დადასტურებულია Bad Cop Nelson Godson

Status
Not open for further replies.
Sep 7, 2025
5
0
Სახელი და გვარი : Nelson Godson
ასაკი : 38 წლის
ოჯახური მდგომარეობა : დაუოჯახებელი
წარმომავლობა : ვენესუელა
მშობლები : მამა Hugo Raphael Godson დედა Marianna Chavez
დაბადების ადგილი : ვენესუელა , კარაკასი
საცხოვრებელი ადგილი : ა.შ.შ , ლოს სანტოსი
შტატებში ცხოვრების დრო : 17 წელი
სიმაღლე: 1.86
თვალის ფერი : მწვანე
თმის ფერი : შავი
აღნაგობა: ათლეტური
დამახასიათებელი ნიშნები : თავაზიანი , ცივსისხლიანი , პრაქტიკული , მაღალფუნქციური სოციოპატი.


ბავშვობა

Nelson Godson (შემდგომში უბრალოდ ნელსონი) დაიბადა 1987 წლის 27 მაისს ვენესუელას დედაქალაქ კარაკასში, საგზაო ინჟინერი უგო რალფ გოდსონის და დაწყებითი კლასების მასწავლებელი მარიანნა ჩავესის ოჯახში. Მისი ბავშვობა ისეთი დაწყევლილი და აუტანელი იყო როგორც ნებისმიერი სხვა ბავშვისა კარაკასში , მამამისი უგო საკუთარ გაფლანგულ პოტენციალსა და ვენესუელას სახელმწიფოებრივ უუნარობას მისტიროდა დღისით , ხოლო საღამოსთვის უკვე ისე იყო გალეშილი იაფფასინი რომით რომ ტირილის თავიც აღარ ჰქონდა. Დედამისი მარიანნა კი სრულიად განსხვავებული ადამიანი გახლდათ , ის ვერ აძლევდა თავს იმის უფლებას რომ ხელები ჩამოეშვა და დაუღალავად ცდილობდა რომ თავისი შვილისთვის და თავისი მოსწავლეებისთვის რაც შეიძლება მეტი განათლება და ძალა მიეცა რომ ამ ჯოჯოხეთში რაიმე შანსი ჰქონოდათ მაინც. Ნელსონი დედისერთა იყო და არც ბევრი მეგობრით გამოირჩეოდა , მხოლოდ ერთი მეგობარი ჰყავდა , Destello უჯიშო ქუჩის ძაღლი რომელსაც თავისთვისაც კი არასაკმარის საჭმელს უზიარებდა ხოლმე, Destello უბნის ხულიგნებმა სრულიად უმიზეზოდ მოკლეს , იქამდე ურტყეს ხელკეტები სანამ სიკვდილამდე არ მიიყვანეს. Ნელსონი მაშინ 11 წლისა იყო და იმის მაგივრად რომ ამ სისასტიკეს პანიკაში ჩაეგდო და ტირილი მოერთო , მან მამამისის უგოს ჯიბის დანა აიღო და აკანკალებული Destello ტანჯვისგან გაანთავისუფლა. Დაასვა თუ არა დაღი ამან პატარა ნელსონს? Შესაძლოა , მაგრამ არც აქამდე ყოფილა მისი ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი.

