უარყოფილია BAD LSSD - Lasha Yaga

Status
Not open for further replies.

lashayaga

New member
Oct 1, 2025
4
0
სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, IC ასაკი:
Lasha Yaga, 1995 წლის 14 მაისი, 30 წლის.

პირადი ფოტო:
1759284667125.png

პასპორტის ფოტო:
1759284710716.png

სქესი:
მამრობითი.

ეროვნება:
ამერიკელი.

მშობლები:
მამა – George Yaga, ყოფილი სამხედრო;
დედა – Natalie Yaga, ყოფილი მასწავლებელი.

განათლება:
უმაღლესი განათლება – სამართლის ფაკულტეტი.

გარე აღწერა:
185 სმ სიმაღლის, გამართული სხეულის აგებულების მამაკაცი. მელოტი, თვალის ფერი – მწვანე. სახეზე აქვს ოდნავ შესამჩნევი ნაწიბური წარბის ზემოთ, რომელიც სამხედრო სამსახურში მიიღო. მარჯვენა ხელზე – მცირე ტატუ, რომელიც სიმბოლურად ძალას აღნიშნავს. ხშირად სერიოზული სახით დადის, მაგრამ პირად საუბრებში ირონიული და ცივი იუმორი ახასიათებს.

ბავშვობა:

ლაშა დაიბადა სან-ანდრეასის პატარა ქალაქში. ოჯახი დისციპლინას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, მამა მკაცრი სამხედრო იყო, დედა – განათლებას დიდ ყურადღებას აქცევდა. ბავშვობიდანვე იცოდა, რომ მისი მომავალი ძალასა და წესრიგთან იქნებოდა დაკავშირებული. თუმცა ოჯახს ფინანსური პრობლემები ჰქონდა – მამა ხშირად ვერ პოულობდა სტაბილურ სამსახურს, რის გამოც ლაშას ადრეული ასაკიდან ესმოდა ფულის სიმწარის გემო.

მოზარდობა :

სკოლაში კარგად სწავლობდა და სპორტითაც იყო დაკავებული. თუმცა თანატოლებთან შედარებით, უფრო ხისტი და საკუთარ თავში დახურული იყო. 15 წლის ასაკში ოჯახი სერიოზულ ფინანსურ კრიზისში ჩავარდა – მამას სამხედრო კარიერა მოულოდნელად დასრულდა და ოჯახი დავალებითა და სესხებით დატვირთული დარჩა. სწორედ ამ დროს ლაშამ პირველად იგრძნო, რომ ფული ხშირად უფრო მეტს წყვეტს, ვიდრე პატიოსნება.

ახალგაზრდობა:


18 წლის ასაკში ლაშა ჯარში წავიდა. 7 წელი ემსახურა, მონაწილეობდა მრავალ სპეცოპერაციაში. სამხედრო კარიერამ მას ბევრი რამ ასწავლა – როგორ დაემორჩილებინა ადამიანები, როგორ ემუშავა სტრესულ სიტუაციებში და როგორ მიეღო სწრაფი გადაწყვეტილებები. თუმცა ჯარში ყოფნისას ერთხელ შემთხვევით ნახა, რომ მისი უფროსი ოფიცრები არაერთხელ იღებდნენ „დაფარული“ ქრთამებს ადგილობრივი კონტრაბანდისტებისგან, ომის ზონებში კი იარაღს უკანონოდ ყიდდნენ. ლაშას ეს თავიდან ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ წლების განმავლობაში მიხვდა, რომ ძალაუფლება ხშირად სწორედ ფულით ყიდულობდა საკუთარ თავისუფლებას.
ამ პერიოდში მან უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ სწავლისთვის ფული ნაწილობრივ იმ უკანონო გარიგებებით მოიპოვა, რასაც სამხედრო გარემოცვაში ხედავდა.

ზრდასრულობა:


25 წლის ასაკში ლაშამ დატოვა ჯარი და გადავიდა შერიფების დეპარტამენტში. თავდაპირველად ყველაფერი კანონიერად დაიწყო – ის მუშაობდა ოფიცრად, შემდეგ კი S.R.T-ში ჩაირიცხა. მისი სამხედრო გამოცდილება მას სწრაფად აქცევდა წარმატებულ ოფიცრად. თუმცა მალე ლაშამ შეამჩნია, რომ დეპარტამენტის შიგნითაც არსებობდა „მდუმარე შეთანხმებები“ – გავლენიანი ბიზნესმენები, ბანდების ლიდერები და პოლიტიკოსებიც კი ფულს უხდიდნენ ოფიცრებს თვალის დახუჭვისთვის. თავდაპირველად მხოლოდ ერთხელ დათანხმდა – კრედიტის დასაფარად, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ ფული იოლად მოდიოდა. 28 წლის ასაკში ლაშა უკვე გეგმაზომიერად იყენებდა საკუთარ პოზიციას. S.R.T-ის ოპერაციებში ის ზოგჯერ კრიმინალებს ინფორმაციას აწვდიდა, სანაცვლოდ იღებდა ფულსა და ნადავლის ნაწილს. ის ყოველთვის ფრთხილად მოქმედებდა – ისე, რომ არასდროს ეჭვი არ აეღოთ. მისი ავტორიტეტი და სამხედრო წარსული მას იცავდა.

დღევანდელი დრო:

დღეს ლაშა იაგა უკვე Chief of Department და S.R.T-ის უფროსია. გარედან – პატივსაცემი, მკაცრი და ერთგული ლიდერი. შიგნით – ოსტატურად დამალული კორუმპირებული ფიგურა, რომელსაც შეუძლია კანონის ძალა საკუთარი სარგებლისთვის გამოიყენოს. ის ხშირად მუშაობს ორ მხარესთან: კრიმინალებთან საიდუმლო შეთანხმებებს დებს, ხოლო საზოგადოებაში გმირის იმიჯს ინარჩუნებს. მისი მთავარი მიზანია – ძალაუფლების შენარჩუნება და საკუთარი იმპერიის შექმნა.

ბიოგრაფიის შედეგი:

1. კრიმინალურ ორგანიზაციებთან კავშირი
2. ქრთამის აღება. მოიაზრება დამნაშავის გათავისუფლება / გაპარება, სამხილების განადგურება.
3. უხეში საუბრის,მოპყრობის და წამების უფლება.
4. პოლიციის იარაღების და აღჭურვილობის გაყიდვა.
5. არალეგალური იარაღების გამოყენება მალულად.
6. უდანაშაულო მოქალაქეების გატაცება და არალეგალური ნივთების ჩადება, რათა მერე ფული გამოძალოს. (სერვერის წესების დაცვით)
7. "ცნობა იარაღის ლიცენზიის გამოცდაზე დაშვების შესახებ" გაყიდვა / გაყალბება.
 
Last edited:
D

DieHappy

Guest
მოგესალმებთ,თქვენი ბიოგრაფია უარყოფილია გადახედეთ ატვირთვის ფორმატს და წესებს რომლებსაც უნდა მიჰყვეთ
 
Status
Not open for further replies.