უარყოფილია [BAD LLSD] Patric Jane

Status
Not open for further replies.

vache

New member
Sep 7, 2025
3
0
სახელი/გვარი : Patric Jane
ასაკი : 37
დაბადების ადგილი : Boston, USA
მშობლები : Sherock Jane ; Natalie Jane
სქესი : მამრობითი
ოჯახური მდგომარეობა : დასაოჯახებელი
წონა : 97 კგ
სიმაღლე : 1.87
თმის ფერი : ქერა(მელოტი)
თვალის ფერი : ცისფერი



ბავშობა / მოზარდობა



პატრიკი დაიბადა 1988 წლის 30 დეკემბერს ბოსტონში ეტექტივების ოჯახში — მამა, შერლოკი, და დედა, ნატალი , ორივე ცნობილი და ნიჭიერი დეტექტივები იყვნენ. პატარა პატრიკს ადრეული ასაკიდანვე იზიდავდა დეტექტივობა(მშობლების საქმიანობა). კითხულობდა წიგნებს კრიმინალთა ფსიქილოგიაზე, გამოძიებაზე, დანაშაულის სახეობებზე. საყვარელი მშობლების პროფესიამ , მართლაც მოქმედებდა პატრიკზე. როდესაც პატრიკი 8 წლის იყო, მის თავს უბედურება დატრიალდა — კრიმინალური დაჯგუფების წევრებმა უმოწყალოდ მოკლეს შერლოკი და ნატალი. ამ ტრაგედიას პატარა ბიჭიც შეესწრო, მშობლები მას მანქანაში მოუკლეს. იმ ღამიდან მისი შინაგანი სამყარო შეიცვალა — მაგრამ ეს ყოველივე ჯერ არ იყო გამოვლენილი. 18 წლის ასაკში ჩაირიცხა ჯორჯ ვაშნგტონის გამოძიებისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. თვალსაჩინო იყო, რომ პატრიკის ბავშვობის ტრამვა მოგვიანებით იწყებდა გამწვავებას. პატარა პატრიკი ვერ აცნიობიერებდა ზდასრულობამდე მის დანაკარგს., მაგრამ როდესაც იგრძნო მშობლების სიყვარულის დეფიციტი, აურია სწორი ცხოვრების გზას. ხშირად მოსდიოდა უთანხმოება კურსელებთან და გარშემო მყოფებთან. პატრიკს საკუთარი თავი ყოველთვის მართალი მიაჩნდა. უნივერსიტეტში დაიწყო ალკოჰოლის მიღება, იარაღთან გაუჩნდა კავშირი. ცალსახა იყო , რომ, რაც უფრო იზდებოდა პატრიკი, მით უფრო ყალიბდებოდა მასში კრიმინალური გავლენა, არაკანონიერება და განსხვავებული მენტალიტეტი


ზდასრულობა



უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან საგამოძიეობო დეპარტამენტში დაიწყო სტაჟიორად მუშაობა, სადაც გაიცნო გოგო სახელად სოფი. სოფიმ პატრიკზე დიდი გავლენა იქონია. პატრიკის ცხოვრებაში სოფის გამოჩენა აბათილებდა მისი ბავშვობის ტრაგედიას. თანდათან პატრიკი თავის კეთილ სახეს დაუბრუნდა, გამოასწორა მის ცხოვრებაში არასასურველი ჩვევები- იარაღებთან კავშირი, სმა, ნარკოტიკების მიღება, უხეშობა, დაცინვა და კონფლიქტები. პატრიკი და სოფი დაოჯახდნენ, ეყოლათ ტყუპები - ნიკოლა და ალექსი , ორივე ბიჭი. ამავდროულად წყვილი აქტიურად მუშაობდა საგამოძებო სამსახურში. პატრიკი განსაკუთრებულად წარმატებული იყო მას შემდეგ რაც ოფიციალურად აიყვანეს დეპარტამენტში. მის კარიერაში ბევრი გახსნილი საქმე ჩაიწერა. იგი მთავარი დეტექტივი გახდა და ოჯახი ბედნიერად აგრძელებდა ცხოვრებას.
ნიკოლას და ალექსს ორი წელი უნდა შესრულებოდათ ოთხშაბათს 21 დეკემბერს. ყველაფერი კარგად მიდიოდა სანამ 20 დეკემბერს საღამოს 9:23 წუთზე, რა დროსაც პატრიკი მაღაზიაში იყო გასული, სამი შენიღბული დამნაშავე შეიჭრა მის სახლში. ძარცვის დროს სოფიმ წინააღმდეგობა გაუწია, შესაბამისად, შეიარაღებულმა და ორგანიზებულმა ყაჩაღების ჯგფუმა გასროლა განახორციელა , სოფი მოკლეს, ხოლო სროლების შედეგად ცეცხლი წაეკიდა სახლს, რადგან ერთ-ერთმა დამნაშავემ გაზის ბალონს გაარტყა ტყვია. ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა სახლი, საბოლოოდ ამ თავდასხმას მთელი ოჯახი ემსხვერპლა პატრიკის გარდა. შინ დაბრუნებულ პატრიკს სახანძრო, ექიმების და პოლიციის ეკიპაჟები დახვდა, იგი განცვიფრებას იყო. პატრიკმა ყველაფერი ძვირფასი რაც გააჩნდა დაკარგა ამ ცხოვრებაში და გული აიცრუვა, ჭკუიდან გადავიდა, ბედნიერი და ნამდვილი პატრიკი სამუდამოდ გარდაიცვალა და გაჰყვა მის საყვარელ ოჯახს.



