უარყოფილია [Bad LSSD] Pere Brasco

Status
Not open for further replies.

Pere Brasco

New member
Sep 22, 2025
1
0
1. სახელი/გვარი: Pere Brasco
2.დაბადების წელი:2000წელი 25 მაისი
3.ასაკი:25
4.დაბადების ადგილი: Los Santos
5. მშობლები:Lorenzo Brasco/Qetevan Brasco
6. სქესი: მამრობითი
7. ოჯახური მდგომარეობა: არ არის დაოჯახებული
8. წონა: 75 კგ
9. სიმაღლე: 1.82 მ
10. თმის ფერი:სერი
11. თვალის ფერი: მწვანე

ბავშვობის წლები:
Pere Brasco დაიბადა და გაიზარდა გეტოში, სადაც ყოველდღე შიმშილი, ჩხუბი და სირენების ხმა იყო. მის ოჯახს თითქმის არაფერი გააჩნდა, მაგრამ Pere-ს პატარა ასაკიდანვე ჰქონდა ერთი დიდი თვისება — საკუთარი ხალხის ერთგულება.
უკვე ბავშვობაში ის იცავდა თავის მეგობრებს უბანში. თუ შეიძლებოდა მშვიდად დაელაპარაკა, Pere ყოველთვის სიტყვას ირჩევდა. მაგრამ როცა ხვდებოდა, რომ ლაპარაკი აღარ ჭრიდა — იქვე იფეთქებდა. ამ დროს მისი აგრესია იმდენად ძლიერი იყო, რომ ბევრს მისი შიშიც კი ჰქონდა.


მოზარდობის წლები:
მოზარდობისას Pere-მ დაინახა, როგორ გადაჰყავდა ქუჩას მის მეგობრები კრიმინალში. ზოგი ციხეში წავიდა, ზოგი ნარკოტიკებში ჩაიძირა. Pere-მ იცოდა, რომ თუ არაფერს გააკეთებდა, ყველას დაკარგავდა.
მის გულში ჩამოყალიბა გადაწყვეტილება: უნდა მოპოვებოდა ძალა, მაგრამ ისეთი ძალა, რომელიც მის ხალხს დაიცავდა. Pere მიხვდა, რომ ამისთვის ქუჩა საკმარისი აღარ იყო.


ჭაბუკობის წლები:
აქ Pere-მ ყველაზე მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა — შერიფის დეპარტამენტში შევიდა ფარულად.
არავინ იცოდა, რომ ის გეტოს შვილი იყო. მასზე ამბობდნენ: „უბრალოდ კარგი ბიჭია, ნიჭიერი, დისციპლინიანი“. სინამდვილეში კი Pere იქ იყო თავისი ხალხისთვის.
დეპარტამენტში ის მალე გახდა ერთ-ერთი ყველაზე საიმედო თანამშრომელი. მტკიცე, მშვიდი და საქმიანი. მაგრამ როცა საქმე გეტოს ეხებოდა, მისი ნამდვილი სახე იჩენდა თავს. Pere სისტემის შიგნიდან იწყებდა მუშაობას გეტოს სასარგებლოდ:
• წინასწარ აფრთხილებდა თავის ხალხს რეიდებზე,
• გადასცემდა ინფორმაციას მტრულ ბანდებზე,
• ზოგჯერ კი იარაღებითაც ამარაგებდა, რომ გეტოს ბიჭებს ქუჩაში თავი დაეცვათ.
მისი ხასიათი ყველასთვის უცნაური იყო: მშვიდი, მაგრამ თუ ლაპარაკი არ ჭრიდა — დაუნდობელი.


აწმყო:
დღეს Pere Brasco უკვე ერთგვარი ლეგენდაა. შერიფის დეპარტამენტში მას პატივს სცემენ, როგორც პატიოსან და მკაცრ თანამშრომელს. მაგრამ ვერავინ ხვდება, რომ მისი ნამდვილი ერთგულება ისევ გეტოშია.
მისი ხალხი მას „მცველს“ ეძახის. მათთვის Pere არის ფარული ძალა, რომელიც ყოველთვის უკან ამოუდგება, იქნება ეს პოლიციის ზეწოლა თუ მტრული ბანდები. Pere Brasco არ ცდილობს გეტოს გამოსწორებას — მას უბრალოდ უნდა, რომ მისი ხალხი გადარჩეს.
ის არის ორ სამყაროს შორის გამყოფი ხაზი:
• შიგნით — შერიფის დეპარტამენტის პატიოსანი თანამშრომელი.
• გარეთ — გეტოს უხილავი მცველი, რომელიც არაფერს იშურებს თავისი ხალხისთვის.



1.ქრთამის აღება
2.უხეში საუბარი
3.ნივთმტკიცების გაქრობა
4.ნივთმტკიცების გაყალბება
 
Last edited:

Richard

Well-known member
D.Chief Administrator
Aug 26, 2025
121
3
მოგესალმებთ,

თქვენი RP ბიოგრაფია უარყოფილია.
 
Status
Not open for further replies.