უარყოფილია BAD LSSD - Tornike Burley

Status
Not open for further replies.

Tornikee

Well-known member
Jun 12, 2025
100
2
სახელი გვარი - Tornike Burley
დაბადების თარიღი - 1986
IC ასაკი - 39
ეროვნება - ამერიკელი
მშობლები - Sally Burley , Saimon Burley
განათლება - უმაღლესისიმაღლე - 1.86
თმის ფერი - თეთრი
თვალის ფერი - ცისფერი
სხეულის აგებულება - ნავაჯიშები
ტატუები - ყველგან


tornike burly.jpg
sadadadad.png


ბავშვობა


თორნიკე ბარლი 1986 წლის 23 იანვარს ჯორჯიის შტატში დაიბადა.
მისი მამა, საიმონ ბარლი, ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა იყო, რომელიც შემდგომში მთავარ შერიფად დაინიშნა. საიმონ ბარლის ოჯახში მთავარი ღირებულებები იყო დისციპლინა, პატიოსნება და სამსახურის ერთგულება. დედა კი მთლიან დროს შვილის აღზრდას უთმობდა, რათა თორნიკესთვის სტაბილური და თბილი გარემო შეექმნა.


ბავშვობიდანვე თორნიკე განსხვავდებოდა თანატოლებისგან. სხვები თამაშით იყვნენ გატაცებულნი, მას კი აინტერესებდა, როგორ მუშაობდა პოლიციის მანქანა, რას აკეთებდნენ ფორმიანი ადამიანები და რატომ ჰქონდა მამას ასეთი მკაცრი და მძიმე სამსახური. მისი ყველაზე დიდი სურვილი იყო, ოდესმე თავადაც ჩაეცვა ფორმა და მამასავით „შტატის დაცვაში“ ემსახურა.


მამამ, როცა შვილის ინტერესები შეამჩნია, გადაწყვიტა ბავშვი წესრიგით და სამსახურისადმი სიყვარულით აღეზარდა. ის ხშირად მიჰყავდა განყოფილებაში, აჩვენებდა საბუთებს, იარაღებს, ამცნობდა, თუ რა სახიფათო იყო მზგავსი პროფესია. სწორედ აქედან დაიწყო თორნიკეს გულში ერთგულება, წესრიგისადმი სიყვარული და პატრიოტული სული, რომელიც მის ზრდას თან სდევდა.



მოზარდობა


სკოლა თორნიკემ წარმატებით დაასრულა. ის განსაკუთრებული დისციპლინითა და პასუხისმგებლობით გამოირჩეოდა. არ იყო საუკეთესო მოსწავლე აკადემიურ საგნებში, მაგრამ ყოველთვის გამოირჩეოდა გამბედაობითა და ორგანიზატორული ნიჭით.


მოზარდობაში მას სპორტისადმი ძლიერი ინტერესი გაუჩნდა — კრივში ვარჯიშობდა, შემდეგ სამხედრო ტაქტიკითაც დაინტერესდა. ეს არა მხოლოდ ფიზიკურად აძლიერებდა, არამედ სამომავლო კარიერისთვისაც ამზადებდა.


სწორედ ამ პერიოდში გადაწყვიტა, რომ აუცილებლად შერიფის სამსახურს გაჰყვებოდა. ამიტომ, სკოლის დასრულების შემდეგ, დაუყოვნებლივ ჩააბარა პოლიციის აკადემიაში.


ახალგაზრდობა


აკადემიაში თორნიკე ერთ-ერთ საუკეთესო სტუდენტად იქცა. მასში ერთდროულად იჩენდა თავს შრომისმოყვარეობა და ლიდერის თვისებები. ის ხშირად ხდებოდა ჯგუფის ლიდერი სავარჯიშო ოპერაციებში.


თუმცა ახალგაზრდობის წლები მარტივი არ ყოფილა. ოჯახი ფინანსურად სერიოზულ სირთულეებს განიცდიდა. შერიფის ხელფასი საკმარისი აღარ იყო, დედას კი ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. თორნიკეს მოუწია სწავლის პარალელურად მუშაობა და ოჯახის დახმარება. სწორედ ამ გაჭირვებამ განაპირობა მისი ხასიათის სიმტკიცე და მიზანდასახულობა.


მიუხედავად ყველაფრისა, აკადემია წარმატებით დაასრულა და სწრაფადვე გადაიყვანეს ტაქტიკურ ქვედანაყოფში, სადაც ახლო ბრძოლასა და რთულ სპეცოპერაციებში იღებდა მონაწილეობას. მისმა მონდომებამ უფროსების ნდობა მოიპოვა და უკვე ადრეული ასაკიდან ის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ოფიცერი გახდა.




