უარყოფილია [BAD SANG] Niko Savage

Status
Not open for further replies.

Avazaki

New member
Sep 2, 2025
3
0
nikoo.PNG


სახელი/გვარი: Niko Savage

ასაკი:36

დაბადების ადგილი: ჩიკაგო

მშობლები: John Savage/Elene McGregory

სქესი: მამრობითი

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი


წონა: 93

სიმაღლე: 1.8

თმის ფერი: შავი

თვალის ფერი: მწვანე

აღნაგობა: ათლეტური



ბავშვობა



ნიკო სევეიჯი დაიბადა 1992 წლის 14 ივლისს ჩიკაგოში, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ უბანში.

მისი მამა იყო ჯონ სევეიჯი (John Savage), წარმოშობით ჩიკაგოდან, რომელიც ახალგაზრდობიდანვე ჩართული იყო კრიმინალურ სამყაროში. ჯონს ბავშვობიდან უყვარდა საკუთარი ოჯახი, თუმცა მისთვის არჩევანი რთული იყო: ქუჩის წესები და გადარჩენის ინსტინქტი აიძულებდა, რომ ხშირად არალეგალურ საქმიანობისთვის მიემართა. მიუხედავად ამისა, იგი შვილებზე და მეუღლეზე ზრუნავდა, ცდილობდა, რომ მათთვის ყველაფერი რაც სჭირდებოდათ მიეცა.

ნიკოს დედა, ელენე მაკგრეგორი (Elene McGregory), წარმოშობით ევროპული ოჯახიდან იყო. იგი განათლებული ქალი იყო და ყოველთვის ცდილობდა, შვილს სწორი გზა ეჩვენებინა. ელენე მუშაობდა ადგილობრივ კლინიკაში, მედდის პოზიციაზე, თუმცა მისი ცხოვრების მთავარი მიზანი იყო ნიკოსა და ოჯახის დაცვა. იგი ხშირად ცდილობდა, ჯონისთვის ეჩვენებინა, რომ კრიმინალური ცხოვრება საფრთხეს ქმნიდა ოჯახისთვის, მაგრამ მასზე ეს ყოველივე გავლენას არ ახდენდა.

ნიკოს მამა, ჯონ სევეიჯი, მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალთან მჭიდრო კავშირები ჰქონდა და ხშირად არალეგალურ საქმიანობაში იყო ჩართული, ოჯახზე ძალიან ზრუნავდა. ნიკოთვის მამა ნამდვილი გმირი იყო, იმის მიუხედავად რომ, რთულ და სახიფათო ცხოვრებას ატარებდა, იგი მაინც ახერხებდა შვილებისთვის დროის გამოყოფას არიგებდა მას, უთმობდა დროს და ზრუნავდა მასზე. ჯონის არ უნდოდა ნიკო მის კვალს გაჰყოლოდა. ხშირად ეუბნებოდა, რომ კრიმინალის გზა ბოლოს მხოლოდ უბედურებამდე მიჰყავდა, მაგრამ ბიჭი უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა ქუჩას და მის კანონებს. დედა, ელენე, ასევე ცდილობდა შვილის სწორ გზაზე დაყენებას, სკოლაზე ფოკუსირებას, სწორი გარემოს პოვნას, მაგრამ ნიკო არც მას უსმენდა.
უკვე 12 წლის ასაკში ნიკომ მეგობრებთან ერთად პატარა მაღაზია გაქურდა. ეს მისი პირველი სერიოზული დანაშაული იყო, თუმცა პოლიციამ მალევე დააკავა. მამამ შეძლო მისი გამოყვანა და იმედი ჰქონდა, რომ ეს ნიკოს გაკვეთილად ექცეოდა, მაგრამ ბიჭმა პირიქით — თავი ძლიერად და დაუსჯელად იგრძნო.
გარდამტეხი მომენტი დადგა, როცა ნიკო 14 წლის იყო. ერთ საღამოს უბანში ბანდებს შორის ჩხუბი ატყდა. ნიკო შემთხვევით იქ აღმოჩნდა და მისი მეგობარი სერიოზულად დაჭრეს. ამან ნიკოში სიბრალული მოკლა — ყვირილში და სისხლის სუნში ბასრი საგნით ერთ-ერთ თავდამსხმელს თავად მიაყენა სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობა. ეს შემთხვევა ნიკოსთვის პირველი იყო, როცა სხვისი ბედი მისი ხელებით გადაწყდა. იმ ღამეს ნიკოში რაღაც შეიცვალა. მასში ჩაიბუდა ცივმა გონებამ და სისასტიკემ, რომელიც მუდმივად გაჰყვა მის ცხოვრებას. სწორედ მაშინ გახდა მისთვის ბუნებრივი, რომ ძალადობა არა მხოლოდ გადარჩენის, არამედ პატივისცემის მოპოვების გზაც იყო. ამ მომენტიდან თანატოლებში ნიკო აღიქმებოდა როგორც ცივსისხლიანი და დაუნდობელი ბიჭი.
მოზარდობა