შეცვლილი პატრიკი (ცუდი აგენტი)


ამ ტრაგედიამ პატრიკი დააბრუნა ძველ და ბინძურ გზაზე, მას არაფერი ჰქონდა დასაკარგი, ასე რომ ცხოვრობდა ისე როგორც მას მოესურვებოდა .რამდენიმე წლის შემდეგ გაბოროტებულმა პატრიკმა გადაწყვიტა მუშაობის გაგრძელება. მან მოახერხა FBI-ში, CID-ში მუშაობის დაწყება Georgia-ს შტატში, რადგანაც სუფთა და წარმატებული კარიერა ჰქონდა იმ დრომდე. ნამდვილი პატრიკის შესახებ არავინ იცოდა სამსახურში. მას საღი გონება დაკარგული ჰქონდა და ყველაფერს უმნიშნელოდ თვლიდა . პატრიკი შეშლილად ჩამოყალიბდა.დაკითხვის ოთახში საშინელი ტაქტიკებით აიძულებდა დაკავებულებს, რომ მათ აუცილებლად უნდა მიეცათ ინფორმაცია, სიცოცხლის ფასადაც კი. მისი მეთოდები ექსტრემალურად საშინელი იყო — ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეურაცხყოფა, შიშისა და დამცირების გაღვივება. კანონი არ იყო მისთვის დაბრკოლება.ერთმხრივ ეს ყოველივე სამი საყვარელი ადამიანის დაკარგვის ბრალია, ის ასე ცდილობდა შური ეძია ცხოვრებაზე, დამნაშავეებზე და საკუთარ თავზე.

იგი ყოველთვის უხეში იყო. ამასთანავე, მუდმივად დაცინოდა სხვას, სულ ხუმრობდა მათზე. ალბათ შურისძიებას ახორციელებდა ყველაფერზე, რაც მის ცხოვრებაში არასწორად მოხდა. მის სახლში სიგარეტის კვამლი ფაფავდა ჰაერს, ალკოჰოლის ბოთლები იყო დამალული, და არაკანონიერი იარაღების არსებობა კი ნამდვილად ცხადი იყო. ყველამ გაიგო, რომ მისი "მუშაობის" სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ წარსული ტკივილი აბნელებდა მას ყოველდღიურად, და ის ვერ ახერხებდა ჭეშმარიტების პოვნას.
ის ხშირად იღებდა ქრთამს კრიმინალებისგან,, ყიდულობდა არალეგალურ იარაღებს,შესაბამისად, დამნაშავეებთან გარიგებებს არ ერიდებოდა.ხშირად დროს არასწორ ხალხთან ერთად ატარებდა, პატრიკს საკუთარ თავზე კონტროლი ჰქონდა დაკარგული, ვერ აცნობიერებდა, რომ კრიმინალს თავად დაემსგავსა.მისი შემოსავალი საკმაოდ მაღალი იყო, რადგან ხშირად უთანხმდებოდა დამნაშავეებს. აღებული ფულის ნახევარი არალეგალურად იყო მოპოვებული. მისი ურთიერთობა უფროსებთანაც არასდროს იყო გულწრფელი. ზოგჯერ მთელი დღის განმავლობაში არ გამოჩნდებოდა სამსახურში, მაგრამ ვერავინ აძლევდა შენიშვნას. აღსანიშნავია , რომ მისი არალეგალური დაკითხვის, საკმაოდ პროდუქტიული იყო. მისი წყალობით შტატში საკმაოდ შემცირდა კრიმინალთა რაოდენობა და მთელ შტატში დადიოდა მის შესახებ ხმა, როგორც საზიზღარი აგენტი. არავის უნდოდა მის ხელში ჩავარდნილიყო, ან თუ სხვა გზა არ ქონდათ სიტყვა-სიტყვით ყვებოდნენ საჭირო იმფორმაციას. პატრიკი მისსა და დამნაშავეების ურთიერთობას ყოველთვის ანონიმურს ხდიდა, ვერავინ ხვდებოდა , მათ შორის ვერც ექიმები, თუ რატომ ჰქონდათ დაკავებულებს ფიზიკური დაზიანებები. პატრიკი ერთი წინადადებით არწმუნებდა ყველას, რადგან დამაჯერებლად ცრუობდა, ამასთანავე, იგი არ უშვებდა არცერთ შემთხვევაში , რომ მის წინააღმდემ ყოფილიყო რაიმე მტკიცებულება, რომელიც მის არაკანონიერებას დაამტკიცებდა. პატრიკს არაფერი ანაღვლებდა და ამიტომაც გახდა ასეთი საშინელი აგენტი, მას ვერაფერი ვერ შეცვლის.




