვა უკანასკნელია.
  3. უცხო არ შევა სახლში, ვენახებში ან სარდაფებში.
  4. ოჯახის სახელის შეურაცხყოფა სისხლით ისჯება.



🎯 მიზნები​


  • ქალაქისა და საერთაშორისო ბაზრის სრული კონტროლი.
  • კონკურენტების განადგურება („Black Serpents“ და სხვა).
  • ფულის პოლიტიკაში ჩადება – გავლენა ხელისუფლებაზე.
  • ახალი თაობის მომზადება – Inho-ს სახელის შენარჩუნება.

Inho ოჯახის სახლის ნომერი:

1758626118628.png



Inho ოჯახის მანქანის ფერი: ოქროს ფერი



1758626568729.png




Inho ოჯახის დრესკოდი:
1758626684792.png
ზედა - bomber sin with zipper m
ქვედა - red baroque shorts m
 

tskvito

New member
Sep 22, 2025
3
1
ჩემი ბრალი არა სურათებ ვერ ვაედითებ ესე აიტვირთა
 

Sykes

Member
Staff member
Chief Curator
Aug 31, 2025
23
0
მოგესალმებით
კრიმინალური ბიოგრაფია ოჯახზე "Inho"

დადასტურებულია

პატივისცემით Unit RP ადმინისტრაცია
 
Status
Not open for further replies.