უარყოფილია BAD GOV | Gojo Topper

Status
Not open for further replies.

gojoi

Member
Sep 8, 2025
5
0
სახელი: Gojo Topper
ასაკი: 28
დაბადების ადგილი: Los Santos
მშობლები: Jacob Topper, Helena Topper
სქესი: მამრობითი
ოჯახური მდგომარეობა: უცოლო
წონა: 76 კგ
სიმაღლე: 183 სმ
თმის ფერი: მუქი შავი

თვალის ფერი: ყავისფერი

ბიოგრაფია


Gojo Topper დაიბადა 1996 წლის 14 მაისს ლოს სანტოსში, ქალაქში, სადაც დანაშაულს ყოველდღიური სახე ჰქონდა. მამა –ყოფილი სამხედრო, მკაცრი და დისციპლინირებული კაცი იყო, დედა კი თბილი და მზრუნველი, თუმცა უბნის მძიმე გარემო, ბავშვობიდანვე აიძულებდა Gojo-ს გამკლავებოდა ძალადობას და უსამართლობას.

სრულწლოვანების შემდეგ Gojo-მ გადაწყვიტა, ძალაუფლება ხელში აეღო და საკუთარი გზით დაემყარებინა წესრიგი. ის შეუერთდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და დაიწყო კარიერა როგორც SASS Agent. რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა ოპერატიულ დავალებებზე, დაამტკიცა თავი როგორც საიმედო აგენტი და გადაიყვანეს SASS Special Agent-ის პოზიციაზე. გამოცდილებამ და გამბედაობამ, ასევე არატრადიციულმა გადაწყვეტილებებმა მას მოაპოვებინა რეპუტაცია, როგორც ადამიანი, რომელიც არ ერიდება არც რთულ საქმეს და არც რისკს. საბოლოოდ დაინიშნა SASS Supervisor-ად, სადაც უკვე თავად მართავს ოპერაციებს, აკონტროლებს აგენტების ჯგუფს და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებებს.

Gojo-მ თავისი კარიერის განმავლობაში შექმნა ფართო კონტაქტების ქსელი როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე კრიმინალურ სამყაროში. ის იყენებს ამ კავშირებს ინფორმაციის მისაღებად, კონტრაბანდის კონტროლისთვის და ზოგჯერ საკუთარი ინტერესების დასაცავადაც. მისი ფილოსოფიაა: "ზოგჯერ წესების დარღვევა საჭიროა იმისთვის, რომ წესრიგი შენარჩუნდეს."

ხასიათი

Gojo არის ცივი, გააზრებული და პრაგმატული. არ ენდობა ადვილად და გადაწყვეტილებებს მხოლოდ ფაქტების საფუძველზე იღებს. ოპერაციებზე ყოველთვის აკონტროლებს სიტუაციას, საჭიროების შემთხვევაში უხეშადაც მოქმედებს, რადგან სჯერა, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. მისი გავლენა და ძალაუფლება აძლევს შესაძლებლობას იმოქმედოს როგორც კანონიერად, ისე სისტემის მიღმაც.

რეზულტატი

კრიმინალთან კავშირი (ჰყავს პირადი ინფორმატორები და კონტაქტები, რომელთაც იყენებს ინფორმაციის შეგროვებისა და ოპერაციების გასამარტივებლად.)

ქრთამის აღება (თუ არ მიმდინარეობს ვიდეო/აუდიო ფიქსაცია)

არალეგალური ნივთების შეძენა/შენახვა/გამოყენება (საჭიროების შემთხვევაში იყენებს იარაღს და აღჭურვილობას, რომელიც ოფიციალურად არ არის გაცემული.)

დამნაშავის გაშვება (24 საათში მაქსიმუმ 1 ადამიანი) – საკუთარი გადაწყვეტილებით ათავისუფლებს ადამიანებს, რათა მათგან მომავალში მიიღოს სარგებელი.

ინფორმაციის გაყიდვა (კრიმინალურ სამყაროს აწვდის სასარგებლო ინფორმაციას, როდესაც ეს ხელს უწყობს მის სტრატეგიას.)

დოკუმენტის გაყალბება

უხეში საუბარი/მოპყრობა (სერვერის წესების დაცვით)

GOV ნივთების გაყიდვა
 
Last edited:

DieHappy

Well-known member
D.Chief Administrator
Aug 23, 2025
70
2
მოგესალმებით თქვენი ბიოგრაფია უარყოფილია

მიზეზი: განავრცთეთ ისტორია
 
Status
Not open for further replies.