უარყოფილია Crime Family - Null

Status
Not open for further replies.

Shera

New member
Jun 3, 2025
4
0
ოჯახის კრიმინალური ბიოგრაფიასახელი: Null

ოჯახის ლიდერი: Shera Null

შტატების ქუჩებში, სადაც ძალას და გავლენას ყველაფერი განსაზღვრავს, გაჩნდა ოჯახი Null, ნულიდან შექმნილი იმპერია, რომელიც მიზნად ისახავს დომინირებას.

ხალხის მართვა – შერა

შერა იყო გამოცდილი მმართველი სხვადასხვა ოჯახებში, გამბედავი და დაუნდობელი ფიგურა, რომლის ხედვამაც მას შემოაკრიბა ისეთივე განსაკუთრებული ადამიანები. მისი სტრატეგიული გონება და დაუღალავი ამბიცია გახდა საფუძველი ოჯახის გაერთიანებისა.

სროლის ოსტატი – კარტა

გზაზე შერამ იპოვა კარტა, ქალი, რომელიც სროლის დაუფლებული ნიჭით, განათლებით და ბრუტალური ხასიათით გამოირჩეოდა. ის იყო ძალა, რომელსაც ვერავინ უგულებელყოფდა დაუნდობელი და ცივი როგორც ბრძოლის ველი.

მახვილგონება ჟურნალისტი – მარგარეტი

მათ ასევე შეუერთდა მარგარეტი, განათლებული და მახვილგონება ქალი, რომელიც კარიერას ჟურნალისტიკაში ავითარებდა. მას შეეძლო ადამიანების სახალხოდ შავ ფიგურად დახატვა და მათი რეპუტაციის განადგურება მხოლოდ სიტყვით. მისი ინტელექტი და კულისებში მოქმედების უნარი ოჯახის ახალ იარაღად აქცევდა.

მათ სამივეს განსხვავებული ხასიათი ჰქონდა, მაგრამ საერთო მიზანი აერთიანებდა ძალაუფლების მოპოვება ნებისმიერ ფასად. შერას სურდა შტატების ქუჩებში თავისი წესების დაწესება, კარტას სისხლის სუნი და სროლის ხმა აკმაყოფილებდა, ხოლო მარგარეტს ყველაფრის ხალხის შანტაჟი ახალ ძალაუფლებას აძლევდა. ისინი შეთანხმდნენ, რომ გზიდან ყველა დაბრკოლება უნდა მოეშორებინათ იქნება ეს პოლიცია, კონკურენტი ბანდები თუ გავლენიანი პირები. სწორედ აქედან დაიწყო „Null“-ის კრიმინალური იმპერიის ჩამოყალიბება, სადაც სამივე ერთ აზრზე იდგა: თუკი ძალა გვჭირდება, მაშინ ყველა საშუალება გამართლებულია.

სამივე მათგანმა თავი ლიდერად გამოაცხადა, რითაც ოჯახი „Null“ განსაკუთრებულად გამორჩეული გახდა ძალაუფლება არ იყო ერთის ხელში, არამედ სამ სხვადასხვა ხედვაში გაერთიანებული.

მათი მთავარი ამოცანაა შტატებში დომინირება და ნომერ პირველ კრიმინალურ ოჯახად ჩამოყალიბება. ისინი თვლიან, რომ ყველაფერი ნულიდან იწყება და სწორედ ამ აზროვნებით აირჩიეს სახელი Null.


დევიზი
„არაფრიდანაც კი შეიძლება წარმოშვდეს ძალა.“


სტრუქტურა

0 - ოჯახის ლიდერები
1 - ლიდერის დამხმარეები
2 - ხალხის მობილიზაციას ვინ წინუძრღვება
3 - ხალხის ოჯახში გაწევრიანების კურირება
4 - ოჯახის წევრები​
 
Last edited:

M0RAL3Z

Well-known member
Server Curator
Jun 17, 2025
108
3
მოგესალმებით!

თქვენი ოჯახის ბიოგრაფია, უარყოფილია.

გთხოვთ, გადახედეთ ოჯახის ბიოგრაფიის დაწერის ფორმატს.
 
Status
Not open for further replies.