15 წლის ასაკში ნიკო ბანდებს შორის გარჩევაში აღმოჩნდა, სადაც ერთ-ერთი პიროვნება დაჭრა. ეს უკვე აღარ იყო შემთხვევითი აფეთქება, არამედ შეგნებული მოქმედება. ქუჩაში მას მეტსახელად „Savage“ შეარქვეს, რადგან ჩხუბში არასდროს ჩერდებოდა და ბოლომდე მიდიოდა.
მოზარდობის პერიოდში ნიკო სულ უფრო ღრმად ჩაეფლო კრიმინალურ სამყაროში. მანქანების გატაცება, ნარკოტიკების გადატანა და ანგარიშსწორებები მისი ყოველდღიურობა გახდა. ქუჩაში პატივისცემას მხოლოდ ძალითა და დაუნდობლობით მოიპოვებოდა, ხოლო სისუსტეს იქ არავის პატიობდნენ. ყველას თვალში ნიკო უკვე იმ გზას მიუყვებოდა, რომელიც ან ციხეში, ან ნაადრევ სიკვდილში დამთავრდებოდა. თუმცა ყველაფერი შეცვალა ტრაგიკულმა შემთხვევამ. ნიკო 17 წლის იყო, როცა მამა, ჯონ სევეიჯი, სასიკვდილოდ დაჭრეს. ბანდებს შორის მორიგმა სისხლიანმა შეტაკება მის ოჯახსაც შეეხო. ნიკო რამდენიმე დღე არ შორდებოდა საავადმყოფოს დერეფანს და იმ წუთს, როცა მამა სიკვდილს ებრძოდა, იგი ნიკოსთან მარტო დატოვეს. ჯონის ბოლო სიტყვები მის გულში სამუდამოდ ჩაიბეჭდა: „ნიკო… მე ამ გზაზე ცხოვრება ავირჩიე და ვიცი, როგორ მთავრდება. შენ არ უნდა გაიმეორო ჩემი შეცდომა. მე მინდა, შენ სწორ გზაზე დადგე და ოჯახზე იფიქრო, არა ქუჩაზე…“. მამა ნიკოს თვალწინ გარდაიცვალა. ეს მომენტი ნიკოსთვის უდიდესი ტრაგედია და გარდამტეხი გამოცდილება იყო. პირველად იგრძნო, რომ მისი ცხოვრება შეიძლებოდა იმავე გზას გაჰყოლოდა, რასაც მამის ცხოვრება გაჰყვა. სწორედ ამ დროს ნიკო სერიოზულად დაფიქრდა კრიმინალური ცხოვრების ავკარგიანობაზე. ერთი წლის განმავლობაში, თითქოს ორ სამყაროს შორის ეკიდა — ჯერ კიდევ ქუჩის გავლენის ქვეშ, მაგრამ უკვე მამის სიტყვებზე ფიქრებში ჩაძირული...
როდესაც 18 წლის გახდა და არმიაში გაწვევა გამოაცხადეს, ეს მის ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყისი აღმოჩნდა. ნიკომ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება: მამის სურვილს პატივი ეცა, კრიმინალურ გზა უკან მიეტოვებინა და არმიის რიგებში გაწევრიანება გადაწყვიტა. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ნიკომ პირველივე დღეებიდან თავი გამოიჩინა. წლების განმავლობაში ქუჩაში ნასწავლი გამძლეობა და ძალა მას დიდ უპირატესობას ანიჭებდა. ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მზად იყო, სწრაფად ეჩვეოდა მძიმე დატვირთვებს და ისეთ სირთულეებსაც, რომელსაც სხვა ახალწვეულები ვერ უძლებდნენ.
გარდა ფიზიკური სიძლიერისა, ნიკოს ქარიზმამაც და სიმტკიცემ დიდი როლი ითამაშა. მიუხედავად მისი მძიმე წარსულისა, ჯგუფში ლიდერის პოზიცია სწრაფად დაიკავა. თანატოლები გრძნობდნენ მის ძლიერ ხასიათს და ხშირად მიჰყვებოდნენ მის მაგალითს. ინსტრუქტორებიც ამჩნევდნენ, რომ ნიკო ადვილად ითვისებდა სამხედრო დისციპლინას და ბრძანებებს.
პირველი სერიოზული დავალება, რომელიც ნიკომ ახალწვეულობისას მიიღო, იყო ტყეში ორდღიანი სასწავლო ოპერაცია — ჯგუფს უნდა მოეგვარებინა „მტრის ბანაკის“ პოვნა და სიმულირებული თავდასხმა. ბევრი ახალი ჯარისკაცი დაიბნა, ზოგი ფიზიკურადაც ვერ უძლებდა პირობებს, მაგრამ ნიკო იქ იყო, სადაც სხვებს ყველაზე მეტად უჭირდათ. მან შეძლო სწრაფად შეეცნო ტერიტორია, ეჩვენებინა ჯგუფისთვის სწორი გზა და სწორად გადაენაწილებინა ძალები. მისი გამჭრიახობა და ორგანიზატორობის უნარი ყველას თვალში მოხვდა. ამ დავალების შემდეგ ინსტრუქტორებმა პირველად თქვეს, რომ ნიკოს წინაშე დიდი მომავალი იდგა — არა მხოლოდ როგორც ფიზიკურად ძლიერი მებრძოლის, არამედ როგორც ლიდერის, რომელსაც შეეძლო ხალხის მართვა. სწორედ ამიტომ მას რეკომენდაცია გაუწიეს გადასულიყო სპეც ქვედანაყოფში, სადაც მას უნდა გაევლო უფრო სიღრმისეული და მაღალი დონის კურსები.
სპეცდანიშნულების კურსის მიმდინარეობისას ნიკომ მიიღო ცოდნა, რომელიც მის ბუნებრივ სისასტიკესა და გამჭრიახობას ახალ დონეზე წევდა. ისწავლა დაკითხვის სპეციალური მეთოდები, ჯაშუშობის ხელოვნება, ადამიანზე ზემოქმედებისა და მართვის ფსიქოლოგია. ასევე განსაკუთრებულად დაეუფლა შენიღბვისა და კვალის დაფარვის ტექნიკას.
7-8 წლიანი მსახურის განმავლობაში ნიკომ მონაწილეობა მიიღო ათეულობით სპეცოპერაციაში — ზოგიერთი მხოლოდ სასწავლო იყო, ზოგი კი რეალური. მისი კარიერა სწრაფად ვითარდებოდა: თავიდან რიგითი მებრძოლი იყო, თუმცა 2-3 წელიწადში უკვე სერჟანტის რანგში მსახურობდა. რამდენიმე წარმატებული დავალების შემდეგ კი ქვედანაყოფის მეთაურადაც დააწინაურეს.
ერთი რეალური ოპერაცია, რომელმაც ნიკო ქვედანაყოფში ლეგენდად აქცია, ჩრდილოეთ ვირჯინიაში განხორციელდა. მათი მიზანი იყო შეეღწიათ შენობაში, სადაც მძევლები ჰყავდათ აყვანილი. სიტუაცია რთული იყო: ტერორისტები კარგად იყვნენ შეიარაღებულნი და შენობის ყველა გასასვლელი გადაკეტილი ჰქონდათ. ოპერაციის დროს, როცა ჯგუფი დაბნეული იყო და სროლის დაწყება დიდ რისკს შეიცავდა, ნიკომ სწრაფად შეაფასა გარემო. შენობის გვერდით არსებულ ტექნიკურ დერეფანში შეამჩნია ჩაბნელებული შესასვლელი, რომელიც სხვებს შეუმჩნეველი დარჩენოდა. მან ჯგუფი უხმაუროდ გადაიყვანა ამ გზით და შეძლეს შენობაში შეუმჩნევლად შეღწევა. შიგნით ნიკომ გამოიყენა დაკითხვის კურსზე ნასწავლი ფსიქოლოგიური ზეწოლის მეთოდი: ერთ-ერთ ტერორისტს მალულად დაარტყა, უხეში ტონით აიძულა ინფორმაცია მიეცა და გაიგო, სად ჰყავდათ მძევლები. საბოლოოდ, ოპერაცია წარმატებით დასრულდა და მძევლები უვნებლად გაათავისუფლეს. ეს შემთხვევა ნიკოსთვის სიმბოლური იყო — მან აჩვენა, რომ მისი წარსული გამოცდილება, გამჭრიახობა და დაუნდობლობა შეიძლებოდა არა მხოლოდ ძალადობაში, არამედ სიცოცხლის გადასარჩენადაც გამოყენებულიყო.
ზრდასრულობა

