სახელი: Sheykh
გვარი: Sheykhislamov
ასაკი: 21
დაბადების ადგილი: Los Santos International Airport-ის სამხრეთი მხარე
მშობლები: Jhonatan Sheykhislamov და Elisbet Sheykhislamova
სქესი: მამრობითი
ოჯახური მდგომარეობა: არ არის დაოჯახებული
წონა: 70 კგ
სიმაღლე: 187 სმ
თმის ფერი: თეთრი
თვალის ფერი: მწვანე
ბავშვობა
Sheykh Sheykhislamov დაიბადა 2004 წლის 24 იანვარს, Los Santos International Airport-ის სამხრეთი მხარეში, ოჯახში, რომელსაც ხელმძღვანელობდა Jhonatan Sheykhislamov-ი
მცირეწლოვან ასაკში Sheykh ხშირად დადიოდა სკოლაში, თუმცა რეალური ცხოვრება ქუჩაში გაატარა. მისი მამა, Jhonatan-ი იყო ლოთი და ადგილობრივი ბანდის წევრი, რომელსაც არ აკლდა ძალადობა და რისკი. ერთ დღეს, როცა Sheykh სკოლიდან ბრუნდებოდა, მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა მამამისი პირდაპირ მისი თვალწინ წამებით მოკლეს სხვა ბანდის წევრებმა. Sheykh უყურებდა, როგორ სასტიკად გაუსწორდნენ მამას, მისი წარსული კავშირები და ცხოვრება სავსე იყო სისასტიკით და უძლურებით.
ამ ინციდენტმა ჩამოაყალიბა მისი პირველი ძლიერი ემოცია ბრაზი, რომელიც დარჩა მას მთელი ცხოვრების განმავლობაში. მან პირველად იგრძნო, რამდენად უსამართლო და დაუნდობელია სამყარო, სადაც სუსტი უძლურია, ხოლო კანონი ხშირად არაფერს წყვეტს. ეს იყო გამოცდილება, რომელმაც დაიჭირა სათავეში მისი სიფხიზლე, ცივგონიერება და სურვილი არასდროს დარჩენილიყო უძლური.
ახალგაზრდობა
მამის სასტიკი მკვლელობის შემდეგ Sheykh გაიზარდა სწრაფად და ისწავლა ცხოვრება საკუთარი წესებით. მიუხედავად იმისა, რომ იზრდებოდა კრიმინალებით სავსე გარემოში, სკოლაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო ჰქონდა გამჭრიახი გონება, მაღალი ნიჭი ანალიტიკაში და გამორჩეული თვითდაჯერებულობა.
თუმცა კარგი სწავლა არ ნიშნავდა შორს ყოფნას ქუჩის სამყაროსგან. სამხრეთ ლოს-სანტოსის რეალობა აიძულებდა Sheykh-ს გადარჩენის სხვა გზებიც ესწავლა. მოზარდობის წლებში ის რამდენიმე ადგილობრივ ბანდაშიც გაწევრიანდა. თავიდან მხოლოდ გადარჩენისთვის, შემდეგ კი ძალაუფლებისა და პატივისცემისთვის. ბანდის წევრებთან ყოფნამ ასწავლა, როგორ ემართა შიში, როგორ ებრძოლა სისუსტეს და როგორ ემოქმედა სწრაფად რთულ სიტუაციებში.
ამ პერიოდში Sheykh ორმაგ ცხოვრებას ეწეოდა: დილით ნიჭიერი მოსწავლე იყო, საღამოს კი ქუჩის მკაცრ წესებს მიჰყვებოდა. მისი ახალგაზრდობა იყო ბრძოლა წესრიგსა და ქაოსს შორის, სადაც ორივე მხარე აძლიერებდა მას და ამზადებდა მომავალში საკუთარი გზის შესაქმნელად.
სკოლის დასრულების შემდეგ Sheykh-მ შეძლო ის, რაც მის გარემოში ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო ჩაირიცხა უნივერსიტეტში. მან აირჩია სამართალმცოდნეობა, დეტალურად შეისწავლა კანონები და სისტემის შიდა სტრუქტურა. მისი მიზანი მხოლოდ განათლება არ იყო ის ცდილობდა გაეგო, როგორ მუშაობდა სამყარო, რომელიც ბავშობიდანვე სასტიკად მოექცა.
უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ Sheykh Sheykhislamov-მა საკუთარი გზა სამხედრო სფეროში გააგრძელა. თავდაპირველად ის შეუერთდა ეროვნული თავდაცვის აკადემიას, სადაც გაიარა მრავალთვიანი ინტენსიური მომზადება. წვრთნები იყო დაუნდობელი ფიზიკური გამძლეობა, ფსიქოლოგიური ტესტები და რეალურ ომზე გათვლილი სცენარები. Sheykh ყველა დავალებას ცივი გამოთვლით ასრულებდა, რაც მალე ოფიცრების ყურადღებას მიიპყრობდა.