აწმყო



ახლა პატრიკი 37 წლისაა და ლოს სანტოსის შტატში აგრძელებს ცხოვრებას. .პატრიკმა მოახერხა მისი კარეირის გაყალბება, მან ყველა არასასიამოვნო ჩანაწერი და შენიშვნა ამოიღო მისი საქმიდან და მართლაც, რომ ყველა სტრუქტურისთვის სანატრელი კანდიდანტის კარიერია შეიქმნა.შერიფების დეპარტამენტი მისით დაინტერესდა და დაუყონებლივ აიყვანეს იგი სამსახურში, დეტექტივების შტაბში.იგი დრომ არ შეცვალა. პატრიკი ახლაც არაკანონმორჩილი და ცუდი სამართალდამცავია. პატრიკი კვლავ მიმართავს არაკანონიერი დაკითვის ფორმებს, უხეშად ექცევა და ფიზიკურს და სიტყვიერ შეურაცხჰოფას აყენებს დამნაშავეებს, ეუხეშება აბსოლიტურად ყველას( 1v1 ),სვამს როდესაც განვლილი ტკივილი მოაწვება. იღებს ქრთამს კონკრეტული კრიმინალებისგან, ყიდულობს და ატარებს არაკანონიერ იარაღს, როგორც ადრე სჩვეოდა. მისი თანამშრომლები ვერ ამჩნევენ მის არალეგალურ საქმიანიანობას, რადგან როგორც FBI-ში, ისე აქაც პატრიკი იყენებს ყველა ხერხს , რათა თავი გამოიძვრინოს არაუპირატესი სიტუაციიდან. პატრიკი თავზე ხელაღებული შერიფია, რომელიც ცხოვრობს ისე როგორც უნდა.



რეზულტატი:

1) უხეში საუბარი / უხეშად მოპყრობა (სერვერის წესების დაცვით 1V1 / BAD- ების გარემოცვაში)
2) დაკითხვის უხეში ფორმა(მარტო ან BAD პერსონაჟების გარემოცვაში სერვერის წესების დაცვით-იშვიათად ფიზიკური ზიანის მიყენება )
3) დოკუმენტის გაყალბება
4) ქრთამის აღება(თუ არ მიმდინარეობს ვიდეო/აუდიო ფიქსაცია)
5)სხვადასხვა სიტუაციაში ტყუილის გამოყენება თავის დასაძვრენად
6) კრიმინალთან კავშირი.
7) არალეგალური იარაღის ტარება/ გამოყენება

გაფრთხილება: რეზულტატში მოთხოვნილი უპირატესობების გამოყენება სხვა Bad Person-ებთან ერთად მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ მათი გაცნობა RP-გზით ხდება და ეს ყველაფერი გათვალისწინებულია.
 
Last edited:

DieHappy

Well-known member
D.Chief Administrator
Aug 23, 2025
74
2
მოგესალმებით თქვენი ბიოგრაფია უარყოფილია

მიზეზი: სიუჟეტის ალოგიკური განვითარება "ლორში".
 
Status
Not open for further replies.