სპეცდანიშნულების ქვედანაყოფში მსახურის მრავალი წლის განმავლობაში ნიკოს ავტორიტეტი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. მან დაამტკიცა, რომ იყო არა მხოლოდ ძლიერი მებრძოლი, არამედ გონებაგამჭრიახი მეთაური, რომელსაც შეეძლო გუნდის მობილიზება და რთულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებების მიღება.
მრავალი წარმატებული ოპერაციის შემდეგ ნიკო დაწინაურდა როგორც წოდებრივად, ისე თანამდებობრივად. სამხედრო კარიერაში იგი უკვე ერთ-ერთ ყველაზე სანდო და ავტორიტეტულ ფიგურად იქცა. მისი სახელი ხშირად ჟღერდა ანგარიშებში, როგორც მაგალითი ეფექტური ოპერაციების ჩატარებისა და გუნდის ლიდერობის. თუმცა ასეთ წარმატებას მეორე მხარეც ჰქონდა. ნიკოს სამოქალაქო ცხოვრება ვერ დალაგდა. მიუხედავად მისი სამხედრო წარმატებებისა, ფინანსები არასოდეს ჰყოფნიდა. ჯარში მიღებული ანაზღაურება ვერ ფარავდა მის საჭიროებებს — განსაკუთრებით მაშინ, როცა დედამისი, ელენე, უკვე ასაკში იყო და ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა. ნიკო მძაფრად განიცდიდა ამ განსხვავებას. სამხედრო კარიერაში იგი იყო „მეთაური“, მაგრამ პირად ცხოვრებაში ხშირად უძლურებას გრძნობდა. სწორედ ამ შინაგანი უკმაყოფილებიდან გაჩნდა ახალი გადაწყვეტილება.
წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე ნიკომ ნელ-ნელა გააცნობიერა, რომ პატიოსანი ცხოვრებით კარიერა კი შექმნა, მაგრამ ფინანსურად წინ ვერ წავიდა. მაშინ გადაწყვიტა არალეგალური გზებისთვის მიემართა. თავისი სამხედრო და ლიდერული პოზიციის წყალობით მას ბევრი კარები ეხსნებოდა, ბევრი ინფორმაცია ჰქონდა ხელთ, და გადაწყვიტა ეს ყველაფერი მატერიალური კეთილდღეობის მისაღებად გამოეყენებინა. ნიკო ამ საქმეში გამოცდილი იყო — წარსული კრიმინალური წლების გამოცდილება მისთვის იარაღად იქცა. მან დაიწყო ფარულად ქრთამის აღება, საბრძოლო მასალების გაყიდვა, ინფორმაციის გატანა კრიმინალურ ორგანიზაციებთან.
ქრთამის ისტორია: ერთ-ერთი სპეცოპერაციისას ჯგუფმა დააკავა პიროვნება, რომელიც ფარულად კრიმინალური ორგანიზაციისთვის დიდ თანხებს „რიცხავდა“. ოფიციალურად, ის უნდა გადაეცათ ფედერალურ სტრუქტურებს, თუმცა ნიკომ სიტუაცია სხვაგვარად გადაწყვიტა. დაკითხვისას, როცა დანარჩენი ჯგუფი შენობაში არ იყო, ნიკომ გამოიყენა მისი გამოცდილება ფსიქოლოგიურ ზეწოლაში და დაკავებულს პირდაპირ სთხოვა „გამოსასყიდი“. კაცმა იცოდა, რომ საქმე სიცოცხლეს ეხებოდა — ან ყველაფერი დაკარგავდა, ან ფულით „გაისყიდიდა“ თავს. შედეგად, ნიკომ რამდენიმე ათასი დოლარი ხელზე მიიღო, ხოლო ანგარიშებში ყველაფერი ისე წარმოაჩინა, თითქოს დაკავებული „გაექცა“.
იარაღის გაყიდვის ამბავი: ნიკომ ასევე გააცნობიერა, რომ ყველაზე ძვირფასი რესურსი, რასაც აკონტროლებდა, იყო საბრძოლო მასალა. მან დახვეწილი სქემა შექმნა: ყოველი ოპერაციის შემდეგ აღრიცხვისას მცირე რაოდენობით ტყვიებსა და აღჭურვილობას „კარგავდა“. ოფიციალურ ანგარიშებში ეს ხან ბრძოლის დროს დაკარგულ მასალად, ხან კი ტრანსპორტირებისას დაზიანებულად იწერებოდა. ერთხელ, ერთ-ერთ სამხედრო ბაზიდან დაბრუნებისას, ნიკომ წლების წინ ნაცნობ კრიმინალურ ჯგუფს მიჰყიდა მცირე პარტია ტყვიებისა და რამდენიმე ხელყუმბარა. გარიგება ისე მოაწყო, თითქოს ნივთები სამხედრო საწყობში უბრალოდ „დაიკარგა“. ეს გახდა მისი პირველი დიდი შემოსავალი „ჩრდილში“ და ამან გზა გაუხსნა სხვა გარიგებებისთვისაც.
