უარყოფილია BAD LSSD - Khorgu OldMan

Status
Not open for further replies.

Khorguuzzzzzz

New member
Aug 19, 2025
2
0

Khorgu OldMan​


ასაკი

32

დაბადების ადგილი

ბრუკლინი, ნიუ-იორკი

მშობლები

Michael OldMan / Sofia Oliviera

სქესი

მამრობითი

ოჯახური მდგომარეობა

დასაოჯახებელი

წონა

110

სიმაღლე

1.88

თმის ფერი

შავი (შერეული ჭაღარათი)

თვალის ფერი

მუქი ყავისფერი

ბავშვობა​


Khorgu დაიბადა 1993 წლის 17 სექტემბერს, ბრუკლინში, ოჯახში, სადაც პატიოსნება მხოლოდ სიტყვებში არსებობდა. მამა, Michael Oldman, მეზობლების თვალში უბრალო მუშა იყო, მაგრამ სინამდვილეში მას მთელი ცხოვრება კავშირი ჰქონდა ქუჩის კრიმინალურ დაჯგუფებებთან. დედა, Sofia Oliviera, ცდილობდა შვილი გადაერჩინა უბნის მახინჯი რეალობისგან, თუმცა ეს თითქმის შეუძლებელი იყო.

Khorgu გაიზარდა ბრუკლინის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ბლოკში, რომელსაც ადგილობრივები „Dark Blocks“-ს ეძახდნენ. იქ ბავშვობიდანვე ხედავდა, როგორ მიმდინარეობდა ნარკოტიკის ვაჭრობა, შეიარაღებული ძარცვები და ქუჩის ჩხუბები. ბავშვობიდანვე შეეჩვია ხმაურიან ქუჩებს, სისხლის სუნს და პოლიციის სირენებს.

დედა ცდილობდა მისი სწავლაზე კონცენტრირებას, მაგრამ Khorgu-ს წიგნები არ აინტერესებდა. მისთვის გაკვეთილებზე გაცდენილი დღეები ბევრად უფრო სასარგებლო იყო ქუჩის კანონების შესასწავლად. ბავშვობიდანვე ჩამოუყალიბდა უხეში ტონი, შეუბრალებელი ხასიათი და მრისხანება.

მოზარდობის პერიოდი​


მოზარდობისას Khorgu უკვე ცნობილი სახე იყო ბრუკლინის ქუჩებში. მას „OldMan“-ს ეძახდნენ — ზედმეტსახელი, რომელიც მისი სიბრაზის, სიმკაცრისა და ასაკისთვის შეუსაბამო სისასტიკის გამო შეარქვეს.

15 წლის იყო, როცა პირველად ჩაება ბანდების ბრძოლებში. მისი სიმაღლე და აგრესიული ხასიათი მას სხვებზე ძლიერად წარმოაჩენდა. პოლიციას რამდენჯერმე ჰყავდა დაჭერილი მცირე დანაშაულებზე — მუქარა, ყაჩაღობა, ნარკოტიკის შენახვა — მაგრამ არასდროს დაუსჯიათ სერიოზულად, რადგან იყო „ზედმეტად ახალგაზრდა“.

ეს პირველი გამარჯვება იყო მისთვის: მიხვდა, რომ სისტემა ხარვეზიანია და ეს ხარვეზები მისი მთავარი იარაღი შეიძლებოდა გამხდარიყო.

ოჯახში სიტუაცია უარესდებოდა. მამა კიდევ უფრო ჩაეფლო კრიმინალში, დედა კი ცდილობდა შვილისთვის სხვა გზა ეპოვნათ. თუმცა Khorgu-ს უკვე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება — მისთვის კანონი არ იყო დაცვის ინსტრუმენტი, კანონი იყო იარაღი, რომლითაც შეიძლებოდა საკუთარი ძალაუფლების განმტკიცება.