დღევანდელი დღე

თორნიკე სამსახურს უდიდესი მონდომებით შეუდგა. იგი პატრულირებაში მონაწილეობდა, შემდეგ კი სერიოზულ საქმეებსაც ანდობდნენ. თუმცა, სამსახურში წარმატებასთან ერთად იზრდებოდა პასუხისმგებლობაც, ხოლო პირად ცხოვრებაში — პრობლემები.
ერთხელ, მეგობრებთან ერთად ქალაქის ერთ-ერთ ბარში ყოფნისას, თორნიკემ სრულიად შემთხვევით გაიცნო რამდენიმე უცხო ადამიანი, რომლებიც წარმოუდგენლად გულღია და მეგობრულები ჩანდნენ. ისინი მას ყურადღებით უსმენდნენ, აძლევდნენ რჩევებს და ცდილობდნენ მისი ნდობის მოპოვებას. თორნიკეს ეგონა, რომ ნამდვილი მეგობრები შეიძინა, სინამდვილეში კი ეს ადამიანები კრიმინალური დაჯგუფების წევრები იყვნენ.
მალე მათგან პირველი შემოთავაზება მიიღო — დახმარებოდა „უწყინარ საქმეში“: ერთი საწყობიდან საბუთების მოპოვებაში. თავდაპირველად თორნიკემ კატეგორიულად უარი თქვა, თუმცა მოგვიანებით, როცა გაიგეს მისი ოჯახის სირთულეები, კრიმინალებმა უფრო აგრესიული მეთოდი აირჩიეს. დაემუქრნენ, რომ მისი მამა და დედა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებოდნენ, თუ მათ დავალებას არ შეასრულებდა.
სიტუაციამ თორნიკე იძულებული გახადა,რომ დათანხმებოდა ამ საქმეს. ასე დაიწყო მისი ორმაგი ცხოვრება — ერთი მხრივ პატიოსანი ოფიცერი, მეორე მხრივ კი ადამიანი, რომელსაც კრიმინალური სამყაროს დავალებების შესრულება უწევდა.
პირველი ნაბიჯები თითქოს იძულებითი იყო, თუმცა დროთა განმავლობაში თორნიკე თვითონვე ჩაება „შავ საქმეში“. ქრთამის აღება, იარაღის გადატანა, ინფორმაციის მიყიდვა — ეს ყველაფერი ნელ-ნელა მისი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. მას ბნელ სამყაროში „Shadow Sheriff“-ის სახელი მიენიჭა.
მალე უცხოური დაჯგუფებები — მათ შორის აზიური მაფია — თავად დაუკავშირდა. ისინი თორნიკესგან მაღალი თანამდებობის პირის გადაყვანას და ინფორმაციის მოპოვებას ითხოვდნენ. თორნიკემ თავისი სტატუსი გამოიყენა და გუბერნატორის დაცვის მოტყუებით მოახერხა მიზნის შესრულება. ამით კი საბოლოოდ გადადგა ნაბიჯი უკან დასახევ გზაზე.
მისთვის წამება, დაშინება და ძალადობა ნორმად იქცა. სამსახურში კვლავ სუფთა რეპუტაციით სარგებლობდა, თუმცა რეალურად უკვე კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა იყო.
თორნიკეს ცხოვრება, რომელიც ბავშვობაში პატრიოტიზმითა და სამართლიანობის სურვილით დაიწყო, საბოლოოდ სრულიად სხვა გზაზე წავიდა. ის ერთდროულად იყო პატიოსანი ოფიცერი ხალხის თვალში და სასტიკი დამნაშავე ჩრდილში. სწორედ ეს ორმაგი ცხოვრება გარდაიქმნა მის ტრაგიკულ ფიგურად — ადამიანად, რომელმაც შრომით მიაღწია ყველაფერს, მაგრამ საბოლოოდ კრიმინალის ბნელ მხარეს შეეწირა.


რეზულტატი

1. კრიმინალურ ორგანიზაციებთან კავშირი
2. არალეგალური ნივთების შეძენა/შენახვა/გამოყენება
3. უხეში საუბრის,მოპყრობის და წამების უფლება. (წესების და ნორმების დაცვით).
4. სამხილების გაყალბება/განადგურება.
6. ქრთამის აღება (დაკავებულის გაშვება/საბრძოლო მასალის/იარაღის ლიცენზიის გაყიდვა)

7. დაკავებულისთვის არალეგალური ნივთების/ნივთიერებების ჩადება
 
Last edited:
D

DieHappy

Guest
თქვენი ბიოგრაფია უარყოფილია გადახედეთ ატვირთვის ფორტმატს და მასში მოცემულ წესებს.
 
Status
Not open for further replies.