ოპერაციის დეტალების გაყიდვა: ნიკო ყველაზე დიდ სარგებელს მაშინ იღებდა, როცა ინფორმაციას კრიმინალურ ორგანიზაციებს აწვდიდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო ქალაქგარეთ დაგეგმილი რეიდი, რომელიც ნარკოტიკების მსხვილ პარტას ეხებოდა. ნიკო ფარულად დაუკავშირდა ორგანიზაციას და შესთავაზა ინფორმაცია რეიდის ზუსტი თარიღისა და მარშრუტის შესახებ. სანაცვლოდ სოლიდური თანხა მიიღო. ოპერაცია ჩავარდა, საწყობი ცარიელი აღმოჩნდა, ხოლო ნიკომ ფული თავის ანგარიშებში გადაანაწილა ისე, რომ ვერავინ გაიგო.
გატაცების შემთხვევა: ნიკომ ერთხელ კიდევ უფრო საშიში გზით ივაჭრა. მას ხელში ჩაუვარდა მაღალი რანგის ბიზნესმენი, რომელიც კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში იყო, თუმცა სამხედრო სტრუქტურებსაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდა მის წინააღმდეგ. ოფიციალურად, ბიზნესმენი „გამოკითხვაზე“ უნდა გადაეყვანათ, მაგრამ ნიკომ ყველაფერი სხვაგვარად დაგეგმა. მან პირადად ჩაიბარა ტყვე და რამდენიმე საათით გზიდან გადაუხვია. გარეგნულად ეს პატარა „შესვენების გაჩერება“ ჩანდა, სინამდვილეში კი ნიკომ კერძო ადგილას მიიყვანა კაცი, ხელბორკილებით და აბსოლუტურ მარტოობაში. იქ დაიწყო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა — არა იმისთვის, რომ სამხედროებისთვის გამოეტეხა ინფორმაცია, არამედ საკუთარი სარგებლისთვის. ბიზნესმენი საბოლოოდ გატყდა და ნიკოს გადასცა როგორც ფული, ასევე დოკუმენტები, რომელთა გაყიდვაც კრიმინალურ წრეებში შემდგომში დიდ სარგებელს მოუტანდა. რამდენიმე საათში ნიკომ ტყვე ისევ მთავარ მარშუტზე დააბრუნა ისე, რომ თითქოს არაფერი მომხდარა. ოფიციალურ ანგარიშებში ყველაფერი რიგით „დაკავების ეპიზოდად“ ჩაიწერა, ხოლო ნიკომ ჯიბეში ათასობით დოლარი და ხელში ღირებული დოკუმენტები ჩაიგდო.
ეჭვი სამართალდამცავის მხრიდან: თუმცა ერთხელ მაინც გაჩნდა პრობლემა. სამხედრო პოლიციის ოფიცერი, მაიორი გრეგორი ჰანესი, ნელ-ნელა ამჩნევდა ნიკოს საქციელში უცნაურ დეტალებს. ყოველი მისი გუნდის რეიდი თითქოს უცნაურად მთავრდებოდა: ან სამიზნეები წინასწარ გაფრთხილებულები იყვნენ, ან იარაღის აღრიცხვაში შეუსაბამობა ჩნდებოდა. ჰანესს პირდაპირი მტკიცებულება არ ჰქონდა, მაგრამ ეჭვი ნიკოზე მიუთითებდა: სწორედ ის იყო ყველგან იქ, სადაც „შემთხვევითი ჩავარდნები“ ხდებოდა. ნიკომ კარგად გააცნობიერა, რომ ეს პირველი სერიოზული გაფრთხილება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჰანესმა ვერაფერი დაუმტკიცა, ნიკომ გადაწყვიტა სიფრთხილე ეჩვენებინა. წარსულიდან გამომდინარე ის ხვდებოდა, რომ თუ ეჭვები გაძლიერდებოდა, ადრე თუ გვიან სიმართლე გამოაშკარავდებოდა. ამიტომ ნიკომ გააკეთა ყველაზე ჭკვიანური სვლა — ქვედანაყოფის შეცვლა. იცოდა, რომ სხვა შტატში თავისუფლად შეძლებდა კარიერის გაგრძელებას და იქ მას ეჭვის თვალით არავინ შეხედავდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ლოს-ანჯელესში გადასვლა, სადაც სამხედრო კარიერის გაგრძელებასთან ერთად პარალელურად გააგრძელებდა არალეგალურ საქმიანობასაც.
აწმყო