ზრდასრულობა​


20-იანი წლებიდან Khorgu-მ გადაწყვიტა ლოს სანტოსში ჩასვლა და სისტემაში შიგნიდან შესვლა. ბლეინის შერიფის ოფისში დაიწყო მუშაობა, თავიდან უბრალო რიგით პოლიციელად. მისი სიმკაცრე, სწრაფი რეაქცია და უხეში ხასიათი უფროსებმა შეამჩნიეს. Khorgu-ს არ სჭირდებოდა ბევრი დრო, რომ ავტორიტეტი მოეპოვებინა.

თუმცა მისი ნამდვილი მიზანი სხვა იყო — კანონის ფარად გამოყენება. იგი აგრძელებდა ძველ მეგობრებთან კავშირს, არალეგალურ გარიგებებს და ნარკოტიკის კონტროლს. მისი კარიერა და მისი კრიმინალური საქმიანობა ერთდროულად ვითარდებოდა.

ხშირად იყენებდა ძალადობრივ დაკითხვებს, რათა „ინფორმაცია“ ამოეღო ეჭვმიტანილებისგან. ოფიციალურად ამას „სწრაფი შედეგები“ ერქვა, მაგრამ რეალურად ეს იყო სისასტიკე, რომელიც მისთვის ჩვეულებრივად იქცა. კოლეგები იცნობდნენ მას როგორც ხისტ, მაგრამ „ეფექტურ“ ოფიცერს.

აწმყო


დღეს Khorgu Oldman არის ბრუკლინის შერიფი, მაგრამ მისი როლი გაცილებით ღრმაა, ვიდრე უბრალოდ კანონის დაცვა.

ოფიციალურად — მაღალი ავტორიტეტის მქონე შერიფი, რომელიც ცნობილია როგორც უკომპრომისო, სასტიკი და ეფექტური.

ფარულად — კორუმპირებული მმართველი, რომელიც აგრძელებს ძველ კრიმინალურ კავშირებს.

Khorgu იღებს ქრთამებს, ფარულად იცავს ძველ მეგობრებს, აკონტროლებს ნარკოტიკის ნაწილს და კრიმინალურ დაჯგუფებებს იყენებს საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად. მისი დაკითხვის სტილი კვლავაც უცვლელია — უხეში, სასტიკი და შეუბრალებელი. ეჭვმიტანილები მისგან უფრო მეტად განიცდიან, ვიდრე სასამართლოსგან.

ისწავლა თავისი წარსულის შეცდომებისგან: არასდროს ტოვებს მტკიცებულებებს, ყოველთვის ამოწმებს კამერებს და იცის, როგორ გააქროს კვალი. Khorgu-სთვის „კანონი“ უკვე მხოლოდ ფორმალობაა, რომელსაც იყენებს როგორც ფარს.
ლოს სანტოსში ყველამ იცის — Khorgu Oldman არის შერიფი, მაგრამ უფრო სწორია, რომ ვთქვათ: ის არის ლოს სანტოსის კანონი.

რეზულტატი / შესაძლებლობები​


  1. კრიმინალებთან ფარული კავშირი.
  2. უხეში საუბარი და უხეში მოპყრობა (სერვერის წესების დაცვით 1v1, BAD პერსონაჟების გარემოცვაში).
  3. დაკითხვის მკაცრი ფორმა (იშვიათად ფიზიკური ზიანით – მხოლოდ BAD პერსონაჟებთან ან RP-ს წესების დაცვით).
  4. ქრთამის აღება
  5. არალეგალური ნივთების შეძენა, შენახვა და გამოყენება.
  6. დამნაშავის გაშვება (იშვიათ შემთხვევებში).
  7. ინფორმაციის გაყიდვა კრიმინალურ ორგანიზაციებზე.
  8. დოკუმენტების გაყალბება.
 

M0RAL3Z

Well-known member
Server Curator
Jun 17, 2025
120
3
მოგესალმებით!

თქვენი ბიოგრაფია უარყოფილია.

პერსონაჟის ისტორია არა არის საკმარისი მოცემული რეზულტატისთვის.
 
Status
Not open for further replies.