სწავლების შემდეგ ის გაანაწილეს სპეციალურ დანაყოფში, რომელიც მუშაობდა მაღალრისკიან ოპერაციებზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. მისი მისია იყო სწრაფი შეტევები, ბანდების ლიდერების განეიტრალება და ტერორისტული ქსელების ოპერაციების ჩაშლა. ოპერაციებზე ის გამოირჩეოდა დისციპლინითა და სიმშვიდით ამ თვისებების გამო ხშირად იყო იმ გუნდის წევრი, რომელიც უშუალოდ ახორციელებდა ლიკვიდაციებს.
სამხედრო სამსახურმა Sheykh-ს მეტი სიმტკიცე და სტრატეგიული აზროვნება შესძინა. სწორედ აქ ის საბოლოოდ შეეგუა სიკვდილის იდეას და საკუთარი თავის ხელში აღებულ სამართალს. მისი სახელი ნაკლებად ჩანდა ოფიციალურ ანგარიშებში, მაგრამ რეალურ წრეებში კარგად იცოდნენ მისი ოპერაციების შედეგები.
სამხედრო კარიერის შემდეგ მან გადაწყვიტა დაბრუნებულიყო ლოს-სანტოსში, სადაც საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სამართალდამცავ სფეროში გადაიტანა. ამ მომენტიდან მისი ცხოვრება უკვე გაერთიანდა კანონთან და ჩრდილოვან მოქმედებებთან, რაც საბოლოოდ ჩამოაყალიბებდა მის ფიგურას, როგორც დაუნდობელ ძალას ქალაქის სისტემაში.
როდესაც სამხედრო სამსახური დაასრულა Sheykh გადავიდა პოლიციაში. თავდაპირველად ჩვეულებრივი პატრულით დაიწყო, მაგრამ მისი გამჭრიახი გონება, სტრატეგიული აზროვნება და დაუნდობელი ბუნება მალევე გამოირჩეოდა. წლების განმავლობაში მან სხვადასხვა სტრუქტურებში იმუშავა სპეცდანიშნულების ნაწილებში, გამოძიების ბიუროში, ფედერალურ სააგენტოებშიც კი. ყოველ ნაბიჯზე ის სწავლობდა არა მხოლოდ წესებს, არამედ იმასაც, როგორ უნდა აევლო მათ გვერდი ჩუმად და შეუმჩნევლად.
მიუხედავად მისი კარიერული ზრდისა, ბავშვობის ბრაზი არასდროს დაუკარგავს. ეს ბრაზი ხშირად ცივი, გათვლილი სისასტიკით გამოიხატებოდა. რამდენიმე გამოძიებისას მას პირადად ჰქონდა მონაწილეობა ადამიანების “მოკვლაში”. ოფიციალურად ისინი გაუჩინარებულებად გამოცხადდნენ, მაგრამ სიმართლე მხოლოდ Sheykh-სთვის იყო ცნობილი. ეს არ იყო შემთხვევითი მკვლელობები ეს იყო მისი წესრიგის დაცვა, მისი შინაგანი სამართლიანობის გზა, რომელიც კანონზე მაღლა იდგა.
ახლანდელი დრო
დღეს Sheykh Sheykhislamov 21 წლის ასაკში უკვე ისეთ გზას ადგას, სადაც წესები მხოლოდ იარაღია, რომელსაც თავად აკონტროლებს. სამხრეთ ლოს-სანტოსში გაზრდილმა და სისხლიანი წარსულით გამაგრებულმა, ის სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობს, მაგრამ აღარ არის უბრალოდ პოლიციელი ის სისტემაა რომელსაც ოდესღაც ებრძოდა, ახლა მის ხელში მოქცეული იარაღია.
გარედან ის კანონს იცავს, მაგრამ შიგნით, მის გადაწყვეტილებებს არ აკონტროლებს ვერავინ. მისი სახელი ფარული გავლენით ითქმის, ხოლო მისი მეთოდები მკაცრია, ცივი და შედეგზე ორიენტირებული. ქალაქის სიბნელე მისთვის უცხო აღარ არის ის ამ სიბნელის ნაწილია.
მოწესრიგებული იერსახის მიღმა დგას ადამიანი, რომელსაც არ ავიწყდება საკუთარი წარსული. მამის წამება, სისხლიანი ბავშვობა და დაკარგული ადამიანები მის ხსოვნაში ცოცხლობენ და თითოეულ ნაბიჯს ცივად მართავენ. ოფიციალური ფურცლები მის კარიერას გმირად ასახავენ, მაგრამ ქუჩები იციან მისი სიმკაცრის ფასი. ზოგი მას სამართლის დამცველს უწოდებს, ზოგი კი ჩუმად ამბობს, რომ მან წლების წინ კანონს ზურგი აქცია და ახლა თვითონ წყვეტს, ვინ გადარჩება და ვინ გაქრება.
Sheykh ცხოვრობს ისე, თითქოს ყოველდღე ომია და ამ ომში ის ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ არის.
მოთხოვნები:
უხეში საუბარი 1vs1 (სერვერის წესების დაცვით 1vs1 ან bad person-ების გარმოცვაში)
კრიმინალურ ორგანიზაციებთან კავშირი
არალეგალური ნივთების ჩადება
დაკითხვის მკაცრი და სასტიკი ფორმა
იარაღების გაყიდვა კრიმინალურ ორგანიზაციებზე
ინფორმაციის გაყიდვა
ქრთამის აღება
კრიმინალის გაშვება