ნიკოსთვის ლოს-ანჯელესში გადასვლა იყო ერთდროულად ახალი შესაძლებლობა და სარისკო ნაბიჯი. ჩიკაგოში უკვე ბევრს მიაღწია, მაგრამ ზედმეტი ყურადღებაც მიიპყრო — მაიორი ჰანესის ეჭვებიც ამას ადასტურებდა. ამიტომ, როცა ეროვნულ გვარდიაში გადაყვანის ოფიციალური ბრძანება მიიღო, ეს შანსად ჩათვალა: ქალაქის შეცვლა ნიშნავდა სუფთა ფურცლიდან დაწყებას, სადაც არავინ იცნობდა მის ჩრდილოვან მხარეს.
ლოს-ანჯელესში ჩამოსვლისთანავე იგი ეროვნულ გვარდიაში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა. ეს მისთვის უდიდესი ნაბიჯი იყო — ახალი ქალაქი, ახალი სისტემა და უფრო მაღალი სტატუსი, ვიდრე ოდესმე ჰქონდა. ახლა უკვე ოფიციალურად იღებდა გადაწყვეტილებებს, რომლებიც უშუალოდ ეხებოდა ქალაქის უსაფრთხოებას, სამხედრო ოპერაციებსა და რესურსების განაწილებას.