ახალგაზრდობა

ნელსონის თინეიჯერობის წლები გაუგებრობებით, ქუჩური ბრძოლებით და სტრესი-დაჭიმული სიჩუმით იყო გაჟღენთილი. კარაკასის გარეუბანში ცხოვრება თვითგადარჩენაზე მეტად მენტალურ ტანჯვას ჰგავდა, და ნელსონმა ადრეულ ასაკშივე ისწავლა ორი რამ: 1) ადამიანებს არ აქვთ გადარჩენის სურვილი, როცა უძლურებად გრძნობენ თავს; და 2) ზოგჯერ სიმართლის დაცვა ბინძური და უსამართლო საქციელით არის შესაძლებელი.
სკოლაში მას არ აკლდა წარმატება — განსაკუთრებით ლოგიკაში, მექანიკაში და სოციალური ფსიქოლოგიის კუთხით. მისი ნიშნები გამორჩეულად მაღალი იყო, მაგრამ მასწავლებლები ვერ იტანდნენ მის ცივ, უგრძნობ მზერას და სიმშვიდეს, რომელიც უფრო საშიში იყო, ვიდრე ჰორმონებისგან აფეთქებული თანატოლების აგრესია. სწორედ ეს სიმშვიდე გახდა მისი დაცვის მექანიზმი — ის არ ყვიროდა, არ ტიროდა, არ იმუქრებოდა. უბრალოდ... აკვირდებოდა და იმახსოვრებდა.
17 წლისას დედამისი, მარიანნა ჩავესი, უბედური შემთხვევის დროს დაიღუპა — სკოლიდან სახლში დაბრუნებულს, პატარა ავტობუსმა გადაუარა. ნელსონს იმ დღეს არ უტირია. უბრალოდ, სახლიდან წავიდა და აღარ დაბრუნებულა. მამამისი უგო იმ პერიოდში უკვე რომისგან დაბნელებულ გონებაში არსებობდა და ვერც გაიაზრა, რომ შვილი იმ დღეს სამუდამოდ დაკარგა.
ნელსონი ჩამოყალიბდა როგორც ფაქტების ენაზე მოსაუბრე ცივსისხლიანი ადამიანი, რომელსაც არც ერთ ილუზიაზე არ ჰქონდა დამოკიდებულება. მას სჯეროდა, რომ სამყარო ბინძური, არამორალური და დაუნდობელია — და რომ შენ ან იყავი მისი ნაწილი, ან გახდებოდი მორიგი გვამი არხში.


გზა ამერიკაში

21 წლის ასაკში, ნელსონმა უკანონოდ გადაკვეთა კოლუმბიის საზღვარი, შემდეგ პანამა და კოსტა-რიკა ფეხით გადალახა, გადაცურა მექსიკის ყურე, და ბინძური გზებით, ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში აღმოჩნდა — კერძოდ კი, ლოს სანტოსში, ქალაქში, რომელიც იმ დროსაც სუნთქავდა კორუფციით, ძალადობით და უსამართლობით.
თავდაპირველად მუშაობდა ღამის მცველად პატარა ავტოსადგომზე, მერე გახდა კერძო გამოძიების ასისტენტი, ბოლოს კი მოეწყო ლოს სანტოსის პოლიციის აკადემიაში — ეს იმ პერიოდში მოხდა, როცა ადმინისტრაცია "მულტიკულტურულ შერიგებაზე" მუშაობდა და ცდილობდნენ, ემიგრანტებისთვის გზა გაეხსნათ სამართალდამცავ სტრუქტურებში.


ბინძური პოლიციელი

აკადემიაში სწავლისას ნელსონი თავს არ იჩენდა — არ იყო წამყვანი სტუდენტი, არც ჩავარდნილი, უბრალოდ აკვირდებოდა. ყურადღებას არ იპყრობდა, მაგრამ როცა საბოლოო გამოცდების დრო მოვიდა, ინსტრუქტორები გაკვირვებულები დარჩნენ მისი ზუსტი და უემოციო მოქმედებით კრიზისულ სიტუაციებში.
პირველი წლები პატრულ ოფიცრად იმუშავა, მაგრამ მალევე მიხვდა — წესების დაცვით არაფერი იცვლებოდა. ის ქალაქის ისეთ ნაწილებში პატრულირებდა, სადაც კანონს აღარ ჰქონდა ძალა, და სწორედ აქ დაიწყო მისი გარდაქმნა ნამდვილ ბინძურ პოლიციელად.
ნელსონი ერთგვარად გაწონასწორებული იყო — არ იღებდა ქრთამს უხეშად ან თვალშისაცემად. ის ირჩევდა, ვისგან მიეღო ფული და ვინ დაესაჯა — კანონი მისთვის ინსტრუმენტი გახდა, არა მიზანი.
ის არ იყო ბოროტი, უბრალოდ ხედავდა ყველაფერს ზედმეტად ნათლად.
გადიოდა დრო და ნელსონი ჩართეს ოპერაციულ ჯგუფში, რომელიც ებრძოდა ლოს სანტოსის გეტოს კრიმინალურ დაჯგუფებებს. მაგრამ მალე მიხვდა, რომ ბრძოლა სიმბოლურია და რეალურად მხოლოდ გავლენების გადანაწილება მიმდინარეობს. ამ თამაშში კი, ვინც წესებს ზედმეტად სერიოზულად იღებდა — მალე ასფალტზე იწვა, ტყვიებით მორთული.
ნელსონმა გონივრულად ითამაშა ეს ბინძური თამაში — შეინარჩუნა პროფესიონალიზმი, მაგრამ ფარულად დაუკავშირდა კონკრეტულ ჯგუფებს, რომელთაც ინტერესი ჰქონდათ „ზედმეტი მოთამაშეების“ გაწმენდის.
ის მალე იქცა პოლიციის შიგნით ჩრდილოვან ფიგურად, რომელსაც არც ერთი მხარე სრულად არ ენდობოდა, მაგრამ ამავდროულად ყველა მასზე იყო დამოკიდებული. მის სახელზე იშვიათად საუბრობდნენ ხმამაღლა, მაგრამ ბევრს სჯეროდა, რომ როცა საქმე რთულდებოდა — ნელსონ უნეტარესი იყო ის კაცი, ვინც ახერხებდა იმ გადაწყვეტილებების მიღებას, რომელსაც სხვები ვერ გაბედავდნენ.