ეს პოზიცია ნიკოს ორივე მხარეს უწყობდა ხელს:

ლეგალურად — ის იყო ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, რომელსაც ყველა პატივს სცემდა, როგორც გამოცდილი მებრძოლს და ლიდერს.
არალეგალურად — მას ხელთ ეპყრა ინფორმაცია, იარაღი და რესურსები, რომლითაც შეეძლო საკუთარი ფარული იმპერიის გაძლიერება.

ნიკომ სტრატეგია დასახა:

1. გარედან იდეალური ოფიცრის იმიჯი — მკაცრი, მაგრამ სამართლიანი, რომელსაც კოლეგები ენდობიან და ზედმეტ კითხვებს არ სვამენ.

2. შიგნით ფარული ქსელი — ნელ-ნელა იწყებდა ახალი კავშირების გაბმას კრიმინალურ ორგანიზაციებთან, სადაც შუამავლების მეშვეობით მოქმედებდა, რათა პირდაპირ მისი სახელი არ გამოჩენილიყო.
3. ეროვნული გვარდიის რესურსების გამოყენება — იარაღის მარაგები, საბრძოლო მასალები, სატრანსპორტო საშუალებები და ოპერაციების დეტალები ნელ-ნელა იქცა მისი ყველაზე ღირებულ საშუალებად.
ნიკო არ ჩქარობდა. იცოდა, რომ ლოს-ანჯელესში კრიმინალური სამყაროს ძალთა ბალანსი ძალიან მყიფე იყო და ერთი არასწორი ნაბიჯი ყველაფერს გააფუჭებდა. ამიტომ პირველ თვეებში მხოლოდ დაკვირვებასა და ნდობის დამყარებას დასჯერდა. მისთვის მთავარი იყო ორივე მხარის კონტროლი: ერთი მხრივ — ეროვნული გვარდიის მაღალი რანგის ოფიცერი, მეორე მხრივ — ჩრდილოვანი სამყაროს საიდუმლო მოთამაშე, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ ამყარებდა საკუთარ გავლენას ახალ ქალაქში.

რეზულტატი:

1) კრიმინალთან კავშირი (ფარული შეთანხმებები, შუამავლების გამოყენება)
2) უხეში საუბარი / უხეში მოპყრობა (სერვერის წესების დაცვით)
3) დაკითხვის უხეში ფორმა (ფსიქოლოგიური ზეწოლა; ფიზიკური ზეწოლა — იშვიათად და მხოლოდ წესების ფარგლებში)
4) ქრთამის აღება (მხოლოდ მაშინ, როცა არ მიმდინარეობს ვიდეო/აუდიო ფიქსაცია)
5) არალეგალური ნივთების შეძენა/შენახვა/გამოყენება/გაყიდვა
6) ინფორმაციის გაყიდვა (ოპერაციების თარიღები/მარშრუტები/სამიზნეები)
7) დოკუმენტების/მტკიცებულების გაყალბება
8) მცირე რაოდენობით სახელმწიფო საბრძოლო მასალის გაყიდვა (მხოლოდ RP პროცესებით მოპოვებული კავშირებით და მაქსიმუმ 8 იარაღი ან 8 ბრონი ან 800 ვაზნა ან კომბინირებულად (2 იარაღი 2 ბრონი 400 ვაზნა მსგავსი რაოდენობით) დღეში)
9) კრიმინალის დაცვა ან გათავისუფლება სასარგებლო შეთანხმების სანავლოდ (სერვერის წესების დაცვით)
10) გატაცება (დამატებითი დაკითხვა ფარულ ლოკაციაზე, RP-ს წესების დაცვით)
11) შენიღბვა და კვალის დაფარვა (ფიქტიური ანგარიშები, შუამავლები, დროის ფანჯრების გამოყენება)
12) სტრუქტურის გავლენის ბოროტად გამოყენება (ეროვნული გვარდიის სტატუსით წვდომის გამოყენება სერვერის წესების დაცვით)
13) კორუმპირებული ქსელის გაშლა სახელმწიფო სისტემაში
გაფრთხილება: რეზულტატში მოთხოვნილი უპირატესობების გამოყენება სხვა Bad Person-ებთან ერთად მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ მათი გაცნობა RP-გზით ხდება და ეს ყველაფერი გათვალისწინებულია.
 

M0RAL3Z

Well-known member
Server Curator
Jun 17, 2025
120
3
მოგესალმებით!

თქვენი ბიოგრაფია დადასტურებულია.

მოთხოვნილი რეზულტატებიდან უფლება გეძლევათ შემდეგ ჩამონათვალზე:
კრიმინალთან კავშირი (ფარული შეთანხმებები, შუამავლების გამოყენება)
უხეში საუბარი / უხეში მოპყრობა (სერვერის წესების დაცვით)
დაკითხვის უხეში ფორმა (ფსიქოლოგიური ზეწოლა; ფიზიკური ზეწოლა — იშვიათად და მხოლოდ წესების ფარგლებში)
ქრთამის აღება (მხოლოდ მაშინ, როცა არ მიმდინარეობს ვიდეო/აუდიო ფიქსაცია)
არალეგალური ნივთების შეძენა/შენახვა/გამოყენება/გაყიდვა
ინფორმაციის გაყიდვა (ოპერაციების თარიღები/მარშრუტები/სამიზნეები)
სახელმწიფო ქონების შენახვა/გაყიდვა ( არაუმეტეს 3 იარაღი/ბრონი და 300 ტყვია დღეში )

სლოტთან დაკავშირებით მიმართეთ სახელმწიფო ორგანიზაციების კურატორს!
 

M0RAL3Z

Well-known member
Server Curator
Jun 17, 2025
120
3
მოგესალმებით!

სერვერის წესების დარღვევის გამო, თქვენი ბიოგრაფია უარყოფილია.

გედებათ ბიოგრაფიაზე გაყინვა 10.10.2025-მდე.
 
Status
Not open for further replies.