რუხი კარდინალი

ლოს სანტოსის პოლიციის დეპარტამენტში ნელსონი უკვე ათწლიანი სტაჟით მუშაობდა. გარედან ის კვლავ ჩვეულებრივ დეტექტივად ჩანდა — არც ზედმეტი დაწინაურება, არც პრესასთან ურთიერთობა, არც მედლები, არც ხმაური. მაგრამ შიგნით, ჩუმად, ყველამ იცოდა ვისთვის უნდა დაერეკათ, როცა საქმე ვერაგობაზე, კომპრომატებზე ან მათ ფაბრიკაციაზე მიდგებოდა.
და სწორედ ამ პერიოდში — თითქოს შემთხვევით — გამოჩნდა დანიელ რედინგტონი, 30 წლის, ახლად გადმოსული ოფიცერი ჩრდილოეთ კაროლინადან. ახალგაზრდა, ცეცხლივით ანთებული, ბრწყინვალე ფიზიკური მომზადებით და კიდევ უფრო მკვეთრი ინტელექტით. ის იყო სწრაფად მოაზროვნე, მოხერხებული და ხალხის მოზიდვაში უშეცდომო.
მაგრამ რაც ყველაზე საინტერესო იყო — ის სიმართლეს არ ეძებდა, ის შედეგებს ეძებდა.
ნელსონმა პირველსავე კვირაში შენიშნა დანიელი. შეამჩნია არა ის, რასაც სხვები ხედავდნენ — ენერგიულ ახალგაზრდა ოფიცერს — არამედ ის, რასაც ვერავინ ხედავდა: ძალაუფლების სურვილს. არა სახელი, არა ქება, არც ფული, მხოლოდ ძალაუფლება.

და სწორედ მაშინ გადაწყვიტა:
„ეს ბიჭი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გახდება. მე კი მისი ჩრდილი ვიქნები.“


ნელსონი დანიელს ფრთხილად მიუდგა. არ ესაუბრებოდა ზედმეტად, არ აწვდიდა ხელში მზა კარტებს. მაგრამ მიანიშნა — რომ იმ შემთხვევაში, თუ რედინგტონი სურვილს გამოთქვამდა ზღვარზე სიარულის, შედეგების მიღწევის და არაკონვენციური გზების გასინჯვის — მას გვერდით ჰყავდა ადამიანი, რომელმაც იცოდა, როგორ მუშაობდა ეს ქალაქი სინამდვილეში.
დანიელმა ეს მინიშნება მაშინვე დაიჭირა.
პირველი ერთობლივი საქმე იყო ავტორუმების ქსელი, სადაც ფულის გათეთრება, ტრეფიკინგი და პოლიციელების მოსყიდვა შიგნიდან ხდებოდა. ნელსონმა მას მიაწოდა ფარული ჩანაწერები, წინა ოფიცრების ძველი დოსიე, და ერთ-ერთი დეტექტივის სატელეფონო ლოგები — ყველაფერი ისე შეფუთა, რომ დანიელი კანონის ფარგლებში მოქმედებდა, მაგრამ შედეგი ისეთი იყო, როგორიც მხოლოდ „ბინძური“ ოპერაციებით მიიღწეოდა.
მოგებული საქმე. შიდა გამოძიება. დამნაშავე ოფიცრების დაპატიმრება.

რედინგტონი პირველი მედლებით შეამკეს.

შემდეგი წლები ნელსონმა გაატარა იმით, რომ გაუკვალა გზა დანიელს შიგნით, დეპარტამენტში:
  • ხელი შეუწყო მის გადაყვანას ბიუჯეტის კომიტეტში, სადაც რედინგტონმა დაიწყო ურთიერთობა მთავარ დონორებთან და ქალაქის კომისრებთან.
  • მოაწყო „შემთხვევითი“ ჩიხები მისი კონკურენტებისთვის — ნარკოტესტები, საეჭვო ბრიფინგების ჩანაწერები, ან თუნდაც კომუნიკაციის გაჟონვა ჟურნალისტებთან.
  • მოახერხა, რომ რედინგტონი იმ განყოფილებებს ჩაუდგა სათავეში, სადაც „სისტემური გაწმენდა“ მიმდინარეობდა — და აქ მან შექმნა თავისი ხალხის ბირთვი.
რედინგტონი მიცოცავდა ზემოთ. ერთი ნაბიჯით წინ კონკურენტებზე. ოფიციალურად — პრინციპული და გამჭვირვალე. არაოფიციალურად — ნელსონის ერთადერთი ღუზა გარესამყაროსთან, რომელიც აწვდიდა მას კომპრომატს, სუსტ წერტილებს, და არაფერზე იხევდა უკან მისი კარიერული წინსვლისთვის.

როცა დანიელი დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დანიშნეს, მთელი ქალაქი გაოცებული დარჩა.
— ახალგაზრდაა. როგორ მოახერხა?

— დოსიეში არაფერი სჩანს...
— ნუ... ალბათ უბრალოდ ბრწყინვალე ოფიცერია.
მაგრამ ერთმა კაცმა ზუსტად იცოდა, როგორ „მოხვდა“ რედინგტონი იქ.

ნელსონმა მიმართა რკინის ფანჯრისკენ თავისი ნახევრად ჩაცლილი ვისკის ჭიქა და ახლად დანიშნულ დანიელს უთხრა:
„ახლა შენი ჯერია ეს ძალაუფლება გამოიყენო , მე ბოლომდე შენს გვერდით ვარ , თუმცა ერთი რამ დაიმახსოვრე : ჩვენ ძალაუფლება არ მოგვიპოვებია , ძალაუფლებას მოპოვება არ სჭირდება, მას ჩვენ ვქმნით , ჩვენი სისხლიანი ხელებით.“





Მოთხოვნები:

1.ქრთამის აღება / იარაღის და ტყვია წამლის გაყიდვა (მცირე რაოდენობით)
2.კრიმინალურ ორგანიზაციებთან კავშირი.
3.უკანონო ნივთების შეძენა/შენახვა/გამოყენება
4. Სამხილების ფალსიფიკაცია/განადგურება
5. გატაცება/წამება (უხეში საუბრის გარეშე)
 

Attachments

  • Screenshot 2025-09-07 220156.png
    Screenshot 2025-09-07 220156.png
    1,008.1 KB · Views: 1
Last edited:

DieHappy

Well-known member
D.Chief Administrator
Aug 23, 2025
70
2
მოგესალმებით თქვენი ბიოგრაფია დადასტურებლია

1.ქრთამის აღება / იარაღის და ტყვია წამლის გაყიდვა (გოვ ფრაქციის საწყობიდან აღებული ნივთების გაყიდვა არ უნდა აღემატებოდეს 8ს დღეში)
2.კრიმინალურ ორგანიზაციებთან კავშირი.
3.უკანონო ნივთების შეძენა/შენახვა/გამოყენება ( სერვერის წესების დაცვით)
4. Სამხილების ფალსიფიკაცია/განადგურება ( სსკ სიტუაციის სირთულიდან გამომდინარე)
5. გატაცება/წამება (უხეში საუბრის გარეშე,სერვერის ყველა წესის დაცვით)

სლოტთან დაკავშირებით მიმართეთ კურატორს
 
Status
Not